ლინკასი 90მლ ჟოლ/გემ.სიროფი

ლინკასი 90მლ ჟოლ/გემ.სიროფი

10.63 ლარი
ქვეყანა: პაკისტანი
მწარმოებელი: ჰერბიონ ნატურალსი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ძირტკბილა+ალთე+ია+ფიჭვი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 83623
გააზიარე:

პრეპარატისსამედიცინოგამოყენებისინსტრუქცია

ლინკას სიროფი ჟოლოს გემოთი

 

სავაჭრო დასახელება: ლინკას

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: არ აქვს

სამკურნალოფორმა: სიროფი

შემადგენლობა: სიროფის ყოველი 10 მლ შედგება ექსტრაქტებისგან :

              კომპონენტი

რაოდენობა

ძარღვიანი ადჰადოტა

600 მგ

ძირტკბილა

75 მგ

წიწაკა გრძელი

100 მგ

ია სურნელოვანი

25 მგ

უსუპი სამკურნალო

50 მგ

დიდი კალგანი

50 მგ

კორდია ფართოფოთლიანი

100 მგ

ალთე სამკურნალო

100 მგ

ზიზიფუსი ნამდვილი

100 მგ

ონოსმა ყვავილოვანი

100 მგ


დამხმარე
 კომპონენტები:
ჟოლოს  გემოთი

სახაროზა 7000 მგ, უწყლო ლიმონის მჟავა 20 მგ, გლიცერინი 0,1 მლ, მეთილპარაბენი 10 მგ, პროპილპარაბენი 2 მგ, პროპილენგლიკოლი 0,00167 მლ, პიტნის ზეთი 0,00375 მლ, მიხაკის ზეთი 0,00125 მლ, ჟოლოს არომატიზატორი 0,002 მლ, დეიონიზირებული წყალი 10 მლ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პრეპარატები გაციებისა და ხველების სიმპტომების თავიდან ასაცილებლად.

ამოსახველებელი პრეპარატების კომბინაცია.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლინკასი ახდენს დამარბილებელ და დამამშვიდებელ გავლენას მშრალი და გამაღიზიანებელი ხველების დროს, ათხიერებს ბლანტ ნახველს და ხელს უწყობს მის გამოდევნას სასუნთქი გზებიდან.

ლინკასს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ბრონქოლიტიკური და სპაზმოლიტიკური მოქმედება.
ასუსტებს ინტოქსიკაციის სიმპტომებს. ახდენს ანტიალერგიულ ზემოქმედებას.

ძარღვიანი ადჰადოტა

ამოსახველებელი, ბრონქოლიტიკური, სპაზმოლიტიკური, მუკოლიტიკური, სიცხის დამწევი.

ძირტკბილა

ამოსახველებელი, დასარბილებელი, სპაზმოლიტიკური, ანთების საწინააღმდეგო.

წიწაკა გრძელი

ამოსახველებელი, ხველების საწინააღმდეგო

ია სურნელოვანი

ანტიჰისტამინური, ამოსახველებელი, სიცხის დამწევი.

უსუპი სამკურნალო

ოფლმდენი, ამოსახველებელი, სპაზმოლიტიკური.

დიდი კალგანი

ამოსახველებელი, კუჭის, ჰაერმდენი, ბრონქოლიტიკური.

კორდია ფართოფოთლიანი

ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიტიკური.

ალთე სამკურნალო

ბრონქოლიტიკური, ხველების საწინააღმდეგო, ანთებითი პროცესის საწინააღმდეგო, იმუნიტეტის მასტიმულირებელი, ამომფენი.

ზიზიფუსი ნამდვილი

დამარბილებელი, ამოსახველებელი.

ონოსმა ყვავილოვანი

სპაზმოლიტიკური, დამარბილებელი, სიცხის დამწევი, მატონიზირებელი.



 

გამოყენების ჩვენება:
- ხველება და გაციება
- მშრალი და გამაღიზიანებელი ხველება
- ასთმასთან და ბრონქიტთან დაკავშირებული ხველება (მწვავე და ქრონიკული)
- ფარინგიტი, ტრაქეიტი და ანგინა

გამოყენების წესი და დოზირება:
დიდებისთვის: 2 ჩაის კოვზი (10 მლ) 3-4 ჯერ დღეში

ბავშვებისთვის: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 3-4 ჯერ დღეში

ჩვილებისთვის (6 თვიდან-1 წლამდე) : 1/2 ჩაის კოვზი (2,5 მლ)  3-4 ჯერ დღეში.

ან ექიმის დანიშნულებით.

მკურნალობის კურსი  - 5-7 დღე.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტებზე.

უკუჩვენებები:
მაღალი ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი.

საბავშვო ასაკი 6 თვემდე.

განსაკუთრებული მითითებები:
სიროფი შეიცავს სახაროზას რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით, ექსუდატიური დიათეზი დაავადებულთათვის,  და აგრეთვე  ჰიპოკალორიული დიეტის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის ერთდროული  მიღება სხვა ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, და აგრეთვე ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ამცირებენ ნახველის წარმოქმნას.

სამკურნალო საშუალებების განსაკუთრებული ზემოქმედება სატრანსპორტო  საშუალებების მართვაზე, ან პოტენციურ საშიშ მექანიზმებზე.
არ ახდენს ზეგავლენას.

დოზის გადაჭარბება:
არ არის გამოვლენილი

გამოშვების ფორმა:
სიროფი ფლაკონში 90 მლ

შენახვის პირობები:
შეინახეთ არა უმეტეს 25 გრადუს ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ მიიღოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

გაცემის წესი:                     

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

Herbion NATURALS

ჰერბიონ პაკისტანი პრაივეტ ლიმიტედ,

30/28, სამეწარმეო ზონა კორანგი, ქ. კარაჩი, პაკისტანი

www.herbion.com

 

[ხელმოწერილია / ბეჭედდასმულია]

 

 

მთარგმნელი: ნანი ქერიმოვი