სედასტატი 50მლ წვეთები

სედასტატი 50მლ წვეთები

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედატიური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კუნელი,ბარამბო,კატაბალახა,კალციუმის ლაქტატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 83579
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სედასტატი

(ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება)

 

შემადგენლობა
შიგნით მისაღები წვეთები  (40 წვეთი) 2 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: 

კუნელი (Hawtorn extract) 32,6 მგ

ვალერიანის ექსტრაქტი (Valeriana off. extract) 10,2 მგ

მელისა ექტრაქტი  (Lemon Balm extract) 30 მგ

კლციუმის ლაქტატი 33 მგ

მაგნიუმის თიოსულფატი 6,7 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, მარწყვის არომატიზატორი, დეიონიზირებული წყალი.

აღწერილობა: გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ფიტოპრეპრატი სედაციური მოქმედების მინერალებთან ერთად

ფარმაკოლოგიური მოქმედება
სედასტატი – კომბინირებული პრეპარატი ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამაგრებს სისხლძარღვების და კაპილარების კედელს, ქმნის პირობებს არტერიული წნევის ნორმალიზაციისთვის.  ვალერიანის ექტრაქტს გააჩნია სედაციური და ტრანკვილზატორული ზემოქმედება ნერვულ სისტემაზე, არეგულირებს გულის მუშაობას და ძილის ციკლს. ახდენს სპაზმოლიზურ და ნაღვლმდენ მოქმედებას, ზრდის საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. მელისას დააჩნია სედაციური, ჰიპოტენზიური ეფექტი.  კუნელი აუმჯობესებს გულის მუშაობს,  ამაგრებს სისხლძარღვების და კაპილარების კედელს და ქმნის პირობებს არტერიული წნევის ნორმალიზაციისთვის. ვალერიანის ექტრაქტი ახდენს სედაციურ და ტრანკვილაზატორულ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, არეგულირებს გულის მუშაობას და ძილის ციკლს. ახდენს სპაზმოლიზურ, ნაღვლმდენ მოქმედებას საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, ზრდის საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს და ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას. მელისა ავლენს სედაციურ, ჰიპოტენზიურ, სპაზმოლიზურ და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას. კალციუმის ლაქტატი აუმჯობესებს გულის მუშაობას, მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში და სისხლის შედედების პროცესში. მაგნიუმი მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში, უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ჩვენებები

-   შფოთვით და ნერვული აგზნებადობით მიმდინარე ნერვოზული მდგომარეობების დროს ბავშვებში;

-   ნერვული აგზნებადობა, დაკავშირებული ქალაშიდა წნევის მატებასთან;

-   ნერვოზის მსგავსი მდგომარეობები სკოლის ასაკის ბავშვებში;

-  ძილის დარღვევა (მსუბუქი ფორმა);

-  ეპილეფსიის კომპლექსური მკურნალობა;

-  ენურეზის კომპლექსური მკურნალობა;

- ნეიროცირკულატორული დისტონია;

- გულსისხლძარღვათა სისტემის ფუნქციონალური დარღვევები,  რითმის დარღვევა (ტაქიკარდია).

წინააღმდეგჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ(ალერგია).

გვერდითი მოქმედება
არ გამოვლენილა

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოყენების შესახებ მოანცემების არ არსებობის გამო, გამოყენება უკუნაჩვენებია

დოზირება და გამოყენების წესი

ასაკი

დამამშვიდებელი ეფექტისთვის

ძილის დარღვევის დროს

0-2 წელი

4-6 წვეთი 1-2 ჯერ

10-12 წვეთი ძილის წინ

2-6 წელი

8-10 წვეთი 2-3 ჯერ

15-20 წვეთი ძილის წინ

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები

10-15 წვეთი 2-3 ჯერ

30-40 წვეთი ძილის წინ


ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის შემთხვევები აღწერილი არ არის. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა.

წამლისმიერი ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა

გამოშვების ფორმა
შიგნით მისაღები წვეთები შუშის ბოთლში, 50 მლ
1 ფლაკონი და პიპეტი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ სინათლისგან დაცულ ადგილას

ვარგისიანობის ვადა
2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Helba Pharmaceuticals Inc. Co., Turkey

მწარმოებელი
Triapharma İlaç Sanayi Ticaret Anonim Şirketi., Turkey