დელაქტოზა 200მლ სუსპ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
დელაქტოზა
DELACTOZA® ORAL SOLUTION 200 mL
სამკურნალო ფორმა: სუსპენზია 200მლ
შემადგენლობა: Prunus domestica- შავი ქლიავის ექსტრაქტი -100,0 მგ / მლ
Lactulose- ლაქტულოზა - 562,0 მგ / მლ.
აღწერილობა: უფერო ან მკრთალი მოყავისფრო-მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ბლანტი სითხე, ტკბილი გემოთი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საფაღარათო საშუალება, ის ათხელებს განავლოვან მასებს და აადვილებს დეფეკაციას ნაწლავებში სითხის შეწოვის გზით - შიგთავსის ოსმოსური წნევის გაზრდის ხარჯზე.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ლაქტულოზა წარმოადგენს ლაქტოზის სინთეზურ წარმოებულს. იგი არ იშლება კუჭსა და წვრილ ნაწლავებში შესაბამისი ფერმენტების არარსებობის გამო და არ შეიწოვება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ასტიმულირებს პერისტალტიკას, აუმჯობესებს ფოსფატებისა და კალციუმის მარილების შეწოვას, ზრდის ამიაკის დიფუზიას სისხლიდან კუჭ-ნაწლავში და ხელს უწყობს მის გამოყოფას ორგანიზმიდან.
ნაწლავური ფლორის ზემოქმედების შედეგად, ლაქტულოზა მსხვილ ნაწლავში იშლება დაბალმოლეკულურ ორგანულ მჟავებად - ძირითადად რძემჟავად, ნაწილობრივ ჭიანჭველმჟავად და ძმარმჟავად. ამ დროს მსხვილი ნაწლავის სანათურში მატულობს ოსმოსური წნევა და მცირდება pH, იზრდება განავლის მოცულობა, რაც ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და ახდენს განავლის კონსისტენციის ნორმალიზაციას. რაც ხელს უწყობს ყაბზობის აღმოფხვრას და ნაწლავების დაცლის ფიზიოლოგიური რიტმის აღდგენას.
ამონიუმის შეკავშირებული იონების გამოყოფა ხორციელდება საფაღარათე ეფექტის განვითარებისას. საფაღარათო ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ. გარდა ამისა, განავალთან ერთად ლაქტულოზა გამოდევნის ნაღვლის მჟავებს, რის შედეგადაც მცირდება სისხლსა და ნაღველში ქოლესტერინის შემცველობა. დელაქტოზას გააჩნია მსხვილ ნაწლავში სალმონელების ზრდის დათრგუნვის უნარი. არ ამცირებს ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას. არ იწვევს შეჩვევას. ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ან ღვიძლისმიერი კომის/პრეკომის დროს პრეპარატის ეფექტს მიაწერენ აციდოფილური ბაქტერიების (მაგალითად, ლაქტობაქტერიები) რაოდენობის ზრდის ხარჯზე პროტეოლიზური ბაქტერიების დათრგუნვას; მსხვილი ნაწლავის შიგთავსის მჟავიანობის მატების ხარჯზე ამიაკის იონურ ფორმაში გადასვლას; ოსმოსური ეფექტისა და pH-ის შემცირების ხარჯზე ნაწლავების დაცლას; ასევე, აზოტშემცველი ტოქსიური ნივთიერებების შემცირებას იმ ბაქტერიების სტიმულაციის გზით, რომლებიც ახდენენ ამიაკის უტილიზაციას ბაქტერიული ცილის სინთეზისათვის.
ფარმაკოკინეტიკა: აბსორბცია დაბალია. არ შეიწოვება, აღწევს მსხვილ ნაწლავამდე, სადაც იშლება ნაწლავური ფლორის ზემოქმედების შედეგად. 45-70 მლ-მდე დოზების შემთხვევაში მთლიანად მეტაბოლიზდება; უფრო მაღალი დოზირებისას ნაწილობრივ გამოიყოფა შეუცვლელი სახით.
შავი ქლიავის ექსტრაქტი
მთავარი სამკურნალო ღირებულება განპირობებულია მასში შემევალი პექტინებით, უჯრედისით, სორბიტით, ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით (შეიცავს C, B3ვიტამინს და კაროტინს, ფოლიუმს,კალიუმს,ფოსფორს, რკინას, მანგანუმს, მაგნიუმს, ქრომს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს) გამოირჩევა ანტიკარცენოგენული, ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით, ის ადამიანის ნაწლავებში ლპობის პროცესს აბრკოლებს, მოქმედებს პირობითპათოგენურ მიკროფლორაზე, აძლიერებს პერისტალტიკას, ახასიათებს საფაღარათო, მცირედ ნაღველმდენი თვისებები.
დელაქტოზას ჩვენებები:
- ქრონიკული ყაბზობა: ბავშვებში, მოხუცებულებსა და ორსულ ქალებში (არახშირი დეფეკაცია, მშრალი და მყარი განავალი)
- მსხვილი ნაწლავის დაცლის ფიზიოლოგიური რიტმის რეგულაცია;
- განავლის გათხელების საჭიროება სამედიცინო მიზნით (ჰემოროიდული კვანძები, ოპერაცია მსხვილნაწლავზე და ანალურ მიდამოზე, პოსტოპერაციული პერიოდი);
- ასევე ;
- თუ პაციენტს აქვს ბუასილი
- თუ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია ანალურ ხვრელზე ან მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილზე - ნაწლავური დისბაქტერიოზი;
- ლპობითი დისპეპსიის სინდრომი (ადრეული ასაკის ბავშვებში მწვავე კვებისმიერი მოწამვლის შედეგად);
- სალმონელებით, შიგელებით გამოწვეული ენტერიტი, სალმონელამტარებლობა;
- ღვიძლისმიერი პრეკომა და კომა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, ჰიპერამონიემია.
- ინტოქსიკაცია
გამოყენების წესები და დოზები:
მიიღება შიგნით. მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზებს ექიმი ადგენს. ყაბზობის მკურნალობისას და განავლის გათხელების მიზნით:: პრეპარატი მიიღება დღეში 1-ჯერ დილით ჭამის დროს. კლინიკური ეფექტი ვლინდება 1-2 დღის შემდეგ. დოზას ზრდიან იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენებიდან 2 დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
მოზრდილებში:საწყისი დოზა - 15-45 მლ, შემანარჩუნებელი - 10-25 მლ.
ბავშვებში: 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 5 მლ, შემანარჩუნებელი - 5 მლ.
3-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 5-10 მლ, შემანარჩუნებელი - 5-10 მლ.
7-14 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 15 მლ, შემანარჩუნებელი - 10 მლ.
როგორც წესი, დოზა შეიძლება შემცირდეს გამოყენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ნაწლავური დისბაქტერიოზის მკურნალობისას (სადღეღამისო დოზები): მოზრდილებში: 10 მლ; ბავშვებში: 7 წლიდან და ზემოთ -10 მლ; 4-7 წელი - 5 მლ; 1-3 წელი - 3 მლ; 1 წლამდე - 1.5-3 მლ. სალმონელებით, შიგელებით გამოწვეული ენტერიტის დროს: პირველი 10-12 დღის განმავლობაში 15 მლ 3-ჯერ დღეში.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, ღვიძლისმიერი პრეკომისა და კომის დროს: დასაწყისში 30-45 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში. შემდეგ გადადიან ინდივიდუალურად შერჩეულ შემანარჩუნებელ დოზაზე იმ გათვლით, რომ რბილი განავლის (pH მაჩვენებლით 5.0-5.5 საზღვრებში) სიხშირე არ აღემატებოდეს დღე-ღამეში 2-3-ს. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვე და მეტი.
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის შიგნით მიღება შეუძლებელია, იგი ინიშნება ოყნის სახით: პრეპარატის 300 მლ იხსნება 700 მლ წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში.
განსაკუთრებული მითითებები:
1.ორსულობა და ლაქტაცია უკუჩვენებას არ წარმოადგენს, I ტრიმესტრში გამოყენება ექიმის დანიშნულებით.
2. სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
3. თითოეული ავადმყოფისათვის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.
4. ანტაციდებთან ერთად მიღებისას პრეპარატის მოქმედება სუსტდება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია ლაქტულოზას თერაპიული ეფექტის დაქვეითება.
ანტაციდებთან ერთად გამოყენებისას ლაქტულაზას მოქმედება სუსტდება, ვინაიდან ისინი pH -ის შემცირებას ეწინააღმდეგებიან.
გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება , ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ცვლის მოშლა.
ჭარბი დოზირება: სამკურნალო საშუალების ჭარბი დოზირების შემთხვევები არ ფიქსირდება. შესაძლოსიმპტომები: დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- გალაქტოზემია;
- ლაქტოზას, გალაქტოზას ან ფრუქტოზას აუტანლობა;
- ნაწლავთა გაუვალობა,ნაწლავის ობსტრუქცია.
ავტომობილის მართვის უნარზე ზეგავლენას არ ახდენს.
გამოშვების ფორმა: დელაქტოზა - 200მლ სუსპენზია შიგნით მისაღებად
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და ბნელ ადგილას 15-250C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: LTD .3D GEORGIA