ქაფურის სპირტი 10% 40მლ ფლ

ქაფურის სპირტი 10% 40მლ ფლ

2.15 ლარი
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: დკპ ჟიტომირის ფ/ფ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ქაფური
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 836
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ქაფურის სპირტი

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: რაცემიული ქაფური;

ხსნარის 1 მლ შეიცავს რაცემიული ქაფურის 100 მგრ;

დამხმარე ნივთიერებები: 70% ეთანოლი.

სამკურნალწამლო ფორმა. ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერული ხსნარი, ქაფურის სპეციფიკური სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

ადგილობრივად გამოყენებადი საშუალებები სახსროვანი და კუნთოვანი ტკივილის დროს. ATX კოდი M02A X10.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

პრეპარატი ახდენს ანტიმიკრობულ, ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო, გამაღიზიანებელ მოქმედებას.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

გარეგანი გამოყენებისთვის - ანთებითი პროცესებისას (ართრიტი, მიოზიტი, ართრალგია, მიალგია, იშიაზი), ნაწოლების თავიდან ასაცილებლად.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა. კანის წყლულოვან-ნეკროზული დაავადებები, მიდრეკილება კრუნჩხვითი რეაქციების მიმართ.

სათანადო უსაფრთხოების ზომები.

არ დაუშვათ პრეპარატის თვალებში მოხვედრა.

არ დაუშვათ პრეპარატის ლორწოვან გარსებზე მოხვედრა. შემთხვევითი მოხვედრისას პრეპარატი უნდა ჩამოიბანოთ გამდინარე წყლის დიდი რაოდენობით. არ შეიძლება სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების წესების დარღვევა, ამან შეიძლება დააზიანოს თქვენი ჯანმრთელობა.

გამოყენების თავისებურებები.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის.

რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას. არ ახდენს ზეგავლენას.

ბავშვები. არ უნიშნავენ 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.

გამოყენების წესი და დოზები.

ქაფურის სპირტი გამოიყენება მოზრდილებში კანზე შესაზელად, მითითებული პათოლოგიური პროცესების დროს. შეიზილება კანში 2-3-ჯერ დღე-ღამეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.

ჭარბი დოზირება. ჭარბი დოზირების გაძლიერება. სიმპტომური თერაპია.

გვერდითი ეფექტები.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინებები, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

ნებისმიერი არასასურველი მოვლენების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს!

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთქმედებების სხვა სახეობები.

გამოვლენილი არ არის.

ვარგისიანობის ვადა. 5 წელი.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები. შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 40 მლ შუშის ფლაკონებში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

შპს „დკპ „ფარმაცევტული ფაბრიკა“.

განმცხადებლის ადგილმდებარეობა.

უკრაინა, 12430, ჟიტომირის ოლქი, ჟიტომირის რაიონი, ს. სტანიშოვკა,

კოროლიოვის ქ., სახლი 4