პრო ოსტეო პლიუსი#30ტ

პრო ოსტეო პლიუსი#30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კალციუმის გლუკონატი,ქოლეკალციფეროლი,ვიტ.კა2
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 82682
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

Pro osteo plus  (GENERICA)

შემადგენლობა: ერთი აბი შეიცავს: კალციუმის გლუკონატს  600 მგ; ქოლეკალციფეროლს (ვიტამინ D3) – 400 სე (10მკგ), K2 ვიტამინი 90 მკგ

გამოიყენება  კალციუმისა და/ ან D ვიტამინის დეფიციტის, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის, მისი გართულების კომპლექსურ თერაპიაში. არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. აუმჯობესებს ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს. ვიტამინი D 3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავში  და მის შებოჭვას ძვლოვან ქსოვილში.

კალციუმის გლუკონატი  აღინიშნება შესანიშნავი ბიოშეღწევადობით;

K ვიტამინი წარმოადგენს ცხიმში ხსნად ვიტამინებს.ბუნებაში არსებობს ორი ფორმით რომელსაც ადამიანი ითვისებს:  K 1 შეიცავს ბოსტნეული, ხილი და საკვების სხვა ფორმები; K 2 მიიღება ნაწლავებში არსებული ბაქტერიული ფლორისგან. K 1 ვიტამინს აქვს ნაკლები ბიოშეღწევადობა. pro osteo plus  შეიცავს K 2 ვიტამინის ბუნებრივ ფორმას, რომელიც მიიღება ბიოფერმენტაციის დაპატენტებული მეთოდით. ამ ფორმას აქვს უკეთესი ბიოშეღწევადობა  და რჩება სისხლში უფრო მეტი დროის განმავლობაში ვიდრე K ვიტამინის სხვა ფორმები. K ვიტამინი ითვლება სისხლდენის საწინააღმდეგო ვიტამინად; ხელს უწყობს ძვლის ქსოვილების რეგენერაციას და წარმოქმნას; ხელს უწყობს ოსტეოკალცინის სინთეზს – ძვლის ქსოვილის ცილას, საიდანაც კრისტალიზირდება კალცი; K ვიტამინი ახდენს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას. K ვიტამინი აუცილებელია პროთრომბინის II ფაქტორის, VII - ფაქტორის, IX - ფაქტორის სინთეზისთვის.

მიღების წესი და დოზირება:  მიიღება 1 აბი 1 ჯერ დღეში.

შეფუთვა:   30 აბი

აფთიაქიდან  გაცემის  პირობა: III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე). წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

შენახვის პირობები:  მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25 C   ტემპერატურაზე; 

მწარმოებელი: GENERICA spol. sr.o., Vrbovská 39,  Piešťany, Slovakia .