რეკო ბალანსი #8პაკ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
რეკო ბალანსი #8 საშეტი
ფხვნილი ლიმონის გემოთი პერორალური მიღებისთვის
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:
ელექტროლიტურმა დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სპაზმი, გულისცემის ცვლილებები და შფოთვა.
როგორ მოქმედებს ?
უზრუნველყოფს ორგანიზმის ელექტროლიტური ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.
როდის უნდა გამოვიყენოთ ?
დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვის შემდეგ მაგ. სპორცმენებში (ნებისმიერი სპორტის სახეობის დროს) ვირუსული ინფექციებით გამოწვეული დიარეის ან ღებინების შემდეგ.
შემადგენელი კომპონენტები |
1 საშეტი/მგ |
2 საშეტი/მგ |
ნატრიუმის ქლორიდი |
1300 |
2600 |
კალიუმის ქლორიდი |
750 |
1500 |
ნატრიუმის ბიკარბონატი |
90 |
180 |
სიმაგ™, რომელიც შეიცავს მაგნიუმის იონებს |
100 60 NRV* 16 % |
200 120 NRV* 32 % |
*NRV - კვებითი ღირებულება. (საკვები ნივთიერებების შემცველი დადგენილი მაჩვენებლები)
ნატრიუმის იონები
მნიშვნელოვანია ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებისათვის, ნეირონების და კუნთების უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
კალიუმის იონები
კალიუმი არის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უჯრედული ელექტროლიტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედების, ქსოვილებისა და მთელი ორგანიზმის ფუნქციების რეგულირებაში. არეგულირებს სითხის ბალანს და უჯრედშიდა ოსმოსურ წნევას, ინარჩუნებს PH სისხლში. იგი ასევე არეგულირებს ჩონჩხის კუნთების შეკუმშვას და ნერვული იმპულსების ჩატარებას. კალიუმის იონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის სინთეზის რეგულირებასა და ამინომჟავების ტრანსპორტირებაში.
ქლორის იონები
ისინი ხელს უწყობენ ბიოლოგიური სითხეების ოსმოსური წნევის შექმნას, რაც მნიშვნელოვანია მჟავა-ტუტოვანი გარემოს შექმნისთვის.
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (ბიკარბონატი)
იგი იმყოფება ბიოლოგიური სითხეებისა და სხვადასხვა ორგანოთა შემადგენლობაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებაში. იგი უზრუნველყობს რძის მჟავის შემცირებას ფიზიკური დატვირთვის დროს და ასევე ამცირებს საკვები კომპონენტების მჟავიანობას.
სიმაგ™ მაგნიუმის იონები
მაგნიუმი არეგულირებს და ინარჩუნებს ფერმენტულ აქტივობას. იგი ძალზე მნიშვნელოვანია სხეულისა და ენერგიის წარმოების 300-ზე მეტი ფერმენტული ბიოქიმიური რეაქციისათვის. მაგნიუმის კათიონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის ფუნქციის შენარჩუნებაში.
გამოყენების ჩვენება:
რეკო ბალანსი არის ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი კომბინირებული საშუალება, რომელიც გამოიყენება:
- წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენის, მწვავე დიარეის ან მსუბუქი და საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
- ვირუსული ინფექციით გამოწვეული დიარეის არსებობისას;
-წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევისას - გულისრევა/ღებინების, ასევე ალკოჰოლური ინტოქსიკაციისას - პროფილაქტიკური მიზნებისათვის;
- სითბური და ფიზიკური დატვირთვისას არსებული ინტენსიური ოფლდენის დროს (მაგ: სპორტული აქტივობისას - პროფილაქტიკის მიზნით);
- თერმული დაზიანებისას, რომელიც დაკავშირებულია წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევასთან;
- ჭარბი ოფლდენის დროს, მომატებული ტემპერატურის ფონზე ბავშვებში და მოზრდილებში.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ, პაციენტები, რომლებიც არიან დიეტურ კვებაზე ნატრიუმის შეზღუდვით და მძიმე თირკმლის უკმარისობით. დიაბეტის დროს, როდესაც თირკმლის და ღვიძლის ფუნქცია დარღვეულია.
მიღების წესი და დოზირება:
მომზადებული ხსნარის მიღება რეკომენდებულია პერორალურად. მიღების წინ შიგთავსი უნდა გახსნათ 500-1000მლ ახლად ადუღებულ და გაგრილებულ წყალში, კარგად მოურიეთ და მიიღეთ.
ბავშვებში:
4 თვიდან - 1 წლამდე: 0,5 – 1 საშეტი დღეში;
1-დან - 12 წლამდე: 1 – 2 საშეტი დღეში;
12 წლიდან მოზრდილებში: 1 – 3 საშეტი დღეში.
წყალ-ელექტროლიტური ბალანსის სწრაფი აღდგენისათვის მომზადებული ხსნარის მიღება უნდა მოხდეს პირველი 4 საათის განმავლობაში სითხის დანაკარგის კუპირებისათვის.
მიღებული ხსნარი ინახება 24 საათის განმავლობაში +60C -დან - +80C - მდე.
მკურნალობის კურსი განისაზღვრება ექიმის მიერ.
მხოლოდ პერორალური მიღებისათის.
გვერდითი მოვლენები:
რეკო ბალანსის გამოყენების წესის დაცვის შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობისა და ლაქტაციის დროს რეკო ბალანსის მიღება შესაძლებელია რეკომენდებული დოზებით.
სიფრთხილის ზომები:
შეიცავს კალიუმს.
არ გამოიყენოთ თუ ხართ ალერგიული რომელიმე ნივთიერების მიმართ .
მოცემული პროდუქტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილება:
მშრალი საშეტები ინახება არაუმეტეს 25ºC.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას.
მწარმოებელი:
UAB “Innovative Pharma Baltics”
მოკსლინინკუ გ. 6ა, LT-08412,
ვილნიუსი, ლიეტუვა,
www.ipb.lt