უროლოგიკა #15კაფს

უროლოგიკა #15კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 82686
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

Urologika Probiacut  cps 15 (GENERICA)

შემადგენლობა:  წარმოადგენს მოცვის კონცენტრირებულ ექსტრაქტს (1 კგ წარმოქმნისათვის საჭიროა 34 კგ  მოცვი), რის მეშვეობითაც ხდება მისი აქტიური ინგრიდიენტების სრული მობილიზება და ახდენს საშარდე გზების ინფექციების პრევენციას და მკურნალობას. 1 კაფსულა შეიცავს : მოცვი 250 მგ; Lactobacillus acidophilus 3,4 მგ; Lactobacillus Casei 3,4 მგ; Bifidobacterium longum 3,4 მგ; Inulin 159,8 მგ; ბიფიდობაქტერიები  და  ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ  რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკრობების გამრავლებისა და ცხოველქმედებისათვის;არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს; ცილების, ფოსფოლიპიდების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას. მონაწილეობენ  საჭმლის მონელების პროცესსა და ვიტამინების (B,K...) სინთეზში;

ინულინის მეშვეობით ხდება ორგანიზმის დეტოქსიკაცია (შლაკების გამოყვანა); ხელს უწყობს სასარგებლო ნივთიერებების ოპტიმალურ შეწოვას, კუჭნაწლავის ტრაქტის  მუშაობის ნორმალიზაციას, სასარგებლო ბიფიდო და ლაქტობაქტერიების ზრდას, ქოლესტერინის დონის დაწევას, ინსულინის აქტივობის აღდგენას და გლუკოზის უტილიზაციის გაუმჯობესებას.

გამოიყენება  შარდ სასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:  მიიღება 1 კაფსულა 2  ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდგომ 1 ჯერ დღეში  წყლის მიყოლებით.

გამოშვების ფორმა:  N15 კაფსულა  ბლისტერში.

გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

აფთიაქიდან  გაცემის  პირობა: III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე).

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე

მწარმოებელი: GENERICA spol. sr.o., Vrbovská 39,  Piešťany, Slovakia