პრობაკ ლაიფი #10კაფს
გააზიარე:
პრობაკ ლაიფი კაფს. N10
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება, ეუბიოტიკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრობაკ-ლაიფი არის კომპლექსური პრეპარატი. იგი შეიცავს ადამიანის ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის კომპონენტებს ლაქტობაქტერიების ცოცხალი უჯრედების სახით. პროდუქტი მზადდება ანტიბიოტიკრეზისტენტული და ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ გამძლე შტამებისაგან, რაც განაპირობებს მისი კომპონენტების მდგრადობას სხვადასხვა ჯგუფის ქიმიური მედიკამენტების მიმართ.
ლაქტობაქტერიები – Lactobacillaceae-ს ოჯახის ბაქტერიების სახეობაა, რომელიც აერთიანებს გრამდადებით უმოძრაო არასპორწარმომქნელ ანაერობულ ჩხირებს, რომლებიც შლის ნახშირწყლებს რძემჟავას წარმოქმნით. მათ მიერ შექმნილი მჟავე გარემო ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების განვითარებას, რომლებიც შეადგენს ბიოცენოზისა და ადამიანის ორგანიზმის სხვა ნორმალური მიკროფლორის 85-95%-ს.
ლაქტობაქტერიებს შეუძლია გაააქტიუროს უჯრედების იმუნიტეტი და იმუნოგლობულინების გამომუშავება. ლაქტობაქტერიების იმუნომასტიმულირებელ თვისებას უკავშირებენ მათი უჯრედის კედელში პეპტიდოგლიკანების არსებობას, რომლებსაც იმუნომამოდულირებელი მოქმედება გააჩნია.
ლაქტობაქტერიების ამ შტამების უპირატესობას წარმოადგენს მაღალი რეზისტენტობა კუჭის წვენისა და ნაღვლის მჟავების ზემოქმედების მიმართ. მაგ. კუჭის მჟავე გარემოში 30-წუთიანი გაჩერების შემდეგ, მიკროორგანიზმის დაახლოებით 80% ცოცხალი რჩებოდა. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ბაქტერიებს გააჩნიათ ნაწლავის კედლის რეცეპტორებზე მიმაგრებისა და 7-15 დღის განმავლობაში ცოცხლად გადარჩენის უნარი.
ჩვენებები:
- · მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა;
- · ნაწლავის მიკროფლორის დარღვევების – დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- · საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია): დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა;
- · ბოყინი, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი (მ.შ. დაკავშირებული საკვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობებთან და სხვა მიზეზებთან);
- · მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი;
- · ანტიბიოტიკების, ონკოსტატიკების, ქიმიოპრეპარატების მიღებით და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- · ლაქტოზას აუტანლობა (რძის ლაქტოზას მიმართ ტოლერანტობის მომატების მიზნით);
- · "Clostridium Difficile"-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანოზული კოლიტი;
- · შიდსთან ასოცირებული დიარეა;
- · გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
|
შემადგენლობა: |
დღიური დოზა ( 1 კაფსულა): |
დღიური დოზა ( 1 კაფსულა): |
|
Lactobacillus Acidophilus |
2 მილიარდი |
4 მილიარდი |
|
Lactobacillus Rhamnosus |
2 მილიარდი |
4 მილიარდი |
NRV** = საკვები ნივთიერებების ეტალონური ღირებულება
პროდუქტის ფორმა:
10 კაფსულა პოლიეთილენის ფლაკონში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მიღების წესი და დოზირება :
1-2 კაფსულა დღეში, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
მიიღება ჭამის დროს, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის პროდუქტი მიიღება ანტიბიოტიკების მიღებამდე ორი საათით ადრე ან ანტიბიტოკების მიღებიდან ორი საათის შემდეგ. გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ანტიბიოტიკების დანიშვნის ვადით. ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დიარეის მკურნალობისას – დაავადების სიმპტომების გაქრობამდე. შემდეგ შეიძლება პროფილაქტიკურ გამოყენებაზე გადასვლა.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პროდუქტის გამოყენება შეიძლება ორსულობის სამივე ტრიმესტრში და მთელი ლაქტაციის პერიოდში.
უკუჩვენება :
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
არ შეიძლება სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენთებთან კომბინაციაში გამოყენება.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ალტერნატივა.
შენახვის პირობები:
შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, გრილ, ბნელ და მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი :
Life on Healthcare LTD (დიდი ბრიტანეთი).








