ვიტადეი თევზის ქონი200მლ სიროფ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ვიტადეი
თევზის ქონი ომეგა 3
საკვები დანამატი
ფორმულის შემადგენლობა:
5მლ. % RDA
ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები |
1315 მგ. |
- |
EPA (ეკოზაპენტაენის მჟავა) |
736 მგ. |
46 |
DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) |
460 მგ. |
28 |
ვიტამინი E |
6 მგ. |
50 |
ენერგეტიკული ღირებულება |
40 კკალ. |
|
დამხმარე ნივთიერებები |
მცენარეული ცხიმი, ფორთოხლის არომატიზატორი |
|
გამოყენება: თუ ექიმის დანიშნულება ხელთ არ გაქვთ, ისარგებლეთ დოზირების შემდეგი რეჟიმით
ბავშვები: 0-4 წელი |
2,5 მლ. |
ბავშვები: 4-10 წელი |
5 მლ. |
11 წელი და ზევით |
10 მლ. |
ფარმაკოლოგიური თვისებები: ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც გვხვდება ცხიმით მდიდარ თევზში, მცენარეულ ცხიმში. იგი ასევე ცნობილია სახელით: „ n-3“.ომეგა-3 არის ე.წ. სასარგებლო ცხიმების ოჯახიდან. ეს არის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის და მას აუცილებლად უნდა შეიცავდეს ადამიანის საკვები რაციონი. EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) და DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებია ადამიანის ორგანიზმისთვის.
ომეგა-3, თავისი უნიკალური სტრუქტურის გამო, მეტად მნიშვნელოვანია. EPA და DHA მონაწილეობს გულ-სისხლძარღვთა, იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, ხელს უწყობს პროსტაგლანდინების ფორმირებას. DHA არის ბადურის, თავის ტვინისა და ნეირონების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტი.
თევზის ქონში მაღალია ომეგა-3_ის, განსაკუთრებით კი DHA-სა და EPA-ს შემცველობა. ზოგიერთი მცენარეული ზეთი შეიცავს ALA-ს (ალფა-ლინოლენის მჟავა), მაგრამ არ შეიცავს DHA-ს და EPA-ს.
მიღების რეკომენდაცია:
ვიტადეი ხელს უწყობს კარდიოვასკულური სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას;
DHA და EPA ხელს უწყობს გულის ნორმალურ მუშაობას;
DHA და EPA აუმჯობესებს სისხლძარღვთა კედლის ელასტიურობას;
DHA-სა და EPA-ს ხელს უწყობს ტრიგლიცერიდების დონის დარეგულირებას სისხლში;
ტვინის და ნერვის ფუნქცია: როგორც თავის ტვინის ქსოვილისა და ნეირონების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი - DHA ხელს უწყობს კოგნიტური ფუნქციის გაუმჯობესებას;
DHA აუცილებელია უჯრედების მემბრანის თხევადობის შესანარჩუნებლად, მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში;
DHA იცავს და აძლიერებს თავის ტვინის უჯრედებს - ნეირონებს.
მხედველობა: DHA მნიშვნელოვანი რაოდენობით არის აღმოჩენილი თვალის ბადურაში, რაც აუცილებელია ნორმალური მხედველობის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის.
იმუნური სისტემა: DHA და EPA აუცილებელია ეკოზანოიდების ბალანსირებული კონცენტრაციის შესანარჩუნებლად, რაც, თავის მხრივ, იმუნური სისტემის სრულყოფილ მუშაობას უწყობს ხელს.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები: რაიმე უჩვეულო სახის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შენახვის წესი: შეინახეთ პროდუქტი არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილას.
შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურისა.
გამოშვების ფორმა: სიროფი 200 მლ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის მფლობელი:
Istanbul Ilac Koz. Tur. San. ve Tic. LTD. Sti.
Eyüp Sultan Mah. Ulubatli Hasan Cd. No:16
Sancakteoe IST. Tel.: +90 216 313 71 10
www.dermoclean.com
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს. ბროქემ გეორგია