რაენომი 5მგ #56ტ
გააზიარე:
რაენომი 5მგ #56ტ
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: რაენომი® (RAENOM®)
საერთაშორისო არაპატენტირებულ დასახელება:
ივაბრადინი (ivabradine)
გამოშვების ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
დოზირება 5 მგ
მოქმედი ნივთიერება: ივაბრადინი - 5 მგ (5,863 მგ ივაბრადინის ჰიდროქლორიდის სახით);
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მანიტოლი (E421), მალტოდექსტრინი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო (E551), მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: ოპადრაი 200F240001 ვარდისფერი: პოლივინილის სპირტი (E1203), ტალკი (E553ბ); ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი /PEG 3350 (E1521), მეტაკრილის მჟავა - ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), რკინის ოქსიდი წითელი (E172), ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (Е500(ii)).
დოზირება 7,5 მგ
მოქმედი ნივთიერება: ივაბრადინი - 7,5 მგ (8,795 მგ ივაბრადინის ჰიდროქლორიდის სახით);
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მანიტოლი (E421), მალტოდექსტრინი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო (E551), მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: ოპადრაი 200F240001 ვარდისფერი: პოლივინილის სპირტი (E1203), ტალკი (E553ბ), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი /PEG 3350 (E1521), მეტაკრილის მჟავა - ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), რკინის ოქსიდი წითელი (E172), ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (Е500(ii)).
აღწერა
დოზირება 5 მგ
ღია-ნარინჯისფერი, ოვალური, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, V-ფორმის ორი ჭდით გასაყოფად გვერდებზე, ერთ მხარეს გრავირება “СК3”, მეორე მხარე გრავირების გარეშე. ზომები: ~ 8,6 მმ х 4,5 მმ.
დოზირება 7,5 მგ
ღია-ნარინჯისფერი, მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირება “СК4”, მეორე მხარეს გრავირების გარეშე. დიამეტრი: ~ 6 მმ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატები გულის დაავადებების სამკურნალოდ. სხვა საშუალებები გულის დაავადებების სამკურნალოდ.
ათქ კოდი: C01EB17
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
მოქმედების მექანიზმი
ივაბრადინი არის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც ანელებს გულის რითმს, მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს სინუსის კვანძის Iფ არხების შერჩევით და სპეციფიკურ ინჰიბირებაში. ეს არხები აკონტროლებენ სპონტანურ დიასტოლურ დეპოლარიზაციას სინუსის კვანძში და არეგულირებენ გულის შეკუმშვათა სიხშირეს. პრეპარატი ახდენს შერჩევით ზემოქმედებას სინუსის კვანძზე, არ მოქმედებს რა იმპულსების გატარების დროზე ინტრაატრიალური, ატრიოვენტრიკულური, ინტრავენტრიკულური გამტარი გზებით, ასევე მიოკარდის კუმშვადობის უნარსა და პარკუჭების რეპოლარიზაციაზე.
ივაბრადინი აგრეთვე შეიძლება ურთიერთქმედებდეს თვალის ბადურას If არხებთან, რომლებიც აგებულებით გულის; არხების მსგავსია. ისინი მონაწილეობენ მხედველობითი აღქმის სისტემის დროებითი ადაპტაციის მექანიზმებში, ბადურას რეაქციის ცვლილების გზით მკვეთრი სინათლით სტიმულაციაზე. გარკვეულ გარემოებებში (მაგალითად, განათების ინტენსივობის მკვეთრი ცვლილება) ივაბრადინი ნაწილობრივად აინჰიბირებს Iჰ-ს, რაც ზოგიერთ პაციენტში იწვევს სინათლის აღქმის ცვლილების ფენომენს. სინათლის აღქმის ცვლილების ასეთი ფენომენისათვის (ფოსფენებისათვის) დამახასიათებელია მომატებული სიკაშკაშის ხანმოკლე შეგრძნება მხედველობითი ველის შეზღუდულ ზონაში (იხ. ნაწილი “გვერდითი მოქმედება”).
ფარმაკოდინამიკური ეფექტი
ადამიანებში ივაბრადინის ძირითად ფარმაკოდინამიკურ თვისებას წარმოადგენს გულის შეკუმშვათა სიხშირის (გშს) სპეციფიური, დოზადამოკიდებული დაქვეითება. გშს-ს შემცირების ანალიზმა დღეში 20 მგ-ზე მეტი დოზის დროს გამოავლინა “პლატოს” ეფექტის მიღწევის ტენდენცია, რაც ამცირებს გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების რისკს (წუთში 40 დარტყმაზე ნაკლები).
ივაბრადინის გამოყენებისას რეკომენდებული დოზებით გშს-ს შემცირების ხარისხი, როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში, ასევე ფიზიკური დატვირთვისას, შეადგენს დაახლოებით 10 დარტყმას წუთში. ეს იწვევს გულზე დატვირთვის შემცირებას და მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილების შემცირებას. ივაბრადინი არ მოქმედებს გულშიდა გამტარებლობაზე, არც შეკუმშვის უნარზე (არ ახდენს უარყოფით ინოტროპულ მოქმედებას), არც პარკუჭების რეპოლარიზაციის პროცესზე:
- კლინიკურმა ელექტროფიზიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ივაბრადინი არ მოქმედებს არც ატრიოვენტრიკულური ან წინაგულთაშიდა გამტარებლობის დროზე, არც კორექტირებულ QT ინტერვალებზე;
- მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის მქონე პირებში (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია [LVEF] 30-დან 45%-მდე) ივაბრადინი არ ახდენდა ნეგატიურ მოქმედებას LVEF-ზე.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ივაბრადინის ანტიანგინალური და იშემიის საწინააღმდეგო მოქმედება შესწავლილია ხუთ ორმაგ ბრმა რანდომიზებულ კვლევაში (სამი პლაცებოსთან შედარებით და თითო თითო ატენოლოლთან და ამლოდიპინთან შედარებით). სულ ამ კვლევებში მონაწილეობდა სტაბილური სტენოკარდიით დაავადებული 4111 პაციენტი; მათგან 2617 იღებდა ივაბრადინს.
დადგენილია, რომ ივაბრადინი ორჯერ დღეში 5 მგ დოზით აუმჯობესებდა დატვირთვით ჩატარებული ტესტების მაჩვენებლებს მკურნალობის მე-3-4 კვირას. აგრეთვე დადასტურდა 7,5 მგ დოზის ეფექტურობა დღეში ორჯერ მიღებისას. კერძოდ, შედარებით კვლევაში ატენოლოლის გამოყენებით დადგინდა დამატებითი ეფექტი დოზის გაზრდისას 5 მგ-დან 7,5 მგ-მდე ორჯერ დღეში:
ფიზიკური დატვირთვის შესრულების დრო გაიზარდა დაახლოებით 1 წუთით ივაბრადინის 5მგ დოზით ორჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში გამოყენებისას, ამასთანავე, დამატებითი სამთვიანი კურსის შემდეგ ივაბრადინის 7,5 მგ დოზით დღეში ორჯერ მიღების შემდეგ შიგნით აღინიშნა ამ მაჩვენებლის შემდგომი მატება 25 წამით. ივაბრადინის ანტიანგინალური და იშემიის საწინააღმდეგო მოქმედება ასევე დადასტურდა 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. 5 და 7,5 მგ დოზების ეფექტურობა დღეში ორჯერ მიღებისას აღინიშნებოდა ყველა კვლევაში ფიზიკური დატვირთვის ტესტების მაჩვენებლების მიმართ (ფიზიკური დატვირთვის საერთო ხანგრძლივობა, დრო შეზღუდული სტენოკარდიის შეტევის დადგომამდე, დრო სტენოკარდიის შეტევის გავითარებამდე და დრო შთ სეგმენტის 1მმ-ით დეპრესიის განვითარებამდე) და ახლდა სტენოკარდიის შეტევების განვითარების სიხშირის შემცირება დაახლოებით 70%-ით. ივაბრადინის დღეში ორჯერ მიღებისას უზრუნველყოფილია მუდმივი თერაპიული ეფექტურობა 24 საათის განმავლობაში.
ივაბრადინის კლინიკური ეფექტურობის კვლევებში მისი თერაპიული მოქმედება სრულად ნარჩუნდებოდა თერაპიის 3-4 თვის განმავლობაში. მკურნალობის დროს ფარმაკოლოგიური ტოლერანტობის განვითარების (ეფექტურობის დაკარგვის) ან მკურნალობის უეცარი შეწყვეტის შემდეგ მოხსნის სინდრომის ნიშნები არ დაფიქსირებულა. ივაბრადინის ანტიანგინალური და იშემიის საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებული იყო გშს-ს დოზადამოკიდებული შემცირებით და ე.წ ორმაგი წარმოების მნიშვნელოვანი შემცირებით (გულის შეკუმშვათა სიხშირე გამრავლებული სისტოლურ არტერიულ წნევაზე) როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში, ასევე ფიზიკური დატვირთვისას. პრეპარატის გავლენა არტერიულ წნევაზე და სისხლძარღვთა პერიფერიულ წინააღმდეგობაზე იყო მცირე და კლინიკურად უმნიშვნელო.
გულის შეკუმშვათა სიხშირის ხანგრძლივი შემცირება იყო ნაჩვენები პაციენტებში, რომლებიც ივაბრადინს იღებდნენ არანაკლებ 1 წლის განმავლობაში. გავლენა ნახშირწყლოვან ცვლაზე და ლიპიდურ პროფილზე არ აღნიშნულა.
ივაბრადინის ანტიანგინალური და იშემიის საწინააღმდეგო მოქმედება ნარჩუნდებოდა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, ამასთანავე უსაფრთხოების პროფილი იყო საერთო პოპულაციაში უსაფრთხოების პროფილის ანალოგიური.
ფარმაკოკინეტიკა
ფიზიოლოგიურ პირობებში ივაბრადინი სწრაფად თავისუფლდება ტაბლეტიდან და კარგად იხსნება წყალში (>10მ გ/მლ). ივაბრადინი წარმოადგენს S-ენანტიომერს, ბიოკონვერსიის ნიშნების გარეშე (in vivo კვლევების მონაცემების მიხედვით). დადგენილი იყო, რომ ძირითად აქტიურ მეტაბოლიტს წარმოადგენს ივაბრადინის N-დესმეთილირებული წარმოებული.
შეწოვა და ბიოშეღწევადობა
ივაბრადინი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება პერორალური მიღებისას, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა უზმოზე მიღებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 40%-ს ნაწლავის და ღვიძლის “პირველადი გავლის” ეფექტის შედეგად. საკვების მიღება ანელებს შეწოვას დაახლოებით 1 საათით და სისხლის პლაზმაში კონცენტრაციას ზრდის დაახლოებით 20-30%-ით. რეკომენდირებულია ტაბლეტის ჭამის დროს მიღება, კონცენტრაციის ინტრაინდივიდუალური ვარიაბელურობის შესამცირებლად (იხ. ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”).
განაწილება
ივაბრადინი დაახლოებით 70%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს და წონასწორულ მდგომარეობაში პაციენტებში განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 100 ლ-ს. რეკომენდირებული დოზით 5მგ დღეში ორჯერ მუდმივად მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) პლაზმაში შეადგენს 22ნგ/მლ-ს (ვარიაციის კოეფიციენტი (CV) = 29%). საშუალო კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს 10 ნგ/მლ-ს (SV=38%).
ბიოტრანსფორმაცია
ივაბრადინი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში და ნაწლავში დაჟანგვის გზით ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4) მონაწილეობით. ძირითადი აქტიური მეტაბოლიტია N-დესმეთილირებული მეტაბოლიტი (S 18982), მისი კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით ივაბრადინის დოზის 40%-ს. ამ აქტიური მეტაბოლიტის მეტაბოლიზმში აგრეთვე მონაწილეობს CYP3A4 იზოფერმენტი. ივაბრადინს ახასიათებს დაბალი აფინობა CYP3A4-ს მიმართ, კლინიკური მნიშვნელობის თვალსაზრისით იგი არ ახდენს CYP3A4 იზოფერმენტის ინდუცირებას და ინჰიბირებას და აქედან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატი შეცვლის CYP3A4 იზოფერმენტის სუბსტრატების მეტაბოლიზმს ან სისხლის პლაზმაში კონცენტრაციას. პირიქით, იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორები და ინდუქტორები შეიძლება მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს სისხლის პლაზმაში ივაბრადინის კონცენტრაციაზე (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
გამოყოფა
სისხლის პლაზმიდან ივაბრადინის ნახევარგამოყოფის ძირითადი პერიოდი შეადგენს 2 საათს (70-75% AUC), ხოლო ნახევარგამოყოფის ეფექტური პერიოდი შეადგენს 11 საათს. საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 400 მლ/წთ, თირკმლისმიერი კლირენსი - დაახლოებით 70 მლ/წთ-ს. მეტაბოლიტების ექსკრეცია ერთნაირად ხდება შარდით და განავლით. პერორალური დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით. ხაზოვნება/არახაზოვნება
ივაბრადინის კინეტიკა 0,5-დან 24 მგ-მდე პერორალური დოზების დიაპაზონში ხაზოვანია.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა ცალკეულ ჯგუფებში
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებს (AUC და Cmax) არ გააჩნიათ განსხვავებები ხანდაზმული ასაკის (≥ 65 წელი) ან ძალიან ხანდაზმული ასაკის (≥75წელი) პაციენთა ჯგუფებში და პაციენტთა საერთო პოპულაციაში (იხ. ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის უკმარისობის გავლენა (კრეატინინის კლირენსი 15-დან 60-მდე მლ/წთ) ივაბრადინის ფარმაკოკინეტიკაზე ძალიან შეზღუდულია, ეს დაკავშირებულია თირკმლის კლირენსის მცირე მონაწილეობასთან (დაახლოებით 20%) ივაბრადინის და მისი ძირითადი მეტაბოლიტის - S18982-ს გამოყოფაში (იხ. ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით (7 ბალამდე ჩაილდ-პიუს სკალით) თავისუფალი ივაბრადინის და ძირითადი აქტიური მეტაბოლიტის AUC იყო დაახლოებით 20%-ით მაღალი, ვიდრე ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში შეზღუდულია. არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილები “გამოყენების წესი და დოზირება” და “უკუჩვენებები”).
პედიატრიული პოპულაცია
ივაბრადინის ფარმაკოკინეტიკური პროფილი 6 თვიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გულის ქრონიკული უკმარისობით მოზრდილებში აღწერილი ფარმაკოკინეტიკის მსგავსია, როდესაც ტიტრირების სქემა დაფუძნებულია ასაკსა და სხეულის მასაზე.
ურთიერთკავშირი ფარმაკოკინეტიკასა (ფკ) და ფარმაკოდინამიკას (ფდ) შორის
ფკ-ს და ფდ-ს შორის ურთიერთკავშირის ანალიზმა აჩვენა, რომ გშს დაქვეითება თითქმის პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაშია სისხლის პლაზმაში ივაბრადინის და S18982კონცენტრაციის მატებასთან დღეში ორჯერ 15-20 მგ-მდე დოზებით მიღებისას. უფრო მაღალი დოზის მიღებისას გშს აღარ ქვეითდება პლაზმაში ივაბრადინის კონცენტრაციის პროპორციულად და აქვს “პლატოს” მიღწევის ტენდენცია. ივაბრადინის მაღალმა კონცენტრაციამ, რომელიც შეიძლება მიღწეული იყოს CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას, შეიძლება გამოიწვიოს გშს-ს მკვეთრი დაქვეითება, თუმცა ეს რისკი მცირდება CYP3A4 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში (იხ. ნაწილები “უკუჩვენებები”, “სიფრთხილის ზომები” და “ურთიერთქმედბა სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
ივაბრადინის ფკ/ფდ ურთიერთკავშირი 6 თვიდან 18 წლამდე პედიატრიული პოპულაციის პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით მსგავსია მოზრდილებში აღწერილი ფკ/ფდ პარამეტრების ურთიერთკავშირისა.
გამოყენების ჩვენებები
ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურალობა
რაენომი® ნაჩვენებია ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურნალობისათვის პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით ნორმალური სინუსური რითმით და გშს ≥ 70 დარტყმა წუთში.
რაენომი® ნაჩვენებია:
- მოზრდილ პაციენტებში ბეტა-ბლოკატორების აუტანლობის ან გამოყენების უკუჩვენებების არსებობის შემთხვევაში;
- ან ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში პაციენტებში სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომების არაადეკვატური კონტროლის დროს ბეტა-ადრენობლოკატორის ოპტიმალური დოზის ფონზე.
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა
რაენომი® ნაჩვენებია II-IV ფუნქციური კლასის გულის ქრონიკული უკმარისობის დროს NYHA (ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაცია) მიხედვით პაციენტებში სისტოლური დისფუნქციით და სინუსური რითმით გშს-ს დროს ≥ 75 დარტყმა წუთში სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში, ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის ჩათვლით, ან ბეტა-ადრენობლოკატორების აუტანლობის ან ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის უკუჩვენებების არსებობის შემთხვევაში.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი “შემადგენლობა”).
- გშს მოსვენებულ მდგომარეობაში დაბალია 70 დარტყმაზე წუთში მკურნალობის დაწყებამდე.
- კარდიოგენური შოკი.
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.
- მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (არტერიული წნევა 50 მმ ვწყ. სვ.).
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი.
- სინოატრიალური ბლოკადა.
- გულის არასტაბილური ან მწვავე უკმარისობა.
- რითმის ხელოვნური მატარებლის არსებობა (გშს ნარჩუნდება მხოლოდ რითმის ხელოვნური მატარებლის დახმარებით).
- არასტაბილური სტენოკარდია.
- III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.
- გამოყენება Р450 3A4 ციტოქრომის სისტემის ძლიერ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში, როგორიცაა აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები (კლარითრომიცინი, პერორალურად მისაღები ერითრომიცინი, ჯოზამიცინი, ტელითრომიცინი), აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (ნელფინავირი, რიტონავირი) და ნეფაზოდინი (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვ ასამკურნალო საშუალებებთან და ”ფარმაკოკინეტიკა”).
- გამოყენება ვერაპამილთან ან დილთიაზემთან კომბინაციაში, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორებს, რომლებიც აქვეითებენ გულის შეკუმშვათა სიხშირეს (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
- ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, ასევე გამოყენება რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდებს (იხ. ნაწილი “გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში”).
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
რეპროდუქციული ასაკის ქალები
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები პრეპარატით რაენომი® მკურნალობის დროს (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”).
ორსულობა
ორსულობის დროს ივაბრადინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია.
ცხოველებზე კვლევები მიუთითებენ რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე. ამ კვლევებმა გამოავლინეს ემბრიოტოქსიური და ტერატოგენური ეფექტი. ადამიანის მიერ გამოყენების პოტენციური რისკი უცნობია, ამიტომ ორსულობის დროს პრეპარატ რაენომის® გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”).
ძუძუთი კვება
ცხოველებზე კვლევებმა აჩვენებს, რომ ივაბრადინი აღწევს დედის რძეში. ამიტომ პრეპარატ რაენომის® გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”).
ქალებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ივაბრადინით მკურნალობა, უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება და გადავიდნენ ბავშვის კვების სხვა მეთოდზე.
ფერტილობა
ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ზეგავლენა არც მამრებზე, არც მდედრებზე.
გამოყენების წესი და დოზირება
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით დღეში ორჯერ, ანუ ერთი დილით და ერთი საღამოს ჭამის დროს.
დოზები
რეკომენდებულია, რომ გადაწყვეტილება მკურნალობის დაწყების ან დოზების ტიტრაციის შესახებ მიღებული იქნას გულის შეკუმშვათა სიხშირის რეგულარული გაზომვის, ეკგ-ს ჩატარების ან 24-საათიანი ამბულატორიული მონიტორინგის განხორციელების დროს.
პრეპარატ რაენომის® საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ-ს დღეში ორჯერ 75 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში. მკურნალობის 3-4 კვირის შემდეგ, თუ პაციენტს ჯერ კიდევ აღენიშნება სტაბილური სტენოკარდიის კლინიკური გამოვლინებები, საწყისი დოზის კარგი ამტანობის და გშს შენარჩუნებისას მოსვენებულ მდგომარეობაში სტაბილურად 60 დარტყმა/წუთში, დოზა შეიძლება გაზრდილი იქნას მომდევნო უფრო მაღალ დოზამდე პაციენტებში, რომლებიც იღებენ 2,5 მგ-ს ორჯერ დღეში ან 5 მგ-ს ორჯერ დღეში.
შემანარჩუნებელი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ-ს ორჯერ დღეში.
თუ თერაპიის დაწყებიდან სტენოკარდიის სიმპტომები ნარჩუნდება 3 თვის განმავლობაში, პრეპარატ რაენომით® მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გარდა ამისა, განხილული უნდა იქნას საკითხი პრეპარატ რაენომით® მკურნალობის შეწყვეტის შესახებ უმნიშვნელო სიმპტომური პასუხის შემთხვევაში, 3 თვის განმავლობაში მოსვენებულ მდგმარეობაში გშს კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირების არარსებობის ფონზე.
თუ მკურნალობის დროს გშს მოსვენებულ მდგომარეობაში მცირდება 50 დარტყმა/წუთში ნაკლებ მნიშვნელობამდე ან პაციენტს აღენიშნება ბრადიკარდიასთან დაკავშირებული სიმპტომები, (როგორიცაა თავბრუსხვევა, მომატებული დაღლილობა ან არტერიული ჰიპოტენზია), დოზა უნდა შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ დოზამდე 2,5 მგ ორჯერ დღეში (5 მგ-ანი 1/2 ტაბლეტი ორჯერ დღეში). დოზის შემცირების შემდეგ საჭიროა გშს-ს კონტროლის გაგრძელება (იხ. ნაწილი “სიფრთხილის ზომები”). თუ დოზის შემცირების მიუხედავად გშს რჩება 50 დარტყმაზე ნაკლები წუთში ან ნარჩუნდება ბრადიკარდიის სიმპტომები, მკურნალობა პრეპარატ რაენომით® უნდა შეწყდეს.
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა დაწყებული უნდა იქნას მხოლოდ პაციენტებში გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობით. რეკომენდებულია, რომ მკურნალ ექიმს გააჩნდეს გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის გამოცდილება.
პრეპარატ რაენომის® ჩვეულებრივი რეკომედებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ორჯერ. ორი კვირის მკურნალობის შემდეგ დოზა შეიძლება გაზრდილი იქნას 7,5 მგ-მდე ორჯერ დღეში, თუ გშს მოსვენებულ მდგომარეობაში სტაბილურია 60-ზე მეტი დარტყმა წუთში ან შეიძლება შემცირებული იქნას 2,5 მგ-მდე დღეში ორჯერ (5 მგ 1/2 ტაბლეტი ორჯერ დღეში), თუ გშს მოსვენებულ მდგომარეობაში სტაბილურია 50-ზე ნაკლები დარტყმა წუთში ან ბრადიკარდიასთან დაკავშირებული სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში, როგორიცაა თავბრუსხვევა, მომატებული დაღლილობა ან არტერიული ჰიპოტენზია. თუ გშს არის 50-დან 60-მდე დარტყმა/წუთში დიაპაზონში, საჭიროა 5 მგ დოზის შენარჩუნება ორჯერ დღეში.
თუ მკურნალობის დროს გულის შეკუმშვათა სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში სტაბილურია; 50-ზე ნაკლები დარტყმა/წუთში ან პაციენტს აღენიშნება ბრადიკარდიასთან დაკავშირებული სიმპტომები, პაციენტებში, რომლებიც იღებენ 7,5 მგ-ს დღეში ორჯერ ან 5 მგ-ს დღეში ორჯერ, საჭიროა დოზის შემცირება მომდევნო უფრო დაბალ დოზამდე. თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში სტაბილურია 60-ზე მეტი დარტყმა/წუთში, პაციენტებში, რომლებიც იღებენ 2,5 მგს დღეში ორჯერ ან 5 მგ-ს დღეში ორჯერ, შეიძლება დოზის გაზრდა მომდევნო უფრო მაღალ დოზამდე.
მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ გშს რჩება 50-ზე ნაკლები დარტყმა/წუთში ან ნარჩუნდება ბრადიკარდიის სიმპტომები (იხ. ნაწილი “სიფრთხილის ზომები”).
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
75 წლის და უფროსი ასაკის; პაციენტებში განხილული უნდა იქნას საკითხი უფრო დაბალი დოზის გამოყენების შესახებ (2,5 მგ ორჯერ დღეში, ანუ 5 მგ 1/2 ტაბლეტი ორჯერ დღეში), ვიდრე საჭირო გახდება დოზის გაზრდა.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით და 15მლ/წთ-ზე მეტი კრეატინინის კლირენსით დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკა”).
არ არსებობს მონაცემები პაციენტებისათვის 15მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით. ამიტომ ასეთ პაციენტებში ივაბრადინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობით დოზის კორექცია არ არის საჭირო. საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატ რაენომის® გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის ზომიერი უკმარისობით. რაენომი® უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკარისობით, რადგანაც მოცემულ პოპულაციაში არ ჩატარებულა პრეპარატის გამოყენების კვლევები და სავარაუდოა სისტემური ზემოქმედების მნიშვნელოვანი ზრდა (იხ. ნაწილები “უკუჩვენებები” და “ფარმაკოკინეტიკა”).
პედიატრიული პოპულაცია
არ არის დადგენილი ივაბრადინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას 18 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში.
მისაწვდომი მონაცემები წარმოდგენილია ნაწილში “ფარმაკოკინეტიკა”, მაგრამ არ არის დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ფორმულირების საშუალება.
გვერდითი მოქმედება
ივაბრადინის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები, სინათლის აღქმის ცვლილების ფენომენი (ფოსფენები) და ბრადიკარდია, ატარებდნენ დოზადამოკიდებულ ხასიათს და განპირობებული იყვნენ მისი ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმით.
კლინიკური კვლევების მსვლელობაში დარეგისტრირებული იყო შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომელთა შეფასება დაფუძნებულია აღნიშვნის შემდეგ სიხშირეზე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 &ლტ;1/10-მდე), არახშირი (≥1/1000 &ლტ;1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000 &ლტ;1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (&ლტ;1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე).
სისტემურ-ორგანული კლასი |
სიხშირე |
უპირატესად გამოსაყენებლი ტერმინი |
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ |
არახშირი |
ეოზინოფილია |
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ |
არახშირი |
ჰიპერურიკემია |
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
ხშირი |
თავის ტკივილი, ძირითადად მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში |
თავბრუსხვევა, შესაძლებელია დაკავშირებული ბრადიკარდიასთან |
||
არახშირი* |
გულისწასვლა, შესაძლებელია დაკავშირებული ბრადიკარდიასთან |
|
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ |
ძალიან ხშირი |
სინათლის აღქმის ცვლილების ფენომენი (ფოსფენები) |
ხშირი |
არამკაფიო მხედველობა |
|
არახშირი* |
დიპლოპია |
|
მხედველობის დარღვევა |
||
დარღვევები სმენის მხრივ და ლაბირინთული დარღვევები |
არახშირი |
ვერტიგო |
დარღვევები გულის მხრივ |
ხშირი |
ბრადიკარდია |
I ხარისხის AV-ბლოკადა (გახანგრძლივებული PQ ინტერვალი ეკგ-ზე) |
||
პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები |
||
წინაგულთა ფიბრილაცია |
||
არახშირი |
გულისცემის შეგრძნება, პარკუჭზედა ექსტრასისტოლები |
|
ძალიან იშვიათი |
II ხარისხის AV-ბლოკადა, III ხარისხის AV-ბლოკადა |
|
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი |
||
დარღვევები სისხლძარღთა მხრივ |
ხშირი |
არაკონტროლირებადი არტერიული წნევა |
არახშირი* |
არტერიული ჰიპოტენზია, შესაძლებელია დაკავშირებული ბრადიკარდიასთან |
|
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ |
არახშირი |
ქოშინი |
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ |
არახშირი |
გულისრევა |
შეკრულობა |
||
დიარეა |
||
მუცლის ტკივილი* |
||
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ |
არახშირი* |
ანგიონევროზული შეშუპება |
გამონაყარი კანზე |
||
იშვიათი* |
ერითემა |
|
ქავილი |
||
ჭინჭრის ციება |
||
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ |
არახშირი |
კუნთების სპაზმი |
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას |
არახშირი* |
ასთენია, შესაძლებელია დაკავშირებული ბრადიკარდიასთან |
მომატებული დაღლილობა, შესაძლებელია დაკავშირებული ბრადიკარდიასთან |
||
იშვიათი* |
შეუძლოდ ყოფნა, შესაძლებელია დაკავშირებული ბრადიკარდიასთან |
|
ზემოქმედება ლაბორატორიული და ისტრუმენტული კვლევების შედეგებზე |
არახშირი |
კრეატინინის კონცენტრაციის ზრდა სისხლში |
QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე |
*სიხშირე, გათვლილი კლინიკური კვლევებიდან არასასურველი მოვლენებისათვის, რომელიც აღმოჩენილია სპონტანური შეტყობინებებით.
ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა:
იყო შეტყობინებები სინათლის აღქმის ცვლილებების ფენომენის (ფოსფენების) აღნიშვნის შესახებ პაციენტების 14,5%-ში; აღწერილია როგორც მომატებული განათების გარდამავალი შეგრძნება მხედველობის შეზღუდულ ველში. ჩვეულებრივ ისინი ვითარდება განათების ინტენსივობის მკვეთრი ცვლილებისას. ფოსფენები აგრეთვე შეიძლება აღიწეროს როგორც ორეოლი, გამოსახულების დაშლა (სტრობოსკოპიული ან კალეიდოსკოპიური ეფექტი), ფერადი სინათლის აფეთქება ან მრავალჯერადი გამოსახულება (რეტინული პერსისტენცია). ფოსფენები ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში მომდევნო განმეორებით.
ჩვეულებრივ იყო შეტყობინებები, რომ ფოსფენებს გააჩნდათ მსუბუქი ან ზომიერი ხარისხი. ფოსფენები წყდებოდა მკურნალობის დროს ან მისი დასრულების შემდეგ, ამასთან უმრავლეს შემთხვევებში (77,5%) წყდებოდა მკრუნალობის დროს. ფოსფენები იწვევდა ყოველდღიური ცხოვრების ცვლილებას ან მკურნალობის შეწყვეტას პაციენტების 1%-ზე ნაკლებში.
ბრადიკარდია აღინიშნა პაციენტების 3.3%-ში პირველი 2-3 თვის განმავლობაში მკურნალობის დაწყების შემდეგ.
პაციენტების 0,5%-ში ბრადიკარდია იყო მძიმე, 40 დარტყმაზე ნაკლები წუთში გშს-ით.
თუ ინსტრუქციაში მითითებული გვერდითი ეფექტები რთულდება, ან თქვენ შენიშნეთ სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები
ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული და ხანგრძლივი ბრადიკარდია.
მკურნალობა
გამოხატული ბრადიკარდიის მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და ტარდებოდეს სპეციალიზებულ განყოფილებაში. ბრადიკარდიის განვითარების შემთხვევაში ჰემოდინამიკის მაჩვენებლების დარღვევებთან კომბინაციაში, ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობა ბეტა-ადრენომიმეტიკების ინტრავენური შეყვანით, როგორიცაა იზოპრენალინი. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა რითმის ხელოვნური მატარებლის დაყენება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები
არ არის რეკომენდირებული ერთდროული გამოყენება
QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან, როგორიცაა:
- QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი ანტიარითმიული საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, დიზოპირამიდი, ბეპრიდილი, სოტალოლი, იბუთილიდი, ამიოდარონი);
პრეპარატები, რომლებიც არ წარმოადგენენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ ანტიარითმიულ საშუალებებს (მაგალითად, პიმოზიდი, ზიპრაზიდონი, სერტინდოლი, მეფლოქინი, გალოფანტრინი, პენტამიდინი, სიზაპრიდი, ინტრავენური ერითრომიცინი).
თავი უნდა ავარიდოთ ივაბრადინის ერთდროულად გამოყენებას ანტიარითმიულ საშუალებებთან და პრეპარატებთან, რომლებიც არ წარმოადგენენ ანტიარითმიულ საშუალებებს, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, რადგანაც გულის შეკუმშვათა სიხშირის დამატებითმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის დამატებითი გახანგრძლივება. თუ ამგვარი კომბინაცია აუცილებელია, უნდა ჩატარდეს გულის მუშაობის ინტენსიური მონიტორინგი (იხ. ნაწილი “სიფრთხილის ზომები”).
გაფრთხილებები ერთდროულად გამოყენებისას
კალიუმის არადამზოგველი დიურეზული საშუალებები (თიაზიდური ჯგუფის დიურეტიკები და “მარყუჟოვანი” დიურეტიკები): ჰიპოკალიემია შეიძლება ზრდიდეს არითმიის განვითარების რისკს. რადგანაც ივაბრადინმა შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია, ბრადიკარდიის და ჰიპოკალიემიის კომბინაცია წარმოადგენს მძიმე არითმიისადმი განწყობის ფაქტორს, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ QT ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომი, როგორც თანდაყოლილი, ისე რაიმე ნივთიერების ზემოქმედებით გამოწვეული.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები
ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4)
ივაბრადინის მეტაბოლიზმი ხდება ციტოქრომ CYP3A4 მონაწილეობით. გარდა ამისა პრეპარატი წარმოადგენს ამ ციტოქრომის ძალიან სუსტ ინჰიბიტორს. ნაჩვენები იყო, რომ ივაბრადინი არ მოქმედებს პლაზმაში იზოფერმენტ CYP3A4 –ის სხვა სუბსტრატების კონცენტრაციასა და მეტაბოლიზმზე (სუსტი, ზომიერი და ძლიერი ინჰიბიტორების). დასაშვებია, რომ იზოფერმენტ CYP3A4–ს ინდუქტორები და ინჰიბიტორები ივაბრადინთან ურთიერთქმედებენ და მის მეტაბოლიზმსა და ფარმაკოკინეტიკაზე მოქმედებენ კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად. სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევებში დადგინდა, რომ იზოფერმენტ CYP3A4–ს ინჰიბიტორები ზრდიან სისხლის პლაზმაში ივაბრადინის კონცენტრაციას, ხოლო ინდუქტორები იწვევენ მის დაქვეითებას. სისხლის პლაზმაში ივაბრადინის კონცენტრაციის მომატება შეიძლება დაკავშირებული იყოს გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების რისკის გაჩენასთან (იხ. ნაწილი “სიფრთხილის ზომები”).
ერთდროულად გამოყენების უკუჩვენებები
უკუნაჩვენებია იზოფერმენტ CYP3A4-ს ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად მიღება, როგორიც არის აზოლური ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი); მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები (კლარიტრომიცინი, ერითრომიცინი პერორალურად მისაღები, ჯოზამიცინი, ტელიტრომიცინი); აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (ნელფინავირი, რიტონავირი) და ნეფაზოდონი (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”). CYP3A4 იზოფერმენტის ისეთი ძლიერი ინჰიბიტორები, როგორიც არის კეტოკონაზოლი (200მგ დღეში ერთხელ) ან ჯოზამიცინი (1გ ორჯერ დღეში) იწვევდა სისხლის პლაზმაში ივაბრადინის საშუალო კონცენტრაციის მომატებას 7-8-ჯერ.
CYP3A4 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორები: ჯანმრთელ მოხალისეებში და პაციენტებში ჩატარებულმა ურთიერთქმედების სპეციალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ივაბრადინის ერთდროულ გამოყენებას გულის შეკუმშვათა სიხშირის დამაქვეითებელ საშუალებებთან, დილთიაზემთან ან ვერაპამილთან, ახლდა სისხლის პლაზმაში ივაბრადინის კონცენტრაციის ზრდა (“კონცენტრაცია-დრო” მრუდის ქვეშ ფართობის (AUC) 2-3 ჯერ ზრდა), ასევე იწვევდა გშს-ს დამატებით დაქვეითებას წუთში 5 დარტყმით. ამ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად ივაბრადინის გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”).
არ არის რეკომენდირებული ერთდროული გამოყენება
გრეიპფრუტის წვენი: გრეიპფრუტის წვენთან ერთად მიღებისას ივაბრადინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ორჯერ იზრდებოდა. პრეპარატ რაენომით თერაპიის პერიოდში თავი უნდა ავარიდოთ გრეიპფრუტის წვენის მიღებას.
გაფრთხილებები ერთდროულად გამოყენებისას
-CYP3A4 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორები: შეიძლება განხილული იქნას საკითხი ივაბრადინის ერთდროულად გამოყენების შესახებ CYP3A4 იზოფერმენტის სხვა ზომიერ ინჰიბიტორებთან (მაგ. ფლუკონაზოლთან) იმ პირობით, რომ გულის შეკუმშვათა სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში შეადგენს წუთში 70 დარტყმაზე მეტს, ივარაბდინის რეკომენდებული საწყისი დოზა - 2,5 მგ ორჯერ დღეში, აუცილებელია გშს კონტროლი.
- CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორები: CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორებმა (მაგ., რიფამპიცინი, ბარბიტურატები, ფენიტოინი, Hypericum perforatum [ჩვეულებრივი კრაზანა]) შეიძლება გამოიწვიონ სისხლის პლაზმაში ივაბრადინის კონცენტრაციის და აქტივობის დაქვეითება. CYP3A4 იზოფერმენტის მაინდუცირებელი სამკურნალო პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ივაბრადინის დოზის კორექციის აუცილებლობა. ივაბრადინის 10 მგ დოზის დღეში ორჯერ მიღებისას კრაზანასთან კომბინაციაში აღნიშნული იყო ივაბრადინის AUC ორჯერადი დაქვეითება. საჭიროა კრაზანას მიღების შეზღუდვა ივაბრადინით მკურნალობის დროს.
კომბინირებული გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მედიკამენტური ურთიერთქმედების სპეციალური გამოკვლევების შედეგების მიხედვით შემდეგი სამკურნალო პრეპარატები არ ახდენენ კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ივაბრადინის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი), სილდენაფილი, ჰიდროქსიმეთილგლუტარილ-კოფერმენტ A-რედუქტაზას ინჰიბიტორები (სიმვასტატინი), დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის არხების ბლოკატორები (ამლოდიპინი, ლაციდიპინი), დიგოქსინი და ვარფარინი. გარდა ამისა გამოვლინდა, რომ ივაბრადინი კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სიმვასტატინის, ამლოდიპინის, ლაციდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე, დიგოქსინის, ვარფარინის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე, ასპირინის ფარმაკოდინამიკაზე.
III ფაზის ძირითად კლინიკურ კვლევებში შემდეგი სამედიცინო პრეპარატები ჩვეულებრივი პრაქტიკის ჩარჩოებში გამოყენებული იყო ივაბრადინთან კომბინაციაში, რასაც არ ახლდა ჩატარებული თერაპიის უსაფრთხოების პროფილის ცვლილება: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, ბეტა-ადრენობლოკატორები, დიურეტიკები, ალდოსტერონის ანტაგონისტები, ხანმოკლე და პროლონგირებული მოქმედების ნიტრატები, ჰიდროქსიმეთილგლუტარილ-კოფერმენტ A რედუქტაზას ინჰიბიტორები, ფიბრატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები, ასპირინი და სხვა ანტიაგრეგანტული საშუალებები.
პედიატრიული პოპულაცია
ურთიერთქმედების კვლევები ტარდებოდა მხოლოდ მოზრდილების მონაწილეობით.
სიფრთხილის ზომები
კლინიკურ შედეგებზე გავლენის არარსებობა პაციენტებში სიმპტომური ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიით
რაენომი® ნაჩვენებია მხოლოდ ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურნალობისთვის, რადგანაც იგი არ ახდენს დადებით მოქმედებას გულ-სისხლძარღვოვან გართულებებზე (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზით გამოწვეული სიკვდილი).
გულის შეკუმშვათა სიხშირის კონტროლი
დღის განმავლობაში გულის შეკუმშვათა სიხშირის ვარიაბელობის გათვალისწინებით, განხილულ უნდა იქნას საკითხი გშს, ეკგ-ს პერიოდული გაზომვების ჩატარების შესახებ ან 24-საათიანი მონიტორინგისა მოსვენებულ მდგომარეობაში გშს განსაზღვრისას პრეპარატ რაენომით მკურნალობის დაწყებამდე, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ივაბრადინს, როდესაც აუცილებელია დოზის ტიტრირება. ეს აგრეთვე ეხება გულის შეკუმშვათა დაბალი სიხშირის მქონე პაციენტებსაც, კერძოდ, როდესაც გშს წუთში 50 დარტყმაზე დაბალია, ან დოზის შემცირებისას (იხ. ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”).
გულის რითმის დარღვევები
რაენომი® არაეფექტურია არითმიების მკურნალობისათვის ან პროფილაქტიკისათვის. მაღალია მისი ეფექტურობის დაქვეითების ალბათობა ტაქიარითმიის (მაგალითად, პარკუჭოვანი ან პარკუჭზედა ტაქიკარდიის) განვითარების ფონზე. ამიტომ არ არის რეკომენდებული პაციენტებისათვის წინაგულთა ფიბრილაციით ან სხვა ტიპის გულის არითმიებით, რომლებიც დაკავშირებულია სინუსური კვანძის ფუნქციასთან.
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პრეპარატ რაენომით®, მომატებულია წინაგულების ფიბრილაციის განვითარების რისკი. წინაგულების ფიბრილაცია უფრო ხშირად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც ივაბრადინთან ერთდროულად იღებდნენ ამიოდარონს ან I კლასის ანტიარითმულ საშუალებებს.
რეკომენდებულია იმ პაციენტების რეგულარული კლინიკური მონიტორინგი, რომლებიც იტარებენ პრეპარატ რაენომით მკურნალობას, წინაგულების ფიბრილაციის აღმოსაჩენად (მუდმივი ან პაროქსიზმული), კლინიკური ჩვენების არსებობისას მონიტორინგი უნდა მოიცავდეს ეკგ მონიტორინგს (მაგალითად, სტენოკარდიის მიმდინარეობის გაუარესების შემთხვევაში, გულისცემის გახშირების, არარეგულარული პულსის შემთხვევაში).
პაციენტები უნდა გააფრთხილონ წინაგულების ფიბრილაციის ნიშნების და სიმპტომების შესახებ და უნდა ურჩიონ, რომ მათი განვითარების შემთხვევაში მიმართონ ექიმს.
თუ წინაგულების ფიბრილაცია ვითარდება მკურნალობის დროს, უნდა შეფასდეს პრეპარატ რაენომით® მკურნალობის რისკისა და სარგებლის შეფარდება.
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ გულის ქრონიკული უკმარისობა, პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევით (ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა, ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა) და პარკუჭოვანი დისსინქრონია, უნდა იმყოფებოდნენ ინტენსიური დაკვირვების ქვეშ.
II ხარისხის AV-ბლოკადა
არ არის რეკომენდებული პრეპარატ რაენომის® დანიშვნა პაციეტებში II ხარისხის AV-ბლოკადით.
გამოყენება პაციენტებში ბრადიკარდიით
არ არის რეკომენდებული რაენომის® დანიშვნა პაციენტებში, რომლებშიც მკურნალობის დაწყებამდე მოსვენებულ მდგომარეობაში, გულის შეკუმშვათა სიხშირე შეადგენს წუთში 70 დარტყმაზე ნაკლებს (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”).
თუ თერაპიის ფონზე გულის შეკუმშვათა სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში ქვეითდება წუთში 50 დარტყმაზე დაბლა ან პაციენტს აღენიშნება ბრადიკარდიასთან დაკავშირებული სიმპტომები (როგორიც არის თავბრუსხვევა, მომატებული დაღლილობა ან არტერიული ჰიპოტენზია), აუციებელია პრეპარატის დოზის შემცირება. თუ პრეპარატის დოზის შემცირებისას გშს რჩება წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები ან ნარჩუნდება ბრადიკარდიის სიმპტომები, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს (იხ. ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირიება”).
კომბინირებული თერაპია კალციუმის არხების ბლოკატორებთან
პრეპარატ რაენომის® გამოყენება კალციუმის არხების ბლოკატორებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ გულის შეკუმშვათა სიხშირეს, როგორიც არის ვერაპამილი ან დილთიაზემი, უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილენი “უკუჩვენებები” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
პრეპარატ რაენომის® გამოყენებისას კომბინაციაში ნიტრატებთან და დიჰიდროპირიდინული რიგის კალციუმის ნელი არხების ბლოკატორებთან, როგორიცაა ამლოდიპინი, უსაფრთხოების პროფილის ცვლილებები არ აღინიშნა. არ არის დადგენილი, რომ ერთდროული გამოყენება კალციუმის ნელი არხების ბლოკატორებთან, ზრდის ივაბრადინის ეფექტურობას.
გულის ქრონიკული უკმარისობა
საკითხი პრეპარატ რაენომის® დანიშვნის შესახებ უნდა განიხილოს მხოლოდ გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში. საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატ რაენომის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ IV ფუნქციონალური კლასის გულის ქრონიკული უკმარისობა NYHA-ს მიხედვით, პაციენტთა ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების შეზღუდული მონაცემების გამო.
ინსულტი
არ არის რეკომენდებული პრეპარატ რაენომის® გამოყენება უშუალოდ გადატანილი ინსულტის შემდეგ, რადგანაც პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემები ასეთ სიტუაციებში არ არსებობს.
მხედველობითი აღქმის ფუნქცია
ივაბრადინი გავლენას ახდენს თვალის ბადურას ფუნქციაზე. არ არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ ივაბრადინით მკურნალობა ახდენს ხანგრძლივ ტოქსიკურ ზემოქმედებას ბადურაზე.
მხედველობის ფუნქციის დარღვევების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, განხილული უნდა იქნას საკითხი პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ. საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატ რაენომის დანიშვნისას პაციენტებში ბადურას პიგმენტური დეგენერაციით.
არტერიული ჰიპოტენზია
მცირეა მონაცემები გამოყენების შესახებ პაციენტებში მსუბუქი ან ზომიერი არტერიული ჰიპოტენზიით, ამიტომ ამგვარ პაციენტებში პრეპარატ რაენომის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. რაენომი უკუნაჩვენებია მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებში (არტერიული წნევა 90/50 მმ ვრც. წყლ. სვ.) (იხ. ნაწილი U”უკუჩვენებები”).
წინაგულების ფიბრილაცია - გულის არითმია
არ გამოვლენილა გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების რისკი ივაბრადინის მიღების ფონზე სინუსის რითმის აღდგენისას ფარმაკოლოგიური კარდიოვერსიის ჩატარების გზით. მიუხედავად ამისა, საკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო, ელექტრული კარდიოვერსიის გადავადების შესაძლებლობისას, პრეპარატ რაენომის მიღება უნდა შეწყდეს 24 საათით ადრე მის ჩატარებამდე.
გახანგრძლივებული Qთ ინტერვალის თანდაყოლილი სინდრომი ან Qთ ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატებით მკურნალობა
თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატ რაენომის დანიშვნას პაციენტებში გახანგრძლივებული Qთ ინტერვალის თანდაყოლილი სინდრომით ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვ სამკურნალო საშუალებებთან”). თუ ამგვარი კომბინაცია აუცილებელია, საჭიროა გულის მუშაობის ინტენსიური მონიტორინგი.
ივაბრადინით გამოწვეულმა გულის შეკუმშვათა სიხშირის დაქვეითებამ შეიძლება გააძლიეროს Qთინტერვალის გახანგრძლივება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე არითმია, კერძოდ “პირუეტის” ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
პაციენტები არტერიული ჰიპერტეზიით, რომლებიც საჭიროებენ ჰიპოტენზიური თერაპიის კორექტირებას
SHIFT კვლევაში არტერიული წნევის მომატების ეპიზოდები უფრო ხშირი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ივაბრადინს (7.1%) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (6.1%). უმეტესად ეს შემთხვევები ვითარდებოდა ჰიპოტენზიური თერაპიის ცვლილებისთანავე, ატარებდნენ დროებით ხასიათს და არ მოქმედებდნენ ივაბრადინის ეფექტურობაზე. ჰიპოტენზიური თერაპიის ცვლილებისას პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით, რომლებიც იღებენ ივაბრადინს, აუცილებელია არტერიული წნევის მონიტორინგი დროის შესაბამისი ინტერვალებით (იხ. ნაწილი “გვერდითი მოქმედება”).
რაენომი®, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, შეიცავს ლაქტოზას.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებისათვის ლაქტაზას დეფიციტით, ლაქტოზას აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციით.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სპეციალური კვლევა ივაბრადინის ზემოქმედების შესაფასებლად ავტომობილის მართვის უნარზე ჩატარებული იყო ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით. მისი შედეგების მიხედვით ავტომობილის მართვის უნარი არ იცვლებოდა. მაგრამ პოსტრეგისტრაციულ პერიოდში იყო ავტოტრანსპორტის მართვის უნარის გაუარესების შემთხვევები მხედველობის დარღვევასთან დაკავშირებული სიმპტომების გამო. ივაბრადინმა შეიძლება გამოიწვიოს სინათლის აღქმის დროებითი ცვლილება ფოსფენების სახით (იხ. ნაწილი “გვერდითი მოქმედება”). სინათლის აღქმის მსგავსი ცვლილებების აღნიშვნა გათვალისწინებული უნდა იქნას ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს სინათლის ინტენსივობის მკვეთრი ცვლილებისას, განსაკუთრებით ღამით.
ივაბრადინი არ მოქმედებს მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
შეფუთვა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 5 მგ და 7,5 მგ.
აპკიანი გარსით დაფარული 14 ტაბლეტი პა/ალუმინის/პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 2 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
რეცეპტით.
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ
გედეონ რიხტერი რუმინეთი სს.,
540306, ტირგუ-მურეში, ქ. კუზა ვოდე 99-105, რუმინეთი
მწარმოებლის და განმცხადებლის ინტერესების წარმომადენელი კომპანია
ღსს “გედეონ რიხტერი”
1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21, უნგრეთი
ცხელი ხაზის ტელეფონი (ზარი უფასოა): 7-800-555-00777
ელექტრონული ფოსტა: [email protected]