იმუნ კიდსი 150მლ სიროფი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
იმუნ ქიდსი
საკვები დანამატი
ფორმულის შემადგენლობა:
სიროფის ყოველი 5მლ. შეიცავს ბეტა-გლუკანი 25მგ., ანწლის ექსტრაქტი 25მგ., პროპოლისი 10მგ., ვიტამინი A 400მკგ., ვიტამინი B1 0.7მგ., ვიტამინი B2 0.8მგ., ვიტამინი B6 0.8მგ., ვიტამინი B12 0.5 მკგ., ვიტამინი C 30მგ., ვიტამინი D3 2.5 მკგ., ვიტამინი E 6მგ., თუთია 7.5მგ., სელენი 75მკგ.
დოზირება და მიღების წესი:
4 – 10 წელი: 5მლ. ერთხელ დღეში
11 წელი და ზემოთ: 5მლ. 2-ჯერ დღეში.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იმუნური სისტემა იცავს ბავშვის ორგანიზმს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისგან. ზოგიერთი ადამიანის იმუნური სისტემა, მისი კვების რაციონიდან, ცხოვრების რეჟიმიდან და გენეტიკიდან გამომდინარე, არასრულყოფილად ფუნქციონირებს. საკვები - ღარიბი ხილით და ბოსტნეულით (რაც ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების წყაროს წარმოადგენს) და გამდიდრებული შაქრითა თუ მზა საკვებით (ნახევარფაბრიკატებით) უარყოფითად მოქმედებს იმუნური სისტემის ფუნქციაზე. უმოძრაო ცხოვრების წესი და სტრესული გარემო ასევე უარყოფითად აისახება იმუნური სისტემის ფუქციაზე. ჯანსაღი და ძლიერი იმუნური სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცივი სეზონის მოახლოების წინ.
როგორ გეხმარებათ იმუნ ქიდსი?
იმუნ ქიდსის მიღება შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ სეზონზე, საჭიროების მიხედვით. ზამთრის სეზონზე, როდესაც გარემოს ტემპერატურა დაბალია, ტენიანობაც დაბალი, იმუნურ სისტემას უფრო მეტად უხდება გადაძაბვა. ზამთრის განმავლობაში შესაძლებელია იმუნ ქიდსის დოზის გაზრდაც.
იმუნ ქიდსი, უნიკლაური შემადგენლობის წყალობით, აძლიერებს იმუნურ სისტემას და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს დაავადების შემდგომ პერიოდში.
ანწლი - აძლიერებს ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლის უნარს. ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს გაციების დროს. ბეტა-გლუკანი ზრდის უჯრედული იმუნიტეტის აქტივობას.
მიღების რეკომენდაციები:
იმუნ ქიდსი შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების ბალანსირებულ დღიურ რაოდენობას. ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს იწვევს არასრულფასოვანი კვება, ნაწლავებიდან შეწოვის დარღვევა, გახანგრძლივებული სტრესი, ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, დამწვრობა, ტრავმა. ვიტამინების კომპლექსის მიღება აუცილებელია მათთვის, ვინც სამკურნალო დიეტაზეა და შეზღუდული რაოდენობით ღებულობს ამა თუ იმ პროდუქტს, ასევე მათთვის, ვისაც აქვს დიაბეტი, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადება, მათთვის, ვინც გადაიტანა მწვავე დაავადება ან ქირურგიული ოპერაცია. განსაკუთრებით მნიშნელოვანია ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი ისეთი ბავშვებისთვის, ვინც გადაიტანა მწვავე დიარეით მიმდინარე ნაწლავთა ინფექცია.
უკუჩვენებები:
იმუნ ქიდსი უკუნაჩვენებია ისეთი პირებისთვის, ვისაც აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
გაუთვალისწინებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურისა.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ.
პროდუქტის მფლობელი:
Istanbul Ilac Koz. Tur. San. ve Tic. LTD. Sti.
Eyüp Sultan Mah. Ulubatli Hasan Cd. No:16
Sancakteoe IST. Tel.: +90 216 313 71 10
www.dermoclean.com
Exclusive agent in Georgia
Brochem Georgia
Address: 145 Beliashvili street 0159
Tbilisi, Georgia
E-mail: [email protected]
www.brochem.ge
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს. ბროქემ გეორგია