ინსუვიტი #60კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ინსუვიტი
წამლის ფორმა:
კაფსულები.
აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები, შეიცავს ფხვნილს, რომელიც არის თეთრი და ღია ყავისფერი ნაწილაკების ნარევი.
შემადგენლობა:
კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
ვიტამინი В12 (ციანოკობალამინი) 1,2 მკგ
ვიტამინი Н (ბიოტინი) 15 მკგ
ვიტამინი РР (ნიაციანამიდი) 7 მგ
ბენფოთიამინი 0,5 მგ
თუთია (თუთია ციტრატ ტრიჰიდრატის ფორმით) 2 მგ
ქრომი (ქრომ პიკოლინატის ფორმით) 6 მკგ
სელენი (ნატრიუმ სელენიტის ფორმით) 5 მკგ
ყავისფერი ხის ქერქის მშრალი ექსტრაქტი (Cinnamomum zeylanicum) 50 მგ
მწარე ნესვის ექსტრაქტი (Momordica charantia) 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ცისფერი დაპანტენტებული V, რკინის ყვითელი ოქსიდი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ჟელატინი.
პრეპარატის კოდი АТХ-ის მიხედვით А11ЕХ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
В ჯგუფის ვიტამინები სხვა პრეპარატებთან კომპლექსში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ინსუვიტი წარმოადგენს В ჯგუფის ვიტამინებს მინერალებთან და მცენარეულ ექსტრაქტებთან ერთად. განკუთვნილია შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობის, მეტაბოლური სინდრომის, გაცხიმოვნების და ასევე სხეულის მასის დაკლების პროგრამების დროს გამოსაყენებლად. ხელს უწყობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლას, ქსოვილების ინსულინისადმი რეზისტენტულობის შემცირებას, სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზაციას. ამცირებს სხეულის მასას გაცხიმოვნებისას. ამცირებს დიაბეტური ნეიროპათიის გამოვლინებას, აუმჯობესებს სისხლძარღვებისა და კაპილარების მდგომარეობას.
ვიტამინი В12 მონაწილეობს ნუკლეტოიდების სინთეზში, არის ნორმალური ზრდის, სისხლწარმოქმნისა და ეპითელური ქსოვილების წარმოქმნის მნიშვნელოვანი ფაქტორი. მონაწილეობს ნერვული ბოჭკოების გარსის შემდგენელი მიელინის შექმნაში. ზრდის ქსოვილების რეგენერაციის უნარს. ამცირებს დიაბეტური ნეიროპათიის გამოვლინებას.
ვიტამინი Н თამაშობს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში. აძლიერებს რა გლუკოკინაზის სინთეზს, ააქტიურებს გლუკოზის მეტაბოლიზმს, აძლიერებს გლუკონეოგენეზს. ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზებას. მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების დაშლასა და ცხიმის უტილიზაციაში.
ვიტამინი РР ხელს უშლის ინსულინის გამომამუშავებელი კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედების დაშლას და ხელს უშლის 1 ტიპის დიაბეტის განვითარებას. ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს ენერგეტიკულ ცვლას.
ბენფოთიამინი ახდენს ნახშირწყლების ცვლის ნორმალიზებას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციის ნორმალიზებას, იცავს ნერვულ უჯრედებს ჰიპერგლიკემიის დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. მონაწილეობს ნივთირებათა ცვლაში, ნერვულ-რეფლექტორულ რეგულაციაში, მოქმედებს ქოლინერგიულ სინაპსებში ნერვული აღგზნების გატარებაზე. ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში ნახშირწყლებისა და ენერგეტიკულ ცვლაში.
ქრომი მონაწილეობს სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში, აძლიერებს ინსულინის მოქმედებას ყველა მეტაბოლურ პროცესში.
თუთია შედის მრავალი ფერმენტის შემადგენლობაში, მონაწილეობს ყველა ტიპის ცვლაში. აძლიერებს ინსულინის მოქმედებას. თუთია მონაწილეობს უჯრედების დაყოფასა და დიფერენცირებაში, ასტიმულირებს კანის რეგენერაციასა და თმის ზრდის პროცესებს, ასევე აქვს იმუნომოდულატორული მოქმედება. მონაწილეობს ფოტოქიმიურ რეაქციებში მხედველობის პროცესებში, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობაში.
სელენი ზრდის ინსულინის გამომუშავებას, აუმჯობესებს ქსოვილების მიერ გლუკოზის ათვისებას. ამცირებას უჯრედების ენერგეტიკულ შიმშილს.
ყავისფერი ხის ქერქის მშრალი ექსტაქტი ზრდის ქსოვილების მგრძნობელობას გლუკოზისადმი, ამცირებს პლაზმაში გლუკოზის დონეს ჰიპერგლიკემიის დროს. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედების უნარი. ახდენს სხეულის მასის ნორმალიზებას გაცხიმოვნების დროს.
მწარე ნესვის მშრალი ექსტაქტი თანდათან ამცირებს გლუკოზის დონეს სისხლში შემდგომი მისი რეგულაციით. ამცირებს სხეულის მასას გაცხიმოვნების დროს. ამცირებს ქოლესტერინის დონეს ჰიპერქოლესტერინემიის დროს. ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას ჰიპერტონიის დროს.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი ინსუვიტის მოქმედება განისაზღვრება მისი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით. კინეტიკური დაკვირვება შეუძლებელია, რადგან კომპონენტები კომბინაციაში ვერ იქნება ნანახი მარკერის მეშვეობით ან ბიოკვლევებით. ამავე მიზეზით შეუძლებელია პრეპარატის მეტაბოლიტების აღმოჩენა.
გამოყენების ჩვენება:
- ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტისა და მათი გართულების პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა;
- მეტაბოლური სინდრომი (კომპლექსური თერაპიის დროს);
- გაცხიმოვნება (კომპლექსური თერაპიის დროს);
- სხეულის მასის შემცირების პროგრამებში.
მიღების წესი და დოზები:
პრეპარატი ინსუვიტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
12 წელზე უფროს ბავშვებს უნიშნავენ 1 კაფსულას დღეში;
ზრდასრულებს - 1-2 კაფსულა დღეში.
ექიმის რეკომენდაციით შეიძლება დოზის გაზრდა შაქრიანი დიაბეტისა და მეტაბოლური სინდრომის დროს.
უკუჩვენებები:
- პრეპარატის კომპონენტებისადმი გაზრდილი მგრძნობელობა;
- ორსულობა;
- ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები:
ალერგიული რეაქციების შემთხვევაში შეწყვიტეთ ინსუვიტის მიღება. შესაძლებელია პრეპარატის მიღება ნაკლები დოზებით.
გავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვაზე
არ არის გაფრთხილება პრეპარატის გამოყენებაზე მძღოლებისთვის და იმ პირებისთვის, ვინც პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობენ.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
პრეპარატ ინსუვიტის გამოყენება ორსულობისას უკუნაჩვენებია.
გამოყენება პედიატრიაში
დიაბეტით დაავადებულ ბავშვებში დოზირებას ახდენს ექიმი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პენიცილამინი, იზონიაზიდი ამცირებს ბენფოთიამინის ეფექტურობას, ზრდის მის გამოყოფას.
ჭარბი დოზირება
ამ დრომდე პრეპარატის ჭარბ დოზირებაზე შეტყობინება არ ყოფილა.
გამოშვების ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები.
60 კაფსულა მოთავსებულია აპკითა და ხრახნიანი სახურავით მოხუფულ ფლაკონში.
ფლაკონი ჩანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ ტენისა და სინათლისგან დაცულ ადგილას. ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25°С.
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა:
წარმოების თარიღიდან 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ მიიღოთ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები: გაიცემა რეცეპტის გარეშე.