რეპარონი ჰერბალი 25გ მალ

რეპარონი ჰერბალი 25გ მალ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 83773
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

რეპარონი ჰერბალი რექტალური მალამო 


ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. მოცემული პრეპარატი წარმოადგენს სამედიცინო ნაწარმს, რომელიც განკუთვნილია მოზრდილი პაციენტებისათვის, და ის გამოყენებული უნდა იქნას მოყვანილი ჩვენებების შესაბამისად მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით.
შეინახეთ წინამდებარე ინსტრუქცია. შესაძლებელია თქვენ კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
შემადგენლობა
სუკრალფატი, კაკაოს ზეთი, ლანოლინი (მცენარეული წარმოშობის), ვაზელინი თეთრი, ცვილი ფუტკრის თეთრი, გასუფთავებული წყალი, კაპრილილგლიკოლი, გულყვითელას ექსტრაქტი, გვირილას ექსტრაქტი, გამამელისის ექსტრაქტი.

სამედიცინო ნაწარმის ფორმა
რექტალური მალამო. თითოეული ტუბი შეიცავს 25 გ მალამოს.
მუყაოს კოლოფის შიგთავსი:L ერთი ტუბი და ერთი პლასტიკური აპლიკატორი, რომელიც ეხრახნება ტუბს.

რას წარმოადგენს რეპარონი ჰერბალი რექტალური მალამო და რისთვის გამოიყენება?
რეპარონი ჰერბალი რექტალური მალამო განკუთვნილია ბუასილთან და მის გართულებებთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ (როგორიცაა ეგზემა, სწორი ნაწლავვის ნახეთქები). იგი ფარავს და იცავს კანის ეპიდერმულ (გარეთა) ფენას, იცავს ანთებით, ქავილიან კანს და, ამგვარად, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. რეპარონი ჰერბალი ამცირებს კანის სინშრალეს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ამცირებს ნახეთქების და დაზიანებების წარმოქმნის რისკს, განპირობებულს დეფეკაციით.

რა შემთხვევებში არ უნდა გამოიყენოთ რეპარონი ჰერბალი რექტალური მალამო?
ნუ გამოიყენებთ მალამოს, თუ გაქვთ ალერგია ლანოლინზე ან სამედიცინო ნაწარმის სხვა დამხმარე ნივთიერებებზე.
ნუ გამოიყენებთ ჰემოროიდალური სისხლდენის დროს.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
სამედიცინო ნაწარმი რეპარონი ჰერბალი რექტალური მალამო არ არის უკუნაჩვენები ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, მაგრამ ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია თქვენს მკურნალ ექიმთამ კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონაცემები რეპარონ ჰერბალის რექტალური მალამოს ურთიერთქმედების შესახებ სხვა პრეპარატებთან არ არსებობს, ამიტომ რეპარონ ჰერბალის რექტალური მალამოს გამოყენების დაწყებამდე სხვა პრეპარატებთან კომბონაციაში რექტალური გამოყენებისათვის რეკომენდირებულია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის ჩატარება.
რექტალური მალამოს და პრეზერვატივების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს კონტრაცეფციის უსაფრთხოება.

როგორ უნდა იქნას გამოყენებული რეპარონ ჰერბალი რექტალური მალამო?
ყოველთვის გამოიყენეთ სამედიცინო ნაწარმი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
გამოყენებისას, რომელიც განსხვავდება ინსტრუქციაში აღწერილისაგან, შეიძლება არ დადგეს სიმპტომების გაუმჯობესება ან აღინიშნოს გაღიზიანება.

რეპარონ ჰერბალის რექტალური მალამოს გამოყენების წინ დაიბანეთ ხელები.
რეკომენდირებული დოზა: დაიტანეთ მალამო კანზე ანუსის გარშემო, შეძლებისდაგვარად დეფეკაციის და მჯდომარე აბაზანის მიღების შემდეგ, ან შეიყვანეთ მალამოს მცირე რაოდენობა (ლობიოს ზომის) ერთხელ ან ორჯერ დღეში აპლიკატორის დახმარებით. დარწმუნდით, რომ აპლიკატორი სწორად არის დახრახნილი ტუბზე.

გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ შეფუთვა არ არის გახსნილი და სამედიცინო ნაწარმი არ არის დაზიანებული. ნუ გამოიყენებთ მალამოს, თუ შეფუთვა ან სამედიცინო ნაწარმი დაზიანებულია.

გამოყენების შემდეგ გაავლეთ აპლიკატორი თბილის წყლით საპნით და დახურეთ ტუბი დამცავი თავსახურით.
ყოველთვის დაიბანეთ ხელები რექტალური მალამოს გამოყენების შემდეგ. აპლიკატორის გამოყენება შეუძლია მხოლოდ ერთ პაციენტს.

პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალებში ან კანზე თვალის გარშემო, პირში ან პირის ლორწოვან გარსზე. მალამოს ნივთიერების ზემოთ აღნიშნულ ადგილებზე მოხვედრის შემთხვევაში, მოიწმინდეთ ან ჩამოიბანეთ ის.
რექტალურმა მალამომ შეიძლემა საცვლები დააბინძუროს. ამიტომ რეკომენდირებულია ჰიგიენური საფენების გამოყენება.
მალამოს გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების გაუმჯობესებაზე, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება შესვენების გარეშე 4 კვირის განმავლობაში.
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი დაავადების სიმპტომები არ გაუმჯობესდება 1-2 კვირის განმავლობაში.

შესაძლო გვერდითი მოქმედება
ნებისმიერი ადგილობრივად მოქმედი პრეპარატის გამოყენებამ - განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას - შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რომელთა სიმპტომებს მიეკუთვნება წვის, ქავილის, ტკივილის შეგრძნებები, გაწითლება. ასეთი სიმპტომების განვითარებისას მოცემული ნაწარმის გამოყენების დროს, შეწყვიტეთ მალამოს გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ შენიშნეთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
თავი უნდა ავარიდოთ თვალებში მოხვედრას!
არ გადაყლაპოთ!
რეპარონ ჰერბალის მალამო არ არის განკუთვნილი ვაგინალური გამოყენებისათვის.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე და ტუბზე. ვარგისიანობის ვადა და პარტიის ნომერი მითითებულია ტუბის დარჩილულ ნაწილზე.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.

არ არის რეკომენდირებული სამედიცინო ნაწარმის საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში გადაგდება. თუ საჭიროა პრეპარატის გადაგდება, რომელიც აღარ არის საჭირო, ჩაიტარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურებისგან დაცვაში.