ამატრიქსი 25მგ #28კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ამატრიქსი / AMATRIX
კაფსულები
შემადგენლობა
• ამატრიქსი 10 მგ კაფსულები: აქტიური ნივთიერება – 10 მგ ატომოქსეტინი, (ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით); ექსციპიენტები - პრეჟელატინიზირებული სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი 1500, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, დიმეთიკონი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171).
• ამატრიქსი 18 მგ კაფსულები: აქტიური ნივთიერება – 18 მგ ატომოქსეტინი, (ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით); ექსციპიენტები - პრეჟელატინიზირებული სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი 1500, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, დიმეთიკონი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ყვითელი რკინის ოქსიდი.
• ამატრიქსი 25მგ კაფსულები: აქტიური ნივთიერება – 25 მგ ატომოქსეტინი, (ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით); ექსციპიენტები - პრეჟელატინიზირებული სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი 1500, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, დიმეთიკონი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), FD & C Blue 2 (ინდიგოკარმინი) (E132)
• ამატრიქსი 40 მგ კაფსულები: აქტიური ნივთიერება – 40 მგ ატომოქსეტინი, (ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით); ექსციპიენტები - პრეჟელატინიზირებული სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი 1500, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, დიმეთიკონი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), FD & C Blue 2 (ინდიგოკარმინი) (E132)
მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ ინსტრუქცია, შეიძლება მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.
• დამატებითი კითხვების შემთხვვაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. პრეპარატი სხვას არ მისცეთ.
• თუ მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს.
• დაიცავით გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული ინფორმაცია; არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.
ამ ინსტრუქციიდან თქვენ შეიტყობთ შემდეგ ინფორმაციას:
1. რა არის ამატრიქსი და რისთვის გამოიყენება?
2. რა უნდა იცოდეთ ამატრიქსის გამოყენებამდე?
3. როგორ გამოიყენება ამატრიქსი?
4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
5. როგორ ინახება ამატრიქსი?
1. რა არის ამატრიქსი და რისთვის გამოიყენება:
ამატრიქსი წარმოადგენს პრეპარატს, რომლის აქტიური ნივთიერებაა ატომოქსეტინი, რომელიც ზრდის ნორადრენალინის (წარმოადგენს ნეიროტრანსმიტერს) რაოდენობას თავის ტვინში და გამოიყენება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის სამკურნალოდ ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში.
აღნიშნული დაავადების კომპლექსურ მენეჯმენტში ასევე გამოიყენება არამედიკამენტური მკურნალობა ფსიქო- და ქცევითი თერაპიის სახით.
ნორადრენალინი თავის ტვინში ენდოგენური ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც აძლიერებს ყურადღების უნარს და ამცირებს არასაჭირო მოძრაობებსა და ჰიპერაქტივობას ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე პაციენტებში.
აღნიშნული პრეპარატი ინიშნება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის სიმპტომების კონტროლის მიზნით, ამატრიქსი არ არის ცნს-ის ამგზნები საშუალება და არ იწვევს დამოკიდებულების განვითარებას.
პრეპარატის მიღების დაწყებიდან საჭიროა რამდენიმე კვირა სიმპტომების სრულად ალაგებისათვის.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოზი (DSM-IV) ისმება ჰიპერაქტიურ-იმპულსური ან ყურადღების დეფიციტის სიმპტომების არსებობის შედეგად, რომელთა გამოვლენაც 7 წლის ასაკამდე დაიწყო. ეს სიმპტომები არ უნდა იყოს განპირობებული სხვა მენტალური დაავადებით. სწავლის უნარი შეიძლება იყოს ან არ იყოს კომპრომეტებული.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს უჭირთ ერთ ადგილზე მშვიდად ჯდომა და ყურადღების კონცენტრირება. აღნიშნული არ არის პაციენტის `ბრალი~ - ბავშვები და მოზარდები ცდილობენ ამის გაკეთებას, მაგრამ სინდრომის არსებობის გამო არ შეუძლიათ გამოასწორონ ზემოთ აღწერილი პრობლემები. მათ უჭირთ კარგად მოქცევა სკოლაში, სახლში, ან სხვა ადგილზე. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი არ მოქმედებს ბავშვებისა და მოზარდების ინტელექტზე.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ზრდასრული პაციენტებს აღენიშნებათ იგივე სიმპტომები, რაც ბავშვებს რთულად ეჩვენებათ; შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შესაძლოა ჰქონდეთ პრობლემები სამსახურსა და პირად ურთიერთობებში, ჰქონდეთ დაბალი თვითშეფასება და სირთულეები საგანმანათლებლო პროცესში.
2. რა უნდა იცოდეთ ამატრიქსის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ამატრიქსი შემდეგ შემთხვევებში:
• თუ ხართ ალერგიული ატომოქსეტინზე, ან ამატრიქსის ნებისმიერ კომპონენტზე (თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა)
• თუ იყენებთ მედიკამენტებს, რომლებიც მიეკუთვნებიან მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების ჯგუფს (მაო-ს ინჰიბიტორები. ჩვეულებრივად მაო-ს ინჰიბიტორები გამოიყენება დეპრესიების სამკურნალოდ და სხვა მენტალური პრობლემების დროს. ამატრიქსის გამოყენებამ მაოს-ს ინჰიბიტორებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული, სიცოცხლისთვის სახიფათო, გვერდითი მოვლენები; მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენება შეგიძლიათ ამატრიქსით მკურნალობის დასრულებიდან არანაკლებ 14 დღის შემდეგ
• თუ გაქვთ თვალის დაავადება, ე.წ. ვიწროკუთხოვანი გლაუკომა
• თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ან ზომიერი ან მძიმე ჰიპერტენზია, ან გაქვთ მძიმე კარდიოვასკულური დარღვევები, რომლებზეც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მომატებულმა პულსმა და/ან არტერიულმა წნევამ (ამატრიქსი იწვევს გულისცემის სიხშირეთა მომატებას და ზრდის არტერიულ წნევას)
• თუ გაქვთ თავის ტვინის სისხლძარღვების რაიმე სახის პრობლემა, როგორიცაა ინსულტი, ანევრიზმა, სისხლძჭვების შევიწრივება ან მათი გამტარობის დარღვევა
• თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეიქრომოციტომა)
თუ ამ გაფრთხილებათაგან რომელიმე მიესადაგება თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ გამოიყენოთ ამატრიქსი. თუ არ ხართ დარწმუნებული მათი არსებობის შესახებ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამატრიქსის გამოყენებამდე, რადგან ამატრიქსის გამოყენებამ შესაძლოა დაამძიმოს აღნიშნული პრობლემები.
სიფრთხილით გამოიყენეთ ამატრიქსი შემდეგ შემთხვევებში:
• სუიციდური აზრები ან თვითმკვლელობის მცდელობა
• მომატებული გულისცემა. ამატრიქსმა შესაძლოა გულისცემის სიხშირე გაზარდოს (პულსის მომატება).
• მაღალი არტერიული წნევა. ამატრიქსი ზრდის არტერიულ წნევას
• დაბალი არტერიული წნევა. ამატრიქსმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუხვევა და სინკოპე დაბალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში
• გულსისხლძარღვთა დაავადებები, რომლებიც შესაძლოა დამძიმდეს არტერიული წნევის მომატებით ან გულის რიტმის გახშირებით
• ცერებროვასკულური დაავადებები ან წარსულში გადატანილი ინსულტი
• ღვიძლის დაავადებები (შესაძლოა უფრო დაბალი დოზა დაგჭირდეთ)
• ფსიქოზის (შიზოფრენიის მაგვარი) სიმპტომები, რომლებიც მოიცავს სმენით და მხედველობით ჰალუცინაციებს, ეჭვიანობას
• ქცევითი პათოლოგია, მანია, აგრესია
• გულყრები ანამნეზში (ეპილეფსია); ამატრიქსმა შესაძლოა გაზარდოს გულყრების სიხშირე
თუ ამ გაფრთხილებათაგან რომელიმე მიესადაგება თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ამატრიქსმა შესაძლოა გააუარესოს აღნიშნული მდგომარეობები.
მკურნალობის პროცესში თქვენი ექიმი მოინდომებს დაკვირვებას, თუ როგორ მოქმედებს ამატრიქსი თქვენზე. Eექიმი მოგთხოვთ არტერიული წნევის და პულსის გაზომვას მკურნალობის დაწყებამდე და მის განმავლობაში. თუ ამატრიქსს ბავშვი ან მოზარდობი იყენებს, ექიმი მოგთხოვთ მისი სიმაღლის და წონის გაზომვას. ამგვარი კონტროლის მიზანს წარმოადგენს, თუ რამდენად არის ამატრიქსი პაციენტისათვის სწორად შერჩეული მედიკამენტი.
ამატრიქსის გამოყენება სასმელთან და საკვებთან ერთად: პრეპარატი შეგიძლიათ მიიღოთ საკვების მიღების წინ ან მის შემდეგ.
ორსულობა:
პრეპარატის გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობის დროს ამატრიქსი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რჩევით. FDA კატეგორია - C.
თუ მკურნალობის განმავლობაში შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია:
არ არის ცნობილი სეკრეტირდება თუ არა ამატრიქსი დედის რძეში. ლაქტაციის დროს ამატრიქსი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რჩევით.
ავტომობილის მართვა და სხვა მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა:
ამატრიქსმა შეიძლება გამოიწვიოს მოთენთილობა და ძილიანობა, ასევე შესაძლოა გრძნობდეთ თავბრუხვევას. საჭიროა სიფრთხილე ავტომობილის ან რაიმე სხვა მოწყობილობის მართვისას, სანამ არ დარწმუნდებით, თუ როგორ მოქმედებს ამატრიქსი თქვენზე. თუ გრძნობთ მოთენთილობასა და ძილიანობას, არ მართოთ მანქანა ან რაიმე სხვა მოწყობილობა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამატრიქსის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ინგრედიენტების შესახებ
არ გაიხსნათ ამატრიქსის კაფსულები, რადგან კაფსულის შიგთავსმა შესაძლოა გააღიზიანოს თვალის ლორწოვანი გარსი. თუ კაფსულა დაზიანდა და მასში არსებული ფხვნილი მოგხვდათ თვალში, აუცილებელია თვალის დაყოვნებლივ წყლით ჩამობანა და სამედიცინო დახმარების გაწევა. ასევე დაუყოვნებლივ დაიბანეთ ხელები ან სხეულის ის ნაწილები, რაზეც კაფსულის შიგთავსი ფხვნილი მოგხვდათ.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება:
თუ თქვენ ამჟამად იღებთ ან წარსულში იღებდით ნებისმიერ რეცეპტით გასაცემ ან ურეცეპტო მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
Eექიმი გადაწყვეტს შეიძლება თუ არა ამატრიქსის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად, ზოგიერთ შემთხვევაში ექიმს შესაძლოა დასჭირდეს პრეპარატის დოზის კორექცია ან პრეპარატის დოზის გაცილებით უფრო ნელი ტემპით გაზრდა.
ამატრიქსი არ გამოიყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან.
თუ იყენებთ რაიმე სხვა მედიკამენტს, ამატრიქსმა შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს მკურნალობაზე ან გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ამატრიქსის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ შემდეგ მედიკამენტებს:
• პრეპარატები, რომლების ზრდიან ან აკონტროლებენ არტერიულ წნევას
• ანტიდეპრესანტები, როგორიცაა იმიპრამინი, ვენლაქსაფინი, მირტაზაპინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი
• ზოგიერთი გაციების და ხველების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის ზრდა.
• ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ფსიქიკური მდგომარეობების სამკურნალოდ
• წამლები, რომლებიც ზრდიან გულყრების განვითარების რისკს
• ზოგიერთი მედიკამენტი (ქინიდინი, ტერბინაფინი), რომლებიც იწვევენ ამატრიქსის ნორმაზე მეტი დროით ორგანიზმში შეკავებას
• სალბუტამოლი, ორალურად ან ინექციის სახით, ამატრიქსთან ერთად იწვევს გულის ფრიალს და ბრონქული ასთმის მიმდინარეობის გაუარესებას
ამატრიქსის გამოყენებისას შემდეგმა მედიკამენტებმა შასაძლოა გამოიწვიოს არითმიების განვითარების რისკის გაზრდა:
• გულის რიტმის კონტროლისთვის გამოყენებული წამლები
• მედიკამენტები, რომლებიც ცვლიან სისხლში მარილების კონცენტრაციას
• მალარიის საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები
• ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ერითრომიცინი, მოქსიფლოქსაცინი)
3. როგორ გამოიყენება ამატრიქსი?
რეკომენდაციები პრეპარატის ადეკვატური გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
• ამატრიქსი არის ორალური გამოყენებისთვის
• ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ ეს მედიკამენტი უფროსის მეთვალყურეობის გარეშე
• წყლის მიყოლებით ჩაყლაპეთ კაფსულა მთლიანად
• შეგიძლიათ მიიღოთ ამატრიქსი კვების წინ ან მის შემდეგ
• მიიღეთ ამატრიქსის კაფსულა ყოველდღე ერთიდაიგივე დროს, რადგან ეს დაგეხმარებათ გაიხსენოთ როდის უნდა მიიღეთ პრეპარატი
პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ ან ორჯერ.
თუ თქვენ ამატრიქსი თავდაპირველად დღეში ერთხელ გამოიყენეთ და იგრძენით ძილიანობა ან სხვა არასასამიავნო შეგრძნებები, შესაძლოა თქვენმა ექიმმა მედიკამენტი ორჯერ დღეში დაგინიშნოთ.
დოზირება 70 კგ-მდე მასის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში: ამატრიქსის საწყისი დღიური დოზა არის 0.5 მგ/კგ-ზე, სულ მცირე 3 დღიანი მკურნალობის შემდეგ დღიური დოზა იზრდება 1.2 მგ/კგ-მდე, დღეში ერთჯერადი (წამლის დილით მიღებით) ან თანაბრად გაყოფილი ორჯერადი მიღებით (დილით და შუადღის მერე / ადრე საღამოს პერიოდში). ჯამურმა დღეღამურმა დოზამ ბავშვებსა და მოზარდებში არ უნდა გადააჭარბოს 1.4მგ/კგ დოზას ან 100მგ-ს (რომელიც უფრო მიიღწევა).
დოზირება 70 კგ-ზე მეტი მასის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში და ასევე ზრდასრულებში: ამატრიქსის საწყისი დღიური დოზა არის 40მგ, სულ მცირე 3 დღიანი მკურნალობის შემდეგ დღიური დოზა იზრდება 80 მგ-მდე დღეღამეში, ერთჯერადი (წამლის დილით მიღებით) ან თანაბრად გაყოფილი ორჯერადი მიღებით (დილით და შუადღის მერე / ადრე საღამოს პერიოდში). 2-4 კვირის შემდეგ, მკურნალობაზე არა ოპტიმალური შედეგის შემთხვევაში, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 100მგ-მდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა, რომელიც შეიძლება დანიშნოს თქვენმა ექიმმა არის 100მგ. 100მგ წარმოადგენს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას 70 კგ-ზე მეტი მასის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში და ასევე ზრდასრულებში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
პედიატრიული გამოყენება: ბავშვებსა და მოზარდბაში ატომოქსეტინის ფარმაკოკინეტიკა მისი ზრდასრულებში გამოვლენილი ფარმაკოკინეტიკის მსგავსია. თუმცა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ატომოქსეტინის უსაფრხოება, ეფექტურობა და ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი.
გერიატრიული გამოყენება: მონაცემები არ არსებობს.
განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლის უკმარისობა: გამოიყენეთ ჩვეულებრივი დოზა.
ღვიძლის უკმარისობა: თუ გაქვთ ღვიძლის დაავადებები, შესაძლოა თქვენმა ექიმმა ამატრიქსი დაბალი დოზით გამოგიწეროთ.
Eექიმი გეტყვით, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ამატრიქსით მკურნალობა. ნუ შეწყვეტთ მკურნალობას ნაადრევად.
თუ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ამატრიქსის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, აუვილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი ამატრიქსი: აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივი მოვლენები, ძილიანობა, თავბრუხვევა, კანკალი, არაადეკვატური ქცევა.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ამატრიქსის მიღება: გამოტოვებული დოზა მიიღეთ დაუყოვნებლივ, მაგრამ არ გამოიყენოთ მითითებულ სადღეღამისო დოზაზე მეტი.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზოს საკომპენსაციოდ.
ამატრიქსით მკურნალობის შეწყვეტა: თუ შეწყვეტთ ამატრიქსის გამოყენებას, ჩვეულებრივ, წამლისმხრივი გვერდითი ეფექტები არ განვითარდება, მაგრამ შესაძლოა კვლავ გამოვლინდეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. მკურნალობის შეწყვეტამდე აცნობეთ ექიმს.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამატრიქსმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შესაძლოა იყოს სერიოზული. თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი გამოგივლინდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
არა ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
• გახშირებული გულისცემა, არითმია
• სუიციდური აზრები ან თვითმკვლელობის მცდელობა
• აგრესია
• ემოციური არამდგრადობა, გუნება-განწყობილების ხშირი ცვლა
• მწვავე ალერგიული რეაქციები შემდეგი სიმპტომებით: შეშუპება სახისა და ხორხის მიდამოში; ჩასუნთქვის გართულება; ურტიკარია (შეშუპება, ქავილი, კანის გამონაყარი)
• გულყრები
• ფსიქოზური (შიზოფრენიის მაგვარი) სიმპტომები, რომლებიც მოიცავს სმენით და მხედველობით ჰალუცინაციებს, არა რეალური გარემოებების დაჯერებას ან ეჭვიანობას
თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტმენტს, რადგან ისინი შეიძლება ღვიძლის დაზანების გამოვლენა იყოს (უვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):
• შარდის გამუქება
• სკლერების და კანის გაყვითლება
• ტკივილი მუცლის არეში (მგრძნობელობა), როდესაც ხელს იჭერთ მარჯვენა მხარეს ნეკნების მიდამოში
• უმიზეზო პირღებინება
• დაღლილობა
• ქავილი
• მოთენთილობა გრიპისმაგვარი სიმპტომები
ამატრიქსის სხვა გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ბავშვებში და მოზარდებში 6 წლის ზემოთ: მოზრდილები:
• თავის ტკივილი
• მუცლის ტკივილი
• უმადობა (შიმშილის შეგრძნების არ ქონა)
• გულისრევა
• ღებინება
• ძილიანობა
• არტერიული წნევის მომატება
• პულსის გახშირება
პაციენტების უმრავლესობაში ეს მოვლენები ცოტა ხანში ქრება. • გულსრევა
• პირის სიმშრალე
• თავის ტკივილი
• უმადობა (შიმშილის შეგრძნების არქონა)
• ძილიანობა, ძილად მივარდნა, დილით ადრე გაღვიძების პრობლემა
• არტერიული წნევის მომატება
• პულსის გახშირება
ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ბავშვებში და მოზარდებში 6 წლის ზემოთ: მოზრდილები:
• გაღიზიანება და დაძაბულობა • გაღიზიანება და დაძაბულობა
• ძილიანობა, დილით ადრე გაღვიძების პრობლემა • სექსუალური ინტერესის დაქვეითება
• დეპრესია • ძილის დარღვევები
• მწუხარების და სასოწარკვეთილების შეგრძნება • დეპრესია
• შფოთვები • მწუხარების, ან სასოწარკვეთილების შეგრძნება
• ტიკები • შფოთვები
• თვალის გუგების გაფართოვება • სტუპორი
• სტუპორი • გემოს გაუკუღმართება
• ყაბზობა • კანკალი
• მადის დაკარგვა • ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება კიდურებში
• დარღვევები კუჭნაწლავის მხრივ, დისპეპსიური მოვლენები • ძილიანობა, დაბუჟება, დაღლილობა
• კანის შეშუპება, სიწითლე, ქავილი • ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ღებინება
• გამონაყარი • დისპეფსია, მუცლის შებერილობა დაგროვილი აირების გაზების გამო
• ლეთარგიულობა • კანის სიწითლე, შეშუპება, ქავილი
• დაღლილობა • ძალიან ჩქარი გულისცემა ან სწრაფი გულისცემის შეგრძნება
• მკერდში ტკივილი • გაძლიერებული ოფლიანობა, გამონაყარი
• წონის დაკარგვა • შარდვის გაძნელება, ხშირი შარდვა, წყვეტილი შარდვა, ტკივილი შარდვის დროს
• ორგაზმის დაყოვნება
• სირთულეები ერექციის შენარჩუნებაში
• წყურვილის შეგრძნება
• წონის დაკარგვა
არახშირი გევრდითი ეფექტები (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ბავშვებში და მოზარდებში 6 წლის ზემოთ: მოზრდილები:
• გულისწასვლა • მოუსვენრობა
• კანკალი • ტიკები
• შაკიკი • გულისწასვლა
• მხედველობის დაბინდვა • შაკიკი
• ხელების ან ფეხების ჩხვლეტა ან დაბუჟება • მხედველობის დაბინდვა
• გულყრები • ანომალური გულისცემა
• ძალიან ჩქარი გულისცემა ან სწრაფი გულისცემის შეგრძნება • ხელებსა და ფეხის თითებზე სიცივის შეგრძნება
• ჰაერის უკმარისობა • ტკივილი გულმკერდში
• გაძლიერებული ოფლიანობა • ჰაერის უკმარისობა
• კანის ქავილი • შეშუპება, სიწითლე, ქავილი (ურტიკარია)
• კუნთების სპაზმები
• შარდის შეკავება
• არარეგულარული ციკლი
• ეაკულაციის გაძნელება
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ბავშვებში და მოზარდებში 6 წლის ზემოთ: მოზრდილები :
• პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა: ხელებისა და ფეხის თითების დაბუჟება, გათეთრება (რეინოს დაავადება)
• პერიფერიული სისხლის მიმოქცევის
დარღვევა: ხელებისა და ფეხის თითების
დაბუჟება, გათეთრება (რეინოს
დაავადება)
• გახანგრძლივებული ერექცია, ან
მტკივნეული ერექცია
ზრდაზე ზემოქმედება:
ბავშვებში ამატრიქსის გამოყენებისას შეინიშნება ზრდაში ჩამორჩენა (სიმაღლე, წონა). თუმცა ხანგეძლივი მკურნალობისას ეს მაჩვენებლები თავის ასაკობრივ ნორმას უბრუნდება. თქვენი ექიმი დააკვირდება ბავშვის ზრდის მაჩვენებლებს დინამიკაში. თუ ბავშვი არ იმატებს მოლოდინის შესაბამისად სიმაღლესა და წონაში, შესაძლოა ექიმმა მიიღოს გადაწყვეტილება ამატრიქსის დოზის შემცირებისა ან მკურნალობის დროებითი შეწყვეტის შესახებ.
თუ თქვენ შენიშნეთ გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება ამატრიქსი?
შეინახეთ ამატრიქსი ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. მედიკამენტი ინახება ოთახის, < 25ºC, ტემპერატურაზე,
ვარგისობის ვადა: 2 წელი
გამოიყენეთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის მიხედვით.
არ გამოიყენოთ ამატრიქსი შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
მწარმოებელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mahallesi Tunç Caddesi No:3; Esenyurt - İstanbul /Turkey
Tel: (0212) 622 66 00
Fax: (0212) 623 19 52
რეგისტრაციის მფლობელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mahallesi, Eski Büyükdere Caddesi No:4, 34467; Maslak, Sariyer - Istanbul / Turkey