კატრარია ფარინგო ტაბსი#12პასტ

კატრარია ფარინგო ტაბსი#12პასტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პროპოლისი+თაფლი+ტუხტი+ვიტ.ცე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 82128
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კატრარია
ფარინგო ტაბსი

ყელის და ხველის საწუწნი ტაბლეტები

12 პასტილა

კატრარია ფარინგო ტაბსი შეიცავს ბუნებრივ ნივთიერებებს, რომელიც ხსნის ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანებას, ამცირებს შეშუპებას და სიწითლეს, ამშვიდებს ხველას და ხელს უშლის ნახველის დაგროვებას სასუნთქ გზებში, აიოლებს სუნთქვას.
პროპოლისი ასტიმულირებს ანტისხეულების წარმოქმნას და აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ. პროპოლისი ხასიათდება ციტოპროტექტორული მოქმედებით და ამცირებს ბაქტერიების და ვირუსების ზემოქმედებით უჯრედების დაზიანებას. თაფლი ხსნის ყელის ტკივილს და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას. ტუხტი ამცირებს ლორწოვანის შეშუპებას და გაღიზიანებას, ასევე ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას. ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

ინგრედიენტები 

3 პასტილა შეიცავს

პროპოლისის ექსტრაქტი

180 მგ

თაფლი

30 მგ

ტუხტის ფესვის თხევადი ექსტრაქტი (Althaea officinalis L.)

7.2 მგ

ვიტამინი C

19.2 მგ(24% NRV*)

*NRV – ნივთიერების რეკომენდებული დოზა

შემადგენლობა: პროპოლისის ექსტრაქტი, თაფლი, ტუხტის (Althaea officinalis L.) ფესვის თხევადი ექსტრაქტი, ვიტამინი C, ლიმონმჟავა, არომატიზატორები, სორბიტოლის სიროფი, მალტიტოლის სიროფი, სუკრალოზა, ასესულფამი K, არაბული გუმფისი, ფუტკრის ცვილი, კაროტინები.

გამოყენება: რეკომენდებულია 3 პასტილამდე დღეში პერორალურად გამოყენება. გამოიყენება 4 თვის ასაკიდან.

გამოყენების შეზღუდვა: ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ინიშნება ექიმის კონსულტაციით.

გაფრთხილება: პროდუქტი არის საკვები დანამატი დამატკბობლებით. არ გამოიყენოთ ბალანსირებული კვების ნაცვლად, არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (15 – 25oC), ბნელ ადგილას, კარგად დალუქულ ორიგინალ შეფუთვაში.

შეფუთვაშია: 12 პასტილა
ნეტო წონა: 24 გ.

რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი: შპს “ლოტოს ფარმა”, პერნავას 1-39, რიგა, 1012 ლატვია. წარმოშობა: შვეიცარია.

დამზადებულია შპს “ნუვეა ფარმაცეუტიკალსი”-ის დაკვეთით. მისამართი: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი 6/96, თბილისი 0148, საქართველო.