არიპრაზოლი 10მგ #30ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
არიპრაზოლი
Ariprazole
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Aripiprazole.
სამკურნალწამლოფორმა: ტაბლეტები.
10 მგ-იანიტაბლეტები: თეთრიანთითქმისთეთრიფერისტაბლეტები, მრგვალიფორმის, ბრტყელიზედაპირით, გამყოფი ღარით და წაკვეთილი კიდეებით.
15 მგ-იანიტაბლეტები: თეთრიანთითქმისთეთრიფერისტაბლეტები, მრგვალიფორმის, ბრტყელიზედაპირით, წაკვეთილი კიდეებით.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა.
1 ტაბლეტი შეიცავს 10 ან 15 მგ არიპიპრაზოლს;
აქტიურინივთიერება: არიპიპრაზოლი;
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა; ნატრიუმის კროსკარმელოზა, A ტიპის; ლაქტოზას მონოჰიდრატი; მიკროკრისტალური ცელულოზა; ლიმონმჟავას მონოჰიდრატი; სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; მაგნიუმის სტეარატი
გამოშვების ფორმა.
ტაბლეტები.
სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი.
ანტიფსიქოზური საშუალებები.
ათქ კოდი: N05A X12.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
მოქმედებისმექანიზმი.
არიპიპრაზოლის თერაპიული მოქმედება შიზოფრენიისა და I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მკურნალობაში განპირობებულია დოფამინის D2 და სეროტონინის 5-HT1a რეცეპტორების მიმართ ნაწილობრივი აგონიზმის კომბინაციით, ასევე სეროტონინის 5-HT2a რეცეპტორების მიმართ ანტაგონიზმით. ცნობილია, რომ არიპიპრაზოლმა გამოავლინა ანტაგონისტური თვისებები დოფამინერგული ჰიპერაქტიურობის ცხოველების მოდელებში და აგონისტური თვისებები დოფამინერგული ჰიპოაქტიურობის ცხოველების მოდელებში. არიპიპრაზოლს გააჩნია დოპამინის D2 და D3 რეცეპტორების, სეროტონინის 5-HT1a და 5-HT2a რეცეპტორების მიმართ in vitro ბმის მაღალი აფინურობა, და ასევე ზომიერი აფინურობა დოფამინის D4, სეროტონინის 5-HT2c და 5-HT7 რეცეპტორების, ალფა -1 ადრენერგული რეცეპტორების, და ჰისტამინის H1 რეცეპტორების მიმართ. არიპიპრაზოლს ასევე გააჩნია ზომიერი აფინურობა სეროტონინის რეცეპტორების მიმართ, და არ გააჩნია შესამჩნევი აფინურობა მუსკარინული რეცეპტორების მიმართ. დოფამინისა და სეროტონინის ქვეტიპების გარდა, სხვა რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით შეიძლება აიხსნას არიპიპრაზოლის ზოგიერთი სხვა კლინიკური ეფექტები.
ფარმაკოკინეტიკა.
აბსორბცია
არიპიპრაზოლი კარგად აბსორბირდება, და ამავდროულად, მისი მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა შეყვანიდან 3-5 საათის შემდეგ. არიპიპრაზოლი განიცდის მინიმალურ პრესისტემურ მეტაბოლიზმს. პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას შეადგენს 87 %-ს. ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე საკვები არ მოქმედებს არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.
დისტრიბუცია
არიპიპრაზოლი ფართოდ გადანაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში. დისტრიბუციის მოცულობა შეადგენს 4.9 ლ/კგ-ს, რაც მიუთითებს მნიშვნელოვან ექსტრავასკულარულ დისტრიბუციაზე. თერაპიული დოზებით შეყვანისას არიპიპრაზოლი და დეჰიდროარიპიპრაზოლი 99 %-ზე მეტად უკავშირდება შრატის ცილებს, უპირატესად ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია
არიპიპრაზოლი მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად დეჰიდროგენიზაციის, ჰიდროქსილირებისა და N- დეკალკილირების გზით. In vitro გამოკვლევების მონაცემების შესაბამისად, ფერმენტები CYP3A4 და CYP2D6 არიან პასუხისმგებელი არიპიპრაზოლის დეჰიდროგენიზაციასა და ჰიდროქსილირებაზე, ხოლო N- დეალკილირება კატალიზდება CYP3A4 -ის მიერ. არიპიპრაზოლი წარმოადგენს სამკურნალო საშუალების ძირითად ნივთიერებას, რომელიც არსებობს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. წონასწორულ მდგომარეობაში დეჰიდროარიპიპრაზოლი - მისი აქტიური მეტაბოლიტი - შეადგენს არიპიპრაზოლის პლაზმაში AUC-ის დაახლოებით 40%-ს.
ელიმინაცია
არიპიპრაზოლის საშუალო ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 75 საათს CYP2D6- ის აქტიური მეტაბოლიზმის მქონე ადამიანებში, და დაახლოებით 146 საათს CYP2D6- ის სუსტი მეტაბოლიზმის მქონე ადამიანებში.
არიპიპრაზოლის საერთო კლირენსი უდრის 0.7 მლ/წთ/კგ-ს, ძირითადად ის წარმოდგენილია ღვიძლის კლირენსით. 14C- თი მონიშნული არიპიპრაზოლის ერთჯერადი პერორალური შეყვანის შემდეგ დაახლოებით 27 % გამოიყოფა შარდით და დაახლოებით 60% - განავლით. არიპიპრაზოლის 1 %- ზე ნაკლები გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით, უცვლელი არიპიპრაზოლის დაახლოებით 18 % - განავლით.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა სპეციალურ ჯგუფებში.
ბავშვები
არიპიპრაზოლის და დეჰიდროარიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა 10-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტებში იყო მოზრდილების მსგავსი სხეულის წონის სხვაობის მიხედვით კორექციის შემდეგ.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ჯანმრთელი ხანდაზმული მოხალისეებისა და უფრო ახალგაზრდა პაციენტების არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკებს შორის განსხვავება არ არის.
სქესი
ჯანმრთელი მამაკაცებისა და ქალების არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკებს შორის განსხვავება არ არის.
თამბაქოს მოწევადარასა.
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურმა შეფასებამ არ გამოავლინა არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე რასისა ან თამბაქოს მოწევის ზემოქმედებასთან დაკავშირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
გამოვლინდა, რომ არიპიპრაზოლის და დეჰიდროარიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები ერთნაირია თირკმლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში და ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არიპიპრაზოლის მეტაბოლური თავისებურებების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.
გამოყენების ჩვენებები.
არიპიპრაზოლი ნაჩვენებია მოზრდილებში შიზოფრენიის სამკურნალოდ.
არიპიპრაზოლი ასევე ნაჩვენებია ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს, და ასევე ახალი მანიაკალური ეპიზოდების პრევენციისთვის მოზრდილებში, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ მანიაკალური ეპიზოდები და ვინც რეაგირებდა არიპიპრაზოლით მკურნალობაზე.
გამოყენების წესი და დოზირება.
პრეპარატის 5მგ დოზის მიღების აუცილებლობისას გათვალისწინებულია არიპრაზოლის 10მგ ტაბლეტის ორ თანაბარ ნაწილად გაყოფის შესაძლებლობა.
მოზრდილები.
შიზოფრენია: პრეპარატ არიპიპრაზოლის რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 10 ან 15 მგ-ს დღეში, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა - 15 მგ/დღეში. ეს დოზა მიიღება დღეში ერთხელ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
არიპრაზოლი ეფექტურია დოზის დიაპაზონში 10-დან 30 მგ-მდე დღეში. არ გამოვლინდა ეფექტურობის გაზრდა დოზების მიღებისას, რომლებიც აღემატებოდა 15 მგ სადღეღამისო დოზას, თუმცა გაზრდილი დოზა შეიძლება სასარგებლო იყოს ზოგიერთი პაციენტისათვის. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.
მანიაკალურიეპიზოდები I ტიპისბიპოლარულიაშლილობის დროს: პრეპარატ არიპიპრაზოლის რეკომენდებული საწყისი დოზაა 15 მგ. ეს დოზა მიიღება დღეში ერთხელ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის მიღება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით ან კომბინირებული მკურნალობის ნაწილის სახით. ინდივიდუალური პაციენტებისათვის დოზის გაზრდა შესაძლებელია იყოს ეფექტური. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.
ახალიმანიაკალურიეპიზოდებისპრევენცია I ტიპისბიპოლარულიაშლილობის დროს: მანიაკალური ეპიზოდების რეციდივების პრევენციისათვის პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ არიპიპრაზოლით მონოთერაპიას ან კომბინირებული მკურნალობის ნაწილის სახით, პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს იმავე დოზით. პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია დღიური დოზის კორექცია, მათ შორის მისი შემცირება.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდაციების მისაცემად არსებული მონაცემები საკმარისი არ არის. ამ პაციენტებისათვის დოზა უნდა იყოს შერჩეული სიფრთხილით. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 30 მგ უნდა იყოს გამოყენებული სიფრთხილით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები: პრეპარატ არიპიპრაზოლის ეფექტურობა შიზოფრენიის და I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მკურნალობაში 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის დადგენილი არ არის. ამ პოპულაციის პაციენტების უფრო მაღალი მგრძნობელობის გათვალისწინებით, საჭიროა განხილული იქნას პრეპარატის უფრო დაბალი დოზების გამოყენების მიზანშეწონილობა, თუ სხვა კლინიკური ფაქტორები იძლევა ამის საშუალებას.
სქესი: პაციენტის სქესის მიხედვით დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თამბაქოს მოწევა: არიპიპრაზოლის მეტაბოლიზმის გზებიდან გამომდინარე, მწეველებისათვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
დოზისკორექცია ურთიერთქმედებების შედეგად: არიპიპრაზოლთან ერთად CYP3A4 ან CYP2D6 ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის შემცირება. თუ კომბინირებული მკურნალობის სქემიდან გამოირიცხება CYP3A4 ან CYP2D6 ინჰიბიტორი, არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს.
არიპიპრაზოლთან ერთად ძლიერი CYP3A4-ს ინდუქტორის ერთდროულად მიღებისას არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაიზარდოს. თუ კომბინირებული მკურნალობის სქემიდან გამოირიცხება CYP3A4 -ს ინდუქტორი, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებულ დოზამდე.
გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო აკათიზია და გულისრევა.
ქვემოთ მითითებული სიხშირე განისაზღვრება შემდეგი პირობითი პარამეტრებით:
ხშირი (≥1/100 - <1-10) და არახშირი (≥1-1000 - <1-100) რეაქციები:
ორგანოთა სისტემის კლასი |
ხშირი |
იშვიათი |
სიხშირე უცნობია |
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ |
|
|
ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია |
იმუნური სისტემის მხრივ |
|
|
ალერგიული რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ენის შეშუპება, სახის შეშუპება, ქავილი ან ურტიკარია); |
ენდოკრინული სისტემის მხრივ |
|
ჰიპერპროლაქტინემია |
დიაბეტური ჰიპეროსმოსური კომა, დიაბეტური კეტოაციდოზი |
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: |
შაქრიანი დიაბეტი |
ჰიპერგლიკემია |
ჰიპონატრიემია, ანორექსია, სხეულის მასის შემცირება, სხეულის მასის მომატება |
ფსიქიკის მხრივ |
უძილობა, შფოთვა, აღგზნებულობა |
დეპრესია, ჰიპერსექსუალურობა |
სუიციდის მცდელობა, სუიციდალური აზროვნება და შესრულებული თვითმკვლელობა (იხ. პ. „მიღების განსაკუთრებულობა“) პათოლოგიური მიდრეკილება აზარტული თამაშების მიმართ, იმპულსური კონტროლის დარღვევა, კომპულსიური გადაჭარბებული კვება, დაუძლეველი დამოკიდებულება საყიდლებზე, პორიომანია, აგრესიულობა, აღგზნებულობა, ნევროზულობა |
ნერვული სისტემის მხრივ |
აკატიზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, ტრემორი, თავის ტკივილი, სედატიური ეფექტი, ძილიანობა, თავბრუსხვევა |
გვიანი დისკინეზია, დისტონია |
ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, დიდი კრუნჩხვითი შეტევა, სეროტონინული სინდრომი, მეტყველების დაქვეითება |
მხედველობითი ორგანოების მხრივ |
ბუნდოვანი მხედველობა |
დიპლოპია |
|
გულის მხრივ |
|
ტაქიკარდია |
უეცარი სიკვდილი, პირუეტული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, გახანგრძლივებული QT ინტერვალი, პარკუჭოვანი არითმია, გულის გაჩერება, ბრადიკარდია |
სისხლძარღვების მხრივ |
|
ორთოსტატული ჰიპოტენზია |
ვენოზური თრომბოემბოლია (ფილტვის ემბოლიისა და ღრმა ვენების თრომბოზის ჩათვლით), ჰიპერტენზია, სინკოპე |
სუნთქვითი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ |
|
სლოკინი |
ასპირაციული პნევმონია, ლარინგოსპაზმი, პირხახის სპაზმი |
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ |
შეკრულობა, დისპეფსია, გულისრევა, ჭარბი ნერწყვის გამოყოფა, ღებინება |
|
პანკრეატიტი, დისფაგია, დიარეა, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არეში |
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ |
|
|
ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, სიყვითლე, ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) დონის მატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) დონის მატება, გამაგლუტამილტრანსფერაზას (გგტ) დონის მატება, ტუტე- ფოსფატაზას დონის მატება |
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ |
|
|
გამონაყარი, ფოტოსენსიბილაცია, ალოპეცია, გაძლიერებეული ოფლიანობა |
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ |
|
|
რაბდომიოლიზი მიალგია, კუნთების რიგიდულობა |
თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ |
|
|
შარდის შეუკავებლობა, შარდის გამოყოფის შეკავება |
ორსულობის, მშობიარობის შემდგომი და პერინატალური მდგომარეობა |
|
|
პრეპარატის მოხსნის სინდრომი ახალშობილებში (იხ. პ. „გამოყენება ორსულობისას ან ლაქტაციის დროს“) |
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ |
|
|
პრიაპიზმი |
ზოგადი სახის სირთულეები და რეაქციები შეყვანის ადგილზე |
დაღლილობა |
|
ტემპერატურული რეგულაციის დარღვევა (მაგ.: ჰიპოთერმია, პირექსია) ტკივილი გულმკერდის არეში, პერიფერიული შეშუპება |
ლაბორატორიული გამოკვლევები |
|
|
სისხლში გლუკოზის დონის მატება, გლიკოზირილებული ჰემოგლობინის დონის მატება, სისხლში გლუკოზის დონის მერყეობა, კრეატინინფოსფოკინაზის დონის მატება |
ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა
ექსტრაპირამიდული სიმპოტომები (ეპს)
შიზოფრენია: 52-კვირიანი კონტროლირებადი კლინიკური კვლევის ჩატარების პროცესში, არიპიპრაზოლის მიმღებ პაციენტებში ამ სიმპტომის გამოვლინების სიხშირემ შეადგინა 25,8%, ჰალოპერიდოლის მიმღებ პაციენტებში - 57,3%. ეპს მოიცავს შემდეგს: პარკინსონიზმი, აკატიზია (მოტორული მოუსვენრობა), დისტონია (კუნთების სპაზმური შეკუმშვა) და დისკინეზია (სხვადასხვა ჯგუფების კუნთების უნებლიე მოძრაობები). სხვა პლაცებო-კონტროლირებად 26-კვირიან კლინიკურ კვლევაში ეპს-ს სიხშირემ შეადგინა 19% არიპიპრაზოლის მიმღებ პაციენტებში, და 13.1% პლაცებოს მიმღებ პაციენტებში. 26-კვირიანი კლინიკურ კვლევის პროცესში ეპს- ის სიხშირე იყო 14.8% არიპიპრაზოლის მიმღებ პაციენტებში, და 15.1% ოლანზაპინის მიმღებ პაციენტებში.
I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მანიაკალური ეპიზოდები: 12-კვირიანი კონტროლირებადი კლინიკური კვლევის პროცესში ეპს-ის სიხშირემ შეადგინა 23.5% არიპიპრაზოლის მიმღებ პაციენტებში, და 53.3% ჰალოპერიდოლის მიმღებ პაციენტებში. სხვა 12-კვირიანი კვლევის პროცესში, ეპს-ის სიხშირემ შეადგინა 26,6% არიპიპრაზოლის მიმღებ პაციენტებში, და 17.6 % ლითიუმის პრეპარატების მიმღებ პაციენტებში. ეპს- ის სიხშირემ შეადგინა 18,2% არიპიპრაზოლის მიმღებ პაციენტებში, და 15.7 % პლაცებოს მიმღებ პაციენტებში 26-კვირიანი პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში.
აკატიზია (მოტორული მოუსვენრობა)
პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში, ბიპოლარული აშლილობების მქონე პაციენტების პოპულაციაში აკატიზიის სიხშირემ შეადგინა 12.1% არიპიპრაზოლით მკურნალობისას, და 3.2% პლაცებოს ჯგუფში. შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში აკატიზიის სიხშირემ შეადგინა 6.2 % არიპიპრაზოლით მიღებისას, და 3.0% პლაცებოს ჯგუფში.
დისტონია
დისტონიის სიმპტომები (კუნთების ჯგუფების გახანგრძლივებული პათოლოგიური შეკუმშვები) შეიძლება აღმოცენდეს მგრძნობიარე ადამიანებში მკურნალობის პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში. დისტონიის სიმპტომები მოიცავს შემდეგს: კისრის კუნთების სპაზმი, ზოგჯერ გამოვლენილი ქოშინით, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ყლაპვის გაძნელება და/ან ენის გადმოვარდნა. აღწერილი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის დაბალი დოზების მიღებისას, მაგრამ უფრო ხშირად და უფრო მეტი აქტივობით ხდება პირველი თაობის ანტიფსიქოზური სამკურნალო პრეპარატების უფრო მაღალი დოზების მიღებისას. მწვავე დისტონიის განვითარების მომატებული რისკი აღინიშნება უფრო ახალგაზრდა ასაკის მამაკაცებში.
პროლაქტინი
კლინიკურ და პოსტ-მარკეტინგულ კვლევებში დაფიქსირდა სისხლის შრატში პროლაქტინის შემცველობის საწყის დონესთან შედარებით როგორც მომატება, ასევე შემცირება.
ლაბორატორიულიმაჩვენებლები
ლაბორატორიული და ლიპიდური პარამეტრების შედარებამ პაციენტთა ჯგუფებში, რომლებიც ღებულობდნენ არიპიპრაზოლს და პლაცებოს, არ გამოავლინა პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები. კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) დონის მომატება, როგორც წესი, დროებითი და ასიმპტომურია, აღენიშნათ პაციენტების 3,5%, რომლებიც გადიოდნენ მკურნალობას არიპიპრაზოლით, ხოლო პაციენტების 2,0%, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა არიპიპრაზოლის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
დოზის გადაჭარბება
მოზრდილ პაციენტებში აღწერილია არიპიპრაზოლის დოზის განზრახ ან შემთხვევით მწვავე გადაჭარბება 1260 მგ-მდე დოზებზე შემდგომი ლეტალური გამოსავლის გარეშე. სამედიცინო თვალსაზრისით პოტენციურად მნიშვნელოვანი გამოვლენილი სიმპტომები იყო ლეთარგია, არტერიული წნევის მომატება, ძილიანობა, ტაქიკარდია, გულისრევა, ღებინება და დიარეა. გარდა ამისა, მიღებულ იქნა მონაცემები მხოლოდ არიპიპრაზოლის დოზის შემთხვევით გადაჭარბების შესახებ (დოზით 195 მგ-მდე) ბავშვებში, რომელმაც არ გამოიწვია ლეტალური გამოსავალი. სამედიცინო თვალსაზრისით პოტენციურად მნიშვნელოვანი გამოვლენილი სიმპტომები იყო ძილიანობა, ხანმოკლე გონების დაკარგვა და ექსტრაპირამიდული სიმპტომები.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა მოიცავდეს დამხმარე თერაპიას, სასუნთქი გზების გამტარობის შენარჩუნებას, ჟანგბადით თერაპიას, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას და ასევე სიმპტომების კონტროლს. უნდა გათვალისწინებული იქნას დოზის გადაჭარბება მრავალი პრეპარატით. აქედან გამომდინარე, საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს კარდიოვასკულური სისტემის მონიტორინგი, რომელიც უნდა მოიცავდეს ეკგ-ს უწყვეტ მონიტორინგს შესაძლო არითმიების გამოსავლენად.
არიპიპრაზოლის დოზის გადაჭარბების დადასტურების ან ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ყურადღებით სამედიცინო მეთვალყურეობა და კონტროლი პაციენტის მდგომარეობის გამოსწორებამდე. აქტივირებული ნახშირი (50 გრ), გამოყენებული არიპიპრაზოლის მიღებიდან 1 საათის შემდეგ, იწვევდა არიპიპრაზოლის Cmax მაჩვენებლის შემცირებას დაახლოებით 41% -ით, ხოლო AUC- ის მაჩვენებელისას - დაახლოებით 51 %-ით, რაც მიუთითებს აქტივირებული ნახშირის შესაძლო ეფექტურობაზე დოზის გადაჭარბების მკურნალობისას.
მიუხედავად იმისა, რომ არიპიპრაზოლის დოზის გადაჭარბების მკურნალობაში ჰემოდიალიზის გავლენის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი შეიძლება სასარგებლო იყოს დოზის გადაჭარბების მკურნალობისას, რადგანაც არიპიპრაზოლი მეტწილად დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან.
სიფრთხილისზომები.
ნეიროლეფსიური საშუალებებით მკურნალობის დროს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე დრო. ამ პერიოდის განმავლობაში საჭიროა პაციენტების მდგომარეობაზე ყურადღებით მეთვალყურეობა.
სუიციდისადმი მიდრეკილება: სუიციდური ქცევის გაჩენა დამახასიათებელია ფსიქოზური დაავადებების და აფექტური დარღვევების მქონე პაციენტებისათვის და ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა ნეიროლეპტიკების მიღების დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ან ერთი ნეიროლეპტიკიდან სხვა ნეიროლეპტიკზე გადასვლისას, არიპიპრაზოლით მკურნალობის ჩათვლით. ნეიროლეპტიკებით მკურნალობას თან უნდა ახლდეს მაღალი რისკის მქონე პაციენტებზე ყურადღებით დაკვირვება.
ცნობილია, რომ არ არსებობს სუიციდური მიდრეკილებების აღმოცენების მომატებული რისკი არიპიპრაზოლის გამოყენებისას სხვა ნეიროლეპტიკებთან შედარებით.
გულ-სისხლძარღვთა სისტემისმხრივი დარღვევები: არიპიპრაზოლის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა ან გამტარებლობის დარღვევა), ცერებროვასკულარული დარღვევები, მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ პაციენტებში მიდრეკილებას ჰიპოტენზიის მიმართ (დეჰიდრატაცია, ჰიპოვოლემია, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების გამოყენება) ან ჰიპერტენზიის მიმართ, პროგრესული ან ავთვისებიანი ჰიპერტენზიის ჩათვლით. ნეიროლეპტიკების მკურნალობისას დაფიქსირდა ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები. რადგანაც, პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ნეიროლეპტიკებს, ხშირად აღინიშნება ვენური თრომბოემბოლიის შეძენილი რისკ-ფაქტორები, არიპიპრაზოლით მკურნალობამდე და მის პერიოდში უნდა გამოვლინდეს ვენური თრომბოემბოლიის შესაძლო რისკ-ფაქტორები და მიღებული იქნას ყველა პროფილაქტიკური ზომები.
QT ინტერვალის გახანგრძლივება: ისევე როგორც სხვა ნეიროლეპტიკები, არიპიპრაზოლიც უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ოჯახურ ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევები.
მოგვიანებითი დისკინეზია: პაციენტში არიპიპრაზოლის მიღებისას მოგვიანებითი დისკინეზიის სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, უნდა განვიხილოთ პრეპარატის დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის მიზანშეწონილობა. ეს სიმპტომები შეიძლება დროებით გამწვავდეს და წარმოიშვას კიდევაც მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
სხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომები: ბავშვებში არიპიპრაზოლის გამოყენებისას დაფიქსირდა აკათიზია და პარკინსონიზმი. სხვა ექსტრაპირამიდული ნიშნების გაჩენისას უნდა განვიხილოთ დოზის შემცირების შესაძლებლობა და განვახორციელოთ ყურადღებით კლინიკური მონიტორინგი პაციენტის მდგომარეობაზე.
ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (NMS). NMS წარმოადგენს სიმპტომების კომპლექსს, რომელიც დაკავშირებულია სამკურნალო საშუალებების-ნეიროლეპტიკების გამოყენებასთან, რომელმაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი.
NMS -ის კლინიკური გამოვლინებებია ჰიპერპირექსია (სხეულის უკიდურესად მაღალი ტემპერატურა), კუნთების რიგიდობა, შეცვლილი ფსიქიკური სტატუსი და ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევების ნიშნები (არარეგულარული პულსი ან არტერიული წნევა, ტაქიკარდია, მომატებული ოფლიანობა და გულის არითმიები). დამატებითი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს კრეატინკინაზას დონის მომატებას, მიოგლობიინურიას (რაბდომიოლიზს) და თირკმლის მწვავე უკმარისობას. თუმცა, დაფიქსირდა კრეატინკინაზას დონის მომატების და რაბდომიოლიზოს ცალკეული, არა აუცილებლად NMS - თან დაკავშირებული შემთხვევები. პაციენტში NMS-ის სიმპტომების ან აუხსნელი, ძალიან მაღალი სხეულის ტემპერატურის განვითარებისას NMS-ის დამატებითი კლინიკური გამოვლინებების გარეშე, ყველა ნეიროლეფსიური პრეპარატის, მათ შორის არიპიპრაზოლის მიღება აუცილებლად უნდა შეწყდეს.
ეპილეფსიური შეტევები: დაფიქსირებულია არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს ეპილეფსიური შეტევების არცთუ ხშირი შემთხვევები. ამიტომაც, არიპიპრაზოლი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით პაციენტებში, რომელბსაც ანამნეზში აღენიშნებათ ეპილეფსია ან ეპილეფსიურ შეტევებთან დაკავშირებული მდგომარეობები.
დემენციისფონზე ფსიქოზის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტები.
გაზრდილისიკვდილიანობა: არიპიპრაზოლის გამოყენებისას ალცჰეიმერის დაავადების ფონზე ფსიქოზის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ლეტალური გამოსავლის რისკი მომატებულია. მიუხედავად იმისა, რომ ლეტალური გამოსავლების მიზეზები სხვადასხვაა, მათი უმრავლესობა იყო გულ-სისხლძარღვოვანი (მაგალითად, გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი) ან ინფექციური (მაგალითად, პნევმონია) ხასიათის.
ცერებროვასკულური ხასიათისგვერდითირეაქციები: ალცჰეიმერის დაავადების ფონზე ფსიქოზის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებს აღენიშნებოდათ ცერებროვასკულური ტიპის გვერდითი რეაქციები (მაგალითად, ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა), მათ შორის ლეტალური გამოსავლითაც.
აღინიშნა გამოხატული კავშირი პრეპარატის დოზებსა და ცერებროვასკულური ტიპის გვერდითი რეაქციების გამოვლინებას შორის არიპიპრაზოლის მიმღებ პაციენტებში.
არიპიპრაზოლი არ არის ნაჩვენები დემენციის ფონზე ფსიქოზის მკურნალობისთვის.
ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი: ჰიპერგლიკემია, ზოგიერთ შემთხვევაში უკიდურესად მძიმე და დაკავშირებული კეტოაციდოზთან, ან ჰიპეროსმოლარულ კომასთან, მათ შორის ლეტალურ გამოსავალთან, აღინიშნა ატიპიური ნეიროლეპტიკების, მათ შორის არიპიპრაზოლის მიმღებ პაციენტებში. მძიმე გართულებების რისკ-ფაქტორები მოიცავს ჭარბწონიანობას და შაქრიანი დიაბეტის არსებობას ოჯახურ ანამნეზში. არ არსებობს ჰიპერგლიკემიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების რისკების ზუსტი შედარებითი შეფასება არიპიპრაზოლის და სხვა ატიპიური ნეიროლეპტიკების მიმღებ პაციენტებში. აუცილებელია ნებისმიერი ნეიროლეპტიკების, არიპიპრაზოლის ჩათვლით მიმღები პაციენტების მდგომარეობაზე ყურადღებით მონიტორინგი ჰიპერგლიკემიის სიმპტომების დასაფიქსირებლად (როგორიცაა მაგ. პოლიდიფსია, პოლიურია, პოლიფაგია და სისუსტე), ხოლო შაქრიანი დიაბეტის, ან შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტების მდგომარეობა რეგულარულად უნდა შემოწმდეს გლუკოზის დონის მომატების გამოსავლენად.
ჰიპერმგრძნობელობა: ისევე, როგორც სხვა პრეპარატების, არიპიპრაზოლის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
სხეულის წონის მომატება: შიზოფრენიის და ბიპოლარული მანიის მქონე პაციენტებში ხშირად აღინიშნება სხეულის წონის მომატება თანმხლები დაავადებების შედეგად, ნეიროლეპტიკების გამოყენებისას, რომლებიც როგორც ცნობილია, იწვევენ სხეულის წონის მომატებას, და ასევე ჯანმრთელი ცხოვრების წესის ნაკლებობის გამო; ამ მოვლენამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. არიპიპრაზოლით მკურნალობისას, სხეულის წონის მომატების შემთხვევები ზოგადად აღინიშნა მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევბი ან ანამნეზში ჰიპოფიზის ადენომა. არიპიპრაზოლი არ იწვევს მოზრდილებში სხეულის წონის კლინიკურად მნიშვნელოვან მატებას.
დისფაგია: ნეიროლეპტიკებმა, არიპიპრაზოლის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიონ საყლაპავის მოტორიკის დარღვევა და კუჭის შიგთავსის ასპირაცია. არიპიპრაზოლის და სხვა ნეიროლეპტიკების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით ასპირაციული პნევმონიის მომატებული რისკის მქონე პაციენტებში.
პათოლოგიური მიდრეკილება აზარტული თამაშებისადმი: პაციენტებში, რომლებსაც დაენიშნათ არიპიპრაზოლი, დაფიქსირდა აზარტული თამაშებისადმი პათოლოგიური მიდრეკილების შემთხვევები. იმის მიუხედავად, ჰქონდათ თუ არა მათ მსგავსი დამოკიდებულება წარსულში. პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ აზარტული თამაშებისადმი პათოლოგიური მიდრეკილება, შეიძლება შედიოდნენ მაღალი რისკის ჯგუფში, და მათი მდგომარეობაზე უნდა განხორციელდეს ყურადღებით მონიტორინგი. ლაქტოზა: პრეპარატი არიპიპრაზოლი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაპპა ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა - გალაქტოზის აბსორბციის დარღვევა, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
პაციენტები თანმხლები ADHD დაავადებებით (ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი): I ტიპის ბიპოლარული აშლილობის და ADHD-ს თანმხლები დაავადებების მაღალი სიხშირის მიუხედავად, არსებობს ძალიან შეზღუდული მონაცემები არიპიპრაზოლისა და სტიმულატორების ერთდროულად გამოყენების უსაფრთხოების შესახებ, ამიტომაც ამ პრეპარატების ერთდროულად დანიშვნისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
გამოყენებაორსულობისანლაქტაციის პერიოდში.
ორსულობა
არიპიპრაზოლის ადექვატური კონტროლირებადი კვლევები ორსული ქალების მონაწილეობით არ ჩატარებულა. დაფიქსირებულია თანდაყოლილი ანომალიები, თუმცა არიპიპრაზოლთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ ყოფილა. ცხოველებზე კვლევების ცნობილი მონაცემები არ იძლევა ემბრიოფეტოტოქსიკურობის გამორიცხვის შესაძლებლობას. პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს დაორსულების, ან ორსულობის დაგეგმვის შესახებ არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში. არიპიპრაზოლის ორსულობის პერიოდში გამოყენებისას უსაფრთხოების შესახებ საკმარისი ინფორმაციის არარსებობის გამო, ის შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი ორსული ქალისათვის აჭარბებს ნაყოფის მიმართ პოტენციურ რისკს. ახალშობილებში, რომელთა დედები ღებულობდნენ ნეიროლეპტიკებს (მათ შორის არიპიპრაზოლს) ორსულობის მესამე ტრიმესტრში, შესაძლოა გვერდითი რეაქციები, მათ შორის ექსტრაპირამიდული სიმპტომები და/ ან მოხსნის სინდრომი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა იყოს სიმძიმისა და ხანგრძლივობის თვალსაზრისით. ცნობილია აგზნების, კუნთების ტონუსის მომატების ან დაქვეითების, ტრემორის, ძილიანობის, სუნთქვის დარღვევების ან კვების პრობლემების შემთხვევები. ამდენად, საჭიროა განხორციელდეს ყურადღებით მონიტორინგი ასეთი ახალშობილების მდგომარეობაზე.
ძუძუთი კვება
არიპიპრაზოლი გამოიყოფა დედის რძეში. პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ბავშვები
არიპიპრაზოლი მოცემული დოზით არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოყენებისათვის.
გავლენარეაქციისსისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვისას, ან სხვამექანიზმებთანმუშაობისას.
არიპიპრაზოლმა სხვა ნეიროლეპტიკების მსგავსად, შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე ნერვული სისტემისა და მხედველობის ორგანოების მხრივი გვერდითი რეაქციების გამო (იხ. ნაწილი "გვერდითი მოვლენები"). მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია თავის შეკავება ავტომობილის მართვისგან ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისგან, სანამ არ დადგინდება პაციენტების ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან.
α1- ადრენერგული რეცეპტორების მიმართ ანტაგონიზმის გამო, არიპიპრაზოლმა შეიძლება გააძლიეროს ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის ეფექტი.
რადგანაც არიპიპრაზოლი ზემოქმედებას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, საჭიროა სიფრთხილე არაპრიპრაზოლის დანიშვნისას სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ზემოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, შესაძლო ჯვარედინი გვერდითი რეაქციების გამო, როგორიცაა სედატიური ეფექტი.
ასევე აუცილებელია არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლზე უარის თქმა. არიპიპრაზოლი უნდა იყოს გამოყენებული სიფრთხილით კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას ან ელექტროლიტური ბალანსის დაღვევას.
სხვაპ რეპარატების პოტენციური ეფექტი არიპიპრაზოლის მოქმედებაზე.
მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბიტორი, H2- ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტი ფამოტიდინი ამცირებს არიპიპრაზოლის აბსორბციის სიჩქარეს, მაგრამ ეს ეფექტი არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად.
არიპიპრაზოლი მეტაბოლიზდება რამდენიმე გზით CYP2D6 და CYP3A4 ფერმენტების მონაწილეობით, მაგრამ არა CYP1A ფერმენტებით. ამდენად, მწეველებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ქინიდინიდასხვა CYP2D6 ინჰიბიტორები.
არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით ნახევრად, თუ იგი მიიღება ერთდროულად ქინიდინთან. CYP2D6- ის სხვა ძლიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი, სავარაუდოდ, ახდენენ ანალოგიურ ზემოქმედებას, ამიტომაც მათი გამოყენებისას დოზის შემცირება უნდა მოხდეს ანალოგიურად.
კეტოკონაზოლი დასხვაCYP3A4 ინჰიბიტორები
CYP2D6- ის შემცირებული მეტაბოლიზმის მქონე პირებში, CYP3A4 -ის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არიპიპრაზოლის უფრო მაღალი პლაზმური კონცენტრაციები CYP2D6-ის აქტიური მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებთან შედარებით. კეტოკონაზოლის ან სხვა ძლიერი CYP3A4 -ის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენების აუცილებლობისას პოტენციური სარგებელი უნდა აღემატებოდეს პაციენტის მიმართ პოტენციურ რისკს. არიპიპრაზოლისა და კეტოკონაზოლის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით ნახევრად. CYP3A4 -ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა იტრაკონაზოლი და აივ პროტეაზის ინჰიბიტორები, შეიძლება თეორიულად ჰქონდეთ იგივე ეფექტები, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა დოზის ანალოგიური შემცირება.
CYP2D6 ან CYP3A4 ინჰიბიტორის მიღების შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის გაზრდა კომბინაციურ მკურნალობამდე გამოყენებულ დოზამდე.
შესაძლებელია არიპიპრაზოლის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება სუსტი CYP3A4 ინჰიბიტორის (მაგ. დილთიაზემი ან ესციტალოპრამი) ან CYP2D6 ინჰიბიტორის ერთდროულად გამოყენებისას.
კარბამაზეპინიდასხვაCYP3A4 ინჰიბიტორები
არიპიპრაზოლის დოზა უნდა გაორმაგდეს, თუ ის მიიღება კარბამაზეპინთან ერთდროულად. სხვა ძლიერი CYP3A4 ინდუქტორები (როგორიცაა, მაგ. რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ეფავირენცი, ნევირაპინი და მცენარე კრაზანა) თეორიულად ახდენენ ანალოგიურ ზემოქმედებას, ამიტომაც საჭიროა დოზის შესაბამისად გაზრდა. ძლიერი CYP3A4 ინდუქტორები მიღების შეწყვეტის შემდეგ, არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებულ დოზამდე.
ვალპროატი და ლითიუმი.
ვალპროატის ან ლითიუმის არიპიპრაზოლთან ერთდროულად მიღებისას არ დაფიქსირდა არიპიპრაზოლის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები.
სეროტონინულისინდრომი.
არიპიპრაზოლის მიღებისას პაციენტებში დაფიქსირდა სეროტონინული სინდრომის შემთხვევები; განსაკუთრებით სხვა სეროტონინერგული პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას, როგორიცაა სეროტონინ/ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ან პრეპარატები, რომლებიც ზრდიან არიპიპრაზოლის კონცენტრაციას.
არიპიპრაზოლის პოტენციური ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატების მოქმედებაზე
ნაკლებად სავარაუდოა, რომ არიპიპრაზოლს შეეძლოს კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლებს შორის ურთიერთქმედებების გამოწვევა შემდეგი ფერმენტების მედიატორობით - CYP2D6 (დექსტრომეტორფანი/3-მეთოქსომორფინის შეფარდება) CYP2C9 (ვარფარინი), CYP2C19 (ომეპრაზოლი) და CYP3A4 (დექსტრომეტორფანი).
არიპიპრაზოლის ვალპროატებთან, ლითიუმთან ან ლამოტრიჯინთან ერთდროულად მიღებისას არ დაფიქსირებულა ვალპროატის, ლითიუმის ან ლამოტრიჯინის კონცენტრაციების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები.
შენახვისპ ირობები და ვარგისიანობის ვადა.
ვარგისიანობისვადა - 2 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვისპირობები - შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
გაცემის პირობები.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შეფუთვა.
10 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ან 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ.
შპს"ფარმა სტარტი".
უკრაინა, 03124, ქ. კიევი, ი. ლეპსეს ბულვარი, # 8.
მომხმარებელის პრეტენზიის მიმღები ორგანიზაცია, ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:
სააქციო საზოგადოების “Acino Pharma AG” (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე
პობედიტელების გამზირი, 104-20, 220062, ქ. მინსკი, ბელარუსის რესპუბლიკა.
ტელ: +375 (17) 319-91-41; +375 (29) 700-65-90, ფაქსი +375 (17) 319-91-40
ელ-ფოსტის მისამართი: [email protected]