ინტიმავოში 100მლ ფლ

ინტიმავოში 100მლ ფლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რძის მჟავა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 83417
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

INTIMAWASH

ინტიმავოში 100 მლ
დასაბანი საშუალება ინტიმური ჰიგიენისთვის

ძირითადი მოქმედი ნივთიერება: ლაქტიკის მჟავა
სხვა ნივთიერებები: ჩაის ლაურილსულფატი, ჩაის ხის ფოთლის ზეთი, ამონიუმის სულფატი, კოკამიდოპროპილ ბეთაინი, სორბიტოლი, ფენოქსიეთანოლი, დიჰიდრო ძმარმჟავა, ბენზოის მჟავა, პოლიქვატერნიუნ 7, გლიცერინი, კენკრის ხილის ექსტრაქტი, PEG-7 გლიცერილ კოკოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, არომატი, ამილ ცინამალი, ანისის ალკოჰოლი, ბენზილ სალიცილატი, ბენზილ ბენზოატი, ციტრალ ციტრონელოლი, კუმარინი, ეუგენოლი, გერანიოლი, ჰექსიცინამალი, იზოეუგენოლი, ლიმონენი, ლინალოლი, ცელულოზა.
აღწერა: ვაგინალური მიკროფლორის წონასწორობის დროს, სასარგებლო ბაქტერიები – ლაქტობაქტერიები, გამოიმუშავებენ ლაქტიკის მჟავას, რომელიც საშოში ქმნის მჟავა გარემოს (PH – 3,5 - 4,5), რაც უზრუნველყოფს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და მავნე ბაქტერიების განადგურებას, შედეგად, ინტიმავოში ახდენს ვგინალური ინფექციების პრევენციას.
ვაგინალური მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის დროს, იზრდება ვაგინალური PH-ის დონე 5-დან 6-მდე, ზოგიერთ შემთხვევაში PH-ის დონემ შესაძლოა მიაღწიოს 8-მდე, რაც ქმნის მავნე ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს და ვითარდება ბაქტერიული ვაგინოზი. ვაგინალური მიკროფლორის წონასწორობის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს მრავალმა ფაქტორმა, მათ შორის: ორსულობა, მენსტრუალური ციკლი, არასათანადო ჰიგიენა მენსტრუალური ციკლის დროს, სტრესი, მჭიდრო საცვალი, ძილის დარღვევა.
ინტიმავოშის როლი:
ინარჩუნებს ვაგინალური PH-ის ოპტიმალურ დონეს ვაგინალური მიკროფლორის წონასწორობისთვის.

  • დამზადებულია ბუნებრივი ლაქტიკის მჟავით, ოპტიმალური PH-ის დონით – 3,5.
  • ხელს უწყობს ვაგინალური მიკროფლორის წონასწორობის შენარჩუნებას.
  • ხელს უშლის მავნე ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების ზრდას და თავიდან გვაცილებს მათ მიერ გამოვლენილ არასასურველ შედეგებს.

ინტიმავოში გამოიყენება გარე ვაგინალური წმენდისთვის, ნებისმიერი ასაკის გოგონებსა და ქალებში. ასუფთავებს ინტიმურ არეს, აღადგენს კანს, ხელს უშლის უსიამოვნო და არაბუნებრივ სუნს, ახდენს ქავილის, გაღიზიანების და სიმშრალის პრევენციას.


ლაქტიკის მჟავა: ხელს უწყობს ბუნებრივი მჟავა გარემოს შექმნას საშოში და მნიშვნელოვანი ფაქტორია ვაგინალური ინფექციის საპრევენციოდ. ის საშოში ინარჩუნებს სრულყოფილ ბალანსს სასარგებლო და მავნე ბაქტერიებს შორის. უზრუნველყოფს ტენიანობის შენარჩუნებას და ხელს უშლის გაღიზიანებასა და სიმშრალეს.
ზღვის წიწაკის ზეთი: მდიდარია ვიტამინებით, კაროტინოიდებით, ფლავონოიდებით, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებითა და ამინომჟავებით. ის უზრუნველყოფს საშოს მომარაგებას საკვები ნივთიერებებით და ახდენს დამამშვიდებელ ეფექტს.
ჩაის ხის ზეთი: შეიცავს ტერპენოიდებს, რომელშიც აღმოჩენილია ანტისეპტიკური და ანტიფუნგალური აქტივობა. ნაერთი ტერპინენ 4-OL განაპირობებს ჩაის ხის ზეთის ანტიმიკრობულ მოქმედებას. ის ხელს უშლის საშოს სიმშრალეს, ქავილს და გაღიზიანებას.
ჩვენება: ინტიმავოში სპეციალურად შექმნილია ქალის ჰიგიენური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, გენიტალური არის ძალიან მგრძნობიარე კანისთვის.

გამოყენების წესი:

  • დაისხით რამოდენიმე წვეთი ხელის გულზე
  • წაისვით გარედან ინტიმურ ზონაზე და კარგად ჩამოიბანეთ წყლით
  • შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს გამოყენება.
  • არ ავლენს გვერდით მოვლენებს.
  • არის სწრაფი და მარტივი გამოყენებისთვის.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. არ შეისუნთქოთ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 100 მლ ბოთლი მუყაოს ყუთში
მოქმედების ვადა: 24 თვე

Marketed by:

Dubai Bio-Technology

Research Park P.O. Box: 478824

Dubai U.A.E