ტეარელი 15მლ თვ/წვეთები

ტეარელი 15მლ თვ/წვეთები

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დექსტრანი+ჰიპრომელოზა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 83932
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ტეარელი

TEAREL

 

სამკურნალო საშუალების ფორმა
თვალის წვეთები, ხსნარი

შემადგენლობა
ხსნარის 1 მლ შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: დექსტრანი-70.....1 მგ (0,1%), ჰიპრომელოზა.....3 მგ (0,3%);
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონის ქლორიდი, დინატრიუმის ტეტრაბორატის დეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა (pH ბალანსისთვის), გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა
სტერილური გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა ოფტალმოლოგიური საშუალებები; ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები.
კოდი ათქ: S01XA20

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დექსტრანი-70 და ჰიპრომელოზას წყლის ფორმით, კომბინაცია ახდენს საპოხ და დამარბილებელ მოქმედებას მშრალი თვალის სინდრომის დროს, რაც დაკავშირებულია ლორწოვანი სეკრეტის ან ცრემლის არასაკმარის სეკრეციასთან.
ფარმაკოკინეტიკა
კვლევების ჩატარება არ არის შესაძლებელი.
ჩვენება
გამოიყენება საპოხი საშუალების და ხელოვნური ცრემლის სახით მშრალი თვალის სინდრომის და თვალების გაღიზიანების დროს, რომელიც დაკავშირებულია ცრემლის ან ლორწოვანი სეკრეტის არასაკმარის სეკრეციასთან.
გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილები, ბავშვები და ხანდაზმული პირები: 1-2 წვეთი ჩაიწვეთება დაზიანებული თვალის კონიუნქტივის პარკში საჭიროების შესაბამისად.
უკუჩვენება
გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობა დექსტრანი-70, ჰიპრომელოზას ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
-პრეპარატი არის მხოლოდ ოფტალმოლოგიური გამოყენებისთვის. არ გამოიყენება პარენტერალურად ან შიგნით.
-პრეპარატი შეიცავს ბენზალკონის ქლორიდს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. პრეპარატის ჩაწვეთებამდე საჭიროა ლინზების მოხსნა. მათი ხელახლა გაკეთება შესაძლებელია პრეპარატის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ.
-თავის ტკივილის, თვალის ტკივილის, მხედველობის ფუნქციის დარღვევის, თვალის გაღიზიანების, თვალის მუდმივი სიწითლის ან მდგომარეობის გაუარესების და/ან 3 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნების შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატი ტეარელის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ტეარელის გამოყენების მონაცემები ორსულ ქალებში შეზღუდულია. თუმცა, დექსტრანი-70 და ჰიპრომელოზას კომბინაცია ფლობს ზედაპირულ-დამცავ ეფექტს და არ არის ფარმაკოლოგიურად აქტიური. პრეპარატი ტეარელის კომპონენტები არ აღწევენ სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, არ ფლობენ რაიმე სისტემურ რეაქციებს, არ მოქმედებენ ნაყოფის ემბრიოფეტალურ განვითარებაზე. ტეარელის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს.
ლაქტაცია
დექსტრანი-70, ჰიპრომელოზას ან სხვა ნებისმიერი კომპონენტის დედის რძეში გადასვლასთან დაკავშირებით მონაცემები არ არის. თუმცა, პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა არ არის საჭირო ბუნებრივი კვების დროს. ტეარელის გამოყენება შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდში.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
ტეარელი არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე. სხვა ნებისმიერი თვალის წვეთის გამოყენების მსგავსად, არამკაფიო მხედველობამ ან მხედველობის სხვა დარღვევამ შესაძლებელია იმოქმედოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ ჩაწვეთების დროს ფიქსირდება არამკაფიო მხედველობა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვამდე პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ერთზე მეტი ოფტალმოლოგიური საშუალების გამოყენებისას, მათი ჩაწვეთება უნდა მოხდეს 5 წუთიანი ინტერვალით. თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.
გვერდითი მოქმედება
ყველაზე ხშირად განვითარებული არასასურველი რეაქცია კლინიკური კვლევის დროს იყო არამკაფიო მხედველობა.
არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე კლასიფიცირდება ორგანოთა სისტემის მიხედვით, მათი განვითარების სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100, <1/10), არახშირი (≥ 1/1000, <1/100), იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან: სიხშირე უცნობია – ჰიპერმგრძნობელობა;
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან: არახშირი – თავის ტკივილი;
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან: ძალიან ხშირი – არამკაფიო მხედველობა; ხშირი – თვალის სიმშრალე (ნარჩენი), ქუთუთოს კიდის გაღიზიანება, უსიამოვნო შეგრძნება თვალებში, უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში, ოკულარული დისკომფორტი; არახშირი – ფოტოფობია, თვალის ჰიპესთეზია, თვალის ქავილი, თვალის გაღიზიანება, ოკულარული ჰიპერემია; სიხშირე უცნობია – ქუთუთოს ერითემა, თვალის შეშუპება, თვალის ტკივილი, გამონადენი თვალიდან, ქუთუთოს კიდეზე ქერქის წარმოქმნა, მომატებული ცრემლდენა.
საერთო რეაქციები და დარღვევები შეყვანის ადგილას: არახშირი – დისკომფორტი (კანზე).
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისას დაუყოვნებლივ საჭიროა პრეპარატი ტეარელის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარებისას, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, რეკომენდებულია ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის შემთხვევები არ არის აღწერილი.
ჭარბი დოზის შემთხვევაში, ტეარელის ამორეცხვა თვალიდან მარტივად შესაძლებელია თბილი წყლით.
გამოშვების ფორმა
ტეარელი თვალის წვეთები 15 მლ, პლასტიკის ფლაკონი-საწვეთურში; 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვა
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºჩ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
24 თვე; არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 28 დღის განმავლობაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი/მწარმოებელი
კოოპერ ს.ა
არისტოვოულუს ქ., 64
118 53
ათენი/საბერძნეთი
ტელ.: +30-210-3462108
ფაქსი: +30-210-3461611
ელ.ფოსტა:  [email protected]


(ბეჭედი, ხელმოწერა)

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)