ენიცილ დუო 0.05მგ+5მგ/მლ 2.5მლ

ენიცილ დუო 0.05მგ+5მგ/მლ 2.5მლ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიგლაუკომატოზური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლატანოპროსტი+თიმოლოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 83402
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ენიცილ დუო

ლატანოპროსტი 0,05 მგ/მლ + თიმოლოლი 5მგ/მლ

 

ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შეიძლება მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. შეიძლება ზიანი მიადგეთ მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავს.

- ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის განვითარებისას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.

 რა არის ფურცელ-ჩანართში

1. რა არის ენიცილ დუო და რისთვის გამოიყენება ის

2. რა უნდა იცოდეთ ენიცილ დუოს მიღებამდე

3. ენიცილ დუოს შენახვის პირობები

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. ენიცილ დუოს შენახვის წესები

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

1. რა არის ენიცილ დუო და რისთვის გამოიყენება ის

 ენიცილ დუო შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ლატანოპროსტს და თიმოლოლს. ლატანოპროსტი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია, როგორც პროსტაგლანდინების ანალოგები. თიმოლოლი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია, როგორც ბეტა-ბლოკატორები. ლატანოპროსტი ზრდის სითხის ბუნებრივ გადინებას თვალიდან სისხლის მიმოქცევაში. თიმოლოლი ამცირებს თვალში სითხის წარმოქმნას.

ენიცილ დუო გამოიყენება თვალშიდა წნევის დასაწევად ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა ღიაკუთხოვანი გლაუკომა და თვალის ჰიპერტენზია. ორივე მდგომარეობა დაკავშირებულია წნევის მომატებასთან თვალში, რაც თანდათანობით აზიანებს მხედველობას. ექიმი გამოგიწერთ ენიცილ დუოს მაშინ, როდესაც სხვა პრეპარატები არასაკმარისად ეფექტურია.

2. რა უნდა იცოდეთ ენიცილ დუოს მიღებამდე

ენიცილ დუოს გამოყენება შეიძლება მოზრდილ მამაკაცებსა და ქალებში (მათ შორის ხანდაზმულებში), მაგრამ არ არის რეკომენდებული თუ ხართ 18 წელზე ნაკლები ასაკის.

არ გამოიყენოთ ენიცილ დუო

- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) აქტიური ნივთიერების (ლატანოპროსტი ან თიმოლოლი) ბეტა-ბლოკატორების ან პრეპარატის სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6);

თუ გაქვთ ან გქონიათ რესპირატორული პრობლემები, როგორიცაა ასთმა, მწვავე ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (ფილტვის მწვავე დაავადება, რაც იწვევს ხიხინს, სუნქთვის გაძნელებას და/ან ხანგრძლივ ხველას).

- თუ გაქვთ შენელებული გულის  ცემა, გულის უკმარისობა ან გულის რიტმის სხვა დარღვევა

- თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას

- თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ენიცილ დუოს მიღებამდე:

- თუ გაქვთ გულის კორონარული დაავადება (სიმპტომები მოიცავს გულმკერდის არეში ტკივილს ან შებოჭილობას, ქოშინს ან ხრჩობის შეგრძნებას), გულის უკმარისობა, დაბალი არტერიული წნევა;

- თუ გაქვთ გულის ცემის დარღვევები, როგორიცაა შენელებული გულისცემა

- თუ გაქვთ სუნთქვის პრობლემები, ასთმა ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

- თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (როგორიცაა რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი)

- თუ გაქვთ დიაბეტი, ვინაიდან თიმოლოლმა შეიძლება  შენიღბოს სისხლში დაბალი შაქარის შემცველობის ნიშნები და სიმპტომები;

- თუ გაქვთ ჰიპერფუნქციური ფარისებრი ჯირკვალი, ვინაიდან თიმოლოლმა შეიძლება შენიღბოს ნიშნები და სიმპტომები

- თუ აპირებთ ან უკვე ჩაიტარეთ თვალზე ოპერაცია ( მათ შორის კატარაქტის)

- თუ გაქვთ თვალის პროლბემები (როგორიცაა თვალის ტკივილი, გაღიზიანება ან ანთება, ბუნდოვანი მხედველობა)

- თუ გაქვთ მშრალი თვალი

- თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ენიცილ დუო, მაგრამ დაიცავით კონტაქტური ლინზების მოხმარების ინსტრუქცია, მითითებული მე-3 ნაწილში ლინზების მომხმარებელთათვის.

- თუ გაქვთ მწვავე ალერგიული რეაქციები, რაც როგორც წესი საჭიროებს ჰოსპიტალურ მკურანლობას

- თუ გაწუხებთ ან გაწუხებდათ თვალის ვირუსული ინფექცია გამოწვეული მარტივი ჰერპესის ვირუსით (HSV).

თუ უნდა ჩაიტაროთ ოპერაცია ანესთეზიით, აცნობეთ ექიმს რომ იყენებთ ენიცილ დუოს, ვინაიდან თიმოლოლმა შეიძლება შეცვალოს ზოგიერთი პრეპარატის ეფექტი ანესთეზიის დროს.

სხვა პრეპარატები და ენიცილ დუო

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარტები.

ენიცილ დუოს შეუძლია იმოქმედოს ან მასზე იმოქმედონ სხვა პრეპარატებმა, რომელსაც იღებთ. მათ შორის გლაუკომის სამკურნალო თვალის სხვა წვეთებმა  აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ან აპირებთ მიიღოთ არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები გლაუკომის სამკურნალოდ, ადრენალინი, პრეპარატები გულის ან დიაბეტის  სამკურნალოდ, ქინიდინი (გულის დაავადების სამკურნალოდ და მალარიის ზოგიერთი ტიპის სამკურნალოდ) და ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი.

ენიცილ დუო საკვებთან და სასმელთან ერთად

ნორმალურ საკვები და სასმელი არ ახდენს გავლენას ენიცილ დუოს გამოყენების დროზე.

ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან აპირებთ ორსულობას, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცეტვს რჩევა მოცემული პრეპარატის მიღებამდე.

არ გამოიყენოთ ენიცილ დუო თუ ხართ ორსულად, ვიდრე ექიმი არ ჩათვლის საჭიროდ. აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან აპირებთ ორსულობას.

არ გამოიყენოთ ენიცილ დუო თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში. თიმოლოლი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ლაქტაციის დროს რომელიმე პრეპარატის გამოყენებამდე.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

როდესაც იღებთ ენიცილ დუოს, შეიძლება მხედველობა გახდეს ბუნდოვანი მოკლე პერიოდით. მსგავსი სიმპტომის განვითარებისას, არ მართოთ ავტოტრანსპორტი ან არ გამოიყენოთ ხელსაწყო ან მექანიზმი ვიდრე მხედველობა არ აღდგება.

ენიცილ დუო შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. დაუშვებელია კონტაქტი რბილ კონტაქტურ ლინზებთან.

მოიხსენით კონტაქტური ლინზები პრეპარატის გამოყენებამდე და ჩაისვით 15 წუთის შემდეგ.

იხ. კონტქტური ლინზების მომხარების წესები ნაწილში 3.

3. ენიცილ დუოს გამოყენების წესი

ენიცილ დუო უნდა გამოიყენოთ ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების მიხედვით. გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული.

მოზრდილებში რეკომენდებული დოზაა (ხანდაზმულების ჩათვლით) ერთი წვეთი დღეში ერთხელ დაზიანებულ თვალში(ებში).

არ გამოიყენოთ ენიცილ დუო დღეში ერთ ჯერზე მეტად, ვინაიდან მკურნალობის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს თუ მიიღებთ უფრო ხშირად.

ენიცილ დუო გამოიყენეთ როგორც ექიმმა გირჩიათ, შეწყვიტეთ მაშინ, როდესაც გირჩევთ.

ენიცილ დუოს გამოყენებისას ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ  გულის და სისხლის მიმოქცევის სისტემის დამატებითი გამოკვლევები.

კონტაქტური ლინზების მოხმარების ინსტრუქციები

თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, მათი მოხსნა აუცილებელია ენიცილ დუოს გამოყენებამდე. ენიცილ დუოს მიღების შემდეგ დაიცადეთ 15 წუთი კონტაქტური ლინზების თვალში ჩასმამდე.

გამოყენების შესახებ ინსტრუქციები

1. პრეპარატის პირველად გამოყენებამდე დარწმუნდით რომ პირველადი გახსნის კონტროლი არ არის დაზიანებული.

დაიბანეთ ხელები და დადექით ან დაჯექით კომფორტულად.

2. ბოთლის გასახსნელად, მოხსენით თავსახური.

3. ფრთხილად ჩამოწიეთ დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთო .

4. მოათავსეთ საწვეთურის თავი თვალთან ახლოს, მაგრამ არ შეახოთ მას.

5. ფრთხილად დააწექით ბოთლის გვერდებს, ვიდრე არ ჩავარდება ერთი წვეთი თვალში და გაუშვით ხელი ქუთუთოს.

6. დააწექით თითით თვალის კუთხეს ცხვირთან ახლოს 2 წუთით. შედეგად ხელს შეუშლით თიმოლოლის გადასვლას ორგანიზმის დანარჩენ ნაწილში.

7. გაიმეორეთ მეორე თვალშიც თუ ასე გირჩიათ ექიმმა.

8. დაახურეთ ბოთლს თავსახური.

თუ იღებთ ენიცილ დუოს სხვა თვალის წვეთებთან ერთად

დაიცავით 5 წუთიანი შუალედი ენიცილ დუოს ან სხვა თვალის წვეთების გამოყენებას შორის.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ ენიცილ დუოს

თუ ჩაიწვეთეთ თვალში ძალიან დიდი რაოდენობის წვეთი, შეიძლება გამოიწვიოს თვალის მცირეოდენი გაღიზიანება, თვალებიდან ცრემლდენა და გაწითლება. ეს გაივლის, მაგრამ, თუ შემაწუხებელი იქნა, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის. თუ გადაყლაპეთ ენიცილ დუო შემთხვევით, დაეკონტაქტეთ ექიმს რჩევისთვის. თუ გადაყლაპეთ დიდი რაოდენობით ენიცილ დუო, შეიძლება განვითარდეს გულისრევა, მუცლის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა და ოფლიანობა.

თუ დაგავიწყდათ ენიცილ დუოს გამოყენება

გააგრძელეთ ჩვეულებრივი დოზირება ჩვეულ დროს. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეგიძლიათ განაგრძოთ წვეთების გამოყენება, თუ გვერდითი ეფექტები სერიოზული არ არის. კითხვების შემთხვევში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ცნობილი გვერდითი ეფექტები ენიცილ დუოს გამოყენებისას ჩამოთვლილია ქვემოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტებია თვალის ფერის თანდათანობითი და პერმანენტული ცვლილება. ასევე შესაძლებელია ენიცილ დუომ გამოიწვიოს გულის ფუნქციის ცვლილება. თუ შენიშნავთ გულის ცემის ან გულის ფუნქციის ცვლილებას, გაესაუბრეთ ექიმს და აცნობეთ მას, რომ იყენებთ ენიცილ დუოს.

ცნობილია შემდეგი გვერდითი ეფექტები ენიცილ დუოს გამოყენებისას:

ძალიან ხშირი (>1/10-ში):

- თვალის ფერის თანდათანობით შეცვლა ყავისფერი პიგმენტის მომატებით თვალის ფერად გარსში -ცნობილი ირისის სახელწოდებით. თუ გაქვთ შერეული თვალის ფერი (ლურჯი-ყავისფერი, ნაცრისფერი-ყავისფერი, ყვითელი-ყავისფერი ან მწვანე -ყავისფერი) მეტადაა მოსალოდნელი მსგავსი ცვლილებები ვიდრე ერთი ფერის თვალში (ლურჯი, ნაცრისფერი, მწვანე ან ყავისფერი). თვალის ფერის ნებისმიერი სახის ცვლილებას შეიძლება წლები დაჭირდეს. ფერის ცვლილება შეიძლება იყოს მუდმივი და მეტად შესამჩნევი თუ იყენებთ ენიცილ დუოს მხოლოდ ერთ თვალში. თვალის ფერის ცვლილებასთან დაკავშირებით არ შეინიშნება რაიმე სახის პრობლემა. თვალის ფერის ცლვილება არ გრძელდება ლატანოპროსტით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ხშირი (1/10-ში):

- თვალის გაღიზიანება (წვის, ქავილის, ჩხვლეტის შეგრნძება ან უცხო სხეულის  შეგრძნება თვალში) და თვალის ტკივილი.

არახშირი (<1/100):

- თავის ტკივილი

თვალის გაწითლება, თვალის ინფექცია (კონიუნქტივიტი), მხედველობის ბუნდოვანება, ცრემლდენა, ქუთუთოს ანთება, თვალის ზედაპირის გაღიზიანება ან მთლიანობის დარღვევა.

- კანზე გამონაყარი ან ქავილი (პრურიტი).

სხვა სახის გვერდითი ეფექტები

მიუხედავად იმისა რომ, შესაძლებელია არ შეინიშნებოდეს ენიცილ დუოს გამოყენებისას, აღნშნული სახის დამატებითი გვერდითი ეფექტები თუ შეინიშნებოდა ლატანოპროსტის და თიმოლოლის გამოყენებისას, შეიძლება  განვითარდეს ენიცილ დუოს შემთხვევაშიც.

შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები შეინიშნებოდა ლატანოპროსტის მიღებისას:

ინფექციები და სნეულებები: ვირუსული ინფექციის განვითარება თვალში გამოწვეული მარტივი ჰერპესის ვირუსით (HSV).

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციის სიმპტომი (შეშუპება, კანის გაწითლება და გამონაყარი).

ფსიქიური დარღვევები: დეპრესია, მეხსიერების დაკარგვა, ლიბიდოს დაკარგვა, უძილობა, ღამის კოშმარები.

ნერვული სისტემის მხრივ: თავრუსხვევა, კანზე ჩხვლეტა და დაბუჟება, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მიასთენიის სიმპტომების გაუარესება (თუ უკვე გაქვთ დაავადება), უეცარი გულის წასვლა ან გულის წასვლის შეგრძნება (სინკოპე).

თვალის მხრივ: წამწამების და  თვალის მიმდებარედ არსებული ბუსუსების  ცვლილება (გახშირება, დაგრძელება, გასქელება, გამუქება), წამწამების ზრდის მიმართულების ცვლილება, თვალის გარშემო შეშუპება, თვალის ფერადი გარსის შეშუპება (ირიტი/უვეიტი), თვალის უკანა ნაწილის შეშუპება (მაკულარული ედემა), თვალის ზედაპირის ანთება/გაღიზიანება (კერატიტი), მშრალი თვალი, თვალის ფერადი გარსის სითხოვანი კისტები (ირისის კისტა), სინათლის მიმართ მგრძნობელობა (ფოტოფობია), ჩაძირული თვალების იერი .

ყურის მხრივ: ყურებში ხმაური (ტინიტუსი)

გულის მახრივ (გულის დაავადება): სტენოკარდიის გამწვავება, გულის ცემის შეგრძნება (პალპიტაცია).

სასუნთქი სისტემის მხივ: ასთმა, ასთმის გაუარესება, ქოშინი

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: კანის გამუქება თვალების გარშემო.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი.

ზოგადი დარღვევები: გულმკერდის არეში ტკივილი

თვალში გამოყენებული სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემული პრეპარატი შეიწოვება სისხლში. თიმოლოლის აბსორბციამ სისხლში შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რაც მსგავსია ბეტა-ბლოკატორების ინტრავენური და/ან პერორალური მიღებისას განვითარებული მოვლენების. გვერდითი ეფექტების ინტენსივობა თვალში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ დაბალია, ვიდრე პერორალურად ან ინექციის სახით მიღებული პრეპარატებისას. ჩამოთვლილი დამატებითი გვერდითი ეფექტები მოიცავს  რეაქციებს, რაც ზოგადად ახასიათებს თვალის პრობლემების სამკურანლოდ გამოყენებულ ბეტა-ბლოკატორების კლასს.

- გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის შეშუპება, რაც შეიძლება განვითარდეს ისეთ მიდამოებში როგორიცაა სახე და კიდურები და შეიძლება განვითარდეს სასუნთქი გზების ობსტურქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, თივის ცხელება ან ქავილიანი გამონაყარი, ლოკალიზებული ან გენერალიზებული გამონაყარი კანზე, ქავილი, უეცარი სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია.

- გლუკოზას დაბალი დონე სისხლში

- ძილის გაძნელება (უძილობა), დეპრესია, ღამის კოშმარები, მეხსიერების დაკარგვა.

- სინკოპე, ცერებროვასკულარული დარღვევა, თავის ტვინში სისხლის მიწოდების შემცირება, თვალში უჩვეულო შეგრძნება (ჩხვლეტის მსგავსი ) და თავის ტკვიილი.

- თვალის გაღიზიანების ნიშნები და სიმპტომები (მაგ. წვა, ჩხვლეტა, ქავილი, ცრემლდენის მომატება, სიწითლე), ქუთუთოების ანთება, რქოვანას ანთება, მხედველობის ბუნდოვანება და ბადურას ქვედა ფენის აშრევება ფილტრაციის ოპერაციის შემდეგ, რომელიც შეიცავს სისხლძარღვებს, რქოვანას მგრძნობელობის შესუსტება, მშრალი თვალები, რქოვანას ეროზია, თვალის კაკლის წინა ნაწილის დაზიანება), ზედა ქუთუთოს ჩამოფარება (თვალი რჩება ნახევრად დახუჭული), მხედველობის გაორება.

- შენელებული გულისცემა, მულმკერდის არეში ტკივილი, პალპიტაციები, შეშუპება (სითხის დაგროვება), გულისცემის რითმის ან სიჩქარის ცვლილება, გულის შეგუბებითი უკმარისობა (გულის დაავადება სუნთქვის შემოკლებით და ტერფების და ფეხების შეშუპებით სითხის დაგროვების გამო), გულის რითმის დარღვევები, გულის შეტევა, გულის უკმრისობა.

- ფილტვებში სასუნთქი გზების კონსტრიქცია (უპირატესად პაციენტებში მანამდე არსებული დაავადებით), სუნთქვის გაძნელება, ხველა.

- გემოს შეგრძნების დარღვევა, გულისრევა, მოუნელებლობა, დიარეა, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, ღებინება.

- თმის ცვენა, კანზე გამონაყარი თეთრი მოვერცხლისფერო ფერის (ფსორიაზის ფორმის გამონაყარი) ან ფსორიაზის გაუარესება, კანზე გამონაყარი.

- კუნთების ტკივილი, რაც არ არის გამოწვეული ვარჯიშით.

- სექსუალური დისფუნქცია, შესუსტებული ლიბიდო.

- კუნთების სისუსტე/დაღლილობა.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი გევრდითი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ შეტყობინება პირდაპირ

ინფარმედ, ი.პ.-ს

პრეპარატების რიკების მართვის მიმდინარეობა

პარქ და საუდე დე ლისბოა, ავ. ბრასილ 53

1749-004 ლისაბონი

ტელ.: 351 21 798 73 73

ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)

ფაქსი: + 351 21 798 73 97

ვებ გვერდი: http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მოცმეული პრეპარატის  უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

5. ენიცილ დუოს შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და კოლოფზე EXP-სთან. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

შეიანხეთ მაცივარში (2-8℃).

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ:

შეინახეთ არაუმეტეს 25℃-ზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

გამოიყენეთ 4 კვირის განმალვობაში ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ. ამის შემდეგ გადააგდეთ ბოთლი ნარჩენი ხსნარით.

არ გადააგდოთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. კითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება. მსგავსი ზომებით დაიცავთ გარემოს.

6. შეფუთვის შემადგენლბა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ენიცილ დუო

აქტიური ნივთიერებაა ლატანოპროსტი და თიმოლოლი (თიმოლოლის მალეატის სახით).

1მლ თვალის წვეთის ხსნარი შეიცავს 50 მკგ ლატანოპროსტს და 6.8მგ თიმოლოლის მალეატს, რაც ექვივალენტურია 5.0 მგ თიმოლოლის.

დამხმარე ნივთიერებებია:

- ნატრიუმის ქლორიდი

- ბენზალკონიუმის ქლორიდი

- მონოფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი

- უწყლო ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი

- ჰიდროქლორიდის მჟავას ხსნარი (pH კორექციისთვის 6-მდე)

- ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსანრი (pH კორექციისთვის 6-მდე)

- საინექციო წყალი

ენიცილ დუოს აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

მოცემული შეფუთვა შეიცავს საწვეთურიან კონტეინერს 2.5მლ ენიცილ დუოს შემცველობით.

ენიცილ დუო არის სუფთა და უფერო ხსნარი.

ენიცილ დუო მოცემულია 1, 3 და 6 ბოთლიანი შეფუთვით 2.5 მლ თვალის წვეთის შემცველობით.

შეიძლება შეფუთვის ყველა ფორმა არ იყოს გაყიდვაში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

ლაბორატორიო ედოლ - პროდუქტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა.

ავ. 25 დე აბრილ, 6-6ა

2795-225 ლინდა-ა-ველჰა

პორტუგალია

მწარმოებელი

რაფარმ, ს.ა.

თესი პოუსი-ქსატზი აგიოუ ლოუკა პაიანია - ატიკი TK 19002