ოქსიფრინი 0.01% 5მლ ცხ.წვეთ

ოქსიფრინი 0.01% 5მლ ცხ.წვეთ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ოქსიმეტაზოლონი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 81970
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

 ოქსიფრინი

სავაჭრო დასახელება: ოქსიფრინი

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: ოქსიმეტაზოლინი

სამკურნალწამლო ფორმა: დოზირებული ნაზალური სპრეი

შემადგენლობა:

1 დოზა (45 მკლ) პრეპარატი შეიცავს:

 

 

აქტიური ნივთიერება:

11,25 მკგ/დოზა

22,5 მკგ/დოზა

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი

11,25 მკგ

22,5 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

 

 

უწყლო ლიმონმჟავა

25,065 მკგ

ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი

172,035 მკგ

გლიცეროლი უწყლო

952,425 მკგ

საინექციო წყალი

43,839 მგ

43,828 მგ

 

აღწერილობა

გამჭვირვალე ან თითქმის გამჭვირვალე უფერო ან ღია ყვითელი ფერის სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

შეგუბების საწინააღმდეგო საშუალება-ალფა ადრენომიმეტური საშუალება.

ATC Code: R01AA05

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ოქსიმეტაზოლინი მიეკუთვნება ადგილობრივი გამოყენების ალფა ადრენოსტიმულატორების ჯფუფს. აქვს სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედება. ინტრანაზალური შეყვანისას ამცირებს ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების შეშუპებას და ცხვირიდან გამონადენს.

აღადგენს ცხვირით სუნთქვას.

ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპების მოხსნა ხელს უწყობს ცხვირის დანამატი ღრუების, შუა ყურის ღრუს აერაციის აღდგენას, რაც ამცირებს ბაქტერიული გართულებების (ჰაიმორიტი, სინუსიტი, შუა ოტიტი) ალბათობას. ადგილობრივი ინტრანაზალური გამოყენებისას თერაპიულ კონცენტრაციებში არ აღიზიანებს და არ იწვევს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას.

ოქსიმეტაზოლინი მოქმედებას იწყებს სწრაფად რამდენიმე წუთის განმავლობაში.

პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა 12 საათამდე გრძელდება.

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი ინტრანაზალური გამოყენებისას ოქსიმეტაზოლინს არ ახასიათებს სისტემური მოქმედება. ინტრანაზალური შეყვანისას ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 35 საათს, 2,1% გამოიყოფა შარდით, დაახლოებით 1,1% განავლით.

მიღების ჩვენება

•             მწვავე რესპირატორული დაავადებების მკურნალობა, რომლებსაც ახლავს სურდო;

•             ალერგიული რინიტი;

•             ვაზომოტორული რინიტი;

•             დრენაჟის აღდგენისთვის ცხვირის დანამატი ღრუების ანთების, ევსტახიტის, შუა ოტიტის დროს;

•             შეშუპების მოხსნისთვის ცხვირის ღრუებზე დიაგნოსტიკური მანიპულაციების წინ.

უკუჩვენება

•             მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

•             ატროფიული (მშრალი) რინიტი;

•             დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

•             ტრანსსფენოიდალური ჰიპოფიზექტომიის შემდგომი მგომარეობა;

•             ქირურგიული ჩარევა ტვინის მაგარ გარსზე (ანამნეზში);

•             ბავშვთა ასაკი 1 წლამდე - ოქსიფრინისთვის, ნაზალური დოზირებული სპრეისთვის 11,25 მკგ/დოზა;

•             ბავშვთა ასაკი 6 წლამდე - ოქსიფრინისთვის, ნაზალური დოზირებული სპრეისთვის 22,5 მკგ/დოზა.

სიფრთხილით გამოიყენება

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, გამოხატული ათეროზკლეროზი, ტაქიკარდია, არითმია), ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა (შაქრიანი დიაბეტი), ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპერთირეოზი), ფეოქრომოციტომა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია კლინიკური სიმპტომებით (შარდის შეკავება), თვალშიდა წნევის მომატება, პორფირია, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს წინა 2 კვირის განმავლობაში და მათი მოხსნიდან 2 კვირიანი პერიოდი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ბრომოკრიპტინის გამოყენება.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებისას არ უნდა გადააჭარბონ რეკომენდებულ დოზას. პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვეებში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის ან ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

ინტრანაზალურად.

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: ოქსიფრინის ნაზალური დოზირებული სპრეის 11,25 მკგ/დოზა 1 შესხურება თითო ნესტოში, 2-3 –ჯერ დღე-ღამეში. პრეპარატი გამოიყენება 5-7 დღის განმავლობაში. პრეპარატის განმეორებით დანიშვნა შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ.

მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: ოქსიფრინის დოზირებული ნაზალური სპრეის 22,5 მკგ/დოზა 1 შესხურება თითო ნესტოში, 2-3-ჯერ დღე-ღამეში.

თუ სიმპტომები უარესდება ან გაუმჯობესება არ აღინიშნება 3 დღის განმავლობაში, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რეკომენდებულ დოზებში ექიმის კოსნულტაციის გარეშე გამოყენება დასაშვებია არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში.

რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ.

პრეპარატის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას ცხვირის “გაჭედვის” შეგრძნება შეიძლება კვლავ აღინიშნოს ან გაუარესდეს. ამ სიმპტომების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

ერთი შესხურება 45 მკლ მოცულობით შეიცავს:

11,25 მკგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს - ოქსიფრინის ნაზალური დოზირებული სპრესითვის, 11,25 მკგ/დოზა;

22,5 მკგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს - ოქსიფრინის ნაზალური დოზირებული სპრეისთვის 22,5 მკგ/დოზა.

გვერდითი ეფექტები

ცხვირის ღრუების ლორწოვანი გარსის წვა ან სიმშრალე, პირის ღრუს ან ყელის ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ცემინება, ცხვირიდან გამოყოფილი სეკრეტის მოცულობის მომატება, ცხვირიდან სისხლდენა, პრეპარატის ეფექტის გასვლის შემდეგ “ცხვირის გაჭედვის” შეგრძნება (რეაქტიული ჰიპერემია).

პრეპარატის სისტემური მოქმედებით განპირობებული გვერდითი ეფექტები: არტერიული წნევის მომატება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, მოუსვენრობა, შფოთვა, დაღლილობა, ძილიანობა, სედაციური ეფექტი, გაღიზიანება, ძილის დარღვევა (ბავშვებში), გულისრევა, უძილობა, ეგზანთემა, მხედველობის დარღვევა (თვალებში მოხვედრისას), ჰალუცინაციები, კვინკეს შეშუპება, ქავილი, კრუნჩხვები, სუნთქვის გაჩერება (ახალშობილებში).

სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატების ხანგრძლივმა უწყვეტმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტაქიფილაქსია, პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ატროფია და ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსების განმეორებითი შეშუპება (მედიკამენტოზური რინიტი).

თუ ინსტრუქციაში მითითებული რომელიმე გვერდითი ეფექტი ღრმავდება ან შენიშნავთ სხვა გვერდით ეფექტებს, რომლებიც ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს.

ჭარბიდოზირება

სიმპტომები: შფოთვა, მოუსვენრობა, ჰალუცინაცები, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, სისუსტე, ძილიანობა, კომა, გუგების შევიწროება ან გაფართოება, ცხელება, ოფლიანობა, სიფერმკრთალე, ციანოზი, გულისცემის შეგრძნება, ბრადიკარდია, არითმია, გულის გაჩერება, არტერიული წნევის მომატება, არტერიული წნევის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, სუნთქვის დათრგუნვა, სუნთქვის შეჩერება.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება (პრეპარატის შემთხვევით შიგნით მიღებისას); სიმპტომური.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (წინა 2 კვირის და მათი მოხსნიდან 2 კვირის განმავლობაში), ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ან სხვა პრეპრატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მომატებას, შეიძლება აღინიშნოს წნევის მომატება. პრეპარატი ანელებს ადგილობრივი საანესთეზიო პრეპარატების შეწოვას, ახანგრძლივებს მათ მოქმედებას.

სხვა სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატების ერთდროული დანიშვნა ზრდის გვერდითი ეფექტების რისკს.

განსაკუთრებული მითითებები

მოერიდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას.

ინფექციის გავრცელების ასაცილებლად აუცილებელია პრეპარატის ინდივიდუალურად გამოყენება.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

ოქსიმეტაზოლინის შემცველი სურდოს საწინააღმდეგო საშუალებების რეკომენდებულზე მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას არ შეიძლება გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზოგადი გავლენის გამორიცხვა. ამ შემთხვევებში საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა პოტენციურად საშიში მოქმედებებისას, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციის მომატებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს.

გამოშვების ფორმა

ნაზალური დოზირებული სპრეი 11,25 მკგ/დოზა და 22,5 მკგ/დოზა.

15 მლ (280 დოზა) პლასტმასის ფლაკონში, მადოზირებელ ბუნიკთან ერთად.

1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად რუსულ და ქართულ ენებზე მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ოოო “გროტექსი”, რუსეთი

195279, სანკტ-პეტერბურგი, ინდუსტრიული რაიონი, სახლი 71, კორპუსი 2, лит. А

ტელ.: +7 812 385 47 87

ფაქსი: +7 812 385 47 88

მწარმოებელი/პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია

ოოო “გროტექსი”, რუსეთი

195279, სანკტ-პეტერბურგი, ინდუსტრიული რაიონი, სახლი 71, კორპუსი 2, лит. А

ტელ.: +7 812 385 47 87

ფაქსი: +7 812 385 47 88

www.solopharm.com

www.oxyfrin.ru

 

 

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)