კლივასი 20მგ #30ტ

კლივასი 20მგ #30ტ

25.29 ლარი
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: ფარმასტარტი (ასინო)
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: როზუვასტატინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 82959
გააზიარე:

 

გამოყენების ინსტრუქცია
კლივასი

(CLIVAS)

ზოგადიახასიათება.

საერთაშორისო არა-პატენტირებული დასახელება: როზუვასტატინი;

სამკურნალწამლო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ტაბლეტები მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირით, დაფარული ვარდისფერი აპკიანი გარსით, გამყოფი ხაზით.


სამკურნალო პრეპარატისშემადგენლობა.  

1 ტაბლეტი შეიცავს: 10,4 მგ როზუვასტატინის კალციუმს (10 მგ როზუვასტატინზე გადაანგარიშებით), ან 20,8 მგ როზუვასტატინის კალციუმს (20 მგ როზუვასტატინზე  გადაანგარიშებით);

მოქმედი ნივთიერება: როზუვასტატინი;

დამხმარე ნივთიერებები: მანიტი (E 421), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის ჰიდროქსიდი, კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, სილიციუმის დიოქსიდი (კოლოიდური ჰიდროფობური), სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური წყლიანი, მაგნიუმის სტეარატი; 

აპკიანი გარსის ნივთიერება: რკინის წითელი ოქსიდი (E 172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), რკინის შავი ოქსიდი (E 172), პოლიეთილენგლიკოლი, პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171).


გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ტაბლეტები მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირით, დაფარული ვარდისფერი აპკიანი გარსით, გამყოფი ხაზით.


ფარმაკოლოგიური ჯგუფი.

 ჰიპოლიპიდემიური საშუალებები. გმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორები.

ATC Code:C10AA07


ფარმაკოლოგიურითვისებები.

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

როზუვასტატინი წარმოადგენს სელექციურ კონკურენტულ გმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორს, ფერმენტს, რომელიც განსაზღვრავს რეაქციის სიჩქარეს და გარდაქმნის 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილკოენზიმ A-ს მევალონატად, ქოლესტერინის წინამორბედად. როზუვასტატინის მოქმედების მთავარი ადგილი არის ღვიძლი, სამიზნე ორგანო ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.

როზუვასტატინი ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (დსლპ) რეცეპტორების რაოდენობას ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე, აძლიერებს დსლპ-ს მიტაცებას და კატაბოლიზმს და აფერხებს ძლიერ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ძდსლპ) სინთეზს, რითაც მცირდება ძდსლპ და დსლპ-ს საერთო რაოდენობა.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

როზუვასტატინი ამცირებს მომატებული ქოლესტერინ-დსლპ (ქს-დსლპ)-ს, საერთო ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების (ტგ) შემცველობას, და ზრდის ქოლესტერინ-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ქს-მსლპ) დონეს. ის ამცირებს აპოლიპოპროტეინ „ბ“ (აპო ბ), ქს-არა-მსლპ, ქს-ძდსლპ, ტგ-ძდსლპ-ს რაოდენობას და ზრდის აპოლიპოპროტეინ A-1 (აპო ა-I) (ცხრილი 1) დონეს, ამცირებს ქს-დსლპ/ქს-მსლპ თანაფარდობას, საერთო ქს/ქს- მსლპ და ქს-არა-მსლპ/ქს-მსლპ-ს, და აპო-ბ/აპო-ა- I თანაფარდობას.

ცხრილი 1

დოზის პასუხი პაციენტებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით ტიპი IIa და IIb (კორექტირებული საშუალო პროცენტული ცვლილება საწყის დონესთან შედარებით)

დოზა

N

ქს-დსლპ

საერთო ქოლესტერინი

ქს-მსლპ

ტგ

ქს-არა-მსლპ

აპო B

აპო А-І

პლაცებო

13

-7

-5

3

-3

-7

-3

0

5 მგ

17

-45

-33

13

-35

-44

-38

4

10 მგ

17

-52

-36

14

-10

-48

-42

4

20 მგ

17

-55

-40

8

-23

-51

-46

5

40 მგ

18

-63

-46

10

-28

-60

-54

0

 

თერაპიული ეფექტი მიიღწევა 1 კვირის განმავლობაში როზუვასტატინით მკურნალობის დაწყების შემდეგ, 2 კვირის შემდეგ მკურნალობის ეფექტი აღწევს მაქსიმალური შესაძლებელის 90% -ს.

მაქსიმალური ეფექტი, როგორც წესი, მიიღწევა 4 კვირაში და ამის შემდეგ შენარჩუნდება.

კლინიკური ეფექტურობა.

როზუვასტატინი ეფექტურია მოზრდილ პაციენტებში ჰიპერქოლესტერინემიით ჰიპერტრიგლიცერიდემიასთან ერთად ან მის გარეშე, რასის, სქესის და ასაკისგან დამოუკიდებლად, მათ შორის შაქრიანი დიაბეტით და ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებულ პაციენტებში. 

ცნობილია, რომ III ფაზის კვლევების გაერთიანებული მონაცემების მიხედვით, როზუვასტატინი ავლენს კლინიკურ ეფექტურობას IIa და IIb ტიპის ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების უმრავლესობის მკურნალობისას (დსლპ საშუალო საწყისი დონე არის 4,8 მმოლ/ლ), რაც აისახება ათეროსკლეროზის ევროპული საზოგადოების ნორმებში (EOA, 1998); პაციენტების დაახლოებით 80%-ში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს 10 მგ დოზით, შესაძლებელი გახდა ქს-დსლპ ნორმატიული სამიზნე დონის მიღწევა EOA-ს მიხედვით (<3 მმოლ/ლ).

ფართომაშტაბიან კვლევაში 435 პაციენტმა მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის ჰეტეროზიგოტური ფორმით მიიღო როზუვასტატინი 20 მგ-დან 80 მგ-მდე დოზით. ყველა დოზის მიღებამ აჩვენა დადებითი გავლენა ლიპიდურ პარამეტრებზე. 40 მგ დღიურ დოზამდე ტიტრირების შემდეგ (მკურნალობის 12 კვირა), ქს-დსლპ შემცირდა 53%-ით. პაციენტთა 33%-მა მიაღწია EOA ნორმას ქს-დსლპ  დონით (<3 მმოლ/ლ). 

დოზების ტიტრირების ღია კვლევაში, 20-40 მგ დოზებით როზუვასტატინის გამოყენებაზე პასუხი შესწავლილი იყო 42 პაციენტში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით. ქს-დსლპ შემცირების საშუალო დონე ყველა პაციენტში შეადგენდა 22%-ს.

კლინიკურ კვლევებში მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობით, როზუვასტატინმა აჩვენა ადიტიური ეფექტი ტრიგლიცერიდების დონეებზე (დაქვეითება) ფენოფიბრატთან ერთად გამოყენებისას და ქს-მსლპ კონცენტრაციებზე (მატება) ნიაცინთან ერთად გამოყენებისას (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები").

მულტიცენტრულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში (METEOR), 45-დან 70 წლამდე ასაკის 984 პაციენტი გულის კორონარული დაავადების განვითარების დაბალი რისკით (<10% ფრემინგემის რისკის შკალაზე 10 წლის განმავლობაში), საშუალო ქს-დსლპ შემადგენლობით 4.0 მმოლ/ლ (154.5 მგ/დლ) და ასიმპტომური ათეროსკლეროზით, დიაგნოზირებული საძილე არტერიების ინტიმა-მედია კომპლექსის სისქით, შემთხვევით განაწილებული იყო მკურნალობის ჯგუფში როზუვასტატინით 40 მგ დღეში ერთხელ ან პლაცებოთი. თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს. პლაცებოს მიღებასთან შედარებით, როზუვასტატინით თერაპიამ მნიშვნელოვნად შეანელა ინტიმა-მედიის კომპლექსის მაქსიმალური სისქის მატება საძილე არტერიის 12 წერტილზე (განსხვავება როზუვასტატინითა და პლაცებოთი თერაპიას შორის: -0,0145 მმ/წელი [95% ნდობის ინტერვალი-0,0196, -0,0093; p<0,0001]).  

ცვლილებები, საწყის დონესთან შედარებით იყო -0,0014 მმ/წელი (-0,12%/წელი [არა მნიშვნელოვანი]) როზუვასტატინით თერაპიის ჯგუფში და +0,0131 მმ/წელი (1,12%/წელი [p<0, 0001]) პლაცებოს ჯგუფში. პირდაპირი კავშირი საძილე არტერიების ინტიმა-მედია კომპლექსის სისქესა და გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკის შემცირებას შორის არ არის დადასტურებული. პაციენტები, რომლებიც მონაწილეობდნენ METEOR კვლევაში, იმყოფებიან გულის კორონარული დაავადების განვითარების დაბალი რისკის ქვეშ. ისინი არ არიან როზუვასტატინის 40მგ თერაპიის სამიზნე პოპულაციაში. ამ დოზით პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აწუხებთ მძიმე ჰიპერქოლესტერინემია და იმყოფებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ (იხ. ნაწილი "მიღების წესი და დოზირება").

JUPITER (Justification for the Use of Statins in Prevention: an Intervention Trial Evaluating Rosuvastatin) ინტერვენციულ კვლევაში შესწავლილი იყო როზუვასტატინის ეფექტი ძირითადი ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნაზე, სულ 17802 პაციენტი მონაწილეობდა: 50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცები და 60 წელზე უფროსი ასაკის ქალები.

კვლევის მონაწილეები რანდომიზებულნი იყვნენ ჯგუფებში: პლაცებო (n=8901) ან როზუვასტატინის - 20 მგ დღეში ერთხელ (n=8901) და დაკვირვების ქვეშ იყვნენ 2 წლის განმავლობაში.

დსლპ-ქოლესტერინის კონცენტრაცია შემცირდა 45%-ით (p<0.001) როზუვასტატინის ჯგუფში პლაცებო ჯგუფთან შედარებით.

მაღალი რისკის მქონე 1558 პაციენტი რეტროსპექტულ ანალიზში (>20% Framingham Risk Score), დაფიქსირდა კვლევის კომბინირებული საბოლოო წერტილის პარამეტრების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება, რომელიც მოიცავდა გულ-სისხლძარღვების მხრივ გამოწვეულ სიკვდილიანობას, ინსულტს და მიოკარდიუმის ინფარქტს (p = 0.028) პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ როზუვასტატინით, პლაცებოსთან შედარებით. აბსოლუტური რისკის შემცირება, გამოხატული როგორც მოვლენების სიხშირის ცვლილება/1000 პაციენტი, იყო 8.8. საერთო სიკვდილიანობა ამ მაღალი რისკის ჯგუფში არ შეცვლილა (p=0.193). მაღალი რისკის მქონე პაციენტთა ქვეჯგუფის რეტროსპექტულ ანალიზში (სულ 9302 ადამიანი) (25% ფრამინგემის რისკის შკალის მიხედვით 65 წელზე უფროსი ასაკის პირებზე ექსტრაპოლირებით), დაფიქსირდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება კვლევის კომბინირებული საბოლოო წერტილის პარამეტრებში, რომელიც მოიცავდა გულ-სისხლძარღვთა მხრივ სიკვდილიანობას, ინსულტს და მიოკარდიუმის ინფარქტს (p=0.0003) პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ როზუვასტატინით, პლაცებოსთან შედარებით. რისკის აბსოლუტური შემცირება, გამოხატული მოვლენის სიხშირის ცვლილებაში/1000 პაციენტი, იყო 5.1. საერთო სიკვდილიანობა უცვლელი დარჩა მაღალი რისკის ჯგუფში (p=0.076).

JUPITER კვლევაში როზუვასტატინის ჯგუფში მყოფი პაციენტების 6.6%-მა და პლაცებოს ჯგუფში მყოფი პაციენტების 6.2%-მა შეწყვიტეს საკვლევი მედიკამენტის მიღება, გვერდითი რეაქციების გამო. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები, რამაც გამოიწვია პრეპარატის მიღების შეწყვეტა იყო: მიალგია (0,3% როზუვასტატინის ჯგუფში, 0,2% პლაცებოს ჯგუფში), მუცლის ტკივილი (0,03% როზუვასტატინის ჯგუფში, 0,02% პლაცებოს ჯგუფში) და გამონაყარი (0.02% როზუვასტატინის ჯგუფში, 0.03% პლაცებოს ჯგუფში). პლაცებოს ჯგუფზე მეტი ან ტოლი სიხშირით ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები იყო: საშარდე გზების ინფექციები (8.7% როზუვასტატინის ჯგუფში, 8.6% პლაცებოს ჯგუფში), ნაზოფარინგიტი (7.6% როზუვასტატინის ჯგუფში, 7.2% პლაცებოს ჯგუფში), ზურგის ტკივილი (7.6% როზუვასტატინის ჯგუფში, 6.9% პლაცებოს ჯგუფში) და მიალგია (7.6% როზუვასტატინის ჯგუფში, 6.6% პლაცებოს ჯგუფში).

ბავშვები

ორმაგად ბრმა, რანდომიზებულ, მულტიცენტრულ, პლაცებო-კონტროლირებად, 12-კვირიან კვლევაში (n=176; 97 მამაკაცი და 79 ქალი), რასაც მოჰყვა 40-კვირიანი (n=173; 96 მამაკაცი და 77 ქალი)  როზუვასტატინის დოზის ტიტრირების ღია კვლევა, 10-17 წლის ასაკის პაციენტები (II-V ტანერის შკალაზე) მემკვიდრეობითი ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით, იღებდნენ 5, 10 ან 20 მგ როზუვასტატინს, ან პლაცებოს ყოველდღიურად 12 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი ყველა პაციენტი გადადიოდა როზუვასტატინით თერაპიაზე მომდევნო 40 კვირის განმავლობაში. კვლევის დასაწყისში მონაწილეობდა 10-13 წლის ასაკის პაციენტების დაახლოებით 30% და სქესობრივი განვითარების სტადიაზე მყოფი პაციენტების დაახლოებით 17%, 18%, 40% და 25%, ტანერის II, III, IV და V შკალის მიხედვით, შესაბამისად.

ქს-დსლპ დონე შემცირდა 38,3%, 44,6% და 50,0%-ით 5, 10 და 20 მგ როზუვასტატინის მიღებისას, შესაბამისად, პლაცებოს ჯგუფში 0,7%-თან შედარებით.

მიზნობრივი დონის მისაღწევად (მაქსიმალური დოზა შეადგენდა 20მგ ერთხელ დღეღამეში) დოზის ღია ტიტრირების პერიოდის მე-40 კვირის ბოლოს, 173 პაციენტიდან 70-მა (40.5%), მიაღწია 2.8 მმოლ/ლ-ზე ნაკლებ ქს-დსლპ მიზნობრივ დონეს.

კვლევის 52 კვირის შემდეგ, როზუვასტატინით მკურნალობის არანაირი ეფექტი არ იქნა ნაპოვნი სიმაღლეზე, წონაზე, სხეულის მასის ინდექსზე ან სქესობრივ მომწიფებაზე („განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“). ეს კვლევა (n=176) არ იყო გამოყენებული იშვიათი გვერდითი რეაქციების შესადარებლად.

ცნობილია, რომ როზუვასტატინი ასევე შესწავლილი იქნა 2-წლიან ღია კვლევაში დოზის მიზნობრივი ტიტრაციით ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 6-დან 17 წლამდე 198 ბავშვში  (მონაწილეები იყვნენ 88 მამრობითი სქესის და 110 მდედრობითი სქესის, განვითარების სტადია ტანერის მიხედვით <II-V). საწყისი დოზა ყველა პაციენტში შეადგენდა 5 მგ როზუვასტატინს ერთჯერ დღეში. პაციენტებში 6-დან 9 წლამდე  (n = 64) მოხდა დოზის ტიტრაცია მაქსიმალურ დოზამდე 10 მგ დღეში ერთჯერ, ხოლო 10-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტებში (n = 134) მოხდა ტიტრაცია მაქსიმალურ დოზამდე 20 მგ დღეში ერთჯერ.

როზუვასტატინით მკურნალობის 24 თვის შემდეგ, ქს-დსლპ-ის საწყისი მნიშვნელობების საშუალო შემცირებამ, რომელიც განისაზღვრა უმცირესი კვადრატების მეთოდით, შეადგინა - 43% (საწყისი დონე: 236 მგ/დლ, 24-ე თვე: 133 მგ/დლ). თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის, ქს-დსლპ-ის საწყისი დონიდან საშუალო შემცირება, განსაზღვრული უმცირესი კვადრატების მეთოდით, იყო - 43% (საწყისი დონე: 234 მგ/დლ, 24-ე თვე: 124 მგ/დლ), -45% (საწყისი დონე: 234 მგ/დლ, 24-ე თვე: 124 მგ/დლ) და - 35% (საწყისი დონე: 241 მგ/დლ, 24 -ე თვე: 153 მგ/დლ); 6-დან <10 წლამდე ასაკში, 10-დან <14-მდე და 14-დან <18 წლამდე ასაკში, შესაბამისად. 

როზუვასტატინის 5 მგ, 10 მგ და 20 მგ დოზებით გამოყენება ასევე იწვევდა სტატისტიკურად მნიშვნელოვან საშუალო ცვლილებებს საწყის მონაცემებთან შედარებით ისეთი ლიპიდების და ლიპოპროტეინების მეორად ცვლადების მნიშვნელობების მხრივ, როგორიცაა: ქოლესტერინი-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები, საერთო ქოლესტერინი, ქოლესტერინი-არამაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები, ქოლესტერინი-დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები/ ქოლესტერინი-ლიპოპროტეიდი, საერთო ქოლესტერინი/ქოლესტერინი-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები, ტრიგლიცერიდები/ქოლესტერინი-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები, ქოლესტერინი-არამაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები/ქოლესტერინი-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები, აპოB, აპოB/აპოA-1. თითოეულმა ამ ცვლილებამ აჩვენა ლიპიდური რეაქციების გაუმჯობესება და შენარჩუნდა 2 წლის განმავლობაში.

24 თვიანი მკურნალობის შემდეგ, არ გამოვლენილა რაიმე გავლენა სიმაღლეზე, სხეულის მასაზე, სხეულის მასის ინდექსზე ან სქესობრივ მომწიფებაზე (იხ. პუნქტი "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები").

როზუვასტატინი 20 მგ დღეში ერთჯერ დოზით პლაცებოსთან შედარებით შესწავლილი იქნა  ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 14 ბავშვსა და მოზარდში (6-დან 17 წლამდე ასაკის)  რანდომიზებულ, ორმაგად- ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად, მულტიცენტრულ, ჯვარედინ კვლევაში. კვლევა მოიცავდა აქტიურ 4-კვირიან მოსამზადებელ ფაზას დიეტის დაცვით, რომლის დროსაც პაციენტებს მკურნალობდნენ როზუვასტატინის 10 მგ დოზით, ჯვარედინ ფაზას, რომელიც შედგებოდა 6-კვირიანი მკურნალობის პერიოდისგან 20 მგ როზუვასტატინით, რასაც წინ უძღოდა ან მოჰყვებოდა 6-კვირიანი მკურნალობა პლაცებოთი; და 12 - კვირიან შემანარჩუნებელ ფაზას, რომლის დროსაც ყველა პაციენტი იღებდა 20 მგ როზუვასტატინს. პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ ეზეტიმიბით ან აფერეზით, განაგრძობდნენ ამ მკურნალობის მიღებას მთელი კვლევის განმავლობაში.

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p = 0,005) ქს-დსლპ-ის დონის შემცირება (22,3%; 85,4 მგ/დლ, ან 2,2 მმოლ/ლ) დაფიქსირდა როზუვასტატინის 20 მგ დოზით მკურნალობის 6 კვირის შემდეგ პლაცებოსთან შედარებით. დაფიქსირდა საერთო ქოლესტერინის (20,1%, p=0,003), ქს-არა-მსლპ (22,9%, p=0,003) და აპოB -ს (17,1%, p=0,024) სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება. ასევე აღინიშნა ტრიგლიცერიდების, ქოლესტერინი-დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების /ქოლესტერინი-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების, საერთო ქოლესტერინი/ქოლესტერინი-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების, ქოლესტერინი-არამაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების/ ქოლესტერინი-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და აპო B/აპო A-I დონეების დაქვეითება 20 მგ როზუვასტატინით 6 კვირიანი  მკურნალობის შემდეგ პლაცებოსთან შედარებით. ქოლესტერინი-დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონის შემცირება 20 მგ როზუვასტატინით 6-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, შემდგომი 6-კვირიანი პლაცებოთი მკურნალობისას შენარჩუნდა 12-კვირიანი უწყვეტი თერაპიის განმავლობაში. ერთ პაციენტს აღენიშნებოდა ქოლესტერინი-დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (8,0%), საერთო ქოლესტერინის (6,7%) და ქოლესტერინი-არამაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების  (7,4%) დონეების შემდგომი დაქვეითება დოზის ტიტრაციით 40 მგ-მდე 6- კვირიანი მკურნალობის შემდეგ.

20 მგ როზუვასტატინით ღია მკურნალობის გაგრძელებისას, აქედან 9 პაციენტს აღენიშნა  ქოლესტერინი-დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონის შემცირება 90 კვირამდე, რომელიც შენარჩუნდა  -12,1%-დან -21,3%-მდე დიაპაზონში.

დოზების გაძლიერებული ტიტრაციის ღია კვლევაში, რომლითაც შეფასდა  ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 7 ბავშვი და მოზარდი (8-დან 17 წლამდე ასაკის)  (იხ. ზემოთ), ქოლესტერინი-დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (21,0%), საერთო ქოლესტერინის (19,2%) და ქოლესტერინი-არა-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების  (21,0%) დონეების დაქვეითების პროცენტი საწყის დონეებთან შედარებით როზუვასტატინის 20 მგ დოზით  6 -კვირიანი მკურნალობის შემდეგ შეესაბამებოდა ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში ჩატარებულ ზემოთაღნიშნულ კვლევაში დაფიქსირებულ მონაცემებს.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა როზუვასტატინის კვლევების შედეგების მიწოდებაზე ბავშვების ყველა ქვეჯგუფში, რომლებიც დაავადებული იყვნენ ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, პირველადი კომბინირებული (შერეული) დისლიპიდემიით, და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევების პროფილაქტიკისთვის (იხ. პუნქტი „მიღების წესი და დოზირება“) ბავშვებში გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

ფარმაკოკინეტიკა.

აბსორბცია

როზუვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 5 საათის შემდეგ პერორალური მიღებიდან. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20% -ს.

განაწილება

როზუვასტატინი მნიშვნელოვნად კუმულირდება ღვიძლში, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის სინთეზისა და ქს-დსლპ-ის კლირენსის ძირითად ადგილს. მისი განაწილების მოცულობა დაახლოებით 134 ლიტრია. როზუვასტატინის თითქმის 90% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.

მეტაბოლიზმი

როზუვასტატინი ექვემდებარება შეზღუდულ მეტაბოლიზმს (დაახლოებით 10%). მეტაბოლიზმის in vitro კვლევები ადამიანის ჰეპატოციტების გამოყენებით ადასტურებს, რომ როზუვასტატინი სუსტი სუბსტრატია მეტაბოლიზმისთვის ციტოქრომ P450 ფერმენტების საფუძველზე. მთავარი ჩართული იზოფერმენტია CYP2C9, რამდენადმე ნაკლებ როლს თამაშობენ  2C19, 3A4 და 2D6. როზუვასტატინის ძირითადი გამოვლენილი მეტაბოლიტებია N-დესმეთილის და ლაქტონური მეტაბოლიტები. N-დესმეთილის მეტაბოლიტი დაახლოებით 50%-ით ნაკლებად აქტიურია ვიდრე როზუვასტატინი, ლაქტონური მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურია. როზუვასტატინზე მოდის   მოცირკულირე გმგ-კოა-რედუქტაზას  ინჰიბიტორის 90% ზე მეტი.

გამოყოფა.

როზუვასტატინის დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა უცვლელი სახით განავალში (შეწოვილი და არ შეწოვილი აქტიური ნივთიერება ერთად). მეორე ნაწილი გამოიყოფა შარდში. დაახლოებით 5% გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 19 საათს. ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება დოზის გაზრდისას. სამკურნალო საშუალების კლირენსის საშუალო გეომეტრიული მნიშვნელობა სისხლის პლაზმიდან შეადგენს დაახლოებით 50 ლ/სთ-ს (ვარიაბელობის კოეფიციენტი-21,7%). ისევე როგორც სხვა  გმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორების შემთხვევაში, როზუვასტატინის ღვიძლის მიერ ათვისება ხდება OATP-C მემბრანული გადამტანის მონაწილეობით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როზუვასტატინის ღვიძლით ელიმინაციაში.

წრფივობა.

 როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია იზრდება დოზის პროპორციულად. რამდენიმე ყოველდღიური დოზის მიღებისას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება.

 პაციენტებისსპეციალურიპოპულაციები.

 ასაკი და სქესი.

მოზრდილებში როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე ასაკისა და სქესის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ არსებობს. როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკა ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე  ბავშვებში იყო ზრდასრული მოხალისეების ფარმაკოკინეტიკის ანალოგიური.

რასა

ცნობილია, რომ ფარმაკოკინეტიკის კვლევებმა აჩვენა, რომ მონღოლოიდური რასის პაციენტებში (იაპონელები, ჩინელები, ფილიპინელები, ვიეტნამელები და კორეელები) მედიანური AUC და Cmax მნიშვნელობები დაახლოებით 2 ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ევროპელებში; ინდოელებში მედიანური AUC და Cmax მნიშვნელობები გაზრდილია დაახლოებით 1,3 ჯერ.

სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ფარმაკოკინეტიკური ანალიზით ვერ დადგინდა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ფარმაკოკინეტიკაში ევროპეიდული და ნეგროიდული რასების წარმომადგენლებს შორის.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის ფუნქციის დარღვევით როზუვასტატინის და N-დესმეთილის კონცენტრაციის დონე სისხლის პლაზმაში არსებითად არ იცვლება. პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) როზუვასტატინის სისხლის პლაზმაში კონცენტრაცია 3-ჯერ უფრო მაღალია, ხოლო N- დესმეთილის კონცენტრაცია კი 9-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. როზუვასტატინის კონცენტრაცია ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების პლაზმაში იყო დაახლოებით 50 %-ით უფრო მაღალი, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

ცნობილია, რომ კვლევებში პაციენტებზე სხვადასხვა ხარისხის ღვიძლის უკმარისობით ჩაილდ-პიუს შკალის 7 ან ნაკლები ქულით, არ გამოვლინდა როზუვასტატინის ექსპოზიციის გაზრდის ნიშნები. თუმცა 2 პაციენტში ჩაილდ-პიუს შკალის 8 და 9 ქულით გამოვლინდა ნახევრგამოყოფის პერიოდის დაახლოებით 2-ჯერ მომატება ჩაილდ-პიუს შკალის უფრო ნაკლები ქულების მქონე პაციენტების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება ჩაილდ-პიუს შკალის 9  და მეტი ქულის მქონე  პაციენტებში არ არსებობს.

 

გენეტიკური პოლიმორფიზმი.

გმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორების, მათ შორის როზუვასტატინის განაწილება ხდება ცილა-ტრანსპორტერების OATP1B1  და BCRP-ის მონაწილეობით. SLCO1B1 (OATP1B1) და / ან  ABCG2 (BCRP) გენეტიკური პოლიმორფიზმის მქონე  პაციენტებში არსებობს როზუვასტატინის მომატებული ექსპოზიციის რისკი. SLCO1B1 c. 521CC და ABCG2 c.421AA პოლიმორფიზმის გარკვეულ ფორმების დროს  როზუვასტატინის ექსპოზიცია (AUC) მომატებულია  SLCO1B1 c. 521 TT ან  ABCG2 c. 421CC გენოტიპებთან  შედარებით. სპეციალური გენოტიპირება კლინიკურ პრაქტიკაში არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ამ პოლიმორფიზმის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია როზუვასტატინის ნაკლები სადღეღამისო დოზის გამოყენება.

ბავშვები.

ცნობილია, რომ როზუვასტატინის (ტაბლეტების სახით) ფარმაკოკინეტიკის ორმა კვლევამ ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 10-დან 17 წლამდე ან 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში (სულ 214 პაციენტი) აჩვენა, რომ პრეპარატის ექსპოზიცია ბავშვებში მოზრდილი პაციენტების ექსპოზიციაზე ნაკლებია ან ანალოგიურია. როზუვასტატინის ექსპოზიცია პროგნოზირებული იყო დოზისა და მიღების ხანგრძლივობის მიხედვით დაკვირვების 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

გამოყენებისჩვენებები.

ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა.

მოზრდილები, მოზარდები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (ტიპი IIა, ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული დისლიპიდემიით (ტიპი II ბ) დიეტაზე დამატების სახით, როდესაც დიეტის დაცვა და სხვა არამედიკამენტოზური საშუალებების გამოყენება (როგორიცაა ფიზიკური ვარჯიში, სხეულის წონის შემცირება) არ არის საკმარისი.

მოზრდილები, მოზარდები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, დიეტაზე და სხვა ლიპიდების დამაქვეითებელი პრეპარატებით (მაგ. დსლპ აფერეზი) მკურნალობაზე დამატების სახით, ან როდესაც ასეთი სახის მკურნალობა არ არის პაციენტის შესაბამისი.

გულ-სისხლძარღვთა მხრივი დარღვევების პროფილაქტიკა.

მნიშვნელოვანი გულ-სისხლძარღვთა მხრივი მოვლენების პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, რომლებსაც დადგენილია, რომ არიან გულ-სისხლძარღვთა მხრივი დარღვევის პირველი შემთხვევის განვითარების მაღალი რისკის საფრთხის ქვეშ (იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკა“), სხვა რისკ-ფაქტორების კორექციაზე დამატების სახით.


მიღებისწესი და დოზირება.

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს უნდა დაენიშნოს სტანდარტული ქოლესტერინის დამაქვეითებელი დიეტა, რომელიც უნდა იქნას დაცული მკურნალობის დროს. დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, თერაპიის მიზნების და მკურნალობის ეფექტურობის შესაბამისად, მიმდინარე რეკომენდაციების გათვალისწინებით.

პრეპარატი კლივასი შეიძლება მიღებულ იქნეს ნებისმიერ დროს დღის განმავლობაში, საკვების მიღების მიუხედავად. ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს, მაგრამ შეიძლება გაიყოს გადაყლაპვის გამარტივების მიზნით. დააყოლეთ წყალი.

ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა.

 რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ ან 10 მგ პერორალურად 1-ჯერ დღეში პაციენტებისთვის, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ სტატინები და ასევე პაციენტებისთვის, რომლებიც მანამდე ღებულობდნენ სხვა გმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორებს.

საწყისი დოზის შერჩევისას უნდა იქნას გათვალისწინებული ქოლესტერინის შემცველობის  ინდივიდუალური დონე პაციენტებში და შესაძლო კარდიოვასკულური რისკი, და ასევე გვერდითი რეაქციების განვითარების  პოტენციური რისკი. საჭიროების შემთხვევაში 4 კვირის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს (იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკა“).

რადგანაც 40 მგ დოზის მიღებისას გვერდითი ეფექტები აღმოცენდება უფრო ხშირად, ვიდრე უფრო დაბალ დოზებზე (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“), დოზის  ტიტრაცია მაქსიმალურ 40 მგ დონემდე საჭიროა მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის და მაღალი კარდიოვასკულური რისკის მქონე პაციენტებში (კერძოდ, ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში) რომლებშიც ვერ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი 20 მგ დოზაზე, და რომლებიც უნდა იყვნენ რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“). 40 მგ დოზის გამოყენების დაწყებისას რეკომენდებულია სპეციალისტის მეთვალყურეობა.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა.

ცნობილია, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების რისკის დაქვეითების კვლევის პერიოდში პრეპარატის ყოველდღიური დოზა იყო 20 მგ (იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკა“).

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში.

რეკომენდებული საწყისი დოზა 70 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის შეადგენს 5 მგ (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“). დოზის სხვა კორექცია ასაკის მიხედვით საჭირო არ არის.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები.

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. რეკომენდებული საწყისი დოზა თირკმლის ფუნქციის ზომიერი სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <60 მლ/წთ) შეადგენს 5 მგ. 40 მგ დოზა უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ზომიერი სიმძიმის დარღვევით. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით  პრეპარატი კლივასის გამოყენება  ნებისმიერი დოზით უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“ და „ფარმაკოკინეტიკა“).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები.

როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიციის მომატება პაციენტებში ჩაილდ-პიუს შკალის 7 ან ნაკლები ქულით არ დაფიქსირდა. თუმცა სისტემური ექსპოზიციის მომატება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლების მდგომარეობაც  შეფასდა ჩაილდ-პიუს შკალის  8 და 9 ქულით.  ასეთ პაციენტებში უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“). გამოყენების გამოცდილება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჩაილდ-პიუს შკალის 9-ზე მეტი ქულა, არ არსებობს. პრეპარატი კლივასი უკუნაჩვენებია ღვიძლის აქტიურ სტადიაზე დაავადების მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).

რასობრივი კუთვნილება.

მონღოლოიდური რასის პაციენტებში აღინიშნა როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიციის ზრდა (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“, „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“ და „ფარმაკოკინეტიკა“). რეკომენდებული საწყისი დოზა ასეთ პაციენტებში არის 5 მგ. 40 მგ დოზის მიღება უკუნაჩვენებია.

მიოპათიის განვითარების რისკის მქონე  პაციენტები.

რეკომენდებული საწყისი დოზა ასეთ პაციენტებში არის 5 მგ (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“). 40 მგ დოზის მიღება უკუნაჩვენებია ზოგიერთ ასეთ პაციენტში (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).

 გენეტიკური პოლიმორფიზმი.

გენეტიკური პოლიმორფიზმის ზოგიერთმა ტიპებმა შეიძლება გამოიწვიონ როზუვასტატინის ექსპოზიციის გაზრდა. პაციენტები, რომლებსაც ცნობილია, რომ აღენიშნებათ ასეთი ტიპის  პოლიმორფიზმი, რეკომენდებულია პრეპარატის ნაკლები სადღეღამისო დოზის გამოყენება.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

როზუვასტატინი წარმოადგენს სხვადასხვა ტრანსპორტერი ცილების სუბსტრატს (მაგ OATP1B1 და BCRP). მიოპათიის  (მათ შორის, რაბდომიოლიზის) რისკი იზრდება როზუვასტატინის ერთდროული გამოყენებისას გარკვეულ პრეპარატებთან, რომლებსაც შეუძლიათ როზუვასტატინის სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის გაზრდა ამ ტრანსპორტერ ცილებთან  ურთიერთქმედების გამო (მაგ. ციკლოსპორინი და გარკვეული პროტეაზას ინჰიბიტორები, მათ შორის რიტონავირის კომბინაცია ატაზანავირთან, ლოპინავირთან და/ან ტიპრანავირთან (იხ. ნაწილები „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“). შეძლებისდაგვარად უნდა იქნას განხილული ალტერნატიული სამკურნალო საშუალებების გამოყენება, და საჭიროების შემთხვევაში დროებით პრეპარატ კლივასით მკურნალობის შეწყვეტა. თუ ამ მედიკამენტებისა და კლივასის  ერთდროულად მიღება აუცილებლად ჩაითვლება, საჭიროა ყურადღებით შეფასდეს ერთდროული გამოყენების  სარგებელი და რისკები, და სათანადოდ მოხდეს პრეპარატის დოზის კორექცია (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).


ბავშვები.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტის მიერ.

6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები (ტანერის საფეხური II-V).

ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია.

ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ჩვეულებრივი საწყისი დღიური დოზა შეადგენს 5 მგ/დღეში.

• ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 5-დან 10 მგ-მდე პერორალურად დღეში ერთჯერ. ამ პოპულაციაში 10 მგ-ზე მეტი დოზების მიღებისას სამკურნალო საშუალების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

• ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიისმ მქონე 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჩვეულებრივი დოზაა 5 მგ-დან 20 მგ-მდე პერორალურად დღეში ერთჯერ. ამ პოპულაციაში 20 მგ-ზე მეტი დოზების მიღებისას სამკურნალო საშუალების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

დოზა უნდა გაიზარდოს მკურნალობაზე ბავშვის ინდივიდუალური პასუხისა და სამკურნალო საშუალების ატანის შესაბამისად, ბავშვებისათვის მკურნალობის რეკომენდაციების შესაბამისად (იხ. პუნქტი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“). როზუვასტატინით თერაპიის დაწყებამდე ბავშვებსა და მოზარდებს უნდა დაენიშნოთ სტანდარტული ჰიპოქოლესტერინემიური დიეტა, რომელიც პაციენტებმა უნდა დაიცვან მკურნალობის განმავლობაში.

ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია

რეკომენდებული მაქსიმალური დოზა ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში  არის 20 მგ დღეში ერთჯერ.

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5-დან 10 მგ-მდე დღეში ერთჯერ, ასაკის, სხეულის მასისა და სტატინების ადრინდელი გამოყენების შესაბამისად.  20 მგ დღეში ერთჯერ მაქსიმალურ დოზამდე გაზრდა უნდა მოხდეს ბავშვის მკურნალობაზე ინდივიდუალური პასუხისა და პრეპარატის ატანის მიხედვით, ბავშვებისათვის მკურნალობის რეკომენდაციების შესაბამისად (იხ. პუნქტი "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები"). როზუვასტატინით თერაპიის დაწყებამდე ბავშვებსა და მოზარდებს უნდა დაენიშნოთ სტანდარტული ჰიპოქოლესტერინემიური დიეტა, რომელიც პაციენტებმა უნდა დაიცვან მკურნალობის განმავლობაში. ამ პოპულაციაში 20 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენების შესახებ გამოცდილება შეზღუდულია.

ბავშვებში 40 მგ ტაბლეტები არ გამოიყენება.

6 წლამდე ასაკის ბავშვები.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის. აქედან გამომდინარე, კლივასის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

გვერდითირეაქციები.

გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნება როზუვასტატინის მიღებისას, ჩვეულებრივ მსუბუქი და დროებითია.

ცნობილია, რომ კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, იმ პაციენტების 4%-ზე ნაკლებმა, რომლებიც იყენებდნენ როზუვასტატინს, დატოვა კვლევა არასასურველი რეაქციების გამო.

ქვემოთ მოცემულია როზუვასტატინის მიმართ არასასურველი რეაქციების პროფილი კლინიკური კვლევებისა და რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების ფართო გამოცდილების მიხედვით. არასასურველი რეაქციები კლასიფიცირებულია სიხშირისა და სისტემა- ორგანოთა კლასის (სოკ) მიხედვით.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია განვითარების სიხშირის მიხედვით: ხშირად (≥ 1/100, <1/10); არა-ხშირად (≥ 1/1000, <1/100); იშვიათად (≥ 1/10 000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10 000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების მიხედვით).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება.

ენდოკრინულიდარღვევები: ხშირად - შაქრიანიდიაბეტი1.

ნერვული სისტემის მხრივი დარღვევები: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; ძალიან იშვიათად - პოლინეიროპათია, მეხსიერების დაკარგვა; სიხშირე უცნობია - პერიფერიული ნეიროპათია, ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და კოშმარული სიზმრები, მიასთენია გრავისი.

ფსიქიკური დარღვევები: სიხშირე უცნობია - დეპრესია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივი დარღვევები:   სიხშირე უცნობია - ხველა, დისპნოე.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად - ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი; იშვიათად - პანკრეატიტი, სიხშირე უცნობია - დიარეა.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: იშვიათად - ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება; ძალიან იშვიათად - სიყვითლე, ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად - ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია; სიხშირე უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, DRESS სინდრომი, რაც კლინიკურად ვლინდება ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით.

მხედველობის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - მიასთენიის თვალის ფორმა

ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად - მიალგია; იშვიათად - მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით) და რაბდომიოლიზი, ლუპუსის მსგავსი სინდრომი, კუნთების რუპტურა; ძალიან იშვიათად - ართრალგია; სიხშირე უცნობია - მყესების დაზიანება, ზოგჯერ გართულებული რუბტურით, იმუნურად განპირობებული ნეკროზული მიოპათია.

თირკმლების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰემატურია.

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ძალიან იშვიათად - გინეკომასტია. ზოგადი მდგომარეობა: ხშირად - ასთენია; სიხშირე უცნობია - შეშუპება.

1 სიხშირე დამოკიდებულია რისკის ფაქტორების არსებობაზე (უზმოზე გლუკოზის დონე ≥ 5,6 მმოლ/ლ,  სხეულის მასის ინდექსი > 30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების დონის მომატება, ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზია).

ისევე, როგორც გმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენების შემთხვევაში, არასასურველი რეაქციების განვითარების  სიხშირე დამოკიდებულია დოზაზე.


გავლენა თირკმელებზე.

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს, აღინიშნა პროტეინურიის შემთხვევები, ძირითადად მილაკოვანი წარმოშობის (განსაზღვრულია „ტესტ-ჩხირის“ საშუალებით). შარდში ცილის რაოდენობის ცვლილებები არარსებობიდან ან კვალური რაოდენობიდან დაწყებული  ++ ან მეტ მნიშვნელობამდე დარეგისტრირდა გარკვეული დროის შემდეგ  <1% პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ როზუვასტატინს 10 და 20 მგ დოზებით, და დაახლოებით პაციენტების 3% -ში 40 მგ დოზის მიღებისას. შარდში ცილის მომატების შემთხვევათა უმნიშვნელო ზრდა  -   არარსებობიდან ან კვალური რაოდენობიდან დაწყებული + მნიშვნელობამდე დაფიქსირდა 20 მგ დოზის გამოყენებისას.

უმეტეს შემთხვევაში, პროტეინურიის ინტენსივობა სპონტანურად შემცირდა ან გაქრა როზუვასტატინის გამოყენების გაგრძელებისას. კლინიკური კვლევებისა და პოსტ-მარკეტინგული დაკვირვების მონაცემების გათვალისწინებით  ამჟამად არ მოგვეცა საშუალება გამოვლინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პროტეინურიასა და თირკმლის მწვავე ან პროგრესულ დაავადებებს შორის.

ჰემატურია აღინიშნა როზუვასტატინის მიმღებ პაციენტებში, კლინიკური კვლევის მონაცემებით მისი სიხშირე დაბალია.

გავლენა ჩონჩხის მუსკულატურაზე.

ჩონჩხის კუნთების დაზიანება, როგორიცაა მიალგია, მიოპათია (მათ შორის, მიოზიტი) და იშვიათად რაბდომიოლიზი, თირკმლის მწვავე უკმარისობით ან მის გარეშე, აღინიშნა როზუვასტატინის გამოყენებისას ნებისმიერ დოზით, განსაკუთრებით > 20 მგ დოზაზე.

როზუვასტატინის მიმღებ  პაციენტებში  დაფიქსირდა კრეატინისფოსფოკინაზას (კფკ) დონის დოზაზე-დამოკიდებული მომატება, რომელიც ხშირ შემთხვევაში იყო მსუბუქი, უსიმპტომო და გარდამავალი. თუ კფკ- ს დონეები მომატებულია ( >5-ჯერ მეტია ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი (ნზზ)), მკურნალობა უნდა შეწყდეს (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

გავლენა ღვიძლზე.

ისევე, როგორც სხვა გმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას, როზუვასტატინის მიმღებ მცირე რაოდენობის პაციენტებში გამოვლინდა ტრანსამინაზების დონის დოზაზე-დამოკიდებული მომატება; უმეტეს შემთხვევაში მოვლენა იყო მსუბუქი, ასიმპტომური და დროებითი.

ზოგიერთი სტატინების გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

სექსუალური ფუნქციის დარღვევა; ფილტვების ინტერსტიციული დაავადების ერთეული შემთხვევები, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

რაბდომიოლიზის, თირკმლის და ღვიძლის მხრივი მძიმე დარღვევების შემთხვევები (უმეტესად ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების დონის მომატება) იყო უფრო მეტი 40 მგ დოზის გამოყენებისას.

ბავშვები.

კრეატინკინაზას დონის მომატება ნზზ-ზე >10 ჯერ მეტად და კუნთების მხრივ სიმპტომები ფიზიკური დატვირთვის ან გაზრდილი ფიზიკური აქტივობის  შემდეგ  დაფიქსირდა 52 კვირიან კლინიკურ კვლევაში ბავშვების მონაწილეობით უფრო ხშირად, მოზრდილებთან  შედარებით (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“). თუმცა, როზუვასტატინის უსაფრთხოების პროფილი ბავშვებში იყო მოზრდილების მსგავსი.


უკუჩვენებები.

- ჰიპერმგრძნობელობა როზუვასტატინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

- ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, მათ შორის უცნობი ეტიოლოგიის სისხლის შრატის ტრანსამინაზების დონის მუდმივი მომატება და შრატში ტრანსამინაზების დონის ნებისმიერი მომატება, რომელიც 3-ჯერ აღემატება ნორმის  ზედა ზღვარს  (ნზზ);

- თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ);

- მიოპათია;

 - სოფოსბუვირი/ველპატასვირი/ვოქსილაპრევირი კომბინაციის ერთდროული მიღება (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“);

 - ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენება;

- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

- რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ სათანადო კონტრაცეპტიულ საშუალებებს.

40 მგ დოზა უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებშიც არსებობს მიოპათია /რაბდომიოლიზის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები. ეს ფაქტორებია:

- ზომიერი სიმძიმის თირკმლის ფუნქციის დარღვევები (კრეატინინის კლირენსი <60 მლ/წთ);

- ჰიპოთირეოზი;

- ინდივიდუალურ ან ოჯახურ ანამნეზში კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებები;

- ანამნეზში მიოტოქსიკურობა, რომელიც გამოწვეულია  სხვა გმგ-კოა რედუქტაზების ინჰიბიტორებით ან ფიბრატებით;

- ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება;

- სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ სისხლის პლაზმაში პრეპარატის დონის ზრდა;

- აზიური წარმოშობის პაციენტები;

- ფიბრატის თანმხლები გამოყენება.

(იხ. ნაწილები „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“, „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“ და „ფარმაკოკინეტიკა“).
დოზის გადაჭარბება.

დოზის გადაჭარბებისას სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომატურია და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია დამხმარე თერაპია. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის და კფკ დონეების მონიტორინგი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი იქნება ეფექტური.


განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები.

დაფიქსირდა მიასთენია გრავისის დებიუტის რამდენიმე შემთხვევა, პროვოცირებული სტატინების გამოყენებით ან უკვე არსებული მიასთენია გრავისის ან მიასთენიის თვალის ფორმის გამწვავებით (იხ. თავი "გვერდითი რეაქციები"). სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში, პრეპარატ კლივასის გამოყენება უნდა შეწყდეს. დაფიქსირდა მიასთენიის რეციდივი ამა თუ იმ სტატინის განმეორებითი გამოყენებისას.

გავლენათირკმელებზე.

ცნობილია, რომ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს მაღალი დოზებით, განსაკუთრებით 40 მგ-ს, აღინიშნა  პროტეინურიის შემთხვევები (განსაზღვრულია „ტესტ- ჩხირით“), ძირითადად მილაკოვანი წარმოშობის და ხშირ შემთხვევაში იყო დროებითი ან ხანმოკლე. პროტეინურია არ მიუთითებდა თირკმლის მწვავე ან პროგრესული დაავადებაზე (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“). თირკმელების მხრივი სერიოზული მოვლენების შესახებ შეტყობინებების სიხშირე პოსტმარკეტინგულ კვლევებში მაღალია 40 მგ დოზის მიღებისას. პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პრეპარატს 40 მგ დოზით, თირკმლის ფუნქცია უნდა შემოწმდეს რეგულარულად.

 გავლენა ჩონჩხის მუსკულატურაზე

ჩონჩხის კუნთების დაზიანებები, მაგალითად მიალგია, მიოპათია და იშვიათად რაბდომიოლიზი, დაფიქსირდა პაციენტებში როზუვასტატინის ნებისმიერი დოზით, და განსაკუთრებით > 20 მგ დოზით მიღებისას. ეზეტიმიბის გმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორებთან კომბინირებული გამოყენებისას, ძალიან იშვიათად აღინიშნა რაბდომიოლიზის განვითარების შემთხვევები. ვერ გამოირიცხება ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების შესაძლებლობა, და, ამიტომ ასეთი კომბინაცია სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ისევე, როგორც გმგ-კოა რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, როზუვასტატინის გამოყენებასთან დაკავშირებული რაბდომიოლიზის შემთხვევები პოსტმარკეტინგულ პერიოდში  უფრო ხშირად ვითარდებოდა 40 მგ დოზის მიღებისას.

კრეატინფოსფოკინაზას დონე

კრეატინფოსფოკინაზას დონეები (KK) არ უნდა შეფასდეს მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან KK-ის დონის მომატების სხვა ალტერნატიული მიზეზების არსებობისას, რამაც შეიძლება გაართულოს შედეგების ინტერპრეტაცია. თუ კრეატინკინაზას საწყისი დონე მნიშვნელოვნად მომატებულია ( > 5-ჯერ მეტია ნორმის ზედა ზღვარზე (ნზზ)), 5-7 დღის განმავლობაში აუცილებელია შედეგების დასადასტურებლად დამატებითი ანალიზის ჩატარება. თუ განმეორებითი ანალიზის შედეგი ადასტურებს საწყის დონეს ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტს, მაშინ მკურნალობა არ უნდა დაიწყოს.

 მკურნალობის დაწყებამდე.

 როზუვასტატინი, ისევე, როგორც სხვა გმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორები უნდა დაინიშნოს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებშიც არსებობს მიოპათია/რაბდომიოლიზის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები. ეს ფაქტორებია:

  • თირკმლის ფუნქციის დარღვევები;
  • ჰიპოთირეოზი;
  • ინდივიდუალურ ან ოჯახურ ანამნეზში კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებები;
  • ანამნეზში მიოტოქსიკურობა, რომელიც გამოწვეულია  სხვა გმგ-კოა რედუქტაზების ინჰიბიტორებით ან ფიბრატებით;
  •  ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება;
  • 70 წელზე მეტი ასაკი;
    • სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ სისხლის პლაზმაში პრეპერატის დონის ზრდა (იხ. ნაწილები „მიღების წესი და დოზირება“, „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“ და „ფარმაკოკინეტიკა“);
    • ფიბრატების თანმხლები გამოყენება.

ასეთ პაციენტებში აუცილებელია პრეპარატის გამოყენების რისკისა და შესაძლო სარგებლობის შედარება; ასევე რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი. არ არის საჭირო მკურნალობის დაწყება კფკ-ს საწყისი  მნიშვნელოვნად მომატებული დონის (> 5 ნზზ-ზე) შემთხვევაში.

მკურნალობის პერიოდში.

პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ შეტყობინება  უცნობი წარმოშობის კუნთების ტკივილის, კუნთების სისუსტის ან უცნობი ეტიოლოგიის კრუნჩხვების შესახებ, განსაკუთრებით, თუ თან ახლავს შეუძლოდ ყოფნა ან ცხელება. ამ პაციენტებში საჭიროა  კფკ-ს დონის განსაზღვრა. აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა, თუ კფკ-ს დონე მნიშვნელოვნად მომატებულია (> 5 ნზზ-ზე), ან თუ კუნთოვანი სიმპტომები მძიმეა და იწვევენ დისკომფორტს ყოველდღიურ ცხოვრებაში (მაშინაც კი, თუ კფკ დონე ≤ 5 ნზზ-ზე). თუ სიმპტომები გაივლის და კფკ დაუბრუნდება ნორმას, შეიძლება შევეცადოთ როზუვასტატინის ან ალტერნატიული გმგ-კოა რედუქტაზების კვლავ გამოყენებას, მაგრამ მინიმალური დოზით და ყურადღებით დაკვირვების ქვეშ.  კფკ დონის რეგულარული კონტროლი პაციენტებში ზემოთ აღნიშნული სიმპტომების გარეშე არ არის საჭირო.

ძალიან იშვიათად დაფიქსირდა იმუნურად განპირობებული ნეკროზული  მიოპათიის (იგნმ) შემთხვევები სტატინებით, მათ შორის როზუვასტატინით მკურნალობის პერიოდში ან მას შემდეგ. იგნმ-ს კლინიკური გამოვლინებებია პროქსიმალური კუნთების სისუსტე და სისხლის შრატში კფკ დონის მომატება, რომელიც შენარჩუნდება სტატინების მოხსნის შემდეგაც.

არსებობს შეტყობინება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სტატინები იწვევენ ან აუარესებენ ადრე არსებულ მიასთენია გრავისს ან თვალის მიასთენიას (იხ. პუნქტი „გვერდითი რეაქციები“). სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში, პრეპარატ კლივასის გამოყენება უნდა შეწყდეს. დაფიქსირდა რეციდივები იმავე ან განსხვავებული სტატინის თავდაპირველი ან განმეორებითი გამოყენებისას.

ცნობილია, რომ კლინიკური კვლევების პერიოდში მცირე რაოდენობის პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ როზუვასტატინით და თანმხლები მედიკამენტებით, ჩონჩხის კუნთებზე  გაძლიერებული ეფექტი არ დაფიქსირებულა. თუმცა, მიოზიტისა და მიოპათიის შემთხვევათა გაზრდილი რაოდენობა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც  მკურნალობდნენ  სხვა გმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორებით კომბინაციაში ფიბროის მჟავას წარმოებულებთან, მათ შორის გემფიბროზილით, ციკლოსპორინით, ნიკოტინის მჟავით, აზოლური ანტიფუნგალური პრეპარატებით, პროტეაზას ინჰიბიტორებით და მაკროლიდური ანტიბიოტიკებით.

გემფიბროზილი ზრდის მიოპათიის რისკს ზოგიერთი გმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების თანმხლები გამოყენებისას. აქედან გამომდინარე, როზუვასტატინის გამოყენება არ არის რეკომენდებული გემფიბროზილთან კომბინაციაში. სასარგებლო გავლენა ლიპიდების დონის შემდგომი ცვლილებებზე, როზუვასტატინის ერთდროულად გამოყენებისას ფიბრატებთან ან ნიაცინთან უნდა შედარებული იქნას  ასეთი  კომბინაციის გამოყენების პოტენციურ რისკთან. როზუვასტატინის 40 მგ  დოზით და ფიბრატების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილები „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“, „უკუჩვენებები“ და „გვერდითი რეაქციები“).

როზუვასტატინი არ უნდა იქნას მიღებული ფუზიდის მჟავასთან ერთად სისტემური გამოყენებისთვის ან ფუზიდის მჟავით მკურნალობის შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებშიც ფუზიდის მჟავას მიღება სისტემურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სტატინებით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავით მკურნალობის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში. რაბდომიოლიზი (მათ შორის რამდენიმე ფატალური შემთხვევის ჩათვლით) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფუზიდის მჟავას და სტატინების კომბინაციას (იხ. ნაწილი "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები"). პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ მათ აღენიშნებათ კუნთების სისუსტის, ტკივილის ან მტკივანი მგრძნობელობის რაიმე სიმპტომი. სტატინებით თერაპია შეიძლება განახლდეს ფუზიდის მჟავას ბოლო დოზიდან 7 დღის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სისტემურად აუცილებელია ფუზიდის მჟავას ხანგრძლივი გამოყენება, მაგალითად, მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, როზუვასტატინისა და ფუზიდის მჟავას ერთდროული გამოყენების აუცილებლობა უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ყოველი კონკრეტული შემთხვევის მიხედვით და სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

როზუვასტატინი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მწვავე, სერიოზული მდგომარეობებით, რომლებიც ხელს უწყობენ მიოპათიის განვითარებას ან ზრდიან თირკმლის უკმარისობის  რისკს რაბდომიოლიზის ფონზე (როგორიცაა სეფსისი, არტერიული ჰიპოტენზია, სერიოზული ქირურგიული ოპერაცია, ტრავმა, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული, ან ელექტროლიტური დარღვევები; არაკონტროლირებადი კრუნჩხვები).

მძიმე კანის მხრივი რეაქციები

როზუვასტატინის გამოყენებისას დაფიქსირდა მძიმე კანის მხრივი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და წამლისმიერი რეაქციები ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური (იხ. პუნქტი "გვერდითი რეაქციები"). პრეპარატის დანიშვნისას პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული მძიმე კანის მხრივი რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ყურადღებით დააკვირდნენ მათ. თუ გამოჩნდება ამ რეაქციის დამადასტურებელი ნიშნები და სიმპტომები,  სამკურნალო საშუალების მიღება უნდა შეწყდეს და განხილული იქნას ალტერნატიული მკურნალობა.

თუ პრეპარატ კლივასის გამოყენებისას პაციენტს განუვითარდა სერიოზული რეაქცია, როგორიცაა SJS ან DRESS, ამ პრეპარატით მკურნალობა ამ პაციენტში არავითარ შემთხვევაში არ უნდა განახლდეს.

გავლენა ღვიძლზე.

ისევე, როგორც სხვა გმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორები, როზუვასტატინი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებისას და/ან ანამნეზში ღვიძლის დაავადების არსებობისას.

რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებელების შემოწმება პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე  და მკურნალობიდან  3 თვის შემდეგ. თუ ტრანსამინაზების დონე შრატში 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, როზუვასტატინის გამოყენება უნდა შეწყდეს, ან დოზა შემცირდეს. ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევები (უპირატესად ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მომატება) პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა უფრო ხშირად 40 მგ დოზის გამოყენებისას.

ჰიპოთირეოზით ან ნეფროზული სინდრომით გამოწვეული მეორადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში ჯერ უნდა ჩატარდეს ძირითადი დაავადების მკურნალობა, და შემდეგ დაიწყოს როზუვასტატინის გამოყენება.

რასობრივი კუთვნილება.

ცნობილია, რომ ფარმაკოკინეტიკური კვლევების პროცესში გამოვლინდა სისტემური ექსპოზიციის ზრდა მონღოლოიდური რასის პაციენტებში, დაახლოებით ორჯერ ევროპელებთან შედარებით (იხ. ნაწილები „ფარმაკოკინეტიკა“, “გამოყენების წესი და დოზირება” და “უკუჩვენებები”).

პროტეაზას ინჰიბიტორები.

მომატებული სისტემური ექსპოზიცია როზუვასტატინის მიმართ აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ  როზუვასტატინს ერთდროულად სხვადასხვა პროტეაზას ინჰიბიტორებთან რიტონავირთან კომბინაციაში. უნდა შეფასდეს როზუვასტატინის საშუალებით  ლიპიდების დონის შემცირების სარგებლობა აივ-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პროტეაზას ინჰიბიტორებს, და ასევე სისხლის  პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის მომატების შესაძლებლობა თერაპიის დაწყებისას და პრეპარატის დოზის მომატებისას პროტეაზას ინჰიბიტორების მიმღებ პაციენტებში. პრეპარატის ერთდროულად გამოყენება  პროტეაზას ინჰიბიტორებთან არ არის რეკომენდებული, თუ არ მოხდა როზუვასტატინის დოზის კორექცია.  (იხ. ნაწილები “მიღების წესი და დოზირება” და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება.

 ზოგიერთი სტატინების მიღებისას, განსაკუთრებით გრძელვადიანი მკურნალობის დროს, დაფიქსირდა ფილტვების ინტერსტიციული დაავადების  გამონაკლისი შემთხვევები (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“). ამ დაავადების გამოვლინებას შეიძლება მიეკუთვნოს დისპნოე, არაპროდუქტიული ხველა და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება (დაღლილობა, წონის დაკარგვა და ცხელება), სტატინების მიღება უნდა შეწყდეს.

 შაქრიანი დიაბეტი.

ზოგიერთი ფაქტი ცხადყოფს, რომ სტატინები ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს და ზოგიერთ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტის განვითარების  მაღალი რისკი მომავალში, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემიის ისეთი დონე, რომელსაც სჭირდება შაქრიანი დიაბეტის სათანადო მკურნალობა. თუმცა, ამ საფრთხეს აღემატება სისხლძარღვოვანი გართულებების რისკის შემცირება სტატინების გამოყენებისას,  და ამიტომ ეს არ უნდა გახდეს სტატინებით მკურნალობის შეწყვეტის საფუძველი. რისკის ჯგუფის პაციენტებს (უზმოზე გლუკოზის დონე 5,6  -6,0 მმოლ/ლ, სხეულის მასის ინდექსი > 30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მომატებული დონე, არტერიული ჰიპერტენზია) უნდა დაუწესდეს როგორც კლინიკური, ასევე ბიოქიმიური კონტროლი ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

ცნობილია, რომ  JUPITER  კვლევაში შაქრიანი დიაბეტის დაფიქსირებული შემთხვევების საერთო სიხშირე იყო 2,8% და 2,3% როზუვასტატინისა და პლაცებოს ჯგუფებში, შესაბამისად, ძირითადად პაციენტებში უზმოზე გლუკოზის დონით 5,6-6,9 მმოლ/ლ.

ბავშვები.

ხაზოვანი ზრდის (სიმაღლე), სხეულის წონის, სხეულის მასის ინდექსის და სქესობრივი მომწიფების მეორადი მახასიათებლების ტანერის მიხედვით შეფასება  6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს, შეზღუდულია 2 წლის ხანგრძლივობის პერიოდით. 2 წლის საკვლევი მკურნალობის შემდეგ, არ შეინიშნებოდა გავლენა სიმაღლეზე, სხეულის წონაზე, სხეულის მასის ინდექსზე ან სქესობრივ მომწიფებაზე.

კლინიკურ კვლევაში ბავშვებში და მოზარდებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს 52 კვირის განმავლობაში, კფკ დონის მომატება > 10 ჯერ მეტია ნზზ-ზე და კუნთების მხრივი სიმპტომები ფიზიკური დატვირთვის ან გაზრდილი ფიზიკური აქტივობის შემდეგ აღინიშნა უფრო ხშირად მოზრდილებთან  შედარებით (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

როზუვასტატინი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა როზუვასტატინის მიღებისას უნდა მიიღონ კონტრაცეფციის ადექვატური საშუალებები.

რადგანაც ქოლესტერინი და ქოლესტერინის ბიოსინთეზის სხვა პროდუქტები მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარებისათვის, გმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბირების პოტენციური რისკი აღემატება პრეპარატის გამოყენების შესაძლო სარგებლობას ორსულობის დროს. თუ ორსულობა დადგა პრეპარატის გამოყენების დროს, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

როზუვასტატინი გადადის ვირთხების რძეში. არ არსებობს მონაცემები ამ პრეპარატის ადამიანის დედის რძეში მოხვედრის შესახებ (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები").
გავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა  მექანიზმებთან მუშაობისას.

როზუვასტატინის სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენის კვლევები არ ჩატარებულა.  თუმცა, მისი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ როზუვასტატინი მოქმედებდეს ამ უნარზე. სატრანსპორტო საშუალებების  მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას უნდა გათვალისწინებული იქნას   თავბრუსხვევის შესაძლებლობა პრეპარატ როზუვასტატინით მკურნალობის პერიოდში.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

თანმხლებიპრეპარატებისგავლენა როზუვასტატინზე.

ტრანსპორტერი ცილების ინჰიბიტორები.

როზუვასტატინი წარმოადგენს  ზოგიერთი ტრანსპორტერი ცილის, მათ შორის ღვიძლის OATP1B1 მიტაცების ტრანსპორტერისა და ეფლუქსური ტრანსპორტერის BCRP-ს  სუბსტრატს. როზუვასტატინის ერთდროულმა გამოყენებამ პრეპარატებთან, რომლებიც  თრგუნავს  ამ ტრანსპორტერ  ცილებს, შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის კონცენტრაციის  მომატება სისხლის პლაზმაში და მიოპათიის  რისკის გაზრდა (იხ. ნაწილები „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“, „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“, ცხრილი 2, „მიღების წესი და დოზირება“).

ციკლოსპორინი

როზუვასტატინისა ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას როზუვასტატინის AUC  მნიშვნელობა იყო საშუალოდ 7-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში (იხ. ცხრილი 2). როზუვასტატინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ციკლოსპორინს (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).

ერთდროული გამოყენება არ ახდენდა გავლენას სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციაზე.

გემფიბროზილი და სხვა ჰიპოლიპიდემიური პრეპარატები.

როზუვასტატინისა და  გემფიბროზილის ერთდროული გამოყენება იწვევდა როზუვასტატინის Cmax  და AUC-ის 2-ჯერ გაზრდას. სპეციალური კვლევების მონაცემების საფუძველზე, ფენოფიბრატთან  მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის, თუმცა, შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება. გემფიბროზილი, ფენოფიბრატი, სხვა ფიბრატები და ნიაცინი (ნიკოტინის მჟავა) ჰიპოლიპიდემიური  დოზით (≥1 გ/დღეში) ზრდიან მიოპათიის განვითარების რისკს ერთდროულად გმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორებთან გამოყენებისას, შესაძლოა, იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ მიოპათია ცალკე გამოყენების დროსაც. როზუვასტატინის 40 მგ დოზა უკუნაჩვენებია ფიბრატების ერთდროულად გამოყენებისას (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“). ასეთ შემთხვევებში როზუვასტატინით მკურნალობა უნდა ასევე დაიწყოს 5 მგ დოზით.

ეზეტიმიბი. 

10 მგ როზუვასტატინისა და 10 მგ ეზეტიმიბის ერთდროული გამოყენება ჰიპერქოლესტერინემიის მქონე  პაციენტებში იწვევდა  როზუვასტატინის AUC -ის 1,2-ჯერ გაზრდას (ცხრილი 2). ვერ გამოირიცხება  ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს შორის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

პროტეაზას ინჰიბიტორები.

მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ  შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა (იხ. ცხრილი 2).

მაგალითად, ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში 10 მგ როზუვასტატინისა და ერთდროულად კომბინირებული პრეპარატის გამოყენებას, რომელიც შეიცავს ორ პროტეაზას ინჰიბიტორს (300 მგ ატაზანავირი / 100 მგ რიტონავირი), ჯანმრთელ მოხალისეებში თან ახლდა  როზუვასტატინის AUC და Cmax მომატება 3-ჯერ  და 7-ჯერ შესაბამისად.  როზუვასტატინისა და პროტეაზას ინჰიბიტორების გარკვეული კომბინაციების ერთდროული გამოყენება შესაძლებელია როზუვასტატინის დოზის კორექციის ფრთხილად განხილვის შემდეგ, როზუვასტატინის ექსპოზიციის მოსალოდნელი ზრდის გათვალისწინებით (იხ. ნაწილები „გამოყენების მეთოდი და დოზირება“, „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“, „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

ანტაციდური პრეპარატები.

როზუვასტატინისა და ალუმინის ან მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის კონცენტრაციის დაახლოებით 50 %-ით შემცირებას. ეს ეფექტი ნაკლებად იყო გამოხატული ანტაციდური პრეპარატების  როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ მიღების შემთხვევაში. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა შესწავლილი არ ყოფილა.

 ერითრომიცინი.

როზუვასტატინისა და ერითრომიცინის ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის AUC (0-t) შემცირებას 20%-ით, ხოლო Cmax -ს 30%-ით. ასეთი ურთიერთქმედება შეიძლება აღმოცენდეს  ერითრომიცინის მოქმედების შედეგად ნაწლავური პერისტალტიკის გაძლიერების გამო.

 P450 ციტოქრომის ფერმენტები

In vitro და in vivo კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ როზუვასტატინი არ არის ციტოქრომ P450 იზოფერმენტების არც ინჰიბიტორი და არც ინდუქტორი. გარდა ამისა, როზუვასტატინი წარმოადგენს ამ იზოფერმენტების სუსტ სუბსტრატს. ამიტომაც, ციტოქრომ P450-ით განპირობებულ მეტაბოლიზმთან დაკავშირებულ პრეპარატებთან  ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის. არ აღინიშნა  კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ფლუკონაზოლს (CYP2C9 და CYP3A4 ინჰიბიტორი) ან კეტოკონაზოლს (CYP2A6 და CYP3A4 ინჰიბიტორი) შორის.

ტიკაგრელორი

ტიკაგრელორმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და გავლენა მოახდინოს თირკმელებით როზუვასტატინის ექსკრეციაზე, რითაც გაზრდის როზუვასტატინის დაგროვების რისკს. თუმცა ზუსტი მექანიზმი უცნობია. ზოგიერთ შემთხვევაში, ტიკაგრელორის და როზუვასტატინის ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, კრეატინფოსფოკინაზას და რაბდომიოლიზის დონის მომატება. ტიკაგრელორისა და როზუვასტატინის ერთდროულად გამოყენებისას რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის და კრეატინფოსფოკინაზას დონის კონტროლი.

ურთიერთქმედებები, რომლებიც საჭიროებს  როზუვასტატინის დოზის კორექციას (ასევე იხ. ცხრილი 2).

როზუვასტატინის გამოყენების აუცილებლობისას სხვა პრეპარატებთან  ერთად, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ როზუვასტატინის ექსპოზიცია, უნდა მოხდეს როზუვასტატინის დოზის კორექცია. თუ მოსალოდნელია, რომ პრეპარატის ექსპოზიცია (AUC) გაიზრდება დაახლოებით 2-ჯერ ან მეტჯერ, როზუვასტატინის გამოყენება უნდა დაიწყოს დოზით 5 მგ დღეში ერთჯერ. უნდა მოხდეს როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის კორექცია  იმგვარად, რომ როზუვასტატინის მოსალოდნელი ექსპოზიცია არ აღემატებოდეს იმ ექსპოზიციას, რომელიც აღინიშნება   40 მგ / დღეში დოზის მიღებისას იმ წამლების გამოყენების გარეშე, რომლებიც ურთიერთქმედებენ პრეპარატთან; მაგალითად, გემფიბროზილთან ერთად გამოყენებისას როზუვასტატინის დოზა უნდა შეადგენდეს 20 მგ-ს (ექსპოზიციის 1,9-ჯერ გაზრდა), 10 მგ-ს რიტონავირის / ატაზანავირის  კომბინაციასთან ერთად მიღებისას  (3,1-ჯერ გაზრდა).

თუ სამკურნალო საშუალება ზრდის როზუვასტატინის AUC-ს 2-ჯერზე ნაკლებად, საწყისი დოზის შემცირება საჭირო არ არის, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე როზუვასტატინის დოზის 20 მგ-ზე მეტად გაზრდისას.

ცხრილი 2

თანმხლები სამკურნალო პრეპარატების გავლენა როზუვასტატინის ექსპოზიციაზე

(AUC; მნიშვნელობები კლების მიხედვით) კლინიკური კვლევების გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით

როზუვასტატინის AUC-ის გაზრდა 2-ჯერ ან მეტად ვიდრე 2-ჯერ

ურთიერთმოქმედი პრეპარატის დოზირების რეჟიმი

როზუვასტატინის დოზირების რეჟიმი

როზუვასტატინის AUC-ის ცვლილება*

სოფოსბუვირი/ველპატასვირი/ვოქსილაპრევირი

(400 მგ - 100 მგ - 100 მგ) + ვოქსილაპრევირი (100 მგ) 1-ჯერ დღეში, 15 დღე

10 მგ დღეში ერთჯერ

    7,4-ჯერ

ციკლოსპორინი 75 მგ-დან  დღეში ორჯერ 200 მგ-მდე დღეში ორჯერ, 6 თვე

10 მგ დღეში ერთჯერ, 10 დღე

    7,1-ჯერ

დაროლუტამიდი 600 მგ,  დღეში ორჯერ, 5 დღე

5 მგ, ერთჯერადი დოზა

    5,2-ჯერ

რეგორაფენიბი 160 მგ, დღეში ერთჯერ, 14 დღე

5 მგ, ერთჯერადი დოზა

    3,8-ჯერ

ატაზანავირი 300 მგ/რიტონავირი 100 მგ დღეში ერთჯერ, 8 დღე

10 მგ, ერთჯერადი დოზა

     3,1-ჯერ

ველპატასვირი 100 მგ, დღეში ერთჯერ

10 მგ, ერთჯერადი დოზა

    2,7-ჯერ

ომბიტასვირი 25 მგ / პარიტაპრევირი 150 მგ / რიტონავირი 100 მგ, დღეში ერთჯერ / დასაბუვირი 400 მგ დღეში ორჯერ, 14 დღე

5 მგ, ერთჯერადი დოზა

    2,6-ჯერ

ტერიფლუნომიდი

არ არის ცნობილი

   2,5-ჯერ

გრაზოპრევირი 200 მგ / ელბასვირი 50 მგ, დღეში ერთჯერ, 11 დღე

10 მგ, ერთჯერადი დოზა

   2,3-ჯერ

გლეკაპრევირი 400 მგ / პიბრენტასვირი 120 მგ, დღეში ერთჯერ, 7 დღე

5 მგ, ერთჯერ დღეში, 7 დღე

   2,2-ჯერ

ლოპინავირი 400 მგ/რიტონავირი 100 მგ დღეში ორჯერ, 17 დღე

20 მგ ერთჯერ დღეში, 7 დღე

   2,1-ჯერ

კაპმატინიბი 400 მგ დღეში ორჯერ

10 მგ, ერთჯერადი დოზა

   2,1-ჯერ

კლოპიდოგრელი, 300 მგ, შემდეგ 75 მგ 24 საათის შემდეგ

20 მგ, ერთჯერადი დოზა

   2,0-ჯერ

ფოსტამატინიბი 100 მგ დღეში ორჯერ

20 მგ, ერთჯერადი დოზა

   2,0-ჯერ

ფებუქსოსტატი 120 მგ ერთხელ დღეში

10 მგ, ერთჯერადი დოზა

   1,9 -ჯერ

გემფიბროზილი 600 მგ დღეში ორჯერ, 7 დღე

80 მგ, ერთჯერადი დოზა

   1,9 -ჯერ

როზუვასტატინის AUC-ის გაზრდა ნაკლებად ვიდრე 2-ჯერ

ურთიერთმოქმედი პრეპარატის დოზირების რეჟიმი

როზუვასტატინის დოზირების რეჟიმი

როზუვასტატინის AUC-ის ცვლილება*

ელტრომბოპაგი 75 მგ დღეში ერთჯერ, 5 დღე

10 მგ, ერთჯერადი დოზა

   1,6 -ჯერ

დარუნავირი 600 მგ/რიტონავირი 100 მგ ორჯერ დღეში, 7 დღე

10 მგ ერთჯერ დღეში, 7 დღე

   1,5 -ჯერ

ტიპრანავირი 500 მგ/რიტონავირი 200 მგ ორჯერ დღეში, 11 დღე

10 მგ, ერთჯერადი დოზა

   1,4 -ჯერ

დრონედარონი 400 მგ ორჯერ დღეში

მონაცემები არ მოიპოვება

   1,4 -ჯერ

იტრაკონაზოლი 200 მგ ერთჯერ დღეში, 5 დღე

10 მგ, ერთჯერადი დოზა

   1,4 -ჯერ **

ეზეტიმიბი 10 მგ დღეში ერთჯერ, 14 დღე

10 მგ ერთჯერ დღეში, 14 დღე

   1,2 -ჯერ **

როზუვასტატინის AUC-ის შემცირება

ურთიერთმოქმედი პრეპარატის დოზირების რეჟიმი

ურთიერთმომქმედი პრეპარატის დოზირების რეჟიმი

ურთიერთმომქმედი პრეპარატის დოზირების რეჟიმი

ერითრომიცინი 500 მგ ოთხჯერ დღეში, 7 დღე

80 მგ, ერთჯერადი დოზა

    20%

ბაიკალინი 50 მგ სამჯერ დღეში, 14 დღე

20 მგ, ერთჯერადი დოზა

    47%

 * მონაცემები წარმოდგენილი როგორც X-ჯერ ცვლილება, წარმოადგენენ შეფარდებას როზუვასტატინის გამოყენებებს შორის კომბინაციაში და ცალკე. მონაცემები, წარმოდგენილი % ცვლილების სახით, წარმოადგენენ როზუვასტატინის ცალკე გამოყენებისას მაჩვენებლების  % განსხვავებას.

ზრდა აღნიშნულია      ნიშნით, შემცირება -     .

** ჩატარდა რამდენიმე კვლევა როზუვასტატინის სხვადასხვა დოზებზე ურთიერთქმედების შესახებ, ცხრილში 2 წარმოდგენილია ყველაზე მნიშვნელოვანი თანაფარდობები.

ქვემომოყვანილ სამკურნალო საშუალებებს/კომბინაციებს არ ჰქონდათ კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა როზუვასტატინის AUC თანაფარდობაზე ერთდროულად შემდეგი პრეპარატების გამოყენებისას: ალეგლიტაზარი 0,3 მგ, 7 დღე; ფენოფიბრატი 67 მგ, 7 დღე, 3-ჯერ დღეში; ფლუკონაზოლი 200 მგ, 11 დღე, დღეში ერთჯერ; ფოზამპრენავირი 700 მგ/რიტონავირი 100 მგ, 8 დღე, დღეში ორჯერ; კეტოკონაზოლი 200 მგ, 7 დღე, დღეში ორჯერ; რიფამპინი 450 მგ, 7 დღე, დღეში ერთჯერ; სილიმარინი 140 მგ, 5 დღე, დღეში 3-ჯერ.

როზუვასტატინის ზემოქმედება თანმხლებ სამკურნალო პრაპარატებზე.

ვიტამინი K-ს ანტაგონისტები

ისევე, როგორც სხვა გმგ-კოა რედუქტაზას ინჰიბიტორების შემთხვევაში, როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამ ან მისი დოზის ეტაპობრივმა მომატებამ პაციენტებში,  რომლებიც იღებენ ერთდროულად K ვიტამინის ანტაგონისტებს (მაგალითად,  ვარფარინი და სხვა კუმარინული ანტიკოაგულანტები), შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) ზრდა. როზუვასტატინის მოხსნის ან დოზის შემცირების შემდეგ INR შეიძლება შემცირდეს. ასეთ შემთხვევებში სასურველია INR-ის სათანადო მონიტორინგი.

პერორალური კონტრაცეპტივები/ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია

როზუვასტატინისა და  პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენება იწვევდა ეთინილესტრადიოლისა და ნორგსტრელის AUC -ის გაზრდას  26% და 34% -ით შესაბამისად.

სისხლის პლაზმური დონეების ასეთი ზრდა უნდა იქნას გათვალისწინებული პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას.  არ არსებობს მონაცემები პრეპარატის  ფარმაკოკინეტიკის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ როზუვასტატინს და ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას, შესაბამისად, ურთიერთქმედების  შესაძლებლობა გამორიცხული ვერ იქნება. თუმცა, ეს კომბინაცია ფართოდ გამოიყენებოდა ქალებში კლინიკური კვლევების ჩატარების პერიოდში და კარგად იყო მათ მიერ გადატანილი.

სხვა სამკურნალო საშუალებები.

დიგოქსინი

სპეციალური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, დიგოქსინთან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

ფუზიდის მჟავა

როზუვასტატინის და ფუზიდის მჟავას ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. მიოპათიის განვითარების რისკი, მათ შორის რაბდომიოლიზი, შეიძლება გაიზარდოს სისტემური ფუზიდის მჟავისა და სტატინების ერთდროული გამოყენებისას. ურთიერთქმედების მექანიზმი (ფარმაკოდინამიკური და/ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება) ამჟამად უცნობია. რაბდომიოლიზის შემთხვევები (მათ შორის ფატალური შემთხვევები) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობდნენ ფუზიდის მჟავით და სტატინებით. პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ სისტემური ფუზიდის მჟავა, სტატინებით თერაპია უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავას გამოყენებისას.

ბავშვები.

ურთიერთქმედებების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში. ბავშვებში ურთიერთქმედების ხარისხი უცნობია.
შენახვისპირობებიდავარგისობისვადა.

ვარგისობის ვადა:  2 წელი.

შენახვის პირობები. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს  25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. 

გაცემის პირობები.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა.

10 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ინფორმაცია მწარმოებელზე.

შპს „ფარმა სტარტი“

ვ. ჰაველის ბულვარი # 8, ქ. კიევი, 03124, უკრაინა.

ორგანიზაციის მისამართი, რომელიც მომხმარებლებისგან ღებულობს პრეტენზიებს სამკურნალო საშუალებების ხარისხზე და პასუხისმგებელია სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე პოსტ-რეგისტრაციულ დაკვირვებაზე

სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

სააქციო საზოგადოება „Acino Pharma AG“-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა სომხეთის რესპუბლიკაში

ადონცის ქ. 6/1, 54, 0014, ქ. ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა

ტელეფონი: + 374 60 67 01 70

ელ-ფოსტა: [email protected]

საქართველოს ტერიტორიაზე:

სააქციო საზოგადოება „Acino Pharma AG“-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში 

კ. მარჯანიშვილის ქ. #5/ დ. უზნაძის ქ. #16-18, 0102, ქ. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: +995 32 220 69 42

ელ-ფოსტა: [email protected]