ბონექსი K #30ტ საღ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ბონექსი K
ბონექსი K - D3 ვიტამინის დაK2 ვიტამინის ინოვაციური ფორმულა ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის
- შექმნილია ძვლოვანი ქსოვილის ოპტიმალური მინერალიზაციისათვის
რატომაა D3 ვიტამინის და K2 ვიტამინის კომბინაცია იდეალური?
- D3 ვიტამინის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კალციუმის ჩალაგება სისხლძარღვებში, რაც იწვევს სისხლძარღვთა კედლის სკლეროზს და კალციფიკაციას.
- ბონექსი K შეიცავს K2 ვიტამინის ნატურალურ ფორმას (MK-7 მენაქინონი-7), რომელიც ახდენს ცილა ოსტეოკალცინის აქტივაციას, რაც უზრუნველყოფს კალციუმის ჩალაგებას ძვლებში და არა სისხლძარღვებში.
- K2 ვიტამინი GLA ცილის (მატრიქსული ცილა გამა კარბოქსილგლუტამინის მჟავა) კარბოქსილირების გზით აინჰიბირებს არტერიების კალციფიკაციას.
- K2 ვიტამინი ასევე ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას.
D ვიტამინი
- D ვიტამინი არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს
- D ვიტამინი მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის
D ვიტამინის დეფიციტი იწვევს ოსტეოპოროზსს. D ვიტამინის მიღების შედეგად მცირდება: დიაბეტის, გულის შეტევის, გულის უკმარისობის, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, რესპირატორული ინფექციების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.
K2 ვიტამინი
- მონაწილეობს კალციუმის შეწოვაში
- ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს
- მონაწილეობს სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების აქტივაციაში
- ამცირებს კორონარული არტერიების კალციფიკაციას, შედეგად გულ-სისხლძარღვათა დაავადებების განვითარების რისკს
- ამცირებს გულის იშემიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს
- ახდენს დიაბეტის და სიმსივნური დაავადებების განვითარების პრევენციას
ჩვენება:
- D3 ვიტამინის დეფიციტი
- K2 ვიტამინის დეფიციტი
- ოსტეომალაცია განპირობებული D3 ვიტამინის დეფიციტით
- ოსტეოპოროზი
- მენოპაუზა
- ხანდაზმული ასაკი
- გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება)
- ენდოკრინული სისტემის დაავადებები
- სიმსივნური დაავადებები
- ქიმიოთერაპია
- სხვადასხვა მედიკამენტების მიღება (ქოლესტერინის სინთეზის იჰიბიტორები , პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები, გლუკოკორტიკოსტეროიდები)
შემადგენლობა: 1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) |
2000 სე – 500 % |
ვიტამინი K2 (Mk 7) |
75 მკგ - 94% |
დამხმარე ნივთიერებები: დექსტროზა, ალუბლის არომატიზატორი (ბუნებრივი) , მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ლიმონმჟავა, სილიციუმის დიოქსიდი.
მიღება და დოზირება: 1 საღეჭი ტაბლეტი 1 ჯერ დღეში კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 საღეჭი ტაბლეტი
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს FDA - ს მიერ.