როზულიპი პლუსი 40მგ/10მგ#30კაფ
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
როზულიპ® პლიუსი 40 მგ/10 მგ მყარი კაფსულები
როზუვასტატინი/ეზეტიმიბი
პრეპარატის გამოყენებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები ჰგავს თქვენსას.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება ისეთ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
რას შეიცავს ეს ფურცელი-ჩანართი:
- რა არის როზულიპ პლიუსი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ როზულიპ პლიუსის მიღებამდე
- როგორ მიიღება როზულიპ პლიუსი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება როზულიპ პლიუსი
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
1. რა არის როზულიპ პლიუსი და რისთვის გამოიყენება
როზულიპ პლიუსი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. პირველი აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. სტატინებს. მეორე აქტიური ნივთიერება არის ეზეტიმიბი.
როზულიპ პლიუსი არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, „მავნე“ ქოლესტერინის (დსლპ) და ტრიგლიცერიდების სახელით ცნობილი ცხიმოვანი ნაწილაკების დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, ის ზრდის „სასარგებლო“ ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. ეს პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზმში.
ადამიანთა უმრავლესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და არ იწვევს არავითარ სიმპტომებს. თუმცა, თუ არ მოხდა მომატებული ქოლესტერინის დონის მქონე პაციენტების მკურნალობა, ეს გამოიწვევს სისხლძარღვების კედლებში ცხიმების დაგროვებას და შედეგად, სისხლძარღვების შევიწროებას.
ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლის მიწოდების შეფერხება გულის ან თავის ტვინის ამა თუ იმ ნაწილში, რაც გამოიწვევს გულის შეტევას ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევით შესაძლებელია გულის შეტევის, ინსულტის და ანალოგიური ჯანმრთელობის პრობლემების რისკის შემცირება.
როზულიპ პლიუსი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონის დაწევა ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ როზულიპ პლიუსი, თუ თქვენ უკვე იღებთ როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს იგივე დოზებით.
როზულიპ® პლიუსი ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას.
2. რა უნდა იცოდეთ როზულიპ პლიუსის მიღებამდე
არ მიიღოთ პრეპარატი როზულიპ პლიუსი, თუ:
• გაქვთ ალერგია როზუვასტატინის, ეზეტიმიბის ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი პუნქტში 6).
• გაქვთ ღვიძლის დაავადება.
• გაქვთ თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევა.
• გივლინდებათ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილი კუნთებში (მიოპათია).
• იღებთ კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ვოქსილაპრევირს (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ღვიძლის ისეთი ინფექციური დაავადების სამკურნალოდ, როგორიც არის C ჰეპატიტი).
• ოდესმე გქონიათ ნებისმიერი სახის განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, პიროვნულ ან ოჯახურ ანამნეზში - კუნთების პრობლემები, ან თუ ოდესმე გქონიათ სხვა ქოლესტეროლის დამწევი პრეპარატების გამოყენებისას კუნთების ტკივილი.
• გაქვთ ან წარსულში გქონიათ მიასტენია (დაავადება, რომელსაც ახასიათებს გენერალიზებული კუნთების სისუსტე, მათ შორის სუნთქვის პროცესში მონაწილე კუნთებისაც), ან თვალის მიასტენია (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთის სისუსტეს), ვინაიდან სტატინებს ზოგჯერ შეუძლიათ გააძლიერონ მდგომარეობა ან გამოიწვიონ მიასტენიის განვითარება.
• იღებთ პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ციკლოსპორინი (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ).
• ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ პრეპარატ როზულიპ პლიუსით მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როზულიპ პლიუსის გამოყენების პერიოდში და ამ მიზნით გამოიყენონ კონტрацეფციის მოსახერხებელი საშუალებები.
• თუ თქვენ პრეპარატ როზულიპ პლიუსის ან როზუვასტატინის შემცველი პრეპარატის გამოყენების შემდეგ ოდესმე გაგივითარდათ ძლიერი გამონაყარი კანზე ან კანის აშრევა, ბუშტუკები და/ან წყლულები პირის ღრუში.
• თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ მუშაობს სათანადოდ (ჰიპოთირეოზი).
• რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
• ხართ აზიური წარმოშობის პირი (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი).
• იღებთ ქოლესტეროლის დამწევ სხვა პრეპარატებს, რომელთაც ეწოდებათ ფიბრატები.
თუ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ (ან ეჭვის არსებობის შემთხვევაში), მიმართეთ თქვენს ექიმს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს როზულიპ პლიუსის მიღებამდე, თუ თქვენ:
• გაქვთ პრობლემები თირკმლების მხრივ.
• გაქვთ პრობლემები ღვიძლის მხრივ.
• გაქვთ ან გქონიათ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში...










