სლიდერონი 4მგ #20ტ

სლიდერონი 4მგ #20ტ

13.11 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდები
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: ბალკანფარმა-რაზგრადი*
ჯენერიკი: Methylprednisolonum
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 83930
გააზიარე:

სლიდერონი
SLIDERON

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: სლიდერონი
აქტიური ნივთიერება (სად): მეთილპრედნიზოლონი
სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: მეთილპრედნიზოლონი 4 მგ ან 16 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი და სიმინდის სახამებლის ნარევი (85:15), სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები. გლუკოკორტიკოსტეროიდები. მეთილპრედნიზოლონი.
ათქ კოდი: Н02АВ04
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
სხვა გლუკოკორტიკოიდების მსგავსად, სლიდერონის ეფექტი ხორციელდება ციტოპლაზმაში სტეროიდულ რეცეპტორებთან ურთიერთზემოქმედებით. სტეროიდრეცეპტორული კომპლექსი ტრანსპორტირდება უჯრედის ბირთვში, უკავშირდება დნმ-ს და ცვლის გენების ტრანსკრიპციას ცილების უმრავლესობისთვის. გლუკოკორტიკოიდები თრგუნავენ მრავალი ცილის, სხვადასხვა ფერმენტების სინთეზს, რომლებიც იწვევენ სახსრების დესტრუქციას (რევმატოიდული ართრიტის დროს), ასევე ციტოკინების სინთეზს, რომლებიც მნიშვნელოვანია იმუნურ და ანთებით რეაქციებში. ახდენს გლუკოკორტიკოიდების ნეიროენდოკრინული ურთიერთზემოქმედების მთავარი ცილის - ლიპოკორტინის სინთეზის ინდუცირებას, რაც იწვევს ანთებითი და იმუნური პასუხის შემცირებას.
გლუკოკორტიკოიდები, სლიდერონის ჩათვლით, თრგუნავენ ან ეწინააღმდეგებიან ქსოვილოვანი პასუხის განვითარებას ბევრი სითბური, მექანიკური, ქიმიური, ინფექციური და იმუნოლოგიური აგენტის მიმართ. ამ გზით, გლუკოკორტიკოიდები მოქმედებენ სიმპტომატურად, ამცირებენ დაავადების გამოვლინებას მის მიზეზზე ზემოქმედების გარეშე. პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი სულ მცირედ 5-ჯერ აღემატება ჰიდროკორტიზონის ეფექტურობას.
სლიდერონის ენდოკრინული ეფექტები მოიცავენ აკტჰ-ის სეკრეციის დათრგუნვას, ენდოგენური კორტიზოლის პროდუქციის ინჰიბირებას, ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ნაწილობრივ ატროფიას. მოქმედებს კალციუმის, D ვიტამინის, ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე, ცილოვან და ლიპიდურ ცვლაზე, ამიტომ ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია დაფიქსირდეს გლუკოზის დონის მატება სისხლში, ძვლის ქსოვილის სიმკვირის შემცირება, კუნთოვანი ატროფიის და დისლიპიდემიის მოვლენები. პრეპარატმა ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება და ქცევის და ხასიათის მოდულაცია. სლიდერონი პრაქტიკულად არ ფლობს მინერალოკორტიკოიდულ აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა
მეთილპრედნიზოლონის ბიოშეღწევადობა შიგნით მიღებისას ჩვეულებრივ შეადგენს 80%-ზე მეტს, მაგრამ დიდი დოზების დანიშვნისას შესაძლებელია იყოს უფრო დაბალი.
კონცენტრაციის პიკი სისხლის შრატში ვლინდება 1-2 საათის შემდეგ, ნაწილობრივად გამოყოფის საშუალო პერიოდი – 2-3 საათი.
მეთილპრედნიზოლონის შეკავშირება შრატის პროტეინებთან შეადგენს 77%-ს, ტრანსკორტინთან შეკავშირება უმნიშვნელოა. გადანაწილების მოცულობა – 1-1,5 ლ/კგ. მეთილპრედნიზოლონი მეტაბოლიზდება არააქტიურ მეტაბოლიტებამდე. არ არიან ცნობილი სპეციფიური CYP-ფერმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის გარდაქმნას. ანთების საწინააღმდეგო ეფექტის ხანგრძლივობა – 18-36 საათი. პრეპარატის დაახლოებით 5% გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით.

გამოყენების ჩვენება
- ჩანაცვლებითი თერაპია ენდოკრინული დაავადებების დროს (თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი და მეორადი უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია).
სიმპტომატური მკურნალობისთვის (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში):
-შემანარჩუნებელი თერაპიის დამატება, ხანმოკლე გამოყენებისთვის მწვავე რევმატიული დაავადებების დროს (ან მათი გამწვავებისას), როგორიც არის ფსორიოზული ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, მოზარდთა რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით, მაანკილოზირებელი სპონდილიტი, მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი, მწვავე არასპეციფიური ტენდოსინოვიიტი, მწვავე პოდაგრული ართრიტი, პოსტტრავმული ოსტეოართრიტი, სინოვიიტი ოსტეოართრიტის დროს, ეპიკონდილიტი – გამწვავების დროს ან შემანარჩუნებელი თერაპიის სახით სისტემური წითელი მგლურას, სისტემური დერმატომიოზიტის (პოლიმიოზიტი), მწვავე რევმატიული კარდიტის და გიგანტოუჯრედოვანი არტერიტის დროს.
- კანის დაავადებები (პემფიგუსი, ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ფუნგოიდური მიკოზი, ფსორიაზის მძიმე ფორმა, მძიმე სებორეული დერმატიტი);
- მძიმე ალერგიული მდგომარეობების კონტროლი, რომლებიც არ ექვემდებარებიან სტანდარტულ მკურნალობას (სეზონური ან არასეზონური ალერგიული რინიტი, შრატისმიერი დაავადება, ბრონქული ასთმა, წამლისმიერი დაავადება, კონტაქტური და ატოპიური დერმატიტი);
- თვალების და მისი დანამატების მძიმედ მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ალერგიული და ანთებითი პროცესები (რქოვანას ალერგიული წყლულები, შემოგარსული ლიქენის თვალის ფორმა, თვალის წინა სეგმენტის ანთება, დიფუზური უკანა უვეიტი და ქორიოიდიტი, სიმპათიკური ოფტალმია, ალერგიული კონიუნქტივიტი, კერატიტი, ქორიორეტინიტი, ირიდოციკლიტი, თვალის ნერვის ნევრიტი);
- ფილტვების სარკოიდოზი, ლეფლერის სინდრომი, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, ბერილიოზი, ფილტვების მწვავე დისემინირებული ტუბერკულოზი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომპლექსური მკურნალობის ფონზე), ასპირაციული პნევმონიტი.
- სისხლის დაავადებები, როგორიც არის იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა და მეორადი თრომბოციტოპენია (მოზრდილებში, შეძენილი (აუტოიმუნური) ჰემოლიზური ანემია, ერითროციტული ანემია, თანდაყოლილი ჰიპოპლასტიური ანემია;
- ლეიკოზების და ლიმფომის პალიატიური მკურნალობა (მოზრდილებში), მწვავე ბლასტური ლეიკოზი (ბავშვებში);
- კრონის დაავადების და წყლულოვანი კოლიტის მძიმე გამწვავება;
- თავის ტვინის სიმსივნესთან დაკავშირებული გავრცელებული სკლეროზის და შეშუპების გამწვავება;
- ტუბერკულოზური მენინგიტი სუბარაქნოიდული ბლოკადით ან მოსალოდნელი ბლოკადით (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომპლექსური თერაპიის სახით);
- ტრიქინელოზი თავის ტვინის ან მიოკარდის დაზიანებით;
- ტრანსპლანტატის განდევნის რეაქციის დასათრგუნად;
-ნეფროზული სინდრომი (ურემიის გარეშე, იდიოპათიურ ან სისტემურ წითელ მგლურასთან დაკავშირებული) – დიურეზის სტიმულაციისთვის ან პროტეინურიის შესამცირებლად.

გამოყენების წესი და დოზები
საწყისი დოზა დამოკიდებულია დაავადებაზე და მისი სიმძიმის ხარისხზე. დოზა უნდა შემცირდეს დადებითი კლინიკური პასუხის მიღწევისას. შემანარჩუნებელი დოზა უნდა იყოს მინიმალური, მოზრდილებისთვის ის ჩვეულებრივ შეადგენს 4-12 მგ-ს დღეში, ერთ მიღებაზე დილის საათებში. ბავშვებისთვის რეკომენდებულია უფრო დაბალი დოზები. ხანგრძლივი მკურნალობისას პრეპარატი შესაძლებელია დაინიშნოს დღეგამოშვებით, ერთჯერადად დილით.
მეთილპრედნიზოლონის 4 მგ არის პრედნიზოლონის 5 მგ, ტრიამცინოლონის 4 მგ და დექსამეტაზონის 0,75 მგ ექვივალენტური.

გამოყენების ჩვენება

რეკომენდებული საწყისი სადღეღამისო დოზა

რევმატოიდული ართრიტი
-მძიმე ხარისხი 12-16 მგ
-საშუალო ხარისხი 8-12 მგ
-ზომიერი ხარისხი
-ბავშვები

12-16 მგ
8-12 მგ
4-8 მგ
4-8 მგ

სისტემური დერმატომიოზიტები

48 მგ

სისტემური წითელი მგლურა

20-100 მგ

რევმატიული შეტევა

48 მგ ედს-ის ნორმალიზაციამდე 1 კვირის განმავლობაში

ალერგიული დაავადებები

12-40 მგ

ბრონქული ასთმა

64 მგ-მდე ერთ მიღებაზე ან 100 მგ-მდე დღეგამოშვებით

ოფთალმოლოგიური დაავადებები

12-40 მგ

ჰემატოლოგიური დაავადებები, მათ შორის ლეუკემია

16-100 მგ

ავთვისებიანი ლიმფომა

16-100 მგ

წყლულოვანი კოლიტი

16-60 მგ

კრონის დაავადება

48 მგ-მდე გამწვავებისას

ორგანოთა ტრანსპლანტაცია

3,6 მგ/კგ/დღეში

ფილტვის სარკოიდოზი

32-48 მგ დღეგამოშვებით 

პოლიმიალგია 

64 მგ

პემფიგუსი 

80-360 მგ

დოზირება ბავშვთა ასაკში ეფუძნება კლინიკურ პასუხს. მკურნალობა უნდა ჩატარდეს მინიმალური ეფექტური დოზით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დროს შიგნით 0,14 მგ/კგ ან 4 მგ/მ2 დღეში 3 მიღებაზე, სხვა ჩვენებით – შიგნით 0,417-1,67 მგ/კგ ან 12,5-50 მგ/მ2 გაყოფილი სამ მიღებაზე. თუ შესაძლებელია, სადღეღამისო დოზა მიიღება ერთჯერადად დღეგამოშვებით.

გვერდითი ჩვენება
გვერდითი რეაქციების გამოვლენის სიხშირე კლასიფიცირებულია შემდეგი გზით: ხშირი ≥1/100-დან <1/10-მდე, არახშირი ≥1/1000-დან <1/100-მდე, იშვიათი ≥1/10000-დან <1/1000-მდე, ძალიან იშვიათი <1/10000, სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი).
ხშირი ≥1/100-დან <1/10-მდე:
-ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციების განვითარება და გამწვავება, ტუბერკულოზის, იმუნოსუპრესიის რეციდივი;
-ზრდის შენელება, კუშინგის სინდრომი;
-ნატრიუმის და სითხის შეკავება ორგანიზმში, ჰიპოკალიემია;
-ეიფორია, დეპრესია;
-სუბკაფსულარული კატარაქტა;
-არტერიული ჰიპერტენზია;
-საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული პერფორაციით და სისხლდენით;
-კანის ატროფია, გამონაყარი;
-კუნთების სისუსტე.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი).
-ლეიკოციტების საერთო რაოდენობის მომატება ეოზინოფილების, მონოციტების და ლიმფოციტების რაოდენობის შემცირების ფონზე, თრომბოციტოზი;
-ჰიპერკოაგულაცია, თრომბოზი;
-ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის დათრგუნვა, სქესობრივი განვითარების შეფერხება ბავშვებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სქესობრივი ჰორმონების გამომუშავების დარღვევა (ამენორეა), ჰირსუტიზმი;
-მადის მომატება, სხეულის წონის მატება, ტოლერანტობის შემცირება ნახშირწყლების მიმართ, ინსულინის და შიგნით მისაღები შაქრის დამწევი პრეპარატების მომატებული მოთხოვნილება, ჰიპერლიპიდემია, უარყოფითი აზოტური ბალანსი, ჰიპოკალციემია, ჰიპოკალიემიური ალკალოზი;
-თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, ლაბილური ხასიათი, უძილობა, სუიციდური აზრები, მანია, ჰალუცინაციები, ფსიქიკური დამოკიდებულება, ფსიქოზები, შიზოფრენიის გამწვავება, დემენცია, კრუნჩხვითი გულყრა, კოგნიტური დისფუნქცია (ამნეზიის და არეული ცნობიერების ჩათვლით), ქალაშიდა წნევის მომატება;
-თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომა, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, რქოვანას და სკლერის გათხელება, თვალის ვირუსული და სოკოვანი ინფექციური დაავადებების გამწვავება, ეკზოფტალმი;
-მიოკარდის ინფარქტი, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, პარკუჭოვანი არითმია, ათეროსკლეროზი, თრომბოზი, ვასკულიტი, გულის უკმარისობა;
-ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით ლეტალური შედეგით, რეაქციის ცვლილება კანის სინჯზე;
-გულისრევა, ღებინება, უსიამოვნო გემო პირში, საყლაპავის კანდიდოზი, მეტეორიზმი, ეზოფაგიტი, პანკრეატიტი, ნაწლავის პერფორაცია, ადგილობრივი ილეიტი, წყლულოვანი კოლიტი, სისხლის ჩაქცევა კუჭის კედელში;
-ალტ, ასტ და ტუტოვანი ფოსფატაზას აქტივობის მატება;
-რეგენერაციის შენელება, პეტექიები, ჰემატომები, სტრიები, ტელეანგიექტაზიები, ექხიმოზები, პურპურა, ჰიპერ- ან ჰიპოპიგმენტაცია, პოსტსტეროიდული პანიკულიტი;
-კაპოშის სარკომა;
-ოსტეოპოროზო, ხერხემლის და ლულოვანი ძვლების მოტეხილობა, ასეპტიური ოსტეონეკროზი, მიოპათია, კუნთების ატროფია, მყესების გაგლეჯა;
-ლეიკოციტურია, ერითროციტურია (თირკმელების არსებული დაზიანების გარეშე), ნიქტურია;
-შეუძლოდ ყოფნა, მდგრადი სლოკინი პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას;
-თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ლეტალური შედეგი სტრესულ სიტუაციებში (ქირურგიული ჩარევა, ტრავმა ან ინფექციები, თუ პრეპარატის დოზა არ არის გაზრდილი);
პრეპარატის მკვეთრი მოხსნისას შესაძლებელია მოხნის სინდრომის განვითარება. სიმპტომების სიმძიმე დამოკიდებულია თირკმელზედა ჯირკვლის ატროფიის ხარისხზე: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ანორექსია, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, სისუსტე, ხასიათის ცვლილება, ლეტარგია, ცხელება, მიალგია, ართრალგია, რინიტი, კონიუნქტივიტი, კანის მტკივნეული ქავილი, წონის კარგვა. უფრო მძიმე შემთხვევებში: მძიმე ფსიქიკური დარღვევა, ქალაშიდა წნევის მომატება, სტეროიდული ფსევდორევმატიზმი პაციენტებში რევმატიზმით, სიკვდილი.

უკუჩვენება
-ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
-ტუბერკულოზი, სხვა მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები (შესაბამისი ქიმიოთერაპიული დაცვის გარეშე);
-სისტემური სოკოვანი ინფექციები.

სამკურნალწამლო ურთიერთზემოქმედება
ანტიკოაგულანტები: კორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია კუმარინის ანტიკოაგულანტების ეფექტურობის მომატება, რაც საჭიროებს სისხლდენის ხანგრძლივობის და პროთრომბინული დროის მკაცრ კონტროლს სისხლდენის განვითარების თავიდან აცილების მიზნით.
სალიცილატები და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები: სალიცილატების, ინდომეტაცინის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) ერთდროულმა დანიშვნამ შესაძლებელია გაზარდოს კუჭის ლორწოვანი გარსის დაწყლულების შესაძლებლობა. სალიცილატების თირკმლისმიერი კლირენსი იზრდება კორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტისას, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სალიცილატებით ინტოქსიკაცია. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა სლიდერონის დოზის შემცირებისას ხანგრძლივი ერთდროული გამოყენების პირობებში. სალიცილატები და აასპ სიფრთხილით გამოიყენებიან პაციენტებში ჰიპოპროთრომბინემიით.
ჰიპოგლიკემიური პრეპარატები: სლიდერონმა შესაძლებელია ნაწილობრივ დათრგუნოს შიგნით მისაღები დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების და ინსულინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი.
ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორები: მაგალითად, ბარბიტურატები, ფენიტოინი, პრიმიდონი, კარბამაზეპინი და რიფამპიცინი ზრდიან მეთილპრედნიზოლონის სისტემურ კლირენსს, შესაბამისად პრაქტიკულად 2-ჯერ ამცირებენ მეთილპრედნიზოლონის ეფექტს.
გრეიფრუტი და სხვა ციტრუსები იწვევენ ღვიძლის მეტაბოლიზმის გაძლიერებას, შედეგად კორტიკოსტეროიდების, მათ შორის მეთილპრედნიზოლონის მოქმედება შესაძლებელია შესუსტდეს.
CYP3A4 ინჰიბიტორები: მაგალითად, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, კეტოკონაზოლი, დილთიაზემი, აპრეპიტანტი, იტრაკონაზოლი და ტროლეანდომიცინი – შესაძლებელია შეამცირონ მეთილპრედნიზოლონის ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი და გაზარდონ მისი დონე სისხლის შრატში, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სლიდერონის თერაპიული და გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
ესტროგენები: შესაძლებელია გააძლიერონ სლიდერონის ეფექტები, მისი მეტაბოლიზმის შენელებით. არ არის რეკომენდებული სლიდერონის დოზის რეგულირება ქალებში, რომლებიც იღებენ შიგნით მისაღებ კონტრაცეპტივებს, რომლებმაც შესაძლებელია ხელი შეუწყონ არა მხოლოდ ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდის გაზრდას, არამედ სლიდერონის ატიპიური იმუნოსუპრესიული ეფექტების გაძლიერებას.
ციკლოსპორინი: აღწერილია კრუნჩხვების განვითარების შემთხვევები მეთილპრედნიზოლონის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენების დროს, რადგან ორივე პრეპარატის ერთდროული გამოყენება იწვევს მათი მეტაბოლიზმის ურთიერთდათრგუნვას. შესაძლებელია კრუნჩხვების და სხვა გვერდითი რეაქციების განვითარების თავიდან აცილება, თუ ორივე პრეპარატი ინიშნება ცალ-ცალკე.
კორტიკოსტეროიდები ამცირებენ ჰიპოგლიკემიური საშუალებების (ინსულინის ჩათვლით), ჰიპოტენზიური პრეპარატების და დიურეტიკების მოქმედებას, ხოლო მარყუჟოვანი და თიაზიდური დიურეტიკების, კარბენოქსოლანის, აცეტაზოლამიდის ჰიპოკალიემიური მოქმედება ძლიერდება.
ფტორქინოლონები: ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მყესების დაზიანება.
ამფოტერიცინი, მსუბუქი საფაღარათე საშუალებები: სლიდერონმა შესაძლებელია გაზარდოს კალიუმის გამოყოფა ორგანიზმიდან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ამ პრეპარატებს.
იმუნოდეპრესანტები: სლიდერონი ფლობს ადიტიურ იმუნოსუპრესიულ მოქმედებას, რამაც შესაძლებელია გაზარდოს თერაპიული ეფექტები ან სხვადასხვა გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი სხვა იმუნოდეპრესანტებთან ერთდროული გამოყენებისას. მხოლოდ ზოგიერთი ეფექტის ახსნა შესაძლებელია ფარმაკოკინეტიკული ურთიერთზემოქმედებით.
გლუკოკორტიკოიდები, მათ შორის სლიდერონი, აუმჯობესებენ სხვა ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების ღებინების საწინააღმდეგო ეფექტურობას, რომლებიც გამოიყენებიან ღებინების გამომწვევი კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის პარალელურად.
გლუკოკორტიკოიდებმა, მათ შორის სლიდერონმა შესაძლებელია გაზარდონ ტაკროლიმუსის კონცენტრაცია შრატში მათი ერთდროული გამოყენებისას, კორტიკოსტეროიდების მოხსნისას ტაკროლიმუსის კონცენტრაცია შრატში იზრდება.
იმუნიზაცია: პრეპარატმა შესაძლებელია შეასუსტოს ვაქცინების იმუნიზაციური ეფექტურობა და გაზარდოს ნევროლოგიური გართულებების რისკი. გლუკოკორტიკოიდების თერაპიული დოზების (იმუნოსუპრესიული) გამოყენებამ ცოცხალ ვირუსულ ვაქცინებთან ერთად შესაძლებელია გაზარდოს ვირუსული დაავადებების განვითარების რისკი.
ანტიქოლინესტერაზული საშუალებები: პაციენტებში მიასთენიით პრეპარატის და ანტიქოლინესტერაზული საშუალებების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, აღწერილია მწვავე მიოპათიის ორი სერიოზული შემთხვევა ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დოქსაკარიუმის ქლორიდს და მეთილპრედნიზოლონს მაღალ დოზებში.
აღწერილია მწვავე მიოპათიის განვითარების შემთხვევები კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკატორებს (მაგალითად, პანკურონიუმი).
სლიდერონის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას გამოვლენილი იყო კრუნჩხვების განვითარების შემთხვევები. რადგან ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება იწვევს მეტაბოლიზმის ურთიერთშეფერხებას, შესაძლებელია კრუნჩხვები და სხვა გვერდითი ეფექტები დაკავშირებული იყოს თითოეული ამ პრეპარატის თავისებურებებთან, მათი ერთდროული გამოყენებისას კრუნჩხვები შესაძლებელია განვითარდეს უფრო ხშირად.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს თანმიმდევრულად.
პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობით პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, ფსიქიკური აშლილობებით, პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით (ან დიაბეტით ოჯახურ ანამნეზში), პანკრეატიტით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით (პეპტიური წყლული, ადგილობრივი ილეიტი, წყლულოვანი კოლიტი ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ანთებითი დაავადებები ან დივერტიკულიტები სისხლდენის და პერფორაციის მომატებული რისკით), პაციენტებში ოსტეოპოროზით, მიასთენიით, თვალის ჰერპესით, ჰიპოთირეოიდიზმით, კორტიკოსტეროიდ-ინდუცირებული მიოპათიით ანამნეზში, ღვიძლის და თირკმელების უკმარისობით, ღვიძლის ციროზით, ეპილეფსიით, აბსცესით ან სხვა პიოგენური ინფექციებით, გლაუკომით, პაციენტებში თრომბოფლებიტის მიდრეკილებით. ასევე საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებმაც ახლო წარსულში გადაიტანეს მიოკარდის ინფარქტი. გლუკოკორტიკოიდებმა შესაძლებელია გაართულონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გართულებების დიაგნოსტიკა, რადგან ისინი იწვევენ ტკივილის სინდრომის შემცირებას, ასევე იწვევენ ჰიპერპარათირეოიდიზმის ლატენტური პერიოდის შენიღბვას.
სლიდერონმა შესაძლებელია მოახდინოს სალიცილატების და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიერ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის განვითარების უნარის პოტენცირება.
პაციენტები სისხლის შედედების დარღვევით უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის და წყლულიდან სისხლდენის განვითარების რისკი. გლუკოკორტიკოიდებმა ასევე შესაძლებელია შეამცირონ ანტიკოაგულანტების მოქმედება. ანტიკოაგულანტების დანიშვნისას აუცილებლად საჭიროა პროთრომბინული დროის კონტროლი (საერთაშორისო ნორმალიზებული ინდექსი – სნი).
იმუნური სისტემის დათრგუნვის და ინფექციების მიმართ მომატებული მგრძნობელობის ეფექტები
კორტიკოსტეროიდებმა შესაძლებელია შენიღბონ ზოგიერთი ინფექციური დაავადების სიმპტომები და მათი გამოყენების დროს შესაძლებელია განვითარდეს ახალი ინფექციები ან შესაძლებელია გაიზარდოს მგრძნობელობა ინფექციების მიმართ. ანთებითი პასუხის და იმუნური ფუნქციის დათრგუნვა ზრდის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების განვითარების შესაძლებლობას. ბევრ შემთხვევაში კლინიკური გამოვლინება შესაძლებელია იყოს არატიპიური და მათ გამოვლენამდე მიაღწიოს მიშვებულ ფორმას.
არსებობს ტუბერკულოზის რეციდივის, ჩუტყვავილას გართულების და შემოგარსული ჰერპესის განვითარების რისკი.
პრეპარატის გამოყენება პაციენტებში აქტიური ტუბერკულოზით უნდა იზღუდებოდეს მწვავე დისემინირებული ტუბერკულოზის შემთხვევებით, როცა კორტიკოსტეროიდები გამოიყენებიან ძირითადი დაავადების სამკურნალოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში. თუ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა ნაჩვენებია პაციენტებში არააქტიური ტუბერკულოზით ან ტუბერკულინის დადებითი სინჯით, საჭიროა დაავადების რეაქტივაციის პროფილაქტიკური კონტროლი. კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპიის დროს ეს პაციენტები უნდა იღებდნენ შესაბამის ქიმიოპროფილაქტიკას.
ჩუტყვავილა შესაძლებელია დასრულდეს ფატალურად პაციენტებში კომპრომეტირებული იმუნიტეტით, იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებიც იღებენ იმუნური სისტემის დასათრგუნ სამკურნალო პრეპარატებს. ამიტომ, ასეთმა პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ იმ პირებთან ახლო კონტაქტისგან, რომლებსაც აქვთ ჩუტყვავილა ან შემოგარსული ლიქენი, თუ მათ ანამნეზში არ არის მკაცრად მითითებული, რომ გადატანილი აქვთ ეს დაავადებები. თუ დამტკიცდა ქუნთრუშით დაავადების დიაგნოზი, საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის მომატება.
საჭიროა თავის შეკავება იმ პირებთან კონტაქტისგან, რომლებსაც აქვთ წითელა. შესაძლებელია საჭირო გახდეს პროფილაქტიკა ჩვეულებრივი იმუნოგლობულინით (კუნთში შესაყვანი), ასევე ექიმის რეგულარული კონტროლი.
კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით ინიშნებიან პაციენტებში დადგენილი ან შესაძლებელი პარაზიტული დაავადებებით (მაგალითად, ენტერობიოზით), რადგან ამ შემთხვევებში შესაძლებელია მოხდეს სუპერინფექციის და დაავადების გავრცელების და ამასთან დაკავშირებული გართულებების პროვოცირება.
ფსიქიკური დარღვევები: პაციენტები და მათი ახლობლები უნდა იყვნენ ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს არსებობს ფსიქიკური დარღვევების განვითარების პოტენციური რისკი, როგორც პრეპარატზე გვერდითი რეაქცია. ყევლაზე ხშირად ეს სიმპტომები ვითარდებიან მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ. რისკი მეტია მაღალი დოზებით მკურნალობისას ან ხანგრძლივი სისტემური გამოყენებისას, თუმცა მკაცრად გამოხატული კორელაცია მიღებული დოზის რაოდენობას და ასეთი რეაქციების სიხშირეს, სახეობას, სიმძიმესა და ხანგრძლივობას შორის არ არის. უმრავლესობა გაივლის სრულად დოზის შემცირებისას ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რაც არ ცვლის სპეციფიური თერაპიის დანიშვნის საჭიროებას. უნდა მოხდეს პაციენტების და მათი ახლობლების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ დეპრესიის და სუიციდური აზრების განვითარების შემთხვევაში მიმართონ ექიმს. ისინი ასევე კარგად უნდა იცნობდნენ შესაძლო ფსიქიკური დარღვევების გამოვლინებებს, როგორც მკურნალობის დროს, ასევე უშუალოდ მისი შეწყვეტის შემდეგ, თუმცა ასეთი რეაქციები ვითარდებიან არახშირად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისათვის, რომლებსაც ანამნეზში ამ მიმდინარე დროისთვის აქვთ მძიმე აფექტური აშლილობები ან ასეთი შემთხვევები მითითებულია ოჯახურ ანამნეზში (ძირითადად დეპრესიული ან მანიაკალურ-დეპრესიული დაავადებები ან სტეროიდული ფსიქოზის ადრე დაფიქსირებული შემთხვევები).
კორტიკოსტეროიდების დიდი დოზების გამოყენების ფონზე არ უნდა მოხდეს ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინებით, რადგან ორგანიზმის რეაქცია ვაქცინირებაზე შესაძლებელია შესუსტდეს. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ვაქცინაციამდე ან ვაქცინაციის შემდეგ 8 კვირის განმავლობაში, ლიმფადენიტის დროს, ბცჟ აცრის შემდეგ, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს, მათ შორის შიდსის ან აივ-ინფიცირებულებში.
სლიდერონით ხანგრძლივი თერაპიის დროს საჭიროა ბიფოსფონატების დანიშვნის საკითხის განხილვა პაციენტებში ოსტეოპოროზით ან მისი განვითარების რისკ-ფაქტორით. ოსტეოპოროზის განვითარების რისკ-ფაქტორებია 65 წელზე უფროსი ასაკი, ხშირი მოტეხილობა პირად ან ოჯახურ ანამნეზში, ადრეული მენოპაუზა (45 წლამდე), პრემენოპაუზური ამენორეა და სხეულის მცირე წონა. ოსტეოპოროზის განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია სლიდერონის დოზის რეგულირებით, მისი მინიმალურ ეფექტურ დონემდე შემცირებით.
გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივი მიღება თრგუნავს ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემას, რაც იწვევს კორტიკო-ადრენალური პასუხის მეორადი უკმარისობის განვითარებას, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დაავადების გამწვავება და გართულებების განვითარება მწვავე ტრავმების, დაავადებების ან ქირურგიული ჩარევის დროს. სლიდერონის მაღალი დოზები მნიშვნელოვნად ამცირებენ ჩამოთვლილი გართულებების განვითარების რისკს.
აღწერილია კაპოშის სინდრომის განვითარების შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს, კლინიკური რემისია შესაძლებელია დაფიქსირდეს მკურნალობის შეწყვეტისას.
გვერდითი ეფექტების შემცირების მიზნით სლიდერონის სრული სადღეღამისო დოზის მიღება უნდა მოხდეს დილით კორტიზოლის ენდოგენური გამომუშავების ცირკადული რითმის შესაბამისად. პაციენტებში ჰიპოთირეოზით და ღვიძლის მძიმე დაავადებებით საჭიროა სლიდერონის დოზის შემცირება.
პაციენტები, რომლებიც იღებენ დიგოქსინს, საჭიროებენ რეგულარულ დაკვირვებას და კონტროლს, რადგან კორტიკოსტეროიდები იწვევენ ელექტროლიტურ დარღვევებს და კალიუმის კარგვას.
გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივი გამოყენებისას თერაპია უნდა შეწყდეს თანმიმდევრობით, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მოხსნის სინდრომის და სერიოზული გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ლეტალური შედეგის ჩათვლით. ხანგრძლივი თერაპია არ უნდა შეწყდეს ეუეცრად და ორსულობის შემთხვევაში.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს, რაც გასათვალისწინებელია პაციენტებში ლაქტოზის აუტანლობით.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში
სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენების დროს ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციები შესაძლებელია ატარებდნენ უფრო სერიოზულ ხასიათს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ეს ძირითადად ეხება ოსტეოპოროზს, ჰიპერტონიას, ჰიპოკალიემიას, შაქრიან დიაბეტს, განწყობას ინფექციების მიმართ და გამოვლინებებს (დაწყლულება) კანის მხრიდან. სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი რეაქციების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტების ამ ჯგუფში რეკომენდებულია გაძლიერებული კლინიკური კონტროლი.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით გვერდითი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის გამო (პეპტიური წყლული, ოსტეოპოროზი და კანის მხრიდან).
გამოყენება პედიატრიაში
კორტიკოსტეროიდებმა შესაძლებელია გამოიწვიონ ბავშვების და მოზარდების ზრდის და სქესობრივი მომწიფების შეფერხება. მკურნალობა უნდა იზღუდებოდეს უმცირესი ეფექტური დოზით ხანმოკლე დროის განმავლობაში. ბავშვებში გამოყენების დროს დოზას და თერაპიის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად, მისი ასაკის და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის შესაბამისად.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატი აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა დედის რძით. ორსულობის პერიოდში საჭიროა სლიდერონით თერაპიით დედისთვის მიღებული სარგებლის და ნაყოფისთვის პოტენციური რისკის შეფასება. ხანგრძლივი გამოყენება ორსულობის დროს იწვევს ნაყოფის ზრდის დარღვევას. არსებობს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ატროფიის განვითარების რისკი ნაყოფში, რამაც შესაძლებელია მოითხოვოს ახალშობილში ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარება. გლუკოკორტიკოიდებმა ასევე შესაძლებელია გაზარდონ მკვდრად შობადობის რისკი. საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული ბუნებრივი კვება სლიდერონით ხანგრძლივი სისტემური თერაპიის დროს.
სამკურნალო საშუალების ზემოქმედების თავისებურებები ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატის გვერდითი მოქმედების გათვალისწინებით (ხასიათის, ფსიქიკის დარღვევის, კრუნჩვების, თავის ტკივილის განვითარების რისკი), პრეპარატის გამოყენების დროს საჭიროა თავის შეკავება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა ან პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობისაგან.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ჭარბი დოზა
სიმპტომები: პრეპარატი არ იწვევს მწვავე ინტოქსიკაციას. ქრონიკული ჭარბი დოზის დროს შესაძლებელია განვითარდეს კუშინგის სინდრომი.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის გამოყენება, დოზის თანმიმდევრული შემცირება, საჭიროებისას სიმპტომატური მკურნალობა.
სპეციფიური ანტიდოტი უცნობია. მეთილპრედნიზოლონი გამოიყოფა დიალიზით.

გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი თავსდება გამჭვირვალე ნარინჯისფერი პოლივინილქლორიდის/ პოლივინილდიქლორიდის გარსის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
2 კონტურული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენაზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25оС ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა
5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტით.

მწარმოებელი
Balkanpharma-Razgrad AD, რაზგრადი, ბულგარეთი

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
შპეყ Mედიცალ Lტდ., ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

ორგანიზაციის მისამართი და სახელწოდება, რომელიც იღებს პრეტენზიებს (შემოთავაზებებს) სამკურნალო საშუალების ხარისხთან დაკავშირებით უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე

Sorrento marketing LLC

ქ. ტაშკენტი, იაშნაბადსკი რაიონი, სადიკ აზიმოვის ქ., 68

თბილისი (103 აფთიაქი)

ავერსი 11
225-02-32
ჭავჭავაძის გამზ. №48
ვადა: 2021-11-01
ავერსი 19
231-61-46
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2021-11-01
ავერსი 21
231-18-34
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2021-11-01
ავერსი 30
291-27-97
ჭავჭავაძის გამზ. №54
ვადა: 2021-11-01
ავერსი 46 (24სთ)
231-94-61
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2021-11-01
ავერსი 47
223-09-55
ფალიაშვილის ქ. №15
ვადა: 2021-11-01
ავერსი 81
223-20-51
ფალიაშვილის ქ. №82
ვადა: 2021-11-01
ავერსი 99
222-05-62
ჭავჭავაძის გამზ. №41
ვადა: 2021-11-01
ავერსი 148
222-00-41
არაყიშვილის N8 (აბაშიძის N26)
ვადა: 2021-11-01
ავერსი 160
2-506-506 (3160)
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2021-11-01
ავერსი 163
2-506-506 (3163)
არაყიშვილის ქ.№3
ვადა: 2021-11-01
ავერსი 164
2-506-506 (3164)
წყნეთის გზატკეცილი №15
ვადა: 2021-11-01
ავერსი 167
2 506-506 (3167)
ნ. ყიფშიძის ქ. №9
ვადა: 2021-11-01
ავერსი 3
237 30 11
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2021-11-01
ავერსი 23
236-57-55
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2021-11-01
ავერსი 33
237-54-09
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2021-11-01
ავერსი 34
238-14-17
ცინცაძის. №1
ვადა: 2021-11-01
ავერსი 39
236-21-78
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2021-11-01
ავერსი 41
237-54-08
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2021-11-01
ავერსი 65
236-34-51
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2021-11-01
ავერსი 78
259-67-04
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2021-11-01
ავერსი 89
2-506-506 (5564)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2021-11-01
ავერსი 91 (24სთ)
210-47-03
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2021-11-01
ავერსი 94
218-18-23
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2021-11-01
ავერსი 97
238-09-98
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2021-11-01
ავერსი 120
238-36-75
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2021-11-01
ავერსი 154
2-506-506 (3154)
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2021-11-01
ავერსი 157
2 506-506 (3157)
შარტავას 4/6
ვადა: 2021-11-01
ავერსი 158
2-506-506 (3158)
მირიან მეფის №75
ვადა: 2021-11-01
ავერსი 165
2-506-506 (3165)
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2021-11-01
ავერსი 166
2 506-506 (3166)
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2021-11-01
ავერსი 172
2-506-506 (3172)
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2021-11-01
ავერსი 2
234-22-32
თ.მეფის გამზ. №28-30
ვადა: 2021-11-01
ავერსი 7
234-48-99
თამარ მეფის გამზირი 26 / თევდორე მღვდლის ქ. 1
ვადა: 2021-11-01
ავერსი 13 (24სთ)
250-88-30
დ.აღმაშენებლის გამზ. №148ა
ვადა: 2021-11-01
ავერსი 68
250-88-68
ვაგზალის მოედანი №2. (მ/ს "ვაგზალი-1")
ვადა: 2021-11-01
ავერსი 72
234-69-13
წინამძღვრიშვილის ქ. №137
ვადა: 2021-11-01
ავერსი 83
291-02-93
ჩუბინაშვილის ქ. №4
ვადა: 2021-11-01
ავერსი 84
295-55-72
ხეთაგუროვის ქ. №4
ვადა: 2021-11-01
ავერსი 101
295-22-68
მარჯანიშვილის ქ. №28
ვადა: 2021-11-01
ავერსი 122 (24სთ)
294-17-42
ჩიტაიას ქ. №37
ვადა: 2021-11-01
ავერსი 124
234-26-84
აბასთუმნის ქ. №1
ვადა: 2021-11-01
ავერსი 142
235-45-92
თევდორე მღვდლის ქ. 3 / თამარ მეფის გამზ. №32
ვადა: 2021-11-01
ავერსი 168
2 506-506 (3168)
წერონისის და ხერთვისის ქუჩის გადაკვეთაზე
ვადა: 2021-11-01
ავერსი 9
262-85-84
გლდანის ,,ა" მ/რ. კორპ. 50-ის მიმდებარედ
ვადა: 2021-11-01
ავერსი 14
263-32-26
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2021-11-01
ავერსი 44 (24სთ)
2-506-506 (3044)
გლდანის 1 მ/რ, კარტოგ. ფაბრიკის მიმდ. ნაკვ. 15/012
ვადა: 2021-11-01
ავერსი 51 (24სთ)
264-13-02
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2021-11-01
ავერსი 66 (24სთ)
257-35-37
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2021-11-01
ავერსი 87
264-13-03
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2021-11-01
ავერსი 90
268-64-88
გლდანი, V მკრ
ვადა: 2021-11-01
ავერსი 111
262-18-29
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2021-11-01
ავერსი 133
218-09-22
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2021-11-01
ავერსი 143 (24სთ)
257-45-00
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2021-11-01
ავერსი 147
236-85-73
მეტრო ახმეტელის მიმდ.ტერიტორია, გლდანი მოლი
ვადა: 2021-11-01
ავერსი 162
2-506-506 (3162)
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2021-11-01
ავერსი 171
2-506-506 (3171)
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2021-11-01

რეგიონი (113 აფთიაქი)

გურჯაანი 1 (24სთ)
(+995 353) 22-12-18
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2021-11-01
გურჯაანი 2
(+995 353) 22-21-62
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2021-11-01
დედოფლისწყარო
2-506-506 (3480)
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2021-11-01
თელავი 1
(+995 350) 27-34-99
ქ. წამებულის ქ. №3
ვადა: 2021-11-01
თელავი 2
(+995 350) 27-34-93
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2021-11-01
თელავი 3 (24სთ)
(+995 350) 27-00-47
ალაზნის გამზირი ბაზრის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2021-11-01
თელავი 4
2-506-506 (3204)
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2021-11-01
ლაგოდეხი 1
(+995 354) 22-11-21
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2021-11-01
საგარეჯო 1
(+995 351) 24-34-78
აღმაშენებლის №14
ვადა: 2021-11-01
საგარეჯო 2
2-506-506 (3392)
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2021-11-01
ყვარელი (24სთ)
(+995 352) 22-14-53
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2021-11-01
წნორი (24სთ)
(+995 355) 24-39-03
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2021-11-01
ბაღდათი (24სთ)
(+995 434) 22-24-82
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2021-11-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
(+995 492) 25-16-28
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2021-11-01
ზესტაფონი 2
(+995 492) 25-71-70
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2021-11-01
ზესტაფონი 3 (24სთ)
(+995 492) 25-28-61
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2021-11-01
ზესტაფონი 4
(+995 492) 24-22-39
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2021-11-01
ზესტაფონი 5
2-506-506 (3215)
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2021-11-01
თერჯოლა (24სთ)
(+995 491) 22-15-90
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2021-11-01
სამტრედია 1 (24სთ)
(+995 411) 22-12-85
რესპუბლიკის №2
ვადა: 2021-11-01
სამტრედია 2
(+995 411) 22-10-26
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2021-11-01
საჩხერე 1 (24სთ)
(+995 435) 22-23-73
გომართელის ქ. №3
ვადა: 2021-11-01
საჩხერე 2
(+995 577) 00–67–79
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2021-11-01
საჩხერე 3
(+995 435) 22-50-15
გომართელის №6
ვადა: 2021-11-01
ტყიბული
(+995 497) 22-20-41
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 1
(+995 431) 24-80-69
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 2
(+995 431) 26-60-14
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 3 (24სთ)
(+995 431) 24-31-77
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 4 (24სთ)
(+995 431) 27-29-48
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 6 (24სთ)
(+995 431) 27-12-88
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 9
(+995 431) 26-22-01
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 10
(+995 431) 27-47-91
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 11 (24სთ)
(+995 431) 23-44-84
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 12 (24სთ)
(+995 431) 25-04-03
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 13 (24სთ)
(+995 431) 26-45-87
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 14
(+995 431) 25-08-07
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 15 (24სთ)
(+995 431) 24 27 28
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №18ა
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 16
(+995 431) 22-16-22
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 17
(+995 431) 24-24-92
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 18
(+995 431) 25-21-41
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 19 (24სთ)
(+995 32) 214-73-81
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 20 (24სთ)
2-506-506 (3720)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2021-11-01
ქუთაისი 21
(+995 431) 24-15-62
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2021-11-01
წყალტუბო (24სთ)
(+995 436) 22-24-61
იმერეთის მოედანი
ვადა: 2021-11-01
ჭიათურა 2 (24სთ)
(+995 479) 25-42-02
აბაშიძის ქ. №1
ვადა: 2021-11-01
ხონი (24სთ)
(+995 495) 22-14-34
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2021-11-01
ბათუმი 1
(+995 422) 22-01-82
ჭავჭავაძის ქ. №83
ვადა: 2021-11-01
ბათუმი 2 (24სთ)
(+995 422) 22-20-36
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2021-11-01
ბათუმი 3 (24სთ)
(+995 422) 22-29-37
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2021-11-01
ბათუმი 4 (24სთ)
(+995 422) 24-08-05
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2021-11-01
ბათუმი 5 (24სთ)
(+995 422) 24-80-28
ბაგრატიონის ქ. №140
ვადა: 2021-11-01
ბათუმი 6 (24სთ)
2-506-506 (3406)
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2021-11-01
ბათუმი 7 (24სთ)
(+995 422) 22-62-44
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2021-11-01
ბათუმი 8 (24სთ)
(+995 422) 25-59-99
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2021-11-01
ბათუმი 9
2-506-506 (3409)
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2021-11-01
ბათუმი 11
2-506-506 (3411)
ბარათაშვილის №26
ვადა: 2021-11-01
ბათუმი 12
(+995 422) 22–36–22
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2021-11-01
ბათუმი 13
(+995 422) 22–61–13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2021-11-01
ბათუმი 14
577 420-562
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2021-11-01
ბათუმი 15
2-506-506 (3415)
კობალაძის ქ. N15 / აბუსერიძის ქ. N73
ვადა: 2021-11-01
ბათუმი 16 (24სთ)
2-506-506 (3416)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2021-11-01
ქობულეთი 1 (24სთ)
(+995 426) 26-72-28
აღმაშენებლის №3
ვადა: 2021-11-01
ქობულეთი 2
2-506-506 (3442)
რუსთაველის №122
ვადა: 2021-11-01
აბაშა (24სთ)
(+995 412) 29-11-19
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2021-11-01
ზუგდიდი 1 (24სთ)
(+995 415) 22-11-42
კიტიას ქ. №7
ვადა: 2021-11-01
ზუგდიდი 2
(+995 415) 22-10-25
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2021-11-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
(+995 415) 22-24-66
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2021-11-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
(+995 415) 22-23-77
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2021-11-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
214-73-82
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2021-11-01
ზუგდიდი 6
2-506-506 (3306)
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2021-11-01
მარტვილი 1 (24სთ)
2-506-506 (3311)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2021-11-01
მარტვილი 2
2-506-506 (3312)
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2021-11-01
მარტვილი 3
(+995 418) 22–00–30
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2021-11-01
სენაკი 1 (24სთ)
(+995 413) 27-75-05
რუსთაველის №172
ვადა: 2021-11-01
სენაკი 2 (24სთ)
(+995 413) 27-65-32
რუსთაველის №110
ვადა: 2021-11-01
სენაკი 3
(+995 413) 27-74-22
ჭავჭავაძის №95
ვადა: 2021-11-01
ფოთი 1 (24სთ)
(+995 493) 22-81-17
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2021-11-01
ფოთი 2
(+995 493) 27-55-38
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2021-11-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
(+995 417) 22-01-05
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2021-11-01
ჩხოროწყუ 2
2-506-506 (3356)
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2021-11-01
ხობი
(+995 414) 22-21-64
ბერიას ქ. №3
ვადა: 2021-11-01
ცაგერი
2-506-506 (3459)
კოსტავას ქ.№14
ვადა: 2021-11-01