კოფექსი 100მლ სიროფი

კოფექსი 100მლ სიროფი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ძირტკბილა,ბეგქონდარა,ალთე, ფურისულა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 82961
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კოფ-ექსი სიროფი

საკვები დანამატი

შემადგენლობა:

შემადგენელი კომპონენტები

რაოდენობა

ძირტკბილა

100 მგ.

ბეგქონდარა

1 მგ.

ტუხტი (ალთე) სამკურნალო

54.17 მგ.

ფურისულა

8.33 მგ.

თაფლი

 

პიტნა

 

დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ქსანტანის გუმფისი, არომატიზატორი, ბუნებრივი დამატკბობელი.

ტუხტი (ალთე) სამკურნალო/Althea Officinalis - უძველესი დროიდანაა ცნობილი, როგორც ხველის დამარბილებელი საშუალება. ტუხტის ფესურაში ლორწოვანის მასის შემცველობის გამო მას აქვს უნარი, შემოფარგლოს ანთებითი კერა.

ფურისულა/Primrose – უზრუნველყოფს ნახველის ადვილად ევაკუაციას სასუნთქი გზებიდან, ხსნის გაციების სიმპტომებს.

ძირტკბილა/Liquorice - აუმჯობესებს სასუნთქი გზების ფუნქციას.

ბეგქონდარა/Thyme - აქვს ანტიბაქტერიული, ამოსახველებელი, სპაზმოლიზური მოქმედება.

კოფ-ექსი - ეს არის ბუნებრივი საშუალება შემაწუხებელი ხველისთვის. ოთხი სამკურნალო მცენარის კომბინაცია აუმჯობესებს სასუნთქი გზების ფუნქციას, სუნთქვას, ამსუბუქებს და სრულიად ხსნის ხველას, ხმის ჩახლეჩას, სიმშრალეს.

როგორ გეხმარებათ კოფ-ექსი - გაციება და ხველა პირველ რიგში აზიანებს სასუნთქ გზებს. სქელი ლორწო ეფარება სასუნთქი გზების ლორწოვანს, ლორწოვანი ღიზიანდება, იწყება შემაწუხებელი ხველა. კოფ-ექსის უნიკალური მცენარეები და ესენციური ეთერზეთები ხელს უწყობს სქელი ლორწოს გათხევადებას და აადვილებს ამოხველებას, შესაბამისად უმჯობესდება სუნთქვაც.

დოზირება და მიღების წესი: 0 - 4 წელი: 2.5 მლ. 2-ჯერ დღეში; 5 – 10 წელი: 5 მლ. 3-ჯერ დღეში; 11 წელი და ზევით: 5 მლ. 4-ჯერ დღეში.

შესაძლებელია სიროფის მცირე რაოდენობით წყალსა და წვენში გახსნა.

ორსულობა, ლაქტაცია: ორსულმა და მეძუძურმა ქალმა აუცილებლად უნდა გაიაროს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია კოფ-ექსის მიღებამდე. არ არის საკმარისი კვლევები კოფ-ექსის გამოყენების შესახებ აღნიშნულ კონტიგენტში. გამომდინარე აქედან, ორსული და მეძუძური დედებისთვის კოფ-ექსის მიღება რეკომენდებული არ არის.

მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები (სასუნთქი სისტემის, კანის მხრივ), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია,

გვერდითი მოვლენების სიხშირე ცნობილი არ არის.

თუ აღმოაჩენთ რაიმე ნიშანს, რომელიც ანოტაციაში მითითებული არ არის, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ვინ არ უნდა მიიღოს კოფ-ექსი:

  • თუ ხართ ალერგიული კოფ-ექსის შემადგენელი კომპონენტების მიმართ
  • თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება
  • თუ გაწუხებთ მაღალი წნევა
  • თუ გაქვთ თირკმლის მწვავე დაავადება
  • თუ ღებულობთ კორტიზონს ან კორტიზონის მსგავს პრეპარატს.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურისა.

გამოშვების ფორმა: სიროფი 100 მლ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

პროდუქტის მფლობელი:

Istanbul Ilac Koz. Tur. San. ve Tic. LTD. Sti.

Eyüp Sultan Mah. Ulubatli Hasan Cd. No:16

Sancakteoe IST. Tel.: +90 216 313 71 10

www.dermoclean.com

Made in Turkey.

 

Exclusive agent in Georgia

Brochem Georgia

Address: 145 Beliashvili str., 0159

Tbilisi, Georgia

E-mail: [email protected]

www.brochem.ge

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს. ბროქემ გეორგია