ლეილინი 180მგ #10ტ

ლეილინი 180მგ #10ტ

10.42 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფექსოფენადინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 83392
გააზიარე:

ლეილინი

LEYLIN


სავაჭრო დასახელება
ლეილინი, LEYLIN

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ფექსოფენადინი, Fexofenadine

სამკურნალწამლო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა: მოგრძო ორმხრივად ამოზნექილი, ვარდისფერი აპკით დაფარული ტაბლეტები.

შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი 120 მგ ან 180 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® 85G34788 ვარდისფერი (პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ლეციტინი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი შავი).

პრეპარატის ათქ კოდი: R06AX26

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისტემური გამოყენების სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი – ჰისტამინური H1-რეცეპტორების არასედატიური ბლოკატორი. ფექსოფენადინი წარმოადგენს ტერფენადინის ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტს.
ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში, ჰისტამინით გამოწვეული ბუშტუკებისა და ჰიპერემიის შეფასებისას, ნაჩვენები იყო, რომ დღეში ერთხელ ან ორჯერ პერორალურად მიღებული ფექსოფენადინის ანტიჰისტამინური მოქმედება ვლინდება მისი მიღებიდან 1 საათის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 6 საათის შემდეგ და გრძელდება 24 საათის განმავლობაში. ფექსოფენადინის 28 დღიანი გამოყენების შემდეგაც კი არ ვლინდება პრეპარატის მიმართ ტოლერანტობის განვითარება. ფექსოფენადინის შიგნით ერთჯერადი მიღებისას აღინიშნება ანტიჰისტამინური ეფექტის დოზადამოკიდებული მომატება დოზის 10 მგ-დან 130 მგ-მდე გაზრდისას. იგივე მოდელის ანტიჰისტამინური მოქმედების გამოყენებისას დადგინდა, რომ 24 საათიანი მუდმივი მოქმედებისათვის საჭირო იყო დოზა არანაკლებ 130 მგ. კანის ჰიპერემიისა და ბუშტუკების წარმოქმნის მაქსიმალური დათრგუნვა შეადგენს 80%-ზე მეტს.
პაციენტებში სეზონური ალერგიული რინიტით, რომლებიც ღებულობდნენ 240 მგ-მდე ფექსოფენადინს დღეში 2-ჯერ 2 კვირის განმავლობაში, Qთ კორეგირებული ინტერვალის (QTc) სიდიდე არ განსხვავდებოდა პლაცებოს იმავე მაჩვენებლისგან.
ჯანმრთელ მოხალისეებში ასევე არ აღინიშნებოდა QTc ინტერვალის ცვლილებები 60 მგ-მდე ფექსოფენადინის დღეში ორჯერ 6 თვის განმავლობაში მიღებისას, 400 მგ დღეში 2-ჯერ 6.5 დღის განმავლობაში და 240 მგ დღეში 1 წლის განმავლობაში პლაცებოს მიღების დროს QTc ინტერვალის სიდიდესთან შედარებით.
პლაზმური კონცენტრაციების დროს, რომლებიც 32-ჯერაც კი აღემატებოდა ადამიანის თერაპიულ კონცენტრაციებს, ფექსოფენადინი ზეგავლენას არ ახდენდა მიოკარდიუმში კალიუმის არხებზე.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
პერორალური მიღებისას ფექსოფენადინი სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო შეადგენს დაახლოებით 1-3 საათს. მაქსიმალური კონცენტრაციის საშუალო მაჩვენებელი დღეში 120 მგ მიღებისას შეადგენს დაახლოებით 427 ნგ/მლ, ხოლო დღეში 180 მგ მიღებისას – დაახლოებით 494 ნგ/მლ.
განაწილება
ფექსოფენადინი 60-70%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
ფექსოფენადინი უმნიშვნელოდ მეტაბოლიზდება ღვიძლსა და ღვიძლგარეთ, რაც დასტურდება იმით, რომ ის წარმოადგენს ერთადერთ ნივთიერებას, რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობით ვლინდება ადამიანისა და ცხოველების შარდსა და ფეკალიებში.
პრეპარატის კურსული მიღებისას, პლაზმიდან ფექსოფენადინის გამოყოფის მრუდი მცირდება ბიექსპონენციურად, ხოლო ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს 11-15 საათს.
ფარმაკოკინეტიკა ფექსოფენადინის ერთჯერადი და კურსული მიღების დროს (პერორალურად 120 მგ-მდე დღეში ორჯერ) ატარებს ხაზოვან ხასიათს. დოზა 240 მგ დღეში 2-ჯერ იძლევა AUC – ის მომატებას უმნიშვნელოდ უფრო მეტად, ვიდრე პროპორციული (8.8%-ით), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფექსოფენადინის ფარმაკოკინეტიკა არის პრაქტიკულად ხაზოვანი 40 მგ-დან 240 მგ-მდე დღიური დოზის დიაპაზონში.
დღეისათვის არსებული მონაცემების თანახმად, მიღებული დოზის დიდი ნაწილი გამოიყოფა ნაღველთან, ხოლო პრეპარატის 10%-მდე – შარდთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები
ლეილინი 120 მგ ნაჩვენებია უფროსებსა და 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებში, სეზონურ ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომების შესამცირებლად.
ლეილინი 180 მგ ნაჩვენებია უფროსებსა და 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებში, ქრონიკულ იდიოპათიურ ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების შესამცირებლად.

გამოყენების წესი და დოზები
პერორალური მიღებისთვის განკუთვნილი ტაბლეტები.
რეკომენდებული დოზა სეზონური ალერგიული რინიტის დროს უფროსებისა და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს 120 მგ-ს დღეში ერთხელ ჭამის წინ.
რეკომენდებული დოზა იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს უფროსებისა და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს 180 მგ-ს დღეში ერთხელ ჭამის წინ.
სპეციალურ რისკის ჯგუფებში (ხანდაზმული პაციენტები, პაციენტები თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით) ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დოზირების რეჟიმის კორექცია საჭირო არ არის.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ორსულობა;
- ლაქტაციის პერიოდი;
- ბავშთა ასაკი 12 წლამდე.

გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, თუმცა <1/10); არახშირი (≥1/1000, თუმცა <1/100); იშვიათი (≥1/10000, თუმცა <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კვინკეს შეშუპება, გულმკერდში ზეწოლის შეგრძნება, ქოშინი, კანის საფარის ჰიპერემია და სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები.
ფსიქიკის დარღვევა: სიხშირე უცნობია – უძილობა, ნევროზულობა, ძილის დარღვევა ან უჩვეულო სიზმრები, როგორიცაა კოშმარები, ძილიანობა.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი – თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუ.
გულის მხრივ: სიხშირე უცნობია – ტაქიკარდია, გულისცემის გახშირება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი – გულისრევა; სიხშირე უცნობია – დიარეა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია – გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: არახშირი – დაღლილობა.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ღვიძლის და თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (ამ კატეგორიის პაციენტებში არასაკმარისი კლინიკური გამოცდილება), ასევე პაციენტებში სისხლძარღვოვანი დარღვევებით, მათ შორის ანამნეზში (ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის შეგრძნება და ტაქიკარდია).

ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
პრეპარატით მკურნალობის დროს შესაძლებელია ისეთი სამუშაობის შესრულება, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს (გარდა პაციენტებისა, რომლებსაც არასტანდარტული რეაქციები აქვთ). ასეთი საქმიანობებით დაკავების წინ რეკომენდებულია ფექსოფენადინის მიღებამდე ინდივიდუალური რეაქციის შემოწმება.

ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება
ორსულებში ფექსოფენადინის გამოყენების შესახებ მონაცემების საკმარისი რაოდენობა არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა შეზღუდულმა მონაცემებმა აჩვენეს ორსულობის მიმდინარეობაზე, საშვილოსნოსშიდა განვითარებაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენის არარსებობა. მიუხედავად ამისა, ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენებისას, დედის რძეში ფექსოფენადინის შემცველობის შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუმცა ტერფენადინის გამოყენებისას აღინიშნებოდა მისი შეღწევა მეძუძური დედების რძეში. აღნიშნულის გამო პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის.

გამოყენება პედიატრიაში
აღნიშნული დოზირებით პრეპარატი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ფექსოფენადინი არ ურთიერთქმედებს სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება ღვიძლში.
ერითრომიცინთან ან კეტოკონაზოლთან ერთად გამოყენებისას, პლაზმაში ფექსოფენადინის კონცენტრაცია იზრდება 2-3-ჯერ, თუმცა აღნიშნული არ ასოცირდება QTc ინტერვალის მნიშვნელოვან გახანგრძლივებასთან. აღნიშნული პრეპარატების მონოთერაპიაში ან კომბინაციაში გამოყენებისას, გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირის სარწმუნო განსხვავებები არ აღინიშნებოდა.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფექსოფენადინის პლაზმური კონცენტრაციების ზემოთ აღწერილი მომატება, სავარაუდოდ დაკავშირებულია ფექსოფენადინის შეწოვის გაუმჯობესებასთან და მისი ბილიარული ექსკრეციის შემცირებასთან ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სანათურში სეკრეციასთან.
ფექსოფენადინსა და ომეპრაზოლს შორის ურთიერთქმედება არ აღინიშნება.
მაგნიუმის ან ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების ფექსოფენადინის მიღებამდე 15 წუთით ადრე მიღება იწვევს უკანასკნელის ბიოშეღწევადობის შემცირებას, როგორც ჩანს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეკავშირების შედეგად. რეკომენდებულია, მაგნიუმის ან ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველ ანტაციდებსა და ფექსოფენადინის მიღებებს შორის შუალედი იყოს სულ მცირე 2 საათი.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: თავბრუ, ძილიანობა, პირის სიმშრალე. ჯანმრთელი მოხალისეები ღებულობდნენ დოზებს 800 მგ ერთჯერად და საკურსო დოზებს 690 მგ-მდე დღეში ორჯერ 1 თვის განმავლობაში ან 240 მგ დღეში ორჯერ 1 წლის განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენის გარეშე პლაცებოსთან შედარებით. მაქსიმალური ტოლერანტული დოზა ფექსოფენადინისათვის დადგენილი არ არის.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, საჭიროების შემთხვევაში – სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.

გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია
“ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.”-ს მიერ, თურქეთი
(ბაგჯილარ ილჩესი, გიუნეშლი, ევრენ მახალესი, ჯამი იოლუ ჯად. #50 კ. 1ბ ზემინ 4-5-6 სტამბული)

"World Medicine İlaç San. ve Tic. А.Ş.", Turkey

(Bağcılar İlçesi, Güneşli, Evren Mahallesi, Cami Yolu Cad. No:50 K. 1B Zemin 4-5-6, İstanbul).

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (141 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2026-04-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2027-02-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2027-02-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2026-04-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2026-04-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2027-02-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2027-02-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2027-02-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2026-04-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2027-02-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2027-02-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2027-02-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2026-04-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2027-02-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2026-04-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2027-02-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2027-02-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2026-04-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2026-04-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2026-04-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2026-04-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2026-04-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2027-02-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2026-04-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2026-04-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2026-04-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2027-02-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2027-02-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2026-04-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2027-02-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2027-02-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2027-02-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2026-04-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2026-04-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2027-02-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2027-02-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2027-02-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2026-04-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2027-02-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2027-02-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2027-02-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2027-02-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2027-02-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2027-02-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2027-02-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2027-02-01
ავერსი 146
თეოფანე დავითაიას N13
ვადა: 2026-04-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2026-04-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2027-02-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2026-04-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2026-04-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2027-02-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2027-02-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2027-02-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2027-02-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2027-02-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2026-04-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2027-02-01
ავერსი 57 (24სთ)
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2026-04-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2026-04-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2026-04-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2027-02-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2027-02-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2026-04-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2027-02-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2027-02-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2027-02-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2027-02-01
ავერსი 29
ანაპის 414-ე დივიზიის ქ. 14
ვადა: 2027-02-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2027-02-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2027-02-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2027-02-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2027-02-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2027-02-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2027-02-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2027-02-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2027-02-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2027-02-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2026-04-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2026-04-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2027-02-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2027-02-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2027-02-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2027-02-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2027-02-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2027-02-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2027-02-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2027-02-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2027-02-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2027-02-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2027-02-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2027-02-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2027-02-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2027-02-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2026-04-01

რეგიონი (198 აფთიაქი)

ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2026-04-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2027-02-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2027-02-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2027-02-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2027-02-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2027-02-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2027-02-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2027-02-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2027-02-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2027-02-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2027-02-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2025-09-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2027-02-01
თელავი 7
შოთა რუსთაველის გამზ N78
ვადა: 2027-02-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2026-04-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2027-02-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2026-04-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2027-02-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2027-02-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2027-02-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2027-02-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-04-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2027-02-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2026-04-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2027-02-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2027-02-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2027-02-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2027-02-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2027-02-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2027-02-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2026-04-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2027-02-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2027-02-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2026-04-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2027-02-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2027-02-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2027-02-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2026-04-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2027-02-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2027-02-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2027-02-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2027-02-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2027-02-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2027-02-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2027-02-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2027-02-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2026-04-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2026-04-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2027-02-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2026-04-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2027-02-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-04-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2026-04-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2026-04-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2026-04-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2026-04-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2026-04-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2026-04-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2026-04-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2026-04-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2027-02-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2026-04-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2027-02-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2025-09-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2027-02-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2026-04-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2026-04-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2026-04-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2026-04-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2026-04-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2026-04-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2026-04-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2026-04-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2026-04-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2026-04-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2026-04-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2026-04-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2027-02-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2026-04-01
ქუთაისი 27
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43
ვადა: 2026-04-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2027-02-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2027-02-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2027-02-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2026-04-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2027-02-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2027-02-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2027-02-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2026-04-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2027-02-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2026-04-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2026-04-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2026-04-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2026-04-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2026-04-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2026-04-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2026-04-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2026-04-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2026-04-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2026-04-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 23
მაზნიაშვილის 68 / ჭავჭავაძის 18
ვადა: 2026-04-01
ბათუმი 25
აღმაშენებელის №1
ვადა: 2026-04-01
ბათუმი 24
ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. N162
ვადა: 2026-04-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2026-04-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2026-04-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2026-04-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2027-02-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2026-04-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2026-04-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2027-02-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2026-04-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2026-04-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2027-02-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2026-04-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2027-02-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2026-04-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2027-02-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2026-04-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2026-04-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2026-04-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2027-02-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2027-02-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2027-02-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2026-04-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2027-02-01
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2026-04-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2026-04-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2026-04-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2025-09-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2026-04-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2027-02-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2026-04-01