რივაქსა 20მგ #30ტ

რივაქსა 20მგ #30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რივაროქსაბანი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 83319
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

რივაქსა ® 20

Rivaxa

20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები 

რივაროქსაბანი

 

ეს პრეპარატი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების ახალი ინფორმაციის სწრაფ იდენტიფიკაციას. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ და მოგვახსენოთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომლებიც თქვენთან გამოვლინდა. გვერდითი მოვლენების შეტყობინების შესახებ იხილეთ პუნქტი 4-ის ბოლოს.

პრეპარატის მიღებამდე გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ მთლიანი ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

პრეპარატის მიღებამდე გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ მთლიანი ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი და მათი სიმპტომები ერთნაირია.

- თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.

რა არის მოცემული ამ ჩანართში:

1. რას წარმოადგენს რივაქსა® და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა იცოდეთ რივაქსა® მიღებამდე

3. როგორ მიიღება რივაქსა®

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შევინახოთ რივაქსა ®

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს რივაქსა® და რისთვის გამოიყენება იგი?

რივაქსა®შეიცავსაქტიურ სუბსტანციას რივაროქსაბანს და გამოიყენება ზრდასრულებში,

  • თავის ტვინში  და სხეულის სხვა სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგოდ (ინსულტი), თუ აღგენიშნებათ არარეგულარული გულისცემა, არასარქვლოვანი წინაგულოვანი ფიბრილაცია.
  • ქვედა კიდურების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი)  და ფილტვის სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია) თრომბოზის სამკურნალოდ და ქვედა კიდურებში და/ან ფილტვის სისხლძარღვებში თრომბის ხელახლა წარმოქმნის პრევენციისთვის.

რივაქსა®მიეკუთვნებაანტითრომბოტული პრეპარატების ჯგუფს. იგი ბლოკავას სისხლის შედედების ფაქტორს (ფაქტორი Xa) და ამგვარად ამცირებს სისხლის კოლტების წარმოქმნის ტენდენციას.

2. რა უნდა იცოდეთ რივაქსას® მიღებამდე

არ მიიღოთ რივაქსა®:

- თუ ხართ ალერგიული რივაროქსაბანის ან ამ მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია პუნქტში 6);

- თუ გაქვთ ჭარბი სისხლდენა;

- თუ გაქვთ დაავადება ან ორგანიზმში ორგანოს ისეთი მდგომარეობა რაც ზრდის სისხლდენის რისკს (მაგ: კუჭის წყლული, დაზიანება ან სისხლდენა ტვინში, ცოტა ხნის წინ ჩატარებული თვალის ან ტვინის ოპერაცია);

- თუ ღებულობთ თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგ: ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), გარდა იმ შემთხვევეისა როდესაც იცვლება ანტიკოაგულანტური მკურნალობა ან როდესაც ჰეპარინი შეაღწევს ვენებში ან არტერიულ ხაზში.

- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელსაც ახლავს სისხლდენის დიდი რისკი;

- თუ ხართ ორსული ან მეძუძური.

არ მიიღოთ რივაქსა® და უთხარით ექიმს თუ რომელიმე მათგანი ვრცელდება თქვენზე.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება რივაქსასთან® მიმართებაში

- თუ ხართ სისხლდენის დიდი რისკის ქვეშ, ასეთი შემთხვევები შეიძლება იყოს მაგალითად:

- თირკმლის მძიმე დაავადება, მაშინ როდესაც თქვენი თირკმლის ფუნქციაზე შეიძლება გავლენა იქონიოს წამლის რაოდენობამ რომელიც თქვენს ორგანიზმშია;

- თუ ღებულობთ თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგ: ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), როდესაც იცვლება ანტიკოაგულანტური მკურნალობა ან როდესაც ჰეპარინი შეაღწევს ვენებში ან არტერიულ ხაზში (იხ. პარაგრაფი „სხვა პრეპარატები და რივაქსა®“).

- სისხლდენის დარღვევები:

- ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება მკურნალობით;

- კუჭის ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადება რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, მაგ: ნაწლავების ან კუჭის ანთება, ან საყლაპავი მილის ანთება მაგ: გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის დაავადებით განპირობებული (დაავადება სადაც კუჭის წვენის მჟავა ადის საყლაპავ მილში);

- თვალის უკანა სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემა (რეტინოპათია);

- ფილტვის დაავადება, როდესაც ბრონქები გაფართოებულია და სავსეა ჩირქით (ბრონქიექტაზი), ან წარსულში სისხლდენა ფილტვებიდან;

- თუ გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი;

- თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს რომ თქვენი არტერიული წნევა არასტაბილურია ან დაგეგმილია სხვა მკურნალობა ან ფილტვებიდან სისხლის კოლტების მოცილების ქირურგიული პროცედურა.

 თუ ზემოაღნიშნულიდან რომელიმე ვრცელდება თქვენზე, აცნობეთ ექიმს სანამ მიიღებთ რივაქსას®. თქვენი ექიმი გადაწყვეტს იმკურნალოთ თუ არა ამ მედიკამენტით და გესაჭიროებათ თუ არა დაკვირვება.

თუ გესაჭიროებათ ოპერაცია:

- მნიშვნელოვანია რივაქსას® მიღება ექიმის ზუსტი მითითების შესაბამისად, ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.

- თუ ოპერაციაში შედის კათეტერი ან ინექცია ხერხემლის სვეტში (მაგ: ეპიდუალური ან სპინალური ანესთეზია ან ტკივილის შემცირება):

  • ძალიან მნიშვნელოვანია რომ ექიმის მითითების შესაბამისად მიიღოთ რივაქსა® ინექციამდე  და ინექციის შემდეგ ან კათეტერის ამოღების შემდეგ.
  • დაუყოვნებლივ უთხარით ექიმს თუ ანესთეზიის შემდეგ იგრძნობთ გაბუჟებას ან სისუსტეს ფეხებში, ან პრობლემებს ნაწლავებში ან შარდის ბუშტში, რადგან ამ დროს საჭიროა გადაუდებელი მზრუნველობა.

ბავშვები და მოზარდები

რივაქსა® არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ბავშვებში და მოზარდებში მისი გამოყენების შესახებ არ არის საკმარისი ინფორმაცია. 

სხვა პრეპარატები და რივაქსა®

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას, მათ შორის იმ მედიკამენტების მიღებას რომლების გაიცემა რეცეპტის გარეშე.

თუ ღებულობთ:

- სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი (მაგ: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი), თუ ისინი მხოლოდ კანისთვის გამოიყენება.

- აივ/შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ: რიტონავირი).

- სხვა მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას (მაგ: ენოქსაპარინი, კლოპიდოგრელი ან ვიტამინი K ანტაგინისტები, როგორიც არის ვარფარინი და აცენოკუმაროლი).

- ანთების საწინააღმდეგო და ტკივილის შემამსუბუქებელი მედიკამენტები (მაგ: ნაპროქსენი ან აცეტილსალიცილის მჟავა).

 - დრონედარონი, გამოიყენება წინაგულოვანი ფიბრილაციის დროს.

 -დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები) ან სეროტონინის ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები.

თუ ზემოაღნიშნულიდან რომელიმე ვრცელდება თქვენზე, აცნობეთ ექიმს სანამ მიიღებთ რივაქსას®, რადგან რივაქსას® ეფექტი შეიძლება გაიზარდოს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს იმკურნალოთ თუ არა ამ პრეპარატით და გჭირდებათ თუ არა დაკვირვება. თუ თქვენს ექიმს მიაჩნია, რომ თქვენ იმყოფებით კუჭის ან ნაწლავის წყლულის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, მაშ შესაძლოა ასევე გამოიყენოს წყლულის პრევენციული მკურნალობა.

თუ ღებულობთ:

 - ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებს (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი);

- კრაზანას, მცენარეული პროდუქტი რომელიც დამოიყენება დეპრესიის დროს;

 - რიფამპიცინს (ანტიბიოტიკი).

თუ ზემოაღნიშნულიდან რომელიმე ვრცელდება თქვენზე, აცნობეთ ექიმს სანამ მიიღებთ რივაქსას®, რადგან რივაქსას ეფექტი შეიძლება შემცირდეს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს იმკურნალოთ თუ არა რივაქსათი®და გჭირდებათ თუ არა დაკვირვება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ რივაქსა® თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა. რივაქსას® მიღების პერიოდში თუ არსებობს დაორსულების შანსი, გამოიყენეთ შესაბამისი კონტრაცეპტივი.   დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში დაორსულდებით და ის გადაწყვეტს როგორ უნდა იმკურნალოთ.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

რივაქსამ® შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა (ხშირი გვერდითი მოვლენა) ან სინკოპე (არახშირი გვერდითი მოვლენა) (იხ. პუნქტი 4 შესაძლო გვერდითი მოვლენები). არ მართოთ ავტომანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები თუ აღგენიშნებათ მოცემული სიმპტომები.

რივაქსა® შეიცავს ლაქტოზას

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ თქვენთვის ცნობილია რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.

3. როგორ მიიღება რივაქსა®

მედიკამენტი მიიღეთ ყოველთვის ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რამდენი უნდა მიიღოთ

ტვინში  და სხეულის სხვა სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგოდ (ინსულტი).

რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი რივაქსა® 20 მგ ერთჯერ დღეში.

თირკმელთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში  შეიძლება დოზის შემცირება, 1 ტაბლეტი რივაქსა® 15 მგ ერთჯერ დღეში.

თუ საჭიროა გულის ბლოკირებული სისხლძარღვების მკურნალობა (პერკუტანულიკორონარულიინტერვენციები - სტენტის ჩადგმა),   არსებობს დოზის შემცირების შეზღუდული მტკიცებულებები - ერთი ტაბლეტი რივაქსა® 15 მგ დღეში ერთჯერ (ან ერთი ტაბლეტი რივაქსა® 10 მგ დღეში ერთჯერ, იმ შემთხვევაში თუ თირკმელები შესაბამისად არ ფუნქციონირებს) გარდა ამისა, ანტითრომბოციტული სამკურნალო პრეპარატი, როგორიც არის კლოპიდოგრელი.

  • ქვედა კიდურების ვენების და ფილტვის სიხლძარღვებში თრომბის მკურნალობა და თრომბის ხელახლა წარმოქმნის პრევენცია.

რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი რივაქსა®  15 მგ ორჯერ დღეში, პირველი 3 კვირა. 3 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, რეკომენდებული დოზა არის 1 ტაბლეტი  რივაქსა®  20 მგ ერთჯერ დღეში.

თრომბოზზე მკურნალობის მინიმუმ 6 თვის შემდეგ ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის გაგრძელება ან შეცვალოს დოზირების რეჟიმი: ერთი 10 მგ ტაბლეტი ერთჯერ დღეში ან ერთი 20 მგ ტაბლეტი ერთჯერ დღეში.

თუ გაქვთ თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები და იღებთ ერთი ტაბლეტ რივაქსას® 20 მგ ერთჯერ დღეში, 3 კვირიანი მკურნალობის შემდეგ ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის შემცირება, ერთი ტაბლეტი რივაქსა® 15 მგ ერთჯერ დღეში თუ სისხლდენის არსებობის რისკი თრომბის წარმოქმნის რისკზე  უფრო მაღალია.

სასურველია ტაბლეტი გადაყლაპოთ წყალთან ერთად.

მიიღეთ რივაქსა® საკვებთან ერთად.

თუ გიძნელდებათ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა, მიმართეთ ექიმს და ჰკითხეთ თუ როგორ შეიძლება რივაქსას ® სხვაგვარად მიღება.  მიღებამდე ტაბლეტი შეგიძლიათ დაფშვნათ და შეურიოთ წყალში ან ვაშლის პიურეში. ამ ნარევს დაუყოვნებლივ მიაყოლეთ საკვები.

თუ საჭიროა, ექიმმა შეიძლება მოგცეთ რივაქსას ® გატეხილი ტაბლეტი კუჭის მილის საშუალებით.

როდის მიიღება რივაქსა®

ტაბლეტი მიიღეთ ყოველდღე, სანამ ექიმი არ გეტყვით რომ შეწყვიტოთ მკურნალობა.

ეცადეთ რომ ტაბლეტი მიიღოთ ყოველდღე ერთი და იგივე დროს, რაც დაგეხმარებათ შეხსენებაში. ექიმი გადაწყვეტს რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ მკურნალობა.

ტვინში (ინსულტი) და სხეულის სხვა სისხლძაღღვებში თრომბის წარმოქმნის პრევენცია.

თუ საჭიროა ნორმალური გულისცემის აღდგენა, პროცედურით რომელსაც ჰქვია  კარდიოვერსია, რივაქსა® მიიღეთ ექიმის მიერ განსაზღვრულ დროს.

თუ მიიღეთ რივაქსას® უფრო მეტი დოზა ვიდრე უნდა მიგეღოთ

თუ მიიღეთ რივაქსას® ტაბლეტების ძალიან დიდი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. რივაქსას® დიდი დოზის მიღებისას იზრდება სისხლდენის რისკი.

თუ დაგავიწყდათ რივაქსას® მიღება

  • თუ ღებულობთ ერთ 20 მგ ტაბლეტს ან 15 მგ ტაბლეტს დღეში ერთჯერ და გამოტოვეთ დოზა, მაშინ მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ დღეში ერთ ტაბლეტზე მეტი გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მომდევნო ტაბლეტი მიიღეთ შემდეგ დღეს და გააგრძელეთ ერთი ტაბლეტის მიღება დღეში ერთჯერ.
  • თუ ღებულობთ ერთ 15 მგ ტაბლეტს ორჯერ დღეში და გამოტოვეთ დოზა, მაშინ მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ ორ 15 მგ ტაბლეტზე მეტი დღეში. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, თქვენ შეგიძლიათ ორი 15 მგ ტაბლეტის მიღება ერთდროულად (ერთი დღის დოზა 30 მგ) ერთჯერ დღეში. მომდევნო დღეს უნდა გააგრძელოთ ტაბლეტების მიღება, ერთი ტაბლეტი  15 მგ ორჯერ დღეში.

თუ შეწყვეტთ რივაქსას® მიღებას

არ შეწყვიტოთ რივაქსას® მიღება ექიმის გარეშე, რადგან რივაქსა ხელს უშლის სერიოზული მდგომარეობების განვითარებას. ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

მსგავსად ყველა მედიკამენტისა, რივაქსამაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. სხვა პრეპარატების მსგავსად (ანტიბიოტიკები),რივაქსამაც® შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, რაც პოტენციურად შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო. ჭარბმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დავარდნა (შოკი). ზოგიერთ შემთხვევაში სისხლდენა შეიძლება იყოს ფარული.

შესაძლო გვერდითი მოვლენები რაც შეიძლება იყოს სისხლდენის ნიშანი:

დაუყოვნებილვ აცნობეთ ექიმს თუ შენიშნავთ შემდეგ გვერდით მოვლენებს:

 -    ხანგრძლივი ან ჭარბი სისხლდენა

- განსაკუთრებული სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გაურკვეველი შეშუპება, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი ან სტენოკარდია, რაც შესაძლოა იყოს სისხლდენის ნიშნები.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს იყოთ თუ არა მისი დაკვირვების ქვეშ ან შეცვალოს თუ არა მკურნალობა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები რაც შეიძლება იყოს კანის მწვავე რეაქციების ნიშანი:

დაუყოვნებივ აცნობეთ ექიმს თუ შენიშნავთ კანის რეაქციებს, როგორიც არის გავრცელებული ინტენსიური გამონაყარი კანზე, ბუშტუკები ან ლორწოვანი გარსის დაზიანება, მაგ: პირის ღრუში ან თვალებზე (სტივენს ჯონსონის სინდრომი/ ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი). ეს გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (10,000 -დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში).

შესაძლო გვერდითი მოვლენების მთლიანი ჩამონათვალი:

ხშირი (შეიძლება გავლენა მოახდინოს 10 -დან 1 პაციენტში).

- სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან, სისხლდენა შარდსასქესო ორგანოებიდან (მათ შორის სისხლი შარდში და ძლიერი მენტსრუალური სისხლდენა), სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან. 

-  თვალებიდან სისხლდენა (მათ შორის სისხლდენა თვალის სკლერადან);

- სისხლდენა ქსოვილიდან ან სხეულის ღრუდან (ჰემატომა, სისხლჩაქცევა);

- სისხლის ამოხველება;

- სისხლდენა კანქვეშ ან კანიდან;

- ოპერაციისშემდგომი სისხლდენა;

 - ქირურგიული ჭრილობიდან სისხლის ან სითხის გამოჟონვა;

 - კიდურების შეშუპება;

 - კიდურების ტკივილი;

 - ცხელება;

 - სისხლის უჯრედების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სისიფერმკთალე, სისუსტე ან ქოშინი;

 - კუჭის ტკივილი, დისპეპსია, გულისრევის შეგრძნება, ყაბზობა, დიარეა;

 - დაბალი არტერიული წნევა (სიმპტომები შეიძლება იყოს თავბრუსხვევის ან გულისწასვლის შეგრძნება წამოდგომისას);

  - უენერგიოდ ყოფნა (სისუსტე, დაღლილობა), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

 - გამონაყარი, კანის ქავილი;

 - თირკმელების ფუნქციის დარღვევა (შეიძლება გამოჩნდეს ანალიზებში);

 - სისხლის ანალიზში შეიძლება აღმოჩნდეს ღვიძლის ფერმენტების მომატება.

არახშირი (შეიძლება გავლენა მოახდინოს 100 -დან 1 პაციენტში).

- სისხლდენა ტვინში ან თავის ქალას შიგნით;

- სისხლდენა სახსრებში, რაც იწვევს ტკივილს და შეშუპებას;

- გულისწასვლა;

- ცუდადყოფნის შეგრძნება;

- პირის სიმშრალე;

- აჩქარებული გულისცემა;

- ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის ალერგიული რეაქციები;

- ჭინჭრის ციება;

- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (შეიძლება გამოჩნდეს ანალიზებში);

 - სისხლის ანალიზებში შეიძლება გამოჩნდეს ბილირუბინის დონის, პანკრეასის ან ღვიძლის ფერმენტების გაზრდა.

იშვიათი (შეიძლება გავლენა მოახდინოს 1,000 -დან 1 პაციენტში).

 - სისხლდენა კუნთებიდან;

 - ლოკალური შეშუპება;

 - კანის და თვალების სიყვითლე (სიყვითლე);

 - სისხლის დაგროვება (ჰემატომა) საზარდულში, როგორც კარდიოლოგიური პროცედურის გართულება, როდესაც კათეტერი მოთავსებულია ქვედა კიდურის არტერიაში (ფსევდოანევრიზმა).

უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირე არ არის ცნობილი)

- მომატებული წნევა ქვემო კიდურების კუნთებში ან მკლავებში სისხლდენის შემდეგ, რაც იწვევს ტკივილს, შეშუპებას, მგრძნობელობის შეცვლას, გაბუჟებას ან დამბლას (სისხლდენის შემდეგ წნევის აწევის სინდრომი რაიმე ანატომიურ ღრუში);

- ძლიერი სისხლდენის შემდეგ თირკმლის უკმარისობა.

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღინიშნებოდა ავტორიზაციამდე:

 - ანგიონევროტული და ალერგიული შეშუპება (სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება);

- ქოლესტაზი (ნაღველის შეგუბება), ჰეპატიტი, ჰეპატოცელულარული დაზიანება (ღვიძლის ანთება, ღვიძლის დაზიანება);

 - ტრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, უჯრედები რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული.

5. როგორ შევინახოთ რივაქსა®

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას;

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემგედ რომელიც მითითებულია მუყაოზე და თითოეულ ბლისტერზე; ვარგისიანობის ვადის ამოწურვა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. პრეპარატი არ გადააგდოთ წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ პრეპარატი აღარ გჭირდებათ მიმართეთ ექიმს რჩევისთვის თუ როგორ განკარგოთ იგი. ამ ზომების მიღებით დაიცავთ გარემოს.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს რივაქსა®

- აქტიური ნივთიერება არის რივაროქსაბანი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს  15 მგ ან 20 მგ რივაროქსაბანს.

სხვა ინგრედიენტებია: 

რივაქსა® 15 მგ:

ჰიპრომელოზა 6cps, ტიტანის დიოქსიდი (E-171), PEG-6000, PEG-400, გასუფთავებული ტალკი, რკინის წითელი ოქსიდი, PVP K30, ლაქტოზა 200.

რივაქსა® 20მგ:

ჰიპრომელოზა 6cps, ტიტანის დიოქსიდი (E-171), PEG-6000, PEG-400, გასუფთავებული ტალკი, ლურჯი ფერი N2, ლაქტოზა 200.

როგორ გამოიყურება რივაქსა® და შეფუთვის შიგთავსი

რივაქსა®15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი, მრგვალი ფორმის და ლურჯი შეფერილობის.  თითოეულ კოლოფში არის 30 ტაბლეტი.

რივაქსა®20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი, მრგვალი ფორმის და ლურჯი შეფერილობის.  თითოეულ კოლოფში არის 30 ტაბლეტი.

ამ პროდუქტთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით სავაჭრო ნებართვის მფლობელ ადგილოვრივ წარმომადგენელს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

ირანი, Amin Pharmaceutical Company