მამოსილი 20გ გრანულები ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
მამოსილი
Mamosili
სუბლინგვალურად მისაღები ჰომეოპათიური საშუალება
აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი ფორმის გრანულები
1 გრანულის შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია:
არნიკას (Arnica montana) სპირტიანი ექსტრაქტი
განზავებით 1:10 D 6 1 წილი
შვაბე, გვ. 68, 1950 წ
კალციუმის ფტორიდი (Calcarea fluorica) D 30 1 წილი
განზავებით 1:10
შვაბე, გვ. 91, 1950 წ
კონიო (Conium maculatum) სპირტიანი
ექსტრაქტი განზავებით 1: 10 D 12 1 წილი
შვაბე, გვ. 120, 1950 წ
ჭიაფერა (Phytolacca Americana) სპირტიანი
ექსტრაქტი განზავებით 1: 10 D 12 1 წილი
შვაბე, გვ. 209, 1950 წ
სილიციუმმჟვას სპირტიანი ხსნარი (Silicea) D 30 1წილი
ლაქტოზის სტანდარტული გრანულა 0,032გ± 10 %
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი
ფარმაკოლოგიური თვისებები: ანთების საწინააღმდეგო, ანტიტოქსიკური და ჰორმონთა მარეგულირებელი ჰომეოპათიური საშუალება
ჩვენებები: კისტოზურ-ფიბროზული მასტოპათია, დეგენერაციული დარღვევები ქალთა სასქესო ორგანოებში: ფიბრომიომები, ადნექსიტები.
მიღების წესი და დოზირება: სუბლინგვალურად (გრანულა იდება ენის ქვეშ)
ქრონიკული პროცესის დროს: 5-7 გრანულა დღეში 2-3-ჯერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვიდან 1 წლამდე)
პროფილაქტიკისათვის: 5 გრანულა დღეში 1-ჯერ.
პრეპარატი მიიღება საკვების მიღებამდე 20-30 წთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ.
უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი
პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება
რაიმე არასასურველი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატი უნდა მიიღონ ექიმის დანიშნულებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: შეზღუდვები არ გააჩნია.
ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს გავლენას
პირველადი შეფუთვა: 20 გ პერორალურად მისაღები გრანულები პოლიმერული მასალის ფლაკონში
მეორეული შეფუთვა: 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი: შპს „ბიოფარმი-L“ შპს „ლაზიკა ფარმა“-ს დაკვეთით
გოთუას ქ. N3, თბილისი, საქართველო