ლეტრანი 5მგ #10ტ
გააზიარე:
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
ლეტრანი
სავაჭრო დასახელება
ლეტრანი, Letran
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ლევოცეტირიზინი, Levocetirizine
წამლის ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა: აპკიანი გარსით დაფარული ოვალური ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, თეთრი ან თითქმის თეთრი.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® თეთრი Y-1-7000 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი).
პრეპარატის ათქ კოდი R06AE09
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისტემური მოქმედების ანტიჰისტამინური პრეპარატები, პიპერაზინის წარმოებულები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ლევოცეტირიზინი - ცეტირიზინის (R)-ენანტიომერი, არის პერიფერიული H1-რეცეპტორების ძლიერი და სელექტიური ანტაგონისტი.
შეკავშირების კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინს აქვს მაღალი აფინურობა ადამიანის H1-რეცეპტორების მიმართ (Ki = 3,2 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინის აფინურობა H1-რეცეპტორებისადმი 2-ჯერ აღემატება ცეტირიზინისას (Ki = 6,3 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინი დისოცირდება H1-რეცეპტორთან ნახევარგამოყოფის პერიოდით 115 ± 38 წუთი.
ერთჯერადი გამოყენების შემდგომ ლევოცეტირიზინი მოიცავს რეცეპტორების 90%-ს 4 საათში და რეცეპტორების 57%-ს 24 საათში.
ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებული ფარმაკოდინამიკური კვლევები ცხადყოფს, რომ ლევოცეტირიზინის დოზის ნახევარი ავლენს ცეტირიზინის მთლიანი დოზის სადარ აქტივობას, როგორც კანისმიერ, ასევე ნაზალურ სიმპტომებთან მიმართებაში.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ლევოცეტირიზინის ფარმაკოდინამიკური აქტივობა შესწავლილი იყო რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევებში.
კვლევაში, რომელშიც ახდენდნენ ლევოცეტირიზინის 5 მგ, დესლორატადინის 5 მგ და პლაცებოს მოქმედების ეფექტურობის შედარებას ჰისტამინით ინდუცირებულ ბუშტუკებსა და ჰიპერემიაზე, ლევოცეტირიზინით მკურნალობამ განაპირობა ბუშტუკებისა და ჰიპერემიის მნიშვნელოვანი შემცირება, მაინჰიბირებელი აქტივობა იყო ყველაზე მაღალი პირველი 12 საათის მანძილზე და შენარჩუნდა 24 საათის განმავლობაში (p<0.001), პლაცებოსთან და დესლორატადინთან შედარებით.
ლევოცეტირიზინის დოზით 5 მგ მოქმედების დაწყება მცენარეული მტვრით გამოწვეული სიმპტომების კონტროლისას დაფიქსირდა პრეპარატის მიღებიდან 1 საათის შემდეგ პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში ალერგიის მაპროვოცირებელი კამერის მოდელში.
In vitro კვლევებმა (ბოიდენის კამერა და „უჯრედული შრეების“ მეთოდი) აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი აინჰიბირებს ეოტაქსინით გამოწვეულ ეოზინოფილების ტრანსენდოთელურ მიგრაციას კანსა და ფილტვებში. In vivo ფარმაკოდინამიკურმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა („კანის კამერების“ მეთოდი) 14 ზრდასრულ პაციენტში ცხადყო, რომ ლევოცეტირიზინი დოზით 5 მგ, პლაცებოსთან შედარებით, იწვევს სამ ძირითად მაინჰიბირებელ ეფექტს მცენარეულ მტვერზე რეაქციის პირველ 6 საათში: VCAM-1-ის გამოთავისუფლების ინჰიბირება (სისხლძარღვთა ენდოთელიუმის ადჰეზიის 1 ტიპის მოლეკულები), სისხლძარღვთა კედლის გამავლობის მოდულაცია და ეოზინოფილების აქტივაციის დაქვეითება.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ლევოცეტირიზინის ეფექტურობა და უსაფრთხოება იქნა ნაჩვენები რამდენიმე ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში სეზონური ალერგიული რინიტის, მრავალწლიანი ალერგიული რინიტის ან პერსისტიული ალერგიული რინიტის მქონე ზრდასრულ პაციენტებში. ზოგიერთ კვლევაში ნაჩვენებია, რომ ლევოცეტირიზინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ალერგიული რინიტის სიმპტომებს, მათ შორის ნაზალურ ობსტრუქციას.
6-თვიან კვლევაში 551 ზრდასრული პაციენტის მონაწილეობით (276 პაციენტის, ჩათვლით, რომლებიც იღებდნენ ლევოცეტირიზინს) პერსისტიული ალერგიული რინიტით (სიმპტომები აღინიშნება კვირაში 4 დღე 4 კვირის განმავლობაში მიყოლებით), სახლის მტვრის ტკიპასა და ყვავილის მტვრისადმი სენსიბილიზაციის შედეგად, ნაჩვენები იყო, რომ ლევოცეტირიზინი დოზით 5 მგ კლინიკურად და სტატისტიკურად უფრო ეფექტური იყო, ვიდრე პლაცებო, ალერგიული რინიტის სიმპტომების შეფასებისას საერთო ქულების რიცხვის შემცირების კუთხით კვლევის მთლიან პერიოდში და არ იწვევდა ტაქიფილაქსიას. კვლევის მთლიანი პერიოდის განმავლობაში ლევოცეტირიზინმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პაციენტების ცხოვრების ხარისხი.
პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მქონე 166 პაციენტის ჩართულობით, 85 პაციენტი იღებდა პლაცებოს და 81 პაციენტი - ლევოცეტირიზინს დოზით 5 მგ ერთხელ დღე-ღამეში ექვსი კვირის განმავლობაში. პლაცებოსთან შედარებით, ლევოცეტირიზინით მკურნალობამ გამოიწვია ქავილის ინტენსივობის მნიშვნელოვანი შემცირება პირველი კვირის განმავლობაში და მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ლევოცეტირიზინმა ასევე განაპირობა, პლაცებოსთან შედარებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, რაც ფასდებოდა ცხოვრების ხარისხის დერმატოლოგიური ინდექსით.
ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება შეისწავლებოდა როგორც ურტიკარიული მდგომარეობების მოდელი. ვინაიდან ჰისტამინის გამოყოფა არის მიზეზობრივი ფაქტორი ურტიკარიულ დაავადებებში, მოსალოდნელია, რომ ლევოცეტირიზინი ეფექტური იქნება სხვა ურტიკარიული მდგომარეობების სიმპტომების შესამსუბუქებლად, ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მსგავსად.
ელექტროკარდიოგრაფიის მონაცემებმა არ აჩვენა ლევოცეტირიზინის შესაბამისი გავლენა QT ინტერვალზე.
ბავშვები
ლევოცეტირიზინის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პრაქტიკაში შესწავლილი იყო ორ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, რომელიც მოიცავდა 6-დან 12 წლამდე ასაკის პაციენტებს სეზონური და მრავალწლიანი ალერგიული რინიტით, შესაბამისად. ორ კვლევაში ლევოცეტირიზინი მნიშვნელოვნად ამცირებდა სიმპტომების გამოვლინებას და აუმჯობესებდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხს.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში კლინიკური უსაფრთხოება დადგენილი იქნა რამდენიმე მოკლეხნიანი თუ ხანგრძლივი თერაპიული კვლევის შედეგად:
- ერთი კლინიკური კვლევა, რომლის ფარგლებშიც 2-დან 6 წლამდე ასაკის 29 ბავშვი ალერგიული რინიტით იღებდა ლევოცეტირიზინს დოზით 1,25 მგ ორჯერ დღე-ღამეში 4 კვირის განმავლობაში;
- ერთი კლინიკური კვლევა, რომლის ფარგლებშიც 1-დან 5 წლამდე ასაკის 114 ბავშვი ალერგიული რინიტით ან ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებით იღებდა ლევოცეტირიზინს დოზით 1,25 მგ ორჯერ დღე-ღამეში 2 კვირის განმავლობაში;
- ერთი კლინიკური კვლევა, რომლის ფარგლებშიც 6-დან 11 თვემდე ასაკის 45 ბავშვი ალერგიული რინიტით ან ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებით იღებდა ლევოცეტირიზინს დოზით 1,25 მგ დღე-ღამეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში;
- ერთი გრძელვადიანი (18 თვე) კლინიკური კვლევა ატოპიური მდგომარეობების მქონე 12-დან 24 თვემდე ასაკის (კვლევაში ჩართვის მომენტისათვის) 255 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ ლევოცეტირიზინს.
უსაფრთხოების პროფილი ანალოგიური იყო პროფილისა, რომელიც აღინიშნა 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებულ მოკლევადიან კვლევებში.
ფარმაკოკინეტიკა
ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა არის წრფივი, არ არის დამოკიდებული დოზასა და დროზე, ხასიათდება დაბალი ინდივიდუალური ვარიაბელობით. ცალკეული ენანთიომერისა და ცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკური პროფილები მსგავსია. არ ხდება ქირალური ინვერსია შეწოვის ან გამოყოფის დროს.
შეწოვა
შიგნით მიღების შემდეგ ლევოცეტირიზინი სწრაფად და დიდ წილად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ზრდასრულებში მიიღწევა მიღებიდან 0,9 საათის შემდეგ. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა ორი დღის შემდეგ. პიკური კონცენტრაცია ერთჯერადი და მრავალჯერადი (5 მგ ყოველდღიურად) მიღების შემდეგ ჩვეულებრივ შეადგენს 270 ნგ/მლ და 308 ნგ/მლ, შესაბამისად. შეწოვის ხარისხი არ არის დამოკიდებული დოზაზე და საკვებზე, თუმცა საკვების მიღების შემთხვევაში პიკური კონცენტრაცია მცირდება და მიიღწევა მოგვიანებით.
განაწილება
მონაცემები ადამიანის ქსოვილებში პრეპარატის განაწილებისა და ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის შესახებ არ არსებობს. ვირთაგვებსა და ძაღლებში ყველაზე მაღალი დონეები ქსოვილში აღმოჩენილია ღვიძლსა და თირკმელებში, ხოლო ყველაზე დაბალი -ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
ლევოცეტირიზინი 90%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ლევოცეტირიზინის განაწილება შეზღუდულია, რადგან განაწილების მოცულობა შეადგენს 0,4 ლ/კგ.
ბიოტრანსფორმაცია
ადამიანებში ლევოცეტირიზინის შეყვანილი დოზის 14%-ზე ნაკლები განიცდის მეტაბოლურ ტრანსფორმაციას, რის გამოც მიიჩნევა, რომ გენეტიკურ პოლიმორფიზმთან ან ფერმენტების ინჰიბიტორების ამავდროულ გამოყენებასთან დაკავშირებული განსხვავებები უმნიშვნელოა. მეტაბოლიზმის გზებს განეკუთვნება არომატული რგოლების დაჟანგვა, N- და O-დეალკილირება, ტაურინთან კონიუგაცია. დეალკილირება ძირითადად განპირობებულია CYP3A4-ით, ხოლო არომატული რგოლის დაჟანგვაში მონაწილეობს CYP-ის მრავალი და/ან არაიდენტიფიცირებული იზოფორმები. ლევოცეტირიზინი არ ახდენს გავლენას CYP1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 იზოფერმენტების აქტივობაზე ისეთი კონცენტრაციებისას, რომლებიც მნიშვნელოვნად აჭარბებს 5 მგ-ის შიგნით მიღების შემდეგ მიღწეულ პიკურ კონცენტრაციებს.
დაბალი მეტაბოლიზმის და მეტაბოლიზმის ინჰიბირების პოტენციალის არარსებობის გამო, ლევოცეტირიზინის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან ან პირიქით ნაკლებად სავარაუდოა.
გამოყოფა
პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი ზრდასრულებში უდრის 7,9±1,9 საათს. მცირეწლოვან ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანმოკლეა.
საშუალო ხილული მთლიანი კლირენსი მოზრდილებში შეადგენს 0,63 მლ/წთ/კგ. ლევოცეტირიზინის და მისი მეტაბოლიტების ექსკრეციის ძირითადი გზა შარდში გამოყოფაა, რაც შეადგენს დოზის 85,4% საშუალოდ. განავლით ექსკრეცია შეადგენს დოზის მხოლოდ 12,9%-ს. ლევოცეტირიზინი გამოიყოფა როგორც გორგლოვანი ფილტრაციით, ასევე აქტიური მილაკოვანი სეკრეციით.
პაციენტთა განსაკუთრებულიჯგუფები
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით
ლევოცეტირიზინის სავარაუდო კლირენსი კორელირებს კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ, რეკომენდებულია ლევოცეტირიზინის დოზირების ინტერვალების კორექცია თირკმელების ფუნქციის ზომიერი და მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში. თირკმლის დაავადებების ტერმინალური, ანურიის სტადიის დროს ზოგადი კლირენსი მცირდება დაახლოებით 80%-ით, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. სტანდარტული 4-საათიანი ჰემოდიალიზის პროცედურის საშუალებით გამოიყოფა ლევოცეტირიზინის 10%-ზე ნაკლები.
ბავშვები
პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის ჯვარედინი შესწავლის მონაცემები 6-დან 11 წლამდე ასაკის 14 ბავშვში, სხეულის მასით 20-დან 40 კგ-მდე, ლევოცეტირიზინის ერთჯერადი პერორალური მიღებისას დოზით 5 მგ აჩვენებს, რომ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (C max) და ფართობი „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ (AUC) დაახლოებით ორჯერ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებლებს ზრდასრულ ჯანმრთელ მოხალისეებში. Cmax-ის საშუალო მნიშვნელობა იყო 450 ნგ/მლ, მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწეოდა საშუალოდ 1,2 საათის შემდეგ, ზოგადი კლირენსი სხეულის მასის გათვალისწინებით იყო 30%-ით მაღალი, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი ბავშვებში 24%-ით უფრო მოკლე იყო, ვიდრე ზრდასრულებში. შერჩეული ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში. რეტროსპექტული ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ჩაუტარდა 323 პაციენტს (181 ბავშვი 1-დან 5 წლამდე, 18 ბავშვი 6-დან 11 წლამდე და 124 ზრდასრული 18-დან 55 წლამდე ), რომლებიც იღებდნენ ლევოცეტირიზინის ერთ ან რამდენიმე დოზას 1,25 მგ-დან 30 მგ-მდე. ანალიზის ჩატარების პროცესში მიღებულმა მონაცემებმა ცხადყო, რომ 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში 1,25 მგ დოზით დღე-ღამეში ერთხელ მიღება განაპირობებს, როგორც მოსალოდნელია, სისხლის პლაზმაში ისეთ კონცენტრაციას, რომელიც შესაბამისი იქნება ზრდასრულებში 5 მგ ლევოცეტირიზინის დღე-ღამეში ერთხელ მიღების შემთხვევაში არსებული კონცენტრაციისა.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში ფარმაკოკინეტიკის მონაცემები შეზღუდულია. 30 მგ ლევოცეტირიზინის ერთხელ დღე-ღამეში განმეორებითი მიღებისას 6 დღის განმავლობაში 9 ხანდაზმულ პაციენტში (65-74 წელი) საერთო კლირენსი იყო დაახლოებით 33%-ით დაბალი, ვიდრე ახალგაზრდა ზრდასრულებში. ნაჩვენები იყო, რომ რაცემიული ცეტირიზინის განაწილება უფრო მეტად არის დამოკიდებული თირკმლის ფუნქციაზე, ვიდრე ასაკზე. ეს მტკიცებულება ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ლევოცეტირიზინთან დაკავშირებით, რადგან ლევოცეტირიზინიც და ცეტირიზინიც ძირითადად გამოიყოფა შარდით. ამიტომ, ხანდაზმულ პაციენტებში ლევოცეტირიზინის დოზა უნდა დაკორექტირდეს თირკმლის ფუნქციიდან გამომდინარე.
სქესი
ფარმაკოკინეტიკური შედეგები 77 პაციენტისთვის (40 მამაკაცი, 37 ქალი) იქნა შეფასებული სქესის პოტენციური გავლენის გათვალისწინებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი ოდნავ უფრო მოკლე იყო ქალებში (7,08 ± 1,72 საათი), ვიდრე მამაკაცებში (8,62 ± 1,84 საათი); თუმცა კლირენსი, რომელიც კორექტირებული იყო სხეულის მასის გათვალისწინებით, პერორალური მიღების დროს ქალებში (0,67 ± 0,16 მლ/წთ/კგ), როგორც ჩანს, შედარებადია მამაკაცების კლირენსთან (0,59 ± 0,12 მლ/წთ/კგ). ერთნაირი სადღეღამისო დოზები და დოზირების ინტერვალებია მისადაგებული თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე მამაკაცებისა და ქალებისათვის.
რასა
რასის ზემოქმედება ლევოცეტირიზინზე არ არის შესწავლილი. ვინაიდან ლევოცეტირიზინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა და არ არის რაიმე მნიშვნელოვანი რასობრივი განსხვავება კრეატინინის კლირენსში, ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები არ იქნება განსხვავებული სხვადასხვა რასებისათვის. განსხვავებები არ დაფიქსირებულა რაცემიული ცეტირიზინის კინეტიკაში.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი. ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში (ჰეპატოცელულური, ქოლესტაზური და ბილიარული ციროზი), რომლებიც იღებდნენ 10 მგ ან 20 მგ რაცემიული ცეტირიზინის ერთჯერადად, აღინიშნა ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა 50%-ით და კლირენსის შემცირება 40%-ით ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური თანაფარდობა
ჰისტამინით ინდუცირებულ კანისმიერ რეაქციებზე მოქმედება არ შეესაბამება (არ ემთხვევა ფაზის მხრივ) კონცენტრაციებს პლაზმაში.
გამოყენების ჩვენებები
ალერგიული რინიტის (პერსისტიული ალერგიული რინიტის ჩათვლით) და ჭინჭრის ციების სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
ზრდასრულებიდა მოზარდები 12 წლის ასაკიდან
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 5 მგ (1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი).
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის ზომიერი და მძიმე დარღვევების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. „თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები“).
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
დოზირების ინტერვალები უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად თირკმლის ფუნქციიდან გამომდინარე (გფგს (eGFR) - გორგლოვანი ფილტრაციის გამოთვლითი სიჩქარე). აუცილებელია დოზის კორექცია ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით.
დოზის კორექცია თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებისთვის:
|
ჯგუფი |
გფგს (მლ/წთ) |
დოზა და სიხშირე |
|
თირკმელების ნორმალური ფუნქცია |
≥ 90 |
1 ტაბლეტი დღე-ღამეში |
|
თირკმელების ფუნქციის უმნიშვნელოდ გამოხატული დაქვეითება |
60 - < 90 |
1 ტაბლეტი დღე-ღამეში |
|
თირკმელების ფუნქციის ზომიერად გამოხატული დაქვეითება |
30 - <60 |
1 ტაბლეტი ყოველ ორ დღე-ღამეში |
|
თირკმელების ფუნქციის გამოხატული დაქვეითება |
15 - <30 (დიალიზის საჭიროება არ არის) |
1 ტაბლეტი ყოველ სამ დღე-ღამეში |
|
თირკმელების დაავადების ტერმინალური სტადია |
< 15 (დიალიზის საჭიროებისას |
უკუნაჩვენებია |
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ბავშვებში დოზა უნდა იქნას დაკორექტირებული ინდივიდუალურად, პაციენტის თირკმლისმიერი კლირენსისა და მისი სხეულის მასის გათვალისწინებით. არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ბავშვებში.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
დოზის კორექცია არ არის საჭირო მხოლოდ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია დოზის კორექცია (იხ. „თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები“).
ბავშვები 6-დან 12 წლამდე
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 5 მგ (1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი).
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის ტაბლეტირებული სახით გამოყენებისას დოზის კორექტირება შეუძლებელია. რეკომენდებულია ლეტრანის პედიატრიული ფორმის გამოყენება.
გამოყენების წესი
პრეპარატი მიიღება შიგნით, კვებისგან მიუხედავად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით, დაღეჭვის გარეშე. რეკომენდებულია პრეპარატის სადღეღამისო დოზის ერთჯერადად მიღება.
გამოყენებისხანგრძლივობა
ინტერმიტირებადი ალერგიული რინიტი (სიმპტომები ვლინდება კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან წელიწადში 4 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში) უნდა იქნას განხილული დაავადებიდან და მისი ისტორიიდან გამომდინარე, მიღების შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომების გაქრობის შემდეგ, მიღების განახლება შესაძლებელია, როდესაც სიმპტომები ისევ იჩენს თავს. პერსისტიული ალერგიული რინიტის შემთხვევაში (სიმპტომები ვლინდება კვირაში 4 დღეზე მეტი ან წელიწადში 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში), პაციენტს შეიძლება მიეცეს უწყვეტი თერაპიის რეკომენდაცია ალერგენების ზემოქმედების პერიოდში.
არსებობს კლინიკური გამოცდილება ლევოცეტირიზინის გამოყენებისა მკურნალობის მინიმუმ 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში. ქრონიკული ჭინჭრის ციების და ქრონიკული ალერგიული რინიტის დროს არსებობს ცეტირიზინის (რაცემატის) ერთ წლამდე გამოყენების კლინიკური გამოცდილება.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ცეტირიზინის, ჰიდროქსიზინის, პიპერაზინის წარმოებულების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;
- თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტები გფგს-ით < 15 მლ/წთ (დიალიზის საჭიროების შემთხვევაში).
არასასურველი რეაქციები
კლინიკური კვლევები
12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები და ზრდასრულები
12-დან 71 წლამდე ასაკის ქალებსა და მამაკაცებში ჩატარებულ თერაპიულ კვლევებში, ლევოცეტირიზინის 5 მგ დოზით მიღების ფონზე პაციენტთა 15,1%-ს განუვითარდა მინიმუმ ერთი არასასურველი რეაქცია, პლაცებოს მიმღებთა ჯგუფის 11,3%-თან შედარებით. ამ არასასურველი რეაქციების 91,6% იყო მსუბუქიდან ზომიერამდე ხარისხის სიმძიმის.
თერაპიულ კვლევებში არასასურველი რეაქციების გამო გარიცხვის სიხშირემ შეადგინა 1,0% (9/935) ლევოცეტირიზინის 5 მგ დოზით მიმღებთა ჯგუფში და 1,8% (14/771) პლაცებოს ჯგუფში.
კლინიკური თერაპიული კვლევები მოიცავდა 935 მოხალისეს, რომლებიც იღებდნენ ლევოცეტირიზინს რეკომენდებული დოზით 5 მგ დღე-ღამეში. დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი რეაქციების განვითარება 1% ან მეტი სიხშირით (ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10)) ლევოცეტირიზინის 5 მგ ან პლაცებოს მიღებისას:
|
შერჩეული ტერმინი (WHOART) |
პლაცებო ( n=771 ) |
ლევოცეტირიზინი 5 მგ ( n=935 ) |
|
თავის ტკივილი |
25 (3,2%) |
24 (2,6%) |
|
ძილიანობა |
11 (1,4%) |
49 (5,2%) |
|
პირის სიმშრალე |
12 (1,6%) |
24 (2,6%) |
|
დაღლილობა |
9 (1,2%) |
23 (2,5%) |
იშვიათად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100) აღინიშნა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ასთენია ან მუცლის ტკივილი.
სედაციური არასასურველი რეაქციების სიხშირე, ისეთების, როგორიცაა ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია, უფრო გავრცელებული იყო (8,1%) ლევოცეტირიზინის 5 მგ დოზით მიმღებთა ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (3,1%).
ბავშვები
პლაცებო-კონტროლირებად ორ კვლევაში 6-11 თვის ასაკისა და 1-დან 6 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში, 159 პაციენტი იღებდა ლევოცეტირიზინს 2 კვირის განმავლობაში დოზით 1,25 მგ დღე-ღამეში და 1,25 მგ ორჯერ დღე-ღამეში, შესაბამისად. ლევოცეტირიზინისა და პლაცებოს მიმღებთა ჯგუფებში დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი რეაქციები 1% და მეტი სიხშირით:
|
სისტემურ-ორგანულიკლასი და შერჩეული ტერმინი |
პლაცებო ( n= 83) |
ლევოცეტირიზინი ( n= 159) |
|
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ |
|
|
|
დიარეა |
0 |
3 (1,9%) |
|
ღებინება |
1 (1,2%) |
1 (0,6%) |
|
ყაბზობა |
0 |
2 (1,3%) |
|
ნერვული სისტემის მხრივ |
|
|
|
ძილიანობა |
2 (2,4%) |
3 (1,9) |
|
ფსიქიკისდარღვევები |
|
|
|
ძილის დარღვევა |
0 |
2 (1,3%) |
6-12 წლის ასაკის ბავშვებში ჩატარდა ორმაგი ბრმა პლაცებო-კონტროლირებადი კვლევები, რომელთა ფარგლებშიც 243 ბავშვი იღებდა 5 მგ ლევოცეტირიზინს ყოველდღიურად დროის სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში 1 კვირაზე ნაკლებიდან 13 კვირამდე. ლევოცეტირიზინისა და პლაცებოს მიმღებთა ჯგუფებში დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი რეაქციები 1% და მეტი სიხშირით:
|
შერჩეულიტერმინი |
პლაცებო ( n= 240) |
ლევოცეტირიზინი 5 მგ ( n= 243) |
|
თავის ტკივილი |
5 (2,1%) |
2 (0,8%) |
|
ძილიანობა |
1 (0,4%) |
7 (2,9%) |
გამოყენების პოსტმარკეტინგული გამოცდილება
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიის ჩათვლით.
ნივთიერებათა ცვლისადა კვების მხრივ: სიხშირე უცნობია -მადის მომატება.
ფსიქიკურიდარღვევები: სიხშირე უცნობია - აგრესია, აგზნებადობა, ჰალუცინაციები, დეპრესია, უძილობა, სუიციდური აზრები, კოშმარული სიზმრები.
ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - კრუნჩხვები, პარესთეზია, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, ტრემორი, დისგევზია.
სმენისა და წონასწორობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - ვერტიგო.
მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - მხედველობის დაქვეითება, მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა, თვალის კაკლის უკონტროლო ბრუნვა.
გულის მხრიდან: სიხშირე უცნობია - პალპიტაცია, ტაქიკარდია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ: სიხშირე უცნობია - დისპნოე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ : სიხშირე უცნობია - გულისრევა, ღებინება, დიარეა.
ღვიძლისა და სანაღვლეგზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰეპატიტი.
თირკმელებისა და შარდ-გამომყოფიგზების მხრივ: სიხშირე უცნობია - დიზურია, შარდის შეკავება.
კანისადა კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება, მდგრადი წამლისმიერი გამონაყარი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: სიხშირე უცნობია - მიალგია, ართრალგია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანისადგილზე: სიხშირე უცნობია - შეშუპება.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: სიხშირე უცნობია - სხეულის მასის მომატება, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების გადახრა.
ცალკეული არასასურველირეაქციების აღწერა
ლევოცეტირიზინის მიღების შეწყვეტის შემდეგ დაფიქსირდა ქავილი.
შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა პრეპარატის ალკოჰოლთან ერთად გამოყენების დროს.
სიფრთხილე უნდა იქნას დაცული პაციენტებთან, რომლებსაც შარდის შეკავებისადმი მიდრეკილების ფაქტორები (მაგალითად, ზურგის ტვინის დაზიანება, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია) აღენიშნებათ, რადგან ლევოცეტირიზინმა შეიძლება გაზარდოს შარდის შეკავების რისკი.
სიფრთხილე უნდა იქნას დაცული ეპილეფსიის მქონე პაციენტებთან და კრუნჩხვების განვითარების რისკის მქონე პაციენტებთან, რადგან ლევოცეტირიზინმა შეიძლება გამოიწვიოს შეტევების გამწვავება.
კანისმიერი ალერგიული რეაქციების ტესტების შედეგები ითრგუნება ანტიჰისტამინური პრეპარატების მიერ და საჭიროა გამორეცხვის პერიოდი (3 დღე) მათ ჩატარებამდე.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზის აუტანლობის, სრული ლაქტაზური უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრული პრობლემებით არ უნდა მიიღონ ლეტრანი.
ლევოცეტირიზინით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ქავილი, მაშინაც კი, როცა მკურნალობის დაწყებამდე ეს სიმპტომი არ აღინიშნებოდა. სიმპტომები შეიძლება აღმოცენდეს და გაქრეს სპონტანურად. ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება იყოს ინტენსიური და საჭირო გახდეს მკურნალობის განახლება. მკურნალობის განახლების შემთხვევაში სიმპტომები უნდა გაქრეს.
ბავშვები
ლეტრანის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად, რადგან გამოშვების ეს ფორმა არ იძლევა პრეპარატის დოზირების საშუალებას ამ ასაკობრივ ჯგუფში. რეკომენდებულია ლევოცეტირიზინის პედიატრიული ფორმის გამოყენება.
გავლენა ავტოტრანსპორტისტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
შედარებითმა კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ლევოცეტირიზინი რეკომენდებული დოზით ამცირებს გონებრივ აქტივობას, რეაგირების ან ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარს.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია ლევოცეტირიზინით თერაპიის დროს. ამიტომ, პაციენტებმა, რომლებიც გეგმავენ ავტომობილის მართვას, პოტენციურად სახიფათო საქმიანობას ან მექანიზმებთან მუშაობას, უნდა გაითვალისწინონ საკუთარი რეაქცია პრეპარატის მიმართ.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობა
ორსულობის დროს ლევოცეტირიზინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია (300-ზე ნაკლები ორსულობის გამოსავალი). თუმცა, დიდი რაოდენობით მონაცემები ცეტირიზინის, ლევოცეტირიზინის რაცემატის, ორსულობის დროს გამოყენების შესახებ (1000-ზე მეტი ორსულობის გამოსავალი) არ მიუთითებს მალფორმაციული ან ფეტალურ/ნეონატალური ტოქსიკურობის არსებობაზე. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა პირდაპირი ან არაპირდაპირი არასასურველი ზემოქმედება ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონალურ/ფეტალურ განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე.
აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს ორსულობის დროს.
ლაქტაცია
ცეტირიზინი, ლევოცეტირიზინის რაცემატი, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ამიტომ ლევოცეტირიზინის გამოყოფაც დედის რძესთან ერთად სავარაუდოა. ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ არასასურველი რეაქციები ლევოცეტირიზინის მიმართ. ამიტომ, ქალებისთვის ლაქტაციის პერიოდში ლევოცეტირიზინის დანიშვნის შემთხვევაში, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
ფერტილობა
კლინიკური მონაცემები ლევოცეტირიზინის შესახებ არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ლევოცეტირიზინთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა (მათ შორის კვლევები CYP3A4-ის ინდუქტორებთან); ცეტირიზინის რაცემიული კომპლექსის კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედება (ანტიპირინთან, აზითრომიცინთან, ციმეტიდინთან, დიაზეპამთან, ერითრომიცინთან, გლიპიზიდთან, კეტოკონაზოლთან და ფსევდოეფედრინთან). ცეტირიზინის კლირენსის მცირე დაქვეითება (16%) აღინიშნა მრავალდოზიან კვლევაში თეოფილინის გამოყენებით (400 მგ დღე-ღამეში ერთხელ), მაშინ როცა თეოფილინის გამოყოფა არ იცვლება ცეტირიზინის იმავდროული გამოყენების ფონზე.
მრავალდოზიან კვლევაში რიტონავირის (600 მგ ორჯერ დღე-ღამეში) და ცეტირიზინის (10 მგ დღე-ღამეში) გამოყენებით, ცეტირიზინის ზეგავლენის ხარისხი გაიზარდა დაახლოებით 40%-ით, ხოლო რიტონავირის განაწილება ოდნავ შეიცვალა (-11%), ცეტირიზინის თანმხლები მიღების ფონზე.
ლევოცეტირიზინის აბსორბციის ხარისხი არ მცირდება საკვების მიღებისას, თუმცა მცირდება შეწოვის სიჩქარე.
მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის და ალკოჰოლის ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების დამატებითი დაქვეითება და შრომისუნარიანობის გაუარესება.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ძილიანობა (ზრდასრულებში), აგზნებადობა და შფოთვა, რასაც მოჰყვება ძილიანობა (ბავშვებში).
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება. პრეპარატის მიღებისთანავე აუცილებელია კუჭის ამორეცხვა. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
1 ან 2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახებ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", თურქეთი
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).










