ვოლტარენ პლ(ბოლტარინი)50მგ#10ტ
გააზიარე:
ბოლტარუნ პლუსი
დიკლოფენაკის ტაბლეტები BP 50 მგ
გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შემადგენლობა:
ერთი ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი შეიცავს:
ნატრიუმის დიკლოფენაკი BP --------------------------- 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები ------------------------------------- საჭიროების მიხედვით
ფერი: ნარინჯისფერი ყვითელი და ტიტანის დიოქსიდი
ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია:
ანტირევმატული (ანთების საწინააღმდეგო აგენტები)
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ნატრიუმის დიკლოფენაკი არის არასტეროიდული ნაერთი, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტირევმატული და სიცხის დამწევი თვისებები. ნაწლავში ხსნადი შემოგარსული ტაბლეტების ერთჯერადი 50მგ დოზის მიღების შემდეგ პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 1500ნგ/მლ მიიღწევა 1,5-დან 2 საათში. ნატრიუმის დიკლოფენაკის გამოყოფა ხდება ძირითადად მეტაბოლიზმის გზით და მეტაბოლიტების გლუკურონიდის და სულფატის კონიუგატების შემდგომი შარდში და ნაღველში ექსკრეციით. ადამიანის ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს ნატრიუმის დიკლოფენაკის 4-ჰიდროქსი წარმოებული. შარდში გამოიყოფა დოზის 20-30% და ნაღველში 10-20%. საშუალო ტერმინალური ნახევრად დაშლის პერიოდი არის 1.2 – 1.8 საათი.
ჩვენება:
ტაბლეტები
რევმატოიდური ართრიტი, ოსტეო-ართრიტი და ანკილოზური სპონდილიტი. პოსტტრავმული ტკივილის და ანთების მკურნალობა. პირველადი დისმენორეის სიმპტომური მკურნალობა.
წამლის ყველა ფორმა
პოდაგრის მწვავე შეტევების გადაუდებელი მკურნალობა. პოსტტრავმული მდგომარეობის მკურნალობა როგორიცაა ტკივილი, შეშუპება და ანთება მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში.
უკუჩვენება:
პორფირიით პაციენტები. ორ წლამდე ასაკის ბავშვები.
პაციენტები ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აქტიური სისხლდენით ან პეპტიკური წყლულით. ღვიძლის და თირკმლის მწვავე უკმარისობა. უკუჩვენებითია ასპირინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში, პაციენტებში რომლებიც არიან მგრძნობიარე სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო აგენტების მიმართ და პაციენტებში რომელთაც აქვთ მგრძნობელობა ამ პროდუქტების რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი. სუპოზიტორების გამოყენება უკუნაჩვენებია პროქტიტის დროს
გაფრთხილება:
სერიოზული ურთიერთქმედებები გამოვლინდა დიკლოფენაკთან მეტოტრექსატის დიდი დოზით გამოყენების შემდეგ. საჭიროა სიფრთხილე ანამნეზი ჰიპერტენზიის და/ან გულის უკმარისობით პაციენტებში, რადგან დიკლოფენაკით თერაპიასთან დაკავშირებით გამოვლინდა სითხის შეკავება და შეშუპება. ხანდაზმულები: ხანდაზმულებში უფრო ხშირად აღინიშნება გვერდითი რეაქციები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, განსაკუთრებით ხშირად ვლინდება სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან და პერფორაცია რაც შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს. კუჭნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის და პერფორაციის რისკი არის უფრო მაღალი დიკლოფენაკის დიდი დოზებით მიღებისას პაციენტებში წყლულოვანი დაავადების ისტორიით ასევე ხანდაზმულებში. როდესაც კუჭნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ან წყლულის გაჩენა თავს იჩენს პაციენტებში რომლებიც იღებენ დიკლოფენაკს, დიკლოფენაკით მკურნალობა უნდა შეწყდეს. დიკლოფენაკის დანიშვნა ხდება სიფრთხილით კუჭნაწლავის დაავადებით (მაგ. წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, დიაფრაგმის საყლაპავისეული ხვრელის თიაქარი, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, ანგიოდისპლაზია) პაციენტებში, რადგან შესაძლოა მდგომარეობა გამწვავდეს. გამოვლენილ იქნა კანის სერიოზული რეაქციები, ზოგჯერ ფატალური, მათ შორის ექსფოლაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი. დიკლოფენაკის მიღება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის პირველივე ნიშნების გაჩენის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან მომატებული მგრძნობელობის პირველი ნიშნებისთანავე.
დოზირება და გამოყენების ინსტრუქცია:
დიკლოფენაკი 50მგ ტაბლეტები
ზრდასრულებში: 50-დან 150მგ-მდე დღეში ორ ან სამ დოზად ჭამის შემდეგ. ტაბლეტების მიღება ხდება მთლიანად დაუღეჭავად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ბავშვების დოზა არის 1-3 მგ ერთ კილოგრამ სხეულის მასაზე დღეში სამ გაყოფილ დოზად.
გვერდითი ეფექტები და სპეციალური სიფრთხილის ზომები:
შესაძლოა განვითარდეს კუჭნაწლავის დარღვევები, მათ შორის ტკივილი ეპიგასტრიუმში, ბოყინი, ღებინება, გულისრევა. არსებობს მონაცემები პეპტიური წყლულის და კუჭნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის შესახებ. სხვა გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გამონაყარი კანზე, ქავილი, შუილი ყურებში, დეპრესია, ძილიანობა, ნერვული დარღვევები, უძილობა, აგზნებადობა, მცირე სმენითი დარღვევბი, შეშუპება, ტაქიკარდია, მხედველობის დაბინდვა და თვალის სხვა რეაქციები. შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები და მათ შორის ცხელება და გამონაყარი. ჰეპატოტოქსიკურობა და ასეპტიური მენინგიტი რაც ვლინდება უფრო იშვიათად, შეიძლება ასევე წარმოადგენდეს ალერგიულ რეაქციებს. დიკლოფენაკის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცისტიტი და ჰემატურია, აგრეთვე თირკმლის მწვავე უკმარისობა, ინტერსტიციული ნეფრიტი და ნეფროზული სინდრომი.
გვერდით ეფექტებს წარმოადგენს აგრეთვე ანემია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი და ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევები. პაციენტები გულის შეგუბებითი უკმარისობით, ციროზით, დიურეტიკებით გამოწვეული მოცულობის შემცირებით ან თირკმლის უკმარისობით იმყოფებიან თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, არასტეროიდული ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატით ინდუცირებული თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გამო. რეკომენდირებულია სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება პაციენტებში რომლებიც იტარებენ ხანგრძლივ მკურნალობას. დიკლოფენაკი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში გულსისხლძარღვთა დაავადებით, სისხლდენის დარღვევებით, პაციენტებში რომლებიც იღებენ კუმარინ ანტი-კოაგულანტებს და პაციენტებში ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევებით. გამოვლინდა ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიო-ედემა, ბრონქოსპაზმი, ურტიკარია და ანაფილაქსური რეაქციები. რადგან შესაძლოა დგილი ჰქონდეს ჯვარედინი მგრძნობელობის არსებობას, არასტეროიდულ ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატებს შორის არსებული სტრუქტურული ურთიერთობების გამო, შესაძლოა განვითარდეს მწვავე ალერგიული რეაქციები პაციენტებში რომელთაც აქვთ გამწვავებული ალერგიული რეაქციები ამ ნაერთების მიმართ.
კონცენტრაციები პლაზმაში არის მნიშვნელოვნად დაქვეითებული ასპირინის სამკურნალო დოზით დანიშვნის შედეგად. ლითიუმის ან დიგოქსინის შემცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, ნატრიუმის დიკლოფენაკმა შესაძლოა გაზარდოს კონცენტრაცეიბი პლაზმაში. გლუკოკორტიკოიდებთან ან სხვა არასტეროიდულ ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაამწვავოს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები. ორ ან მეტ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროუოლმა გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს გვერდითი ეფექტების განვითარებას. სიფრთხილით ინიშნება ასთმით ან ბრონხოსტენოზით პაციენტებში. პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით ხანდაზმულ პაციენტებში. შესაძლოა განვითარდეს თრომბოციტების აგრეგაციის დაქვეითება სისხლდენის დროის გაზრდით. შესაძლოა გაიზარდოს პობენიციდის ნახევრად გამოყოფის დრო. გამოიყენეთ სიფრთხილით სხვა პროტეინ-დაავშირებულ პრეპარატებთან მაგ. ტოლბუტამიდთან, კუმარინთან და ჰიდანტიონთან ერთად. ამ პროდუქტის თანდაყოლილი პოტენციალის გამო, პრეპარატი იწვევს სითხის შეკავებას, ზოგიერთ კომპრომატირებელ პაციენტში შესაძლოა დაჩქარდეს გულის უკმარისობა.
გადაჭარბებული დოზის ცნობილი სიმპტომები და მისი მკურნალობის თავისებურებები:
იხილეთ “გვერდითი ეფექტები და სპეციალური სიფრთხილის ზომები”. მკურნალობა არის სიმპტომური და შემანარჩუნებელი.
გამოშვების ფორმა:
10 ტაბლეტი ბლისტერში. 25 ასეთი ბლისტერი მოთავსებული მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
Shreechem Pharmaceuticals Pvt. Ltd
R-914/915, T.T.C industriuli zona
M.I.D.C.. რაბალე, ნავი, მუმბაი – 400 701, ინდოეთი








