ნებივოლოლი შტადა5მგ #100ტ

ნებივოლოლი შტადა5მგ #100ტ

24.99 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბეტა-ადრენობლოკატორები
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: შტადა არცნაიმიტელ აგ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნებივოლოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 82344
გააზიარე:

 სარეკომენდაციო ვერსია 

ფურცელი-ჩანართი: მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია

ნებივოლოლი შტადა 5მგ ტაბლეტები

ნებივოლოლი

მოცემული პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

- შეინახეთ მოცემული ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. შესაძლებელია ზიანი მიადგეთ მათ (მაშინაც კი თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავს).

- ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის განვითარებისას (რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში) მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. ნაწილი 4.

 

რა არის მოცემული ფურცელ-ჩანართში

1. რა არის ნებივოლოლი შტადა და რისთვის გამოიყენება ის

2. რა უნდა იცოდეთ ნებივოლოლი შტადას მიღებამდე

3. ნებივოლოლი შტადას მიღების წესი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. ნებივოლოლი შტადას შენახვის პირობები

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი იფნრომაცია

  1. 7.  

1. რა არის ნებივოლოლი შტადა და რისთვის გამოიყენება ის

ნებივოლოლი შტადა შეიცავს ნებივოლოლს, არის გულსისხლძარღვთა სამკურნალო პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება სელექციური ბეტა-ბლოკატორების ჯგუფს (ანუ, გულსისხლძარღვთა სისტემაზე სელექციური მოქმედებით). იგი ხელს უშლის გულისცემის სიხშირის მომატებას, აკონტროლებს გულის კუმშვადობას. ასევე აქვს დილატაციური მოქმედება სისხლძარღვებზე, რაც ხელს უწყობს ასევე არტერიული წნევის დაწევას.

 

გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ (ჰიპერტენზია).

 

ნებივოლოლი შტადა ასევე გამოიყენება გულის სტაბილური მსუბუქი და ზომიერი ქრონიკული უკამრისობის სამკურნალოდ პაციენტებში 70 წლის ასაკიდან სხვა პრეპარატებთან ერთად.

 

2. რა უნდა იცოდეთ ნებივოლოლი შტადას მიღებამდე

არ მიიღოთ ნებივოლოლი შტადა

- თუ ხართ ალერგიული ნებივოლოლის ან სხვა დამხამრე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).

- თუ გაქვთ ერთი ან მეტი შემდეგი სახის დარღვევა:

- დაბალი არტერიული წნევა

- ფეხებსა და ხელებში სისხლის მიმოქცევის სერიოზული პრობლემები

-  ძალიან ნელი გულისცემა (<60 დარტყმა/წუთში) ან არარეგულარული გულისცემა (დარღვეული სინუსური სინდრომი)

- გულის სხვა სერიოზული რითმის პრობლემები (მაგ. II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, სინო-ატრიალური ბლოკადა)

- გულის უკმარისობა, რაც ესესაა განვითარდა ან ბოლო დროს გაუარესდა, შოკი გამოწვეული გულის უკმარისობის გაუარესებით (კარდიოგენული შოკი) ან თუ იღებთ სისხლის მომოქცევის შოკის მკურნალობისას გულის მწვავე უკმარისობის გამო ინტრავენური წვეთოვანით კვებით გულის მუშაობის ხელშესაწყობად.

- ასთმა, ხიხინი ან მდგომარეობა, რაც აზიანებს სუნთქვას (ახლა ან წარსულში)

- არანამკურნალები ფეოქრომოციტომა, სიმსივნე რომელიც მდებარეობს თირკმელებზე (თირკმელზედა ჯირკვალზე)

- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

- მეტაბოლური დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი), მაგ. დიაბეტური კეტოაციდოზი.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებივოლოლი შტადას მიღებამდე. განსაკუთრებით უჩვეულოდ დაბალი გულისცემის დროს

- გულმკერდში ტკივილი სპონტანურად გადასული სპაზმებში რასაც ეწოდება პრინცმეტალის სტენოკარდია

-  არანამკურნალები გულის ქრონიკული უკმარისობა და გულის იშემიური დაავადება (სისხლის მიწოდების შეზღუდვა)

- გულის პირველი ხარისხის ბლოკადა (გულის მუშაობის დარღვევა, რაც არღვევს გულის რითმს)

- ფეხებსა და ხელებში ცუდი სისხლის მიმოქცევა, მაგ. რეინოდს დაავადება ან სინდრომი, სპაზმების მსგავსი ტკივილი სიარულისას

- დიაბეტი: მოცემული პრეპარატი არ ზემოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე, მაგრამ შეუძლია შენიღბოს სისხლში შაქრის დაბალი დონე (მაგ. პალპიტაციები, გულის სწრაფი ცემა).

- ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალი: მოცემულმა პრეპარატმა შეიძლება შენიღბოს მოცემული მდგომარეობით გამოწვეული გულის ძალიან სწრაფი უჩვეულო ცემის ნიშნები.

- ალერგია: მოცემულმა პრეაპარტმა შეიძლება გაახშიროს თქვენი რეაქცია ყვავილის მტვრის მიმართ ან სხვა პრეპარატების მიმართ, რომლის მიმართაც ალერგიული ხართ.

- სუნთქვის გახანგრძლივოებული პრობლემები ხველით (იცით რომ გაწუხებთ ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადება)

- ფსორიაზი (კანის დაავადება ) ან თუ ოდესმე გქონიათ ფსორიაზი

- ქირურგიული ოპერაცია, ყოველთვის აცნობეთ ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ ნებივოლოლს შტადა ანესთეზიამდე.

 

თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები არ მიიღოთ ნებივოლოლი შტადა გულის უკმარისობითვის და აცნობეთ ექიმს.

 

თქვენ ჩაგიტარდებათ რეგულარული მონიტრონგი გამოცდილი ექმიმის მიერ მკურანლობის დასაწყისში გულის ქრონიკული უკმარისობის დროს (იხ. ნაწილი 3).

მოცემული მკრუნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, თუ აშკარად არ არის ნაჩვენები და შეფასდეს ექიმის მიერ (იხ. ნაწილი 3) .

 

ბავშვები და მოზარდები

პროდუქტის ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენების შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო ნებივოლოლი შტადას მიღება არ არის რეკომენდებული.

 

სხვა პრეპარტები და ნებივოლოლი შტადა

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს მიგიღიათ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეაპრატები.

ზოგიერთი პრეპარატის გამოყენება შეუძლებელია ერთსადაიმავე დროს, მაშინ როდესაც სხვა პრეპარატი საჭიროებენ სპეციფიურ ცვლილებებს (დოზის, მაგ)

ყოველთვის აცნობეთ ექიმს რომ იღებთ რომელიმე შემდეგი პრეპარატს ნებოვოლოლი შტადასთან ერთად:

- არტერიული წნევის მაკონტროლებელი ან გულის პრობლემების სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა ამიოდარონი, ამლოდიპინი, ციბენზოლინი, კლონიდინი, დიგოქსინი, დილტიაზემი, დიზოპირამიდი, ფელოდიპინი, ფლეკაინიდი, გუანფასინი, ჰიდროქინიდინი, ლაციდიპინი, ლიდოკაინი, მეთილდოპა, მექსილეტინი, მოქსონიდინი, ნიკრადიპინი, ნიფედიპინი, იმოდიპინი, ნიტრენდიპინი, პროპაფენონი, ქინიდინი, რილმენიდინი, ვერაპამილი).

სედაციური და ფსიქოტროპული საშუალებები (გონებრივი დაავადება) მაგ. ბარბიტურატები (ასევე გამოიყენება ეპილეფსიისთვის), ფენოთიაზინები (ასევე გამოიყენება ღებინების და გულისრევისთვის), მაგ. თიორიდაზინი.

დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები მაგ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი.

ბაკლოფენი (გამოიყენება სპასტური მოძრაობების სამკურნალოდ), ამიფოსტინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ)

- პრეპარატები საანესთეზიო

- ასთმის, ბლოკირებული ცხვირის ან თვალის ზოგიერთი დაავადების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა გლაუკომა (თვალის მომატებული წნევა) ან გუგის დილატაცია.

ყველა მოცემულმა პრეპარატმა ისევე, როგორც ნებივოლოლმა შესაძლოა გავლენა იქონიოს არტერიულ წნევაზე და/ან გულის ფუნქციაზე.

-                  კუჭის მომატებული მჟავიანობის ან წყლულის სამკურნალო პრეპარტები (ანტაციდები), მაგ. ციმეტიდინი. ნებივოლოლი შტადას მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს და ანტაციდის - ორ ჭამას შორის შუალედში.

-                  ინსულინი ან დიაბეტის სამკურნალო ტაბლეტები. მიუხედავად იმისა, რომ ნებივოლოლი არ ზემოქმედებს გლუკოზას დონეზე, ერთდროულად მიღებამ შეიძლება შენიღბოს ჰიპოგლიკემიის ზოგიერთი სიმპტომი (გულის მომატებული ცემა)

 

ნებივოლოლი შტადას მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ნებიბოლოლი შტადას მიღება შესაძლებელია ჭამის წინ, ჭამის დროს ან მის შემდეგ, ან საკვებისგან დამოუკიდებლად, ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ ცოტაოდენი წყლის მიყოლებით.

 

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან აპირებთ ორსულობას, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის პრეპარატის მიღებამდე.

ნებივოლოლი შტადას მიღება დაუშვებელია ორსულობის დროს, თუ ეს ძალიან არ არის აუცილებელი.

 

ნებივოლოლი შტადა არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს.

 

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

მოცემულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავრუსხვევა ან დაღლილობა. ეფექტების შემთხვევაში, არ მართოთ ავტოტრანსპორტი ან მექანიმზები.

 

ნებივოლოლი შტადა შეიცავს ლაქტოზას.

თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

 

3. ნებივოლოლი შტადას მიღების წესი

პრეპარატი მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ჰკითხეთ ფარმაცევტს ან ექიმს თუ არ ხართ დარწმუნებული.

ნებივოლოლი შტადას მიღება შეიძლება ჭამის წინ, დროს და შემდეგ, მაგრამ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ საკვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი მიიღება წყლის მიყოლებით (მაგ. ერთი წიქა წყალი).

მომატებული არტერიული წნევის მკურნალობა (ჰიპერტენზია)

-                  რეკომენდებული დოზებია 1 ტაბლეტი დღეში. დოზის მიღება ხდება დღის ერთსადაიმავე დროს.

-                  >65 წლის ასაკის ხანდაზულები და პაციენტები თირკმლის დისფუნქციით, იწყებენ ნახევარი ტაბლეტით დღეში. საჭიროებისას, დღიური დოზა უნდა გაიზარდოს 1 ტაბლეტამდე.

-                  არტერიულ წნევაზე თერაპიული ეფექტი აშკარაა 1-2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ. არახშირად ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა 4 კვირის შემდეგ.

გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა

-                  მკურნალობა დაიწყება და სათანადო ზედამხედველობა განხორციელდება გამოცდილი ექიმის მიერ.

-                  ექიმი დაიწყებს მკურნალობას ¼ (მეოთხედი) ტაბლეტით დღეში, რაც გაიზრდება 1-2 კვირაში ½ (ნახევარ) ტაბლეტამდე დღეში, შემდეგ 1 ტაბლეტი დღეში და შემდეგ 2 ტაბლეტი დღეში, ვიდრე არ მიიღწევა სწორი დოზა. ექიმი გამოწერს დოზას, რაც თქვენთვისაა შესაფერისი, რისი დაცვაც აუცილებელია.

-                  მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 2 ტაბლეტი (10მგ) დღეში.

-                  საჭიროა სათანადო ზედამხედველობის ქვეშ 2 საათის მანძილზე გამოცდილი ექიმის მიერ მკურნალობის დაწყებისას და ყოველ ჯერზე დოზა იზრდება.

-                  ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა აუცილებლობის შემთხვევაში.

-                  დაუშვებელია მკურნალობის უეცარი შეწყევტა ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაუარესება.

-                  პრეპარატი მიიღება დღეში ერთხელ, სასურველია დღის ერთსადაიმავე დროს.

პაციენტებში თირკმლის სერიოზული პრობლემებით დაუშვებელია ნებივოლოლი შტადას მიღება, ვინაიდან მსგავს პაციენტებში კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ უნდა მიიღოთ ¼ (მეოთხედი) ან ½ (ნახევარი) ტაბლეტი დღეში, ტაბლეტი უნდა გატეხოთ გამყოფი ხაზის გასწვრივ. ნებივოლოლი შტადას ტაბლეტებს გააჩნიათ ჯვარედინი გამოფი ხაზი ინდივიდუალური დოზის მიღების გასაადვილებლად. დაიცავით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები ნებივოლოლი შტადას ტაბლეტების გასატეხად:

-                  ტაბლეტი მოათავსეთ მყარ ზედაპირზე ცენტრის ჭრილით ზემოთ.

-                  ცერა თითით დააწექით ზემოდან და ტაბლეტი გატყდება ოთხ თანაბარ ნაწილად.

ექიმმა შესაძლოა ნებივოლოლი შტადა დაგინიშნოთ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

არ მიიღოთ ნებივოლოლი შტადა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

 

თუ მიიღეთ ნებივოლოლი შტადას საჭიროზე მეტი რაოდენობა

თუ შემთხვევით გადააჭარბეთ მოცემული პრეპარატის დოზა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს დაუყოვლებლივ. ყველაზე ხშირ სიმპტომს და ნიშანს ნებივოლოლი შტადას ჭარბი დოზირებისას წარმოადგენს ძალიან ნელი გულისცემა (ბრადიკარდია), დაბალი არტერიული წნევა გულის წასვლის შესაძლებლობით (ჰიპოტენზია), ქოშინი, როგორიცაა ასთმის დროს (ბრონქოსპაზმი) და გულის მწვავე უკმარისობა.

 

თუ დაგავიწყდათ ნებივოლოლი შტადას მიღება

თუ დაგავიწყდათ ნებივოლოლი შტადას მიღება, მაგრამ გაგახსენდათ მოგვიანებით, მიიღეთ იმ დღის დოზა ჩვეულებრივად. თუმცა, ძლიერ დაყოვნების შემთხვევაში (მაგ. რამოდენიმე საათი), ისე რომ მოახლოებულია შემდეგი დოის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი ნორმალური დოზა ჩვეულებრივ დორს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ. დაუშვებელია განმეორებით დოზის გამოტოვება.

 

თუ შეწყვეტთ ნებივოლოლი შტდას მიღებას

კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ნებივოლოლი შტადას მიღების შეწყვეტამდე.

დაუშვებელია ნებივოლოლი შტადას მიღების შეწყვეტა მყისიერად, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაუარესება. თუ აუცილებელია ნებივოლილი შტადას მკიღების შეწყვეტრა გულის ქრონიკული უკმარისობისას, დღიური დოზა უნდა ნელ-ნელა შემცირდეს, დოზის გაყოფით კვირიანი ინტერვალებით.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატი გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მაღალი არტერიული წნევის დროს გამოყენებისას შესაძლო გვერდითი ეფექტებია:

ხშირი (შესაძლებელია 10-დან 1-ში)

-                  თავის ტკივილი

-                  თავრუსხვევა

-                  დაღლილობა

-                  უჩვეულო ქავილი ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია)

-                  დიარეა

-                  ყაბზობა

-                  გულისრევა

-                  ქოშინი

-                  სითხის დაგროვება ორგანიზმში რაც იწვევს შეშუპებას, განსაკუთრებით ფეხების და ტერფების (ედემა)

არახშირი (შეიძლება 100-დან 1-ში)

-                  ნელი გულისცემა ან გულის სხვა პრობლემები

-                  დაბალი არტერიული წნევა

-                  ფეხებში კრუნჩხვების მსგავსი ტკივილი სიარულისას (წყვეტილი კლოდიკაცია)

-                  უჩვეულო მზერა

-                  იმპოტენცია

-                  დეპრესია

-                  მონელების სიძნელე (დისპეფსია), აირები კუჭში ან ნაწლავში, ღებინება

-                  კანზე გამონაყარი, ქავილი

-                  ქოშინი როგორიცაა ასთმის დროს, კუნთებში უეცარი სპაზმების გამო სასუნთქი გზების გარშემო (ბრონქოსპაზმი)

-                  ღამის კოშმარები

 

 

ძალიან იშვიათი (შესაძლებელია 10.000-დან 1-ში)

-                  გულის წასლა

-                  ფსორიაზის გაუარესება (კანის დაავადება - ვარდისფერი ამქერცლავი ლაქები)

 

უცნობი (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

-                  ტუჩების, თვალების ან ენის შეშუპება (ანგიონევროზული ედემა) სუნთქვის შესაძლო უეცარი გართულებით

-                  ალერგიული რეაქციები

-                  ურტიკარია

 

სხვა სახის გვერდითი ეფექტები, რაც შეინიშნება ნებივოლოლის მსგავს პრეპარატებში: ჰალუცინაციები, გონებრივი დარღვევა და დაბნეულობა, ცივი თითები და ფეხის თითები ზოგჯერ ფერმკრთალი ან ლურჯი, მშრალი თვალები და თვალების და პირის მწვავე პრობლემები.

 

კლინიკურ კვლევაში გულის ქრონიკული უკმარისობის დროს, შემდეგი გვერდითი ეფექტები შეინიშნებოდა:

ალიან ხშირი  (შესაძლებელია  10-დან 1-ში)

-                  ნელი გულისცემა

-                  თავრუსხვევა

-                   

ხშირი (შესაძლებელია 10-დან 1-ში)

-                  გულის უკმარისობის გაუარესება

-                  დაბალი არტერიული წნევა (როგორიცაა გულის წასვლის შეგრძნება სწრაფად ფეხზე ადგომისას)

-                  პრეპარატის აუტანლობა

-                  გულის ფუნქციის დარღვევა, რაც მოქმედებს გულის რითმზე (1 ხარისხის ავ-ბლოკადა)

-                  ქვედა კიდურების შეშუპება (როგორიცაა შეშუპებული ტერფები)

 

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი, რომლებიც  ჩამოთვლილი არ არის ამ  ფურცელში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების სახელმწიფო კონტროლის სააგენტოს უფასო ტელეფონის ნომერზე 8 800 73568 ან შეავსოთ ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.vvkt.lt და წარუდგინოთ ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს ერთ-ერთი შემდეგი გზით: წერილობით (Zirmunu st. 139A, LT-09120 Vilnius), უფასო ფაქსის ნომერი 8 800 20131, ელ-ფოსტით[email protected], აგრეთვე ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით (მისამართზე http:// www.vvkt.lt. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

 

5. ნებივოლოლი შტადას შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

პრეპარატი არ გამოიყენოთ ბლისტერსა და კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (EXP). ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო რიცხვს.

შეინახეთ არაუმეტეს 30 ℃ ტემპერატურაზე.

პრეპარატები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს პრეპარტების გადაგდება, რომელიც აღარ გჭირდებათ. მოცემული ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

 

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

ნებივოლოლი შტადას შემადგენლობა

- აქტიური ნივთიერებაა ნებივოლოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ნებივოლოლს (ნებივოლოლის ჰიდროქლორიდის სახით).

- დამხმარე ნივთიერებებია პოვიდონი K30; ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა; სილიციუმი, კოლოიდური უწყლო; მაგნიუმის სტეარატი და კროსპოვიდონი.

ნებივოლოლი შტადას გარეგნულობა და შეფუთვა

ხელმისაწვდომია მხოლოდ ნებივოლოლი შტადას 5 მგ ტაბლეტები. ის არის თეთრი, მრგვალი, ჯვარედინი გამყოფი ხაზის მქონე ტაბლეტი, რომელიც წარმოდგენილია ბლისტერებში 7, 10, 14, 28, 30, 50, 56, 84, 98, 100, 500 ტაბლეტით.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი:  II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

რეგისტრაციის მფლობელი

შტადა არცნეიმიტელ აგ

შტადაშტრასე 1-18,  D-61118 ბად ვილბელ, გერმანია

 

მწარმოებელი

R  შტადა არცნეიმიტელ აგ

შტადაშტრასე 1-18,  D-61118 ბად ვილბელ, გერმანია

 

£ Centrafarm Services B.V.

Nieuwe Donk 9, NL-4879 AC Etten-Leur, The ნიდერლანდები

 

თუ გსურთ დამატებითი ინფორმაცია პრეპარატზე გთხოვთ დაუკავშირდეთ ადგილობრივ წარმომადგენლობას

უაბ „შტადა-ნიჟფარმი-ბალტია“, 40 A, LT-03163 ვილნიუსი

ტელეფონი +370 5 2603926, ელ_ფოსტა: [email protected]

 

მოცემული სამედიცინო პროდუქტი ავტორიზებულია EEA-ს წევრ სახელმწიფოებში შემდეგი დასახელებებით

ავსტრია: ნებივოლოლი შტადა 5მგ ტაბლეტი

ბელგია: ნებივოლოლი EG 5 მგ ტაბლეტები

ესტონეთი: ნებივოლოლი შტადა 5მგ ტაბლეტები

საფრანგეთი: ნებივოლოლი EG 5მგ, ტაბლეტები

გერმანია: ნებივოლოლი შტადა/AL 5მგ ტაბლეტები

ირლანდია: ნებიმელი 5მგ ტაბლეტები

იტალია: ნებივოლოლო EG 5მგ ტაბლეტები

ლატვია: ნებივოლოლი შტადა 5მგ ტაბლეტები

ლიტვა: ნებივოლოლი შტადა 5მგ ტაბლეტები

ლუქსემბურგი: ნებივოლოლი EG 5მგ ტაბლეტები

პროტუგალია: ნებივოლოლ ციკლუმ 5მგ ტაბლეტები

ნიდერლანდები: ნებივოლოლ CF 5მგ, ტაბლეტები

მოცემული ფურცელი-ჩანართი ბოლოს შემოწმდა 06/22/2019