მედეოლევი 500მგ #10ტ

მედეოლევი 500მგ #10ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლევოფლოქსაცინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 82204
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები USP 500 მგ

მედეოლევი

 

შემადგენლობა

თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

ლევოფლოქსაცინის ნახევარჰიდრატი USP

ექვივალენტური ლევოფლოქსაცინის...500მგ

დამხმარე ნივთიერებები .....q.s.

საღებავი: ტიტანის დიოქსიდი BP და რკინის წითელი ოქსიდი

ფარმაკოლოგია

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქინოლონური ანტიბიოტიკი, ფტორქინოლონები.

ათქ კოდი: J01MA12

ფარმაკოდინამიკა

სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები - ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებები, ფტორქინოლონები.

მოქმედების მექანიზმი

ლევოფლოქსაცინის ბაქტერიციდული მოქმედება გამოწვეული ფერმენტებთან ტოპოიზომერაზა IV და დნმ გირაზასთან მოქმედებით, რომლებიც საჭიროა დნმ რეპლიკაციის, ტრანსკრიპციის, აღდგენის და რეკომბინაციისთვის.

რეზისტენტობა: რეზისტენტობის ძირითადი მექანიზმი განპირობებულია გირ-A მუტაციით. ინ ვიტრო არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის. მოქმედების მექანიზმის გამო, ზოგადად არ არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინსა და სხვა კლასის ანტიბაქტერიულ საშუალებებს შორის.

PK/PD კავშირი: ლევოფლოქსაცინის ბაქტერიციდული მოქმედება დამოკიდებულია შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის თანაფარდობაზე (Cmax) ან მრუდის ქვეშ ფართობზე (auc) ასევე მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციაზე (MIC).

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია: პერორალური მიღების შემდეგ ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის სრულად აბსორბირდება პიკური პლაზმური კონცენტრაციებით რომლებიც მიიღწევა ერთი საათში. საკვებს მცირე გავლენა აქვს ლევოფლოქსაცინის აბსორბციაზე და ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ორ კვებას შორის შუალედში.

აბსოლუტური ბიოშეღწევადობაა დაახლ. 100%.

დისტრიბუცია: ლევოფლოქსაცინი დაახლოებით 30-40% უკავშირდება შრატის ცილებს. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა სამ დღეში. ლევოფლოქსაცინი აღწევს კარგად ფილტვების ქსოვილებში, ძვლების ქსოვილებში, ბრონქულ ლორწოში, ეპითელურ სითხეში და წყლულის სითხეში.

მეტაბოლიზმი და ექსკრეცია: ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება მცირედით არააქტიურ მეტაბოლიტებად, რომლებიცაა დესმეთილლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინ-N_ოქსიდი. ლევოფლოქსაცინის ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდია 6-8 სთ პერორალური და ინტრავენური მიღების შემდეგ. გამოიყოფა უპირატესად უცვლელად, თირკმელებით.

ჩვენებები

მოზრდილებში მსუბუქი ან ზომიერი სიმწვავის ინფექციების დროს, ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები USP 500მგ ინიშნება შემდეგი სახის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:

* მწვავე ბაქტერიული სინუსიტი და მწვავე ბაქტერიული ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (ადექვატურად დიაგნოსტირებული ეროვნული და/ან ადგილობრივი მითითებების მიხედვით სასუნთქი გზების ინფექციების მკურნალობის შესახებ და როდესაც არაშესაბამისია ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება, რომლებიც ხშირად რეკომენდებულია მოცემული ინფექციის საწყისი მკურნალობისთვის ან როდესაც  ვერ ხერხდება ინფექციის მკურნალობა).

* საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია (როდესაც არასათანადოდ მიიჩნევა ანტიბაქტერიული საშუალებების მიღება, რომლებიც ჩვეულებრივდ რეკომენდებულია მოცემული ინფექციის სამკურანლოდ).

* საშარდე გზების, კანის და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები.

* საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი), ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი.

საჭიროა ოფიციალური მითითებების გათვალისწინება ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გმოყენების შესახებ.

დოზირება და მიღების წესი

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები usp 500მგ მიიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ.

დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმწვავეზე და გამომწვევი პათოგენის მგრძნობელობაზე.

დოზირება პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი >50მლ/წთ):

ბრონქიტი, ბაქტერიული გამწვავება: 500მგ დღეში ერთხელ 5-10 დღე.

სინუსიტი: 500მგ დღეში ერთხელ 10-14 დღე.

კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები: 500მგ დღეში ერთხელ 10-14 დღე.

მუცლის ღრუს ინფექციები: 500მგ დღეში ერთხელ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში ანაერობული დაფარვით 10-14 დღე.

ინფექციები როდესაც არსებობს ბაქტერემია ან სეპტიცემია: 500მგ დღეში ორჯერ 10-14 დღე.

დოზირება პაციენტებში თირკმლის დისფუნქციით: დოზის კორექცია უნდა მოხდეს პაციენტებში თირკმლის დისფუნქციით დარღვევის ხარისხის მიხედვით (კრეატინინის კლირენსი <50მლ/წთ) კრეატინინის კლირენსის სიჩქარის გათვალისწინებით.

დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულებში ან პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.

უკუჩვენებები

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები usp 500მგ არ მიიღება ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობიარე პაციენტებში , ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, პაციენტებში მყესების პრობლემების ისტორიით, რაც უკავშირდება ფტორქინოლონების მიღებას, ბავშვებში ან მოზარდებში (18 წლამდე), ორსულობის დროს, ლაქტაციის დროს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები usp 500მგ არ მიიღება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.

სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების USP 500მგ გამოყენებისას პაციენტებში:

* მიდრეკილება კრუნჩხვების მიმართ, როგორიცაა პაციენტები მანამდე არსებული ცენტრალური ნერვული სისტემის დარღევევით, რომლებიც მკურნალობდნენ ფენბუფენით ან არასტეროიდული ანთების საწინააღამდეგო პრეპარატებით ან პრეპარატებით რომლებიც ამცირებენ ცერებრალური კრუნჩხვების ზღურბლს, როგორიცაა თეოფილინი.

* ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვა ვინაიდან ლევოფლოქსაცინის გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარი.

* ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმის დროს ვინაიდან ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები USP 500მგ აინჰიბირებს Mycobacterium tuberculosis ზრდას და ამიტომ შეიძლება მივიღოთ ცრუ უარყოფითი შედეგები ტუბერკულოზის ბატქრიოლოგიური დიაგნოსტირებისას.

* ექსპოზიცია ულტრაიისფერ სხივებზე როგორიცაა მზის სხივები ფანჯრიდან ან სოლარიუმიდან, ფოტომგრძნობელობის შესამცირებლად.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების აბსორბცია მნიშვნელოვნად მცირდება რკინის მარილებთან, ანტაციდებთან და სუკრალფატთან ერთად მიღებისას. რეკომენდებულია პრეპარატები, რომლებიც შეიცავს რკინის მარილებს, სუკრალფატს, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდებს არ უნდა მიიღებოდეს ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღებამდე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები USP 500მგ ცნობილია რომ აინჰიბირებენ ღვიძლში პრეპარატის მეტაბოლიზმს და შეიძლება იმოქმედოს პრეპარტების კლირენსზე, როგორიცაა თეოფილინი, ფენბუფენი ან მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვების ზღურბლს.

ორსულობა და ლაქტაცია

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების USP 500მგ გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.

გვერდითი ეფექტები

შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები შეინიშნება სხვადასხვა სიხშირით:

კუჭ-ნაწლავის დარღვევები: გულისრევა, დიარეა, ანორექსია, ღებინება, მუცლის ტკივილი, დისპეფსია.

ინფექციები და სნეულებები: სოკოს ზრდა და პროლიფერაცია სხვა რეზისტენტული მირკოორგანიზმების ზრდა.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.

იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქტიკის მსგავსი შოკი (სამედიცინო მკურალობა შოკის არის აუცილებელი).

მეტაბოლიზმის და კვების მხრივ: ჰიპოგლიკემია, განსაკუთრებით დიაბეტიკებში.

თირკმლის და საშარდე გზების მხრივ: სისხლში კრეატინინის მომატება, თირკმლის  მწვავე უკმარისობა(განპირობებული ინტერსტიციული ნეფრიტით).

კანის და კაბქვეშა ქსოვილის მხრივ: გამონაყარი, პრურიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული ედემა, ფოტომგრძნობელობა.

ძვალკუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ: ართრალგია, მიალგია, მყესების დარღვევები მათ შორის ტენდონიტი (მაგ. აქილევსის მყესი(, მყესის გაწყვეტა (მაგ. აქილევსის მყესი).

ჭარბი დოზირება და მკურანლობა

სიმპტომები რომლებიც შეიძლება განვითარდეს მწვავე ჭარბი დოზირებისას არის ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები როგორიცაა დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და კონვულსიური კრუნჩხვები. ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომური და შემანარჩუნებელია.

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები USP 500მგ ეფექტურად არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით.

შენახვის პირობები

ინახება არაუემტეს 30℃ -ზე, დაიცავით სინათლისგან.

შეინახეთ  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

წამლის ფორმა და გამოშვების ფორმა

წამლის ფორმა: ტაბლეტი

გამოშვების ფორმა:

1 x 10 ალუ-ალუ ბლისტერი.

ვარგისობის ვადა:

36 თვე წარმოების თარიღიდან

მწარმოებელი:

რატნამანი ჰელსქეა პვტ. ლტდ.

სურვეი N: 750/1, აჰმედაბად-მეჰსანა ჰაივეი,

ვილ: ინდრად-382 721, ტალ.: კადი, დისტ: მეჰსანა, გუჯარათი (ინდოეთი)

წარმოებულია:

მედეორ ლაიფ ქეა ლლპ-სთვის

გურგაონ, ინდოეთი -122 018.