პაკლიტაქსელ-აქვიდ100მგ/16.7#1ფ
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ:
ინფორმაცია პაციენტებისათვის
პაკლიტაქსელი აქვიდა 6 მგ/მლ
საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი
პაკლიტაქსელი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.
თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე იმ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
1. რას წარმოადგენს პაკლიტაქსელი აქვიდა და რისთვის გამოიყენება?
2. ინფორმაცია პაკლიტაქსელი აქვიდას გამოყენებამდე
3. პაკლიტაქსელი აქვიდას გამოყენების წესი
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. პაკლიტაქსელი აქვიდას შენახვის პირობები
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები.
1. რას წარმოადგენს პაკლიტაქსელი აქვიდა და რისთვის გამოიყენება?
პაკლიტაქსელი მიეკუთვნება კიბოს სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან ტაქსანებად. ეს ნივთიერებები აბრკოლებენ კიბოს უჯრედის ზრდას.
პაკლიტაქსელი აქვიდა გამოიყენება
საკვერცხეების კიბოს სამკურნალოდ:
• პირველადი მკურნალობისას (წინმსწრებ ოპერაციის შემდეგ პლატინის შემცველი მედიკამენტთან ცისპლატინთან კომბინაციაში).
• პლატინის შემცველი მედიკამენტებით უშედეგოდ დასრულებული სტანდარტული მკურალობის შემდეგ.
მკერდის კიბოს დროს:
• პროგრესირებული დაავადების პირველადი მკურნალობისათვის ან დაავადებისას, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილში გავრცელდა (მეტასტაზური დაავადება). პაკლიტაქსელი აქვიდა გამოიყენება ანთრაციკლინთან (მაგ., დოქსორუბიცინთან) კომბინაციაში ან მედიკამენტ ტრასტუზუმაბთან ერთად (პაციენტებისათვის, რომლებშიც ანთრაციკლინი არ არის ნაჩვენები და რომელთა კიბოს უჯრედები შეიცავენ ზედაპირულ პროტეინს სახელწოდებით HEღ 2, იხილე ტრასტუზუმაბის გამოყენების ინსტრუქცია.)
• ადიუვანტური თერაპიის სახით წინმსწრები ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ანტთრაციკლინი-/ციკლოფოსფამიდით მკურნალობის (Aჩ) დასრულებისას.
• მეორადი მკურნალობისათვის პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ ანთრაციკლინით სტანდარტულ მკურნალობაზე ან რომლებშიც მსგავსი მკურნალობა არ არის ნაჩვენები.
პროგრესული არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოსას:
• ცისპლატინთან კომბინაციაში, თუ ოპერაცია და/ან სხივური თერაპია არ არის ნაჩვენები.
შიდსთან ასოცირებული კაპოზის სარკომის სამკურნალოდ:
• თუ სხვა სახის მკურნალობები (მაგ., ლიპოზომური ანთრაციკლინებით) უშედეგოდ დასრულდა.
2. ინფორმაცია პაკლიტაქსელი აქვიდას გამოყენებამდე
პაკლიტაქსელი აქვიდას გამოყენება არ შეიძლება,
• თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პაკლიტაქსელის ან პუნქტში 6 აღნიშნული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, განსაკუთრებით მაკროგოლგლიცეროლრიცინოლეატი-35 (პოლი(ოქსიეთილენ)-აბუსალათინის ზეთი) მიმართ.
• თუ აღინიშნება სისხლის თეთრი უჯრედების სიმცირე. ექიმი შეამოწმებს რაოდენობას სისხლის ანალიზის მიხედვით.
• ლაქტაციის პერიოდში
• თუ აღინიშნება რთული, არაკონტროლირებადი ინფექცია და პაკლიტაქსელი აქვიდა გამოიყენება კაპოზის სარკომის სამკურნალოდ.
თუ აღნიშნული მდგომარეობიდან, რომელიმე შეგესაბამებათ თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის, პაკლიტაქსელი აქვიდას მკურნალობის დაწყებამდე.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
გთხოვთ მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, პაკლიტაქსელი აქვიდას გამოყენებამდე.
ალერგიული რეაქციების თავიდან აცილების მიზნით, უნდა გამოიყენოთ პაკლიტაქსელი აქვიდა სხვა მედიკამენტების მიღებამდე.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, პაკლიტაქსელი აქვიდას გამოყენებამდე,
• თუ აღინიშნება რთული ალერგიული რეაქციები (მაგ., სუნთქვის გართულება, სუნთქვის გახშირება, მკერდის არეში სივიწროვის შეგრძნება, სისხლის წნევის დაცემა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, კანის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ან შეშუპებები).
• თუ გაქვთ სიცხე, ძლიერი ციებ-ცხელება, ყელის ანთება ან პირის ღრუს წყლული (ეს არის ძვლის ტვინის სუპრესიის სიმპტომი).
• თუ აღინიშნება ხელ-ფეხის დაბუჟება ან სისუსტე (პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომი); შესაძლოა საჭირო გახდეს პაკლიტაქსელის დოზის შემცირება.
• თუ აღინიშნება ღვიძლის რთული პრობლემები; ასეთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული პაკლიტაქსელი აქვიდას გამოყენება.
• თუ აღინიშნება გულის გამოფრქვევის დარღვევა.
• თუ აღინიშნება პაკლიტაქსელის მკურნალობის დროს ან მისი მკურნალობის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ რთული ან შენარჩუნებული ფაღარათი, რასაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მატება და მუცლის ტკივილები. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნაწლავის ანთებას (ფსევდომემბრანული კოლიტი).
• თუ ჩატარდა მანამდე მკერდის უჯრედის დასხივება (რადგან ამის შედეგად არსებობს ფილტვების ანთების განვითარების მაღალი რისკ-ფაქტორი).
• თუ აღინიშნება ანთებითი ან წითელი პირი (მუკოზიტის ნიშნები) და ტარდება კაპოზის სარკომას მკურნალობა. შესაძლოა საჭირო გახდეს დაბალი დოზის დანიშვნა.
აცნობეთ ექიმს დაუყონებლივ, თუ ამ მოვლენებიდან რომელიმე შეგესაბამებათ.
პაკლიტაქსელი აქვიდა შეიყვანება ყოველთვის ვენაში ინფუზიის გზით. პაკლიტაქსელი აქვიდას ინფუზიამ არტერიაში შესაძლოა გამოიწვიოს არტერიის ანთება და ტკივილები, შეშუპება, სიწითლე და ცხელების შეგრძნება.
ბავშვები და მოზარდები
პაკლიტაქსელი აქვიდას გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე) არ არის რეკომენდებული.
პაკლიტაქსელი აქვიდას გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა ნებისმიერ მედიკამენტს ან მიიღეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას/გამოყენებას, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებისაც. რადგან ასეთ დროს შესაძლოა პაკლიტაქსელი აქვიდას ან სხვა მედიკამენტების ეფექტურობა შემცირდეს და გაიზარდოს გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობა.
ურთიერთქმედება ნიშნავს, რომ სხვადასხვა მედიკამენტები ერთმანეთზე ურთიერთქმედებენ და საპირისპირო ზეგავლენას ახდენენ. შესაძლოა გამოვლინდეს ურთიერთქმედება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად პაკლიტაქსელი აქვიდას გამოყენებისას და თქვენმა ექიმმა უნდა იცოდეს, თუკი პაკლიტაქსელი აქვიდა მიიღეთ შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
მიმართეთ ექიმს, თუ პაკლიტაქსელი აქვიდა მიიღეთ შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:
• ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (ანუ ანტიბიოტიკები როგორიცაა ერითრომიცინი, რიფამპიცინი და ა.შ. ჰკითხეთ ექიმს, ჰოსპიტალის პერსონალს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული, წარმოადგენს თუ არა მედიკამენტი ანტიბიოტიკს), სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტების ჩათვლით (მაგ., კეტოკონაზოლი).
• ხასიათის სტაბილიზირების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც ზოგჯერ იწოდებიან ანტიდეპრესიულებად (მაგ., ფლუოქსეტინი).
• კრუნჩხვების სამკურნალო მედიკამენტები (ეპილეფსიის) (მაგ., კარბამაზეპინი, ფენიტოინი).
• სისხლში ცხიმის შემამცირებელი მედიკამენტები (მაგ., გემფიბროზილი).
• გულძმარვის ან კუჭის წყლულის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ., ციმეტიდინი).
• აივ-ინფექციის და შიდსის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ., რიტონავირი, საქვინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, ეფავირენცი, ნევირაპინი).
• მედიკამენტი, რომელიც იწოდება კლოპიდოგრელად, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების საწინააღმდეგოდ.
• ცისპლატინი (კიბოს დაავადების სამკურნალო საშუალება): პაკლიტაქსელი აქვიდა უნდა გამოყენებული იქნეს ცისპლატინის წინ. საჭიროა თირკმლის ფუნქციის ხშირი კონტროლი.
• დოქსორუბიცინი (კიბოს სამკურნალო საშუალება): პაკლიტაქსელი აქვიდა უნდა იქნეს გამოყენებული დოქსორუბიცინის გამოყენებიდან 24 სთ შემდეგ, სხეულში დოქსორუბიცინის მაღალი კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით.
სხვა მედიკამენტების მოქმედება შესაძლოა შეიცვალოს ალკოჰოლიზ ზემოქმედების შედეგად.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
თუ არსებობს დაორსულების რისკი, უნდა გამოიყენოთ საიმედო და უსაფრთხო კონტრაცეპტული საშუალებები მკურნალობის პერიოდში. პაკლიტაქსელი აქვიდას გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება, გარდა გარდაუვალი აუცილებლობისას.
ქალებმა და მამაკაცებმა ნაყოფიერების ასაკში უნდა გამოიყენოთ საიმედო კონტრაცეპტული საშუალებები პაკლიტაქსელი აქვიდათი მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში.
მამაკაცებმა პაკლიტაქსელი აქვიდათი მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოახდინონ სპერმის კონსერვაცია.
უნდა შეწყდეს ლაქტაცია, პაკლიტაქსელი აქვიდას გამოყენებისას. ლაქტაცია უნდა განახლდეს მხოლოდ ექიმის ნებართვით.
ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ეს პროდუქტი შეიცავს ალკოჰოლს. ავტოსაგზაო მოძრაობისას შესაძლოა აღინიშნოს რეაქციის უნარის შეზღუდვა. ამიტომ არ არის რეკომენდებული თერაპიის კურსის შემდეგ ავტომობილის მართვა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მართოთ ავტომობილი, თუ აღინიშნება შეუძლოდ ყოფნა და გაურკვევლობის შეგრძნება.
პაკლიტაქსელი აქვიდა შეიცავს მაკროგოლგლიცეროლრიცინოლეატს-35 (პოლი(ოქსიეთილენ)-აბუსალათინის ზეთ), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. თუ თქვენ გახასიათებთ ალერგიულობა მაკროგოლგლიცეროლრიცინოლეატი-35(პოლი(ოქსიეთილენ)-აბუსალათინის ზეთის) მიმართ, უნცა აცნობოთ ექიმს პაკლიტაქსელი აქვიდათი მკურნალობის დაწყებამდე.
პაკლიტაქსელი აქვიდა შეიცავს ალკოჰოლს (დაახლოებით 50% ეთანოლს) - ყოველი მილილიტრი პაკლიტაქსელი აქვიდა შეიცავს 0,395 გრ ალკოჰოლს. ერთი პაკლიტაქსელი აქვიდას 300მგ/50მლ-იანი დოზა შეიცავს 20 გრ ალკოჰოლს. ეს შეესაბამება 450 მლ ლუდს ან 175 მლ ღვინოს. არსებობს ჯანმრთელობის დარღვევის რისკი, განსაკუთრებით ღვიძლის დაავადებულებში, ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში, ეპილეპსიით დაავადებულებში, პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ ტვინის ორგანული დაავადებები, ორსულებში, ლაქტაციის დროს და ბავშვებში.
3. პაკლიტაქსელი აქვიდას გამოყენების წესი
გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ინსტრუქციაში აღწერილი მითითებების მიხედვით ან ექიმის, ფარმაცევტის ან სამედიცინო პერსონალის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
- ალერგიული რეაქციების თავიდან აცილების მიზნით, სხვა მედიკამენტები მიიღეთ პაკლიტაქსელი აქვიდათი მკურნალობის დაწყებამდე. ეს მედიკამენტი დაგენიშნებათ ან ტაბლეტების სახით ან ვენაში ინფუზიის გზით.
- პაკლიტაქსელი აქვიდა ინიშნება ვენაში წვეთოვანი ინფუზიის გზით (ინტრავენური ინფუზია), ამავდროულად ხსნარი მიედინება ფილტრის გავლით. პაკლიტაქსელი აქვიდა კეთდება სამედიცინო პირის მიერ, რომელიც საინფუზიო ხსნარს დაამზადებს მისი გამოყენების წინ. დოზირება, რომელიც თქვენ გენიშნებათ განისაზღვრება სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით. კიბოს დაავადების სახეობისა და სირთულის ხარისხის შესაბამისად ინიშნება პაკლიტაქსელი აქვიდა ან მონო თერაპიის სახით ან კომბინაციაში სხვა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
- პაკლიტაქსელი აქვიდას ვენაში ინფუზია უნდა გაკეთდეს ყოველთვის 3 დან 24 საათამდე დროის განმავლობაში. ჩვეულებრივ გამოიყენება ყოველ 2 ან 3 კვირაში, თუკი ექიმი არ დანიშნავს სხვაგვარად. თქვენი ექიმი გაცნობებთ ასევე თერაპიის კურსის რაოდენობის შესახებ.
თუ მიიღეთ პაკლიტაქსელი აქვიდას ჭარბი დოზირება
პაკლიტაქსელი აქვიდას ზედოზირების შემთხვევაში არ არის ცნობილი ანტიდოტი. ტარდება სიმპტომური თერაპია.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
აცნობეთ დაუყონებლივ ექიმს თუ გამოვლინდება ალერგიული რეაქციები. ეს რეაქციები შესაძლოა შეიცავდეს შემდეგ სიმპტომებს:
- სახის სიწითლე,
- კანის რეაქციები,
- ქავილი,
- მკერდში სივიწროვის შეგრძნება,
- სუნთქვის გახშირება ან გართულება,
- შეშუპებები.
ეს შესაძლოა იყოს რთული გვერდითი რეაქციების ნიშნები.
აცნობეთ ექიმს დაუყონებლივ
- თუ აღინიშნება ცხელება, ძლიერი ჟრიალი ტანში, ყელის ანთება ან პირის ღრუს წყლულები (ძვლის ტვინის სუპრესიის ნიშნები),
- თუ აღინიშნება ხელ-ფეხის არეში დაბუჟებისა და სისუსტის შეგრძნება (პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები).
- თუ აღინიშნება რთული ან შენარჩუნებული ფაღარათი, რასაც ახლავს ცხელება და მუცლის ტკივილები.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები
ეს გვერდითი ეფექტები შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 10-ზე მეტ პაციენტში.
• მსუბუქი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სახის სიწითლე, გამონაყარი, ქავილი.
• ინფექციები: ძირითადად ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები
• სუნთქვის გახშირება
• ყელის ანთება და პირის ღრუს წყლული, ანთებითი და წითელი პირი, ფაღარათი, შეუძლოდ ყოფნა (ღებინება, გულისრევა).
• თმის ცვენა (თმის ცვენის უმეტესი შემთხვევა გამოვლინდა პაკლიტაქსელის გამოყენების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში; თუკი ვლინდება ეს ეფექტი, მაშინ თმისცვენა აღინიშნება პაციენტების უმეტესობაში (50%-ზე მეტს).
• კუნთების ტკივილი, სპაზმი, სახსრების ტკივილები.
• ცხელება, ძლიერი ჟრიალი ტანში, თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სიფერმკრთალე, სისხლჩაქცევა, ლურჯი ლაქების მიმართ მიდრეკილება.
• ხელ-ფეხის დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ან სისუსტე (ეს შესაძლოა იყოს პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომი)
• ანალიზებში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის დაბალი წნევა.
ხშირი გვერდითი ეფექტები
ეს ეფექტები ვლინდება 100-დან 10-მდე პაციენტში.
• გარდამავალი მსუბუქი ცვლილებები ფრჩხილებზე და კანზე, რეაქციები ინექციის ადგილას (შეშუპება, ტკიცილი და კანის სიწითლე ჩხვლეტის ადგილას).
• ანალიზები შესაძლოა შეიცავდეს შემდეგ ცვლილებებს: გულის სიხშირის შენელება, ღვიძლის ფერმენტების ძლიერი გაზრდა (ტუტე ფოსფატაზა და Aშთ-შGOთ).
არახშირი გვერდითი ეფექტები:
ეს გვერდითი ეფექტები ვლინდება 1.000-დან 10-მდე პაციენტში:
• შოკი ინფექციების გამო (საუბარია ,,სეპტიურ შოკზე“)
• გულისცემა, გულის ფუნქციის დარღვევა (ავ-ბლოკი), აჩქარებული გულისცემა, გულის შეტევა, სუნთქვის გართულება.
• დაღლილობა, ოფლიანობა, გულყრა (სინკოპა), ძლიერი ალერგიული რეაქციები, ფლებიტი (ვენების ანთება), სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება.
• ზურგის ტკიცილი, მკერდის ტკივილი, ხელ-ფეხის არეში ტკივილი, ჟრიალი ტანში, მუცლის ტკივილები.
• ანალიზები შესაძლოა შეიცავდნენ შემდეგ ცვლილებებს: ბილირუბინის დონის ძლიერი გაზრდა (სიყვითლე), სისხლის მაღალი წნევა, სისხლის შედედება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები
ეს ეფექტები შესაძლოა გამოვლინდეს 10.000 -დან 10-მდე პაციენტში.
• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება ცხელებით და ინფექციის მაღალი რისკი (ფებრილური ნეიტროპენია).
• ნერვების დაავადებები ხელ-ფეხის არეში სისუსტის შეგრძნებით (მოტორული ნეიროპათია)
• სუნთქვის გახშირება, ფილტვების ემბოლია, ფილტვების ფიბროზი, ინტერსტიციალური პნევმონია, სუნთქვის გართულება, პლერის ჩაქცევა.
• ნაწლავის ჩაკეტვა, ნაწლავის პერფორაცია, ნაწლავის ანთება (იშემიური კოლიტი), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი).
• ქავილი, კანზე გამონაყარი, კანის სიწითლე (ერითემა).
• სისხლის მოწამვლა (სეფსისი), მუცლის ღრუს ანთება.
• ცხელება, სიმშრალე, უღონობა, შეშუპება, შეუძლოდ ყოფნა.
• რთული და შესაძლოა სასიკვდილო ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები).
• ანალიზები შესაძლოა შეიცავდნენ შემდეგ ცვლილებებს: სისხლში კრეატინინის რაოდენობის მომატება, რაც თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებს.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები
შესაძლოა გამოვლინდეს 100.000-დან 10-მდე პაციენტში:
• არარეგულარული აჩქარებული გულის რითმი (წინა გულის ციმციმი, სუპრავენტრიკულური ტაჰიკარდია).
• სისხლის წარმომქმნელი უჯრედების ფუნქციის უეცარი დარღვევა (მწვავე მიელოზური ლეუკემია, მიელოდისპლასური სინდრომი).
• მხედველობის ნერვის დარღვევა და მხედველობის დაქვეითება (მოციმციმე სკოტომა).
• სმენის დაკარგვა ან სმენის უნარის დასუსტება (ოტოტოქსიურობა), ხმაური ყურებში (ტინიტუსი), თავბრუსხვევა.
• ხველა.
• მუცლის და ნაწლავის სისხლძარღვების სისხლის შედედება (მეზენტერიალური თრომბოზი), ნაწლავის ანთება, ნაწილობრივ შენარჩუნებადი ფაღარათით (ფსევდომემბრანული კოლიტი, ნეიტროპენიური კოლიტი), წყლის დაგროვება (ასციტი), საყლაპავი მილის ანთება, ყაბზობა.
• რთული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ცხელებით, კანის სიწითლით, სახსრების ტკივილით და /ან თვალების ანთებით (სტივენს-ჯონსონის-სინდრომი), ადგილობრივად კანის აქერცვლა (ეპიდერმული ნეკროლიზი), სიწითლეები არარეგულარული წითელი (ცალკეული) ლაქებით (მრავალფორმიანი ერითემა), კანის ანთება ბუშტუკებით და აქერცვლით (ექსფოლიატური დერმატიტის), ჭინჭრის ცხელება, ფრჩილების აძრობა (პაციენტებმა მკურნალობის პერიოდში უნდა ატარონ ხელ-ფეხზე მზის დამცავი საშუალებები).
• მადის დაკარგვა (ანორექსია).
• რთული და შესაძლოა სასიკვდილო ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შოკით (ანაფილაქსიური შოკი)
• ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (ჰეპატიტური ნეკროზი, ჰეპატიტური ენცეფალოპათია (აღინიშნა შემთხვევები ფატალური შედეგით)).
• დაბნეულობის მდგომარეობა.
გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით
სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე.
• კანის გამკვრივება/გასქელება (სკლეროდერმია)
• დისემინირებადი ინტრავაზალური ჩაქცევა, ეგრეტ წოდებული ,,DIG”. პირველ რიგში ეს ეხევათ პაციენტებს, რომლებსაც ახასიათებთ მიდრეკილება ადვილად სისხლდენისაკენ, ახასიათებთ სისხლჩაქცევების ადვილად წარმოქმნა ან ორივე ერთად.
მაკროგოლგლიცეროლრიცინოლეატმა-35 შესაძლოა გამოიწვიოს რთული ალერგიული რეაქციები.
გვერდითი რეაქციების შეტყობინება
თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
თქვენ შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ უშუალოდ წამლისა და სამედიცინო პროდუქტის ფედერაციულ ინსტიტუტს, ფარმაკოლოგიურ განყოფილება კურტ-გეორგ-კისინგერის ხეივანი 3, D-53175 ბონი, ვებ-გვერდის მისამართზე: წწწ.ბფარმ.დე. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
5. პაკლიტაქსელი აქვიდას შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე.
შეინახეთ პრეპარატი საწყოს შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ეტიკეტზე ან შეფუთვის კოლოფზე აღიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისიძებები ხელს შეუწყობენ გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს პაკლიტაქსელი აქვიდა
- აქტიური ნივთიერება არის: პაკლიტაქსელი. 1 მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი შეიცავს 6 მგ პაკლიტაქსელს.
- დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლგლიცეროლრიცინოლეატი-35 (Pჰ. Eურ.) ეთანოლი (395 მგ/მლ), ლიმონმჟავა, აზოტი.
საჩხვლეტი ფლაკონები შეფუთულია ცალკეულ საკეც კოლოფებში:
1 ცალი 30 მგ საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 5 მლ პაკლიტაქსელის ხსნარს.
1 ცალი 100 მგ საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 16,7 მლ პაკლიტაქსელის ხსნარს.
1 ცალი 300 მგ საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 50 მლ პაკლიტაქსელის ხსნარს.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს რეალიზაციაში.
ფარმაცევტული საწარმო და მწარმოებელი
აქვიდა გმბჰ
კაიზერ-ვილჰელმ-შტრასე 89
20355 ჰამბურგი
გერმანია
წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღი 2018 წლის მაისი.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისათვის:
სინჯარები და საინფუზიო მასალა, რაც გამოიყენება პაკლიტაქსელი აქვიდასათვის არ უნდა შეიცავდნენ DEHP-ს. აქედან გამომდინარე უნდა მინიმუმამდე დაიყვანოთ პროცედურის დროს DEHP [ბის-(2-ეტჰზლჰეხზლ)პჰალატ] (დითილჰექსილფალატი) დამარბილებლის გამოყენება, რომელიც შესაძლოა გამოყოფილი იქნეს ექსპოზიციის დროს პვქ-საინფუზიო სისტემიდან ან - სეტიდან. საინფუზიო ფილტრის გამოყენებას (მაგ., IVEX-2) პვქ მასალის მოკლე შემყვანით და/ან გამომშვები ნაწილით არ გამოუწვევია DEHP-ს მნიშვნელოვნი გამოყოფა. პაკლიტაქსელი აქვიდათი მკურნალობა ყველა ანტინეოპლასტური საშუალებების მსგავსად უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. პაკლიტაქსელის შემცველი საჩხვლეტი ფლაკონის გამოყენებისას ყოველთვის უნდა ატაროთ დამცავი ხელთათმანები. პრეპარატის გაზავება უნდა მოხდეს ასეპტიურ პირობებში გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალის მიერ შესაბამის სპეციალურ ოთახში. პრეპარატის კანზე კონტაქტისას უნდა დაიბანოთ კანი წყლით და საპნით. ლორწოვან გარსთან პრეპარატის კონტაქტისას საჭიროა წყლით საფუძვლიანი გამობანა.
გაუხსნელი საჩხვლეტი ფლაკონის მაცივარში შენახვისას შესაძლოა წარმოიქმნას ნალექი, რაც ოთახის ტემოერატურაზე მოთავსებისას ოდნავ შენჯღრევით ან თავისთავად ქრება. ამის შედეგად პრეპარატის ხარისხი არ მცირდება. თუ ნაწილაკები არ ქრება ან ნალექი არ იხსნება, მაშინ პრეპარატი უნდა გადააგდოთ. ფლაკონის მრავალჯერადად ჩაჩხვლეტისას და პროდუქტის მრავალჯერ ამოღებისას პაკლიტაქსელის კონცენტრაცი მიკრობიოლოგიურად, ქიმიურად და ფიზიკურად სტაბილური რჩება 25ºჩ ტემპერატურის პირობებში შენახვისას 28 დღის განმავლობაში. პრეპარატის სხვა წესების დაცვით შენახვის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
არ გამოიყენოთ ქიმიური პინი ან მსგავსი საჩხვლეტი დამხმარე საშუალებები, რადგან შესაძლოა ამან დააზიანოს საჩხვლეტი ფლაკონის წვეთოვანი, რამაც გამოიწვიოს სტერილურობის დარღვევა.
ნაბიჯი 1: კონცენტრატის გაზავება
პაკლიტაქსელი აქიდას გამოყენებამდე საჭიროა მისი გაზავება შემდეგი გამხსნელი საშუალებებით:
• 0,9% იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი
• 5% იანი გლუკოზის ხსნარი
• 5% იანი გლუკოზის ხსნარი და 0,9% იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი
• 5% იანი გლუკოზის ხსნარი რინგერის ხსნარში
პაკლიტაქსელის საბოლოო კონცენტრაცია საინფუზიო ხსნარში უნდა შეადგენდეს 0,3მგ/მლ და 1,2 მგ/მლ. უნდა გამოიყენოთ DEHP-სგან თავისუფალი სინჯარები და საინფუიო სისტემა.
მომზადებისას შესაძლოა ხსნარში გაჩნდეს ნაწიბურები, რაც გამოწვეულია კონცენტრატში გამხსნელი საშუალების გაზავებით. ისინი არ უნდა გააქროთ ფილტრაციის გზით. მომზადებული პაკლიტაქსელი აქვიდას საინფუზიო ხსნარის ინფუზია უნდა მოხდეს ინ-ლაინ ფილტრიანი მიკრომემბრანული საინფუზიო სისტემით, რომლის დიამეტრი უნდა შეადგენდეს < 0,22 μმ. ინ ლაინ ფილტრიანი საინფუზიო სისტემით ჩატარებული საცდელი ინფუზიის დროს არ გამოვლენილა აქტიური ნივთიერების დანაკარგი.
ნაბიჯი 2: ინფუზიის ჩატარება
ნებისმიერ პაციენტში უნდა ჩატარდეს პრემედიკაცია კორტიკოსტეროიდულებით, ანტიჰისტამინურებით და H2-ანტაგონისტებით. პაკლიტაქსელი აქვიდა გამოიყენეთ განმეორებით მხოლოდ მაშინ, თუ ნეიტროფილების რაოდენობა >1.500/მმ3 (>1.000/მმ3 კაპოზის სარკომის მქონე პაციენტებში) და თრომბოციტების რაოდენობა >100.000მმ3 (>75.000/მმ3 კაპოზის სარკომის მქონე პაციენტებში) შეადგენს.
საინფუზიო ხსნარის მოქმედების გასვლის თავიდან აცილების მიზნით.
• გამოიყენეთ ხსნარი შეძლებისდაგვარად სწრაფად გაზავებისთანავე.
• მოერიდეთ ზედმეტ ხსნარის მოძრაობებს, ვიბრაციებს და შენჯღრევას.
• საინფუზიო სისტემა უნდა გამოირეცხოს გამოყენების წინ.
• რეგულარულად შეამოწმეთ ხსნარი გარეგნულად და შეწყვიტეთ ინფუზია თუ აღინიშნება ნალექი.
იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა პაკლიტაქსელი აქვიდას მოქმედების დაკარგვა, როგორც წესი 24 საათიანი ინფუზიის ბოლოსთვის. ამის მიყეყი გაურკვეველია, სავარაუდოდ შესაძლოა აქტივობის დაკარგვა გამოწვეული იყოს გაზავებული საინფუზიო ხსნარის ჭარბი მჟავიანობით. მოქმედების აქტივობის დაკარგვის რისკის შემცირების მიზნით, საჭიროა პაკლიტაქსელი აქვიდას გამოყენება მისი გაზავებისთანავე დროულად. უნდა მოერიდოთ ზედმეტ შენჯღრევებს. საინფუზიო სეტი გამოყენების წინ საფუძვლიანად უნდა გამოირეცხოს. ინფუზიის პერიოდში უნდა შეამოწმოთ რეგულარულად ხსნარის გარეგნულობა. ინფუზია უნდა შეწყდეს ხსნარში ნალექის წარმოქმნის შემთვევაში.
მზა ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 0,9%-იან ნატრიუმქლორიდის ხსნარში, 5%-იანი გლუკოზის ხსნარში, 5%-იანი გლუკოზის ხსნარში 0,9%-იან ნატრიუმქლორიდის ხსნართან ერთად (1:1) გაზავების შემდეგ აღინიშნება 72სთ განმავლობაში 25ºჩ ტემპერატურაზე შენახვის პირობებში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პროდუქტი უნდა გამოყენებული იქნეს დაუყონებლივ. თუ არ ხერხდება მისი დროული გამოყენება, მაშინ პროდუქტის შენახვის ხანგრძლივობის და პირობების შესახებ პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. გაზავებული ხსნარის შენახვა მაცივარში არ შეიძლება.
ნაბიჯი 3: უტილიზაცია
გამოუყენებელი მედიკამენტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ციტოტოქსიური ნივთიერებების უტილიზაციის შესახებ ეროვნული წესების შესაბამისად.
დოზირება:
რეკომენდებული დოზირება პაკლიტაქსელი აქვიდას ინტრავენური ინფუზიისათვის შემდეგია:
ჩვენება დოზირება თერაპიის კურებს შორის ინტერვალი
საკვერცხის კარცინომა,
პირველი ხაზი 135მგ/მ2 24 სთ განმავლობაში, შემდეგ ცისპლატინი 75მგ/მ2 ან 175 მგ/მ2 3 სთ განმავლობაში, შემდეგ ცისპლატინი 75 მგ/მ2
3 კვირა
საკვერცხის კარცინომა,
მეორადი ხაზი 175 მგ/მ2 3 სთ განმავლობაში 3 კვირა
ძუძუს კარცინომა,
ადიუვანტური 175 მგ/მ2 3 სთ განმავლობაში; ანთღაციკლინი/ციკლოფოსფამიდის მკურნალობის (Aჩ) შემდეგ 3 კვირა
ძუძუს კარცინომა,
პირველადი ხაზი (დოქსორუბიცინთან ერთად) 220მგ/მ2 3 სთ განმავლობაში; 24 სთ შემდეგ დოქსორუბიცინის (50მგ/მ2) გამოყენებიდან 3 კვირა
ძუძუს კარცინომა, პირველადი ხაზი (ტრასტუზუმაბთან ერთად) 175მგ/მ2 3 სთ განმავლობაში, ტრასტუზუმაბის შემდეგ (იხ. ტრასტუზუმაბის ინსტრუქცია) 3 კვირა
ძუძუს კარცინომა, მეორადი ხაზი 175 მგ/მ2 3 სთ განმავლობაში 3 კვირა
პროგრესირებადი არა წვრილუჯრედოვანი ბრონქული კარცინომა 175 მგ/მ2 3 სთ განმავლობაში, 80მგ/მ2 ცისპლატინის შემდეგ 3 კვირა
შიდსთან ასოცირებული კაპოზის სარკომა 100 მგ/მ2 3 სთ განმავლობაში 2 კვირა
პაკლიტაქსელი აქვიდა გამოიყენეთ განმეორებით იმ შემთხვევაში, თუ ნეიტროფილების რაოდენობა >1.500/მმ3 (>1.000/მმ3 კაპოზის სარკომის მქონე პაციენტებში) და თრომბოციტების რაოდენობა >100.000/მმ3 (>75.000/მმ3 კაპოზის სარკომის მქონე პაციენტებში) შეადგენს.
პაციენტებში, რომლებთაც განვითარდა რთული ნეიტროპენია (ნეიტროფილების რაოდენობა <500/მმ3 ერთი კვირის განმავლობაში ან მეტი ხნით) ან რთული პერიფერიული ნეიროპათია, საჭიროა შემდეგი თერაპიის კურსებისას დოზირების 20 %-ით შემცირება (კაპოზის სარკომიან პაციენტებში 25 %-ით) (იხ. ინფორმაცია პრეპარატის შესახებ).
არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები დოზირების შერჩევისათვის პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ მსუბუქიდან ზომიერი სირთულის ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის რთული დარღვევით არ შეიძლება პაკლიტაქსელი აქვიდას გამოყენება (იხ. ინფორმაცია პრეპარატის შესახებ).
პაკლიტაქსელი აქვიდას გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის არსებობის გამო.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით










