ვიოტიცერი 0.2%+1% 10მლ ყურ/წვ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ციპროფლოქსაცინი (ჰიდროქლორიდი) და ჰიდროკორტიზონი
მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ფურცელი-ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცას თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
- - შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა
- - თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
- - ეს მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს, ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენი მსგავსია.
- - თუ თქვენ აღნიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტებს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ფურცელი-ჩანართში აღნიშნული არ არის.
ფურცელ-ჩანართში
1. რა არის ვიოტიცერი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ვიოტიცერის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ვიოტიცერი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ვიოტიცერი
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის ვიოტიცერი და რისთვის გამოიყენება
ვიოტიცერი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას. ანთების საწინააღმდეგო სტეროიდულ პრეპარატს (ჰიდროკორტიზონი) და ანტიბიოტიკს (ციპროფლოქსაცინი). ციპროფლოქსაცინი არის ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება ფტორქინოლონების ჯგუფს. მოქმედებს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის ელიმინაციით.
ვიოტიცერი არის თეთრი სითხე, ყურის წვეთების ფორმით, შეფუთულია 10მლ საწვეთურიან ფლაკონებში.
2. რა უნდა იცოდეთ ვიოტიცერის გამოყენებამდე
ეს მედიკამენტი გამოიყენება მოზრდილებში და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, მწვავე გარე ოტიტის სამკურნალოდ.
არ გამოიყენოთ ვიოტიცერი:
- - თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ციპროფლოქსაცინის ან ამ ჯგუფის რომელიმე მედიკამენტის მიმართ
- - თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ჰიდროკორტიზონის ან მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ
- - თუ დაფის აპკი პერფორირებული ან დაზიანებულია
- - თუ გაქვთ ყურის ვირუსული ინფექციები ჩუტყვავილას და მარტივი ჰერპესის ვირუსის ჩათვლით.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ვიოტიცერის გამოყენებისას:
- თუ აღგენიშნებათ გამონაყარი ან შენიშნავთ კანის გამონაყარის ან ნებისმიერი ლოკალური ალერგიული რეაქცია, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.
- მიმართეთ ექიმს თუ სიმპტომები და ნიშნები ხანგრძლივდება 1 კვირიანი მკურნალობის შემდეგ.
ვიოტიცერის გამოყენება ასევე შეიძლება 2 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ თუ ექიმი ამას აუცილებლად მიიჩნევს.
სხვა მედიკამენტები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან უნდა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
რეკომენდებული არ არის ყურში ერთდროულად სხვა მედიკამენტების ჩაწვეთება.
ორსულობა და ლაქტაცია
აუცილებლობისას მედიკამენტის გამოყენება რეგულარულად შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის დროს. ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ვიოტიცერით მკურნალობა არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
3. როგორ გამოიყენება ვიოტიცერი
მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ჩაიწვეთეთ 3 წვეთი დაზიანებული ყურის არხში დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. მკურნალობის ჩვეული ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს. თუ სიმპტომები ხანგრძლივდება ამ დროის შემდეგ, მიმართეთ ექიმს. იმისთვის რომ მედიკამენტი ეფექტური იყოს ის რეგულარულად უნდა მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული დოზებით და დროის პერიოდით.
სიმპტომების გაქრობა არ ნიშნავს, რომ სრულად გამოჯანმრთელდით. დაღლილობის ნებისმიერი შეგრძნება გამოწვეული არ არის ინფექციის მკურნალობით. დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა არ მოქმედებს ამ შეგრძნებაზე და მხოლოდ გააჭიანურებს გამოჯანმრთელებას.
წვეთების სწორი გამოყენებისთვის მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:
1.დაიბანეთ ხელები კარგად
2.მოახრახნეთ ფლაკონს თავსახური
3. გამოყენებამდე ფლაკონი გაათბეთ ხელში დაჭერით რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტის შეგრძნება ცივი სუსპენზიის ყურთან კონტაქტისას.
4. გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ.
5.თავი გადაატრიალეთ დაზიანებული ყურის მოპირდაპირე მხარეს, წვეთები ჩაიწვეთეთ, ბიბილო ნაზად გადაწიეთ წინ და უკან.
6.თავი გადაბრუნებული გქონდეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში რათა წვეთები მოხვდეს გარეთა სასმენ არხში. თუმცა ყურიდან შეიძლება რამდნეიმე წვეთი გამოვიდეს თავის აწევისას. შეიძლება ისინი გაიმშრალოთ არასტერილური ქაღალდით.
8.საჭიეროების შემთხვევაში გაიმეორეთ მეორე ყურში.
მედიკამენტის ეფექტურობის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინსტრუქციების დაცვა. ყურში ჩაწვეთებისას რეკომენდებული არ არის თავის წამოწევა ან სწრაფად მოძრაობა, რადგან წვეთები სახეზე ჩამოვა და არ მოხვდება სასმენ არხში.
დაბინძურების რისკის მინიმალიზაციისთვის უნდა მოერიდოთ დროპერის კანთან და ყურთან კონტაქტს. მკურნალობის ბოლოს უნდა გაანადგუროთ ფლაკონში დარჩენილი რაოდენობა და არ უნდა შეინახოთ ის ხელახლა გამოყენებისთვის.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ვიოტიცერი
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ვიოტიცერი მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ვიოტიცერის გამოყენება
გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
4. შესაძლო გვერდიტი ეფექტები
რობგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (1000-დან 1-10 შემთხვევა)
ეფექტები ყურზე: ყურის შეგუბება, მედიკამენტის ნარჩენები
სხვა გვერდითი ეფექტები: ურტიკარია, კანის გამონაყარი, ქავილი, კანის დაქვეითებული ან ანომალური მგრძნობელობა
აღწერილია დამატებითი გვერდითი ეფექტები, რომელთა სიხშირეც უცნობია
გვერდითი ეფექტები ყურის მხრივ: ყურში პრეპარატის ნარჩენის არსებობა, რომელიც დაკავშირებულია ან არ არის დაკავშირებული სიმპტომებთან, როგორიცაა ყურის დისკომფორტი, სმენის დაქვეითება, ყურის ქავილი, ყურის არხის სიწითლე და ყურის ტკივილი.
სხვა გვერდითი ეფექტები: ალერგია
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულია ან აღგენიშნებათ მოვლენები, რომლებიც ზემოთ აღნიშნული არ არის, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ შეტყობინება გვერდითი ეფექტებვის შესახებ, უშუალოდ ეროვნული შეტყობინების სისტემით.
Greece
National Organization for Medicines
Mesogeion Av, 284
GR-15562 Xolargos, Athens
ტელ: +30 21 32040380/337
ფაქსი: 30 21 06549585
ელ ფოსტა: http://www/eof.gr
Cyprus
Pharmaceutical Services
Ministry of Health
CY-1475, Nicosia
ფაქსი: +357 22608649
ელ ფოსტა: www.moh.gov.cy/phs
გვერდითი ეფექტების შეყობინებით თქვენ ეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
5. როგორ ინახება ვიოტიცერი
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია იარლიყზე და კოლოფზე.
ინახება 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
კონტეინერი შეინახეთ შეფუთვაში, სინათლისგან დაცვისთვის.
ფლაკონი უნდა გადააგდოთ გახსნიდან 28 დღის შემდეგ იმ შემთხვევაშიც თუ რამდენიმე წვეთი დარჩენილია. ეს დაგიცვათ დაბინძრებისგან. დამახსოვრებისთვის გახსნის თარიღი კოლოფის ცარიელ სივრცეზე აღნიშნეთ.
მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. კითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ვიოტიცერი
- აქტიური ნივთიერებებია ციპროფლოქსაცინი (ჰიდროქლორიდის სახით) 2მგ/მლ და ჰიდროკორტიზონი 10მგ/მლ
- სხვა ინგრედიენტებია ბენზილის სპირტი, ყინულოვანი ძმარმჟავა, ლეციტინი, პოლისორბატი 20, პოლივინილის სპირტი, ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
როგორ გამოიყურება ვიოტიცერი და შეფუთვის შემადგენლობა
ვიოტიცერი არის თეთრი ან მოთეთრო სითხე (სუსპენზია). პროდუქტი შეფუთულია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს საწვეთურიან პლასტიკის ფლაკონს და მოსახრახნ თავსახურს. ყოველი ფლაკონი შეიცავს 10მლ სუსპენზიას.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
VERISFIELD (UK) LTD.
6A Dickensons Place. London, SE25 5HL, United Kingdom
საბერძნეთის განყოფილება: Vironos 8, 15231 XAlandri Athens. ტელ.: +30 210 7475196
ფაქსი: + 30 210 7475197, ელ ფოსტა: [email protected], www.werisfield.gr
გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი
HELP S/A.,
Pedini Ioannion, Ioannina, 45500, Greece
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.