რეპარონი ჰერბალი #10სუპ

რეპარონი ჰერბალი #10სუპ

16.02 ლარი
ქვეყანა: უნგრეთი
მწარმოებელი: ეგისი
ჯენერიკი: Sucralfat,Ext.Calendulae,Chamomilae
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 83774
გააზიარე:

რეპარონი ჰერბალი რექტალური სუპოზიტორიები


ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. მოცემული პრეპარატი წარმოადგენს სამედიცინო ნაწარმს, რომელიც განკუთვნილია მოზრდილი პაციენტებისათვის, და ის გამოყენებული უნდა იქნას მოყვანილი ჩვენებების შესაბამისად მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით.
შეინახეთ წინამდებარე ინსტრუქცია. შესაძლებელია თქვენ კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
შემადგენლობა
სუკრალფატი, კაკაოს ზეთი, ლანოლინი (მცენარეული წარმოშობის), ვიტეპსოლი W25 (სუპოზიტორიების ფუძე), გულყვითელას ექსტრაქტი, გვირილას ექსტრაქტი, გამამელისის ექსტრაქტი.

სამედიცინო ნაწარმის ფორმა
რექტალური სუპოზიტორიები, თითოეული შეფუთვა შეიცავს 10 სუპოზიტორიას, თითოეული სუპოზიტორიის მასა 2,5 გ.

რას წარმოადგენს რეპარონი ჰერბალი რექტალური სუპოზიტორია და რისთვის გამოიყენება?
რეპარონი ჰერბალი რექტალური სუპოზიტორია განკუთვნილია ბუასილთან და მის გართულებებთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ (როგორიცაა ეგზემა, სწორი ნაწლავვის ნახეთქები). იგი ფარავს და იცავს კანის ეპიდერმულ (გარეთა) ფენას, იცავს ანთებით, ქავილიან კანს და, ამგვარად, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. რეპარონი ჰერბალი ამცირებს კანის სინშრალეს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ამცირებს ნახეთქების და დაზიანებების წარმოქმნის რისკს, განპირობებულს დეფეკაციით.

რა შემთხვევებში არ უნდა გამოიყენოთ რეპარონი ჰერბალი რექტალური სუპოზიტორიები?
ნუ გამოიყენებთ სუპოზიტორიებს, თუ გაქვთ ალერგია ლანოლინზე ან სამედიცინო ნაწარმის სხვა დამხმარე ნივთიერებებზე.
ნუ გამოიყენებთ ჰემოროიდალური სისხლდენის დროს.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
სამედიცინო ნაწარმი რეპარონი ჰერბალი რექტალური სუპოზიტორიები არ არის უკუნაჩვენები ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, მაგრამ ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია თქვენს მკურნალ ექიმთამ კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონაცემები რეპარონ ჰერბალის რექტალური სუპოზიტორიების ურთიერთქმედების შესახებ სხვა პრეპარატებთან არ არსებობს, ამიტომ რეპარონ ჰერბალის რექტალური სუპოზიტორიების გამოყენების დაწყებამდე სხვა პრეპარატებთან კომბონაციაში რექტალური გამოყენებისათვის რეკომენდირებულია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის ჩატარება.
რექტალური სუპოზიტორიების და პრეზერვატივების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს კონტრაცეფციის უსაფრთხოება.

როგორ უნდა იქნას გამოყენებული რეპარონ ჰერბალი რექტალური სუპოზიტორიები?
ყოველთვის გამოიყენეთ სამედიცინო ნაწარმი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
გამოყენებისას, რომელიც განსხვავდება ინსტრუქციაში აღწერილისაგან, შეიძლება არ დადგეს სიმპტომების გაუმჯობესება ან აღინიშნოს გაღიზიანება.

რეპარონ ჰერბალის რექტალური სუპოზიტორიების გამოყენების წინ დაიბანეთ ხელები.
რეკომენდირებული დოზა: შეიყვანეთ რეპარონ ჰერბალის ერთი სუპოზიტორია სწორ ნაწლავში, შეძლებისდაგვარად მჯდომარე აბაზანის მიღების შემდეგ, ერთხელ ან ორჯერ დღეში.

გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ შეფუთვა არ არის გახსნილი და სამედიცინო ნაწარმი არ არის დაზიანებული. ნუ გამოიყენებთ სუპოზიტორიას, თუ შეფუთვა დაზიანებულია.
თითოეული სტრიპი შეიცავს უჯრედებს სუპოზიტორიებით, რომლებიც პერფორაციებით არის დაყოფილი.

მოახიეთ სტრიპს ერთი უჯრედი პერფორაციის ხაზის მიხედვით (ნახ. 1). ფრთხილათ გახსენით უჯრედი, მოაცილეთ რა ზედა ნაწილი ქვედა ნაწილს, როგორც ეს ნაჩვენებია ისრით მე-2 ნახატზე. ამოიღეთ სუპოზიტორია უჯრედიდან. 

ყოველთვის დაიბანეთ ხელები რექტალური სუპოზიტორიების გამოყენების შემდეგ.
პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალებში ან კანზე თვალის გარშემო, პირში ან პირის ლორწოვან გარსზე. სუპოზიტორიის ნივთიერების ზემოთ აღნიშნულ ადგილებზე მოხვედრის შემთხვევაში, მოიწმინდეთ ან ჩამოიბანეთ ის.
რექტალურმა სუპზიტორიებმა შეიძლემა საცვლები დააბინძუროს. ამიტომ რეკომენდირებულია ჰიგიენური საფენების გამოყენება.
სუპოზიტორიების გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების გაუმჯობესებაზე, მაგრამ მათი გამოყენება შეიძლება შესვენების გარეშე 4 კვირის განმავლობაში.
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი დაავადების სიმპტომები არ გაუმჯობესდება 1-2 კვირის განმავლობაში.

შესაძლებელო გვერდითი მოქმედება
ნებისმიერი ადგილობრივად მოქმედი პრეპარატის გამოყენებამ - განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას - შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რომელთა სიმპტომებს მიეკუთვნება წვის, ქავილის, ტკივილის შეგრძნებები, გაწითლება. ასეთი სიმპტომების განვითარებისას მოცემული ნაწარმის გამოყენების დროს, შეწყვიტეთ სუპოზიტორიების გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ შენიშნეთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
თავი უნდა ავარიდოთ თვალებში მოხვედრას!
არ გადაყლაპოთ!
რეპარონ ჰერბალის რექტალური სუპოზიტორიები არ არის განკუთვნილი ვაგინალური გამოყენებისათვის.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე და სტრიპზე.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.

არ არის რეკომენდირებული სამედიცინო ნაწარმის საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში გადაგდება. თუ საჭიროა პრეპარატის გადაგდება, რომელიც აღარ არის საჭირო, ჩაიტარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურებისგან დაცვაში.

რეგიონი (22 აფთიაქი)