ცეფპოდოქსიმის პროქსეტ200მგ#10ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი ტაბლეტები 200 მგ
შემადგენლობა:
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი USP 200 მგ ცეფპოდოქსიმის ექვივალენტური
დამხმარე ნივთიერებები: ტიტანიუმის დიოქსიდი
ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია: ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი
ფარმაკოლოგიური თვისებები: ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი არის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი, მესამე თაობის პერორალური ცეფალოსპორინი. გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება, რაც განპირობებულია უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით.
ფარმაკოკინეტიკა:
მედიკამენტი სწრაფად შეიწოვება, რასაც ხელს უწყობს საკვების მიღება და კუჭის დაბალი Ph. მედიკამენტი ფართოდ ნაწილდება ორგანიზმში. აღწევს სინოვილურ, პლევრალურ და პერიტონიალურ სითხეში. ცილებთან კავშირი არის 18-23 %.
მეტაბოლიზმი: ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი ესტერიფიკაციას გადის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და წარმოქმნის აქტიურ მეტაბოლიტს ცეფპოდოქსიმს.
გამოყოფა: ცეფპოდოქსიმის დოზის 53% გამოიყოფა შარდით, ხოლო 47% განავლის საშუალებით.
ჩვენებები: ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი გამოიყენება შემდეგი ნოზოლოგიების სამკურნალოდ: სტრეპტოკოკული ფარინგიტ და ტონზილიტი, მწვავე პნევმონია, ქრონიკული ბრონქიტის მწვავე ბაქტერიული გართულების დროს, გაურთულებელი გონორეა (მამაკაცებსა და ქალებში)და რექტალური გონოკოკური ინფექციები ქალებში, სინუსიტი, შარდსასქესო გზების გაურთულებელი ინფექცია და მწვავე ოტიტი ბავშვებში.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა, ორსულობა და ლაქტაცია
განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნება ალერგიული რეაქცია პენიცილინზე. განსაკუთრებით, IgE-თი მიმდინარე რეაქციები (ანაფილაქსური შოკი, ანგიოდემა ან ურტიკარია).
მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და ფსევდომემბრანული კოლიტი.
თირკმლის უკმარისობა: სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, ვისაც თირკმლის უკმარისობა აქვთ; მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, როდესაც კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ-ზე ნაკლებია, ხდება დოზის კორექცია.
ციროზის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
დოზირება:
12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები:
ინფექციის ტიპი |
დღიური დოზა |
დოზის სიხშირე |
ხანგრძლივობა |
ფარინგიტი/ტონზილიტი |
200 მგ |
100 მგ 12სთ-ში ერთხელ |
5-10 დღე |
პნევმონია |
400 მგ |
200 მგ 12სთ-ში ერთხელ |
14 დღე |
ქრონიკული ბრონქიტის მწვავე ბაქტერიული გართულების დროს |
400 მგ |
200 მგ 12სთ-ში ერთხელ |
10 დღე |
გაურთულებელი გონორეა (მამაკაცებსა და ქალებში)და რექტალური გონოკოკური ინფექციები ქალებში |
200 მგ |
ერთჯერადი დოზა |
|
სინუსიტი |
400 მგ |
200 მგ 12სთ-ში ერთხელ |
10 დღე |
შარდსასქესო გზების გაურთულებელი ინფექცია |
200 მგ |
100 მგ 12სთ-ში ერთხელ |
7 დღე |
გვერდითი მოვლენები: დიარეა, გულისრევა, კოლიტი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, მიალგია და ა.შ.
შეფუთვა: 1X10 ტაბლეტი
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ ადგილას 30*C-ზე დაბალ ტემპერატურაზე
შენახვის ვადა : 24 თვე
მწარმოებელი: შპს. საკარ ჰელსქეარი ინდოეთი