ტუტუკონი ნეო 250მლ ხსნარი

ტუტუკონი ნეო 250მლ ხსნარი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 82989
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ტუტუკონი® ნეო

TUTUKON® NEO

 


სამკურნალო ფორმა: შიგნით მისაღები ხსნარი.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
ხსნარის 100 მლ შემადგენლობაში შედის 94 663,00 მგ წყლის დისტილატი, რომელიც მიღებულია სამკურნალო მცენარეების ნარევისგან: მინდვრის შვიტას ღერო (Equisetum arvense) 4737,8 მგ; სპერგულარია წითელი (Spergularia rubra)2742,9 მგ;Peumus boldus Molina 2327,3 მგ, ოპუნცია (კაქტუსი) ყვავილები (Opuntia ficus-indica Miller) 1413,00 მგ; საყვითლოს ფოთლები (Sideritis angustifolia) 1413,00 მგ, როზმარინის ფოთლები (Rosmarinus officinalis) 1413,00მგ; გლერტას ფესვები (Cynodon dactylon) 1413,00 მგ; ბარამბოს ფოთლები (Melissa officinalis) 1413,00 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 4000, პოლისორბატი 20, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა უწყლო, სუკრალოზა, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა
სპეციფიური სუნის მქონე გამჭვირვალე ან ოდნავ მაოპალესცირებელი, უფერო ან მოყვითალო ფერის სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიაში გამოყენებული კომბინირებული საშუალებები.
კოდი ათქ: G04BX.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატის კლინიკური ეფექტები მიიღწევა მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნაერთების მოქმედების შედეგად. ესენია ეთერზეთები, ფლავონოიდური ნაერთები, ფენოლკარბონის მჟავა და მათი წარმოებულები, ფენილპროპანოიდები – როზმარინის მჟავა და მისი ეთილის ეთერი, ყავის, ქლოროგენული, ნ-კუმარინის, ფერულის და სინაპის მჟავები; ურსოლის, კაჟბადის, აკონიტის, ღოლოს, ვაშლის მჟავა; ალკალოიდები, გლიკოზიდები, ტანინები, პექტინი, საპონინები, სტერინები, კუმარინები, კონცენტრირებული ვიტამინური კომპლექსი, მინერალური ნივთიერებები, მიკროელემენტები, ფისები.
ჩამოთვლილი აქტიური ნივთიერებები ავლენენ ნეფროპროტექტორულ და დიურეზულ მოქმედებას – აღადგენენ თირკმელების მილაკების ეპითელის ფუნქციას, ამცირებენ ცილის გამოყოფას და ახდენენ ტუბულარული აპარატის ფუნქციონირების ნორმალიზებას, ფლობენ ოსმოსურ ეფექტებს (არ არღვევენ იონურ ბალანსს – კალიშემნახველი ეფექტი), ამცირებენ თირკმელების კაპილარების გამტარობას; ავლენენ სპაზმოლიზურ მოქმედებას – აფართოებენ თირკმელების სისხლძარღვებს და შარდ-გამომყოფი სისტემის ორგანოების კუნთოვან კედელს; ავლენენ ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას ანთების მედიატორების აქტივაციის და სინთეზის დათრგუნვის გზით, ლეიკოტრიენების სინთეზის ინჰიბირებით, თავისუფალი რადიკალების რეაქციის დათრგუნვით; ავლენენ ლითოლიზურ მოქმედებას – ასტიმულირებენ შარდმჟავას მარილების გამოყოფას, თრგუნავენ კრისტალების წარმოქმნას, კონკრემენტების ფორმირებასა და ზრდას, ახდენენ შარდის PH-ის ნორმალიზებას; ფლობენ ანტიბაქტერიულ მოქმედებას – არღვევენ მიკროორგანიზმების მემბრანებს და აფერხებენ ბაქტერიულ ჰიალურონიდაზას.
ტუტუკონი® ნეოს მოქმედების კომპლექსურობა დაფუძნებულია თითოეული შემადგენელი კომპონენტის ეფექტის სინერგიზმით.
სპერგულარია წითელი (Spergularia rubra) – შლის ოქსალატებს, ფოსფატებს და ურატებს მის შემადგენლობაში შემავალი ფლავონიდური ფრაქციების შემადგენლობის, დიურეზის მომატების ხარჯზე;
Peumus boldus Molina – ფლობს მადეზინფიცირებელ, შარდმდენ და ნაღველმდენ მოქმედებას; ანთების საწინააღმდეგო და ანტიპირეტიული ეფექტები განპირობებულია პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირებით;
გლერტას ფესვები (Cynodon dactylon) –ფლობს ანტიბაქტერიულ და ანტიფუნგურ მოქმედებას, ასტიმულირებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო საშუალების სახით;
საყვითლოს ფოთლები (Sideritis angustifolia) –არის დიურეტიკი, ფლობს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ ეფექტებს, რაც განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ფლავონოიდებით, ზეთებით და ტანინებით;
ოპუნცია (კაქტუსი) ყვავილები (Opuntia ficus-indica Miller) –ხასიათდება მნიშვნელოვანი დიურეზული და სპაზმოლიზური აქტივობით;
როზმარინი(Rosmarinus officinalis)–აქტიური სპაზმოლიზური, დიურეზული, ბაქტერიოსტატული და ანტიოქსიდანტური მოქმედების გარდა, ასევე ფლობს ქოლერეტულ ეფექტს;
ბარამბო (Melissa officinalis) –ფლობს მნიშვნელოვან სპაზმოლიზურ, ბაქტერიო- და ფუნგისტატურ მოქმედებას, და, გარდა ამისა, ასევე ფლობს სედატიურ მოქმედებას;
მინდვრის შვიტა(Equisetum arvense) –ფლობსგამოხატულ დიურეზულ, ანთების საწინააღმდეგო, ლითოლიზურ, მადეზინტოქსიკაციურ ეფექტს.
ფარმაკოკინეტიკა: არ არის შესწავლილი.
გამოყენების ჩვენება
- შარდ-გამომყოფი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი;
- უროლითიაზი კონკრემენტის სხვადასხვა ლოკალიზაციით და ზომით;
- შარდ-კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადია, შარდმჟავა დიათეზი (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები);
- კონკრემენტების პირველადი და განმეორებითი წარმოქმნის პროფილაქტიკა, მათ შორის მათი ელიმინაციის შემდეგ;
- შარდ- და სანაღვლე გზების სპაზმი;
- სპასტიკური კოლიტი;
- პოდაგრა;
- ინტოქსიკაციის სხვადასხვა სახეები (სამკურნალწამლო, ალკოჰოლური, ნარკოტიკული, კვებითი, მძიმე მეტალებით მოწამვლა).
გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი
პრეპარატი მიიღება შიგნით, 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე, სამკურნალო დოზა:

ასაკი

დოზირება

სკოლამდელი ასაკის ბავშვები

1-1,5 მლ 3-ჯერ დღეში

სკოლის ასაკის ბავშვები

2.5 მლ 3-ჯერ დღეში

მოზრდილები

7 მლ 3-ჯერ დღეში

ორსული და მეძუძური ქალები 

3 მლ 3-ჯერ დღეში


გამოყენებამდე რეკომენდებულია წყლით განზავება.

პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს 10-30 დღეს.
დოზირების და თერაპიის კურსის კორექცია შესაძლებელია ექიმის მიერ ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის. პრეპარატის გამოყენების გამოტოვების შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს გაორმაგებული დოზის მიღება.
გვერდითი მოქმედება
ტუტუკონი® ნეო კარგად გადაიტანებოდა კლინიკურ კვლევებში.
შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, კანის გამონაყარი).
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთზემოქმედების სხვა სახეები
გამოვლენილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
არ უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოყენება ორსულობის დროს და ბავშვებში
ტუტუკონი® ნეოს გამოყენება ორსულობის პერიოდში და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე
ტუტუკონი® ნეო არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზა
სამკურნალო საშუალების რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას ჭარბი დოზის შემთხვევები არ ყოფილა გამოვლენილი. შემთხვევითი ჭარბი დოზის დროს საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
გამოშვების ფორმა
ფლაკონში 250 მლ ხსნარი, საზომი შპრიცით.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, შუქისაგან და ნესტისაგანდაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი არის გრანდ მედიკალ გრუპ აგ., შვეიცარია, წარმოებულია მიგუელი გარიგა ო.ო.ო., ესპანეთი.