სტრეპსილსი ექსპრეს#24ტ საწ.

სტრეპსილსი ექსპრეს#24ტ საწ.

16.89 ლარი
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი: რეკიტ ბენქიზერი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 81969
გააზიარე:

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

სტრეპსილსი® ექსპრესი

ეგისტრაციის ნომერი : П N014746/01

სავაჭრო დასახელება: სტრეპსილსი® ექსპრესი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება: ამილმეტაკრეზოლი+დიქლორბენზილის სპირტი+ლიდოკაინი

სამკურნალწამლო ფორმა: საწუწნი ტაბლეტები

შემადგენლობა

ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებები: 2,4-დიჰიდროქლორბენზილის სპირტი 1,2 მგ, ამილმეტაკრეზოლი 0,6 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი 10მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ღვინის მჟავა 26 მგ, ნატრიუმის საქარინატი 2,08 მგ, ლევომენტოლი 2,08 მგ, პიტნის ფოთლების ზეთი 2,08 მგ, ანისის თესლების ზეთი 0,52 მგ, ქინოლონური ყვითელი საღებავი 0,0046 მგ, ინდიგოკარმინი 0,0156 მგ, თხევადი საქაროზა 1523 მგ, თხევადი დექსტროზა [დექსტროზა, ოლიგო და პოლისაქარიდები] (თხევადი გლუკოზა) 980 მგ მასის ტაბლეტის მიღებამდე 2,6 გ.

აღწერა

ბრტყელცილინდრული, მოცისფრო-მომწვანო ფერის ტაბლეტები, ტაბლეტის ორივე მხარეს“ S“ ნაჭდევით, მენთოლის არომატით. დასაშვებია თეთრი ნადების, კარამელური მასის შიგნით ჰაერის უმნიშვნელო ბუშტუკების და არასწორი კიდეების არსებობა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ანტისეპტიური საშუალება.

ათქ კოდი: R02AA03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ლიდოკაინი წარმოადგენს ამიდის ჯგუფის ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, იწვევს მგრძნობელობის შექცევად დაკარგვას გამოყენების ადგილზე სენსორული ნერვული იმპულსების გენერაციის შეწყვეტის ან შემცირების შედეგად. 2,4-დიქლორბენზილის სპირტი წარმოადგენს ბენზოლის წარმოებულ ანტისეპტიკს. ამილმეტაკრეზოლი-ფენოლის წარმოებული, ანტისეპტიკი. 2,4-დიქლორბენზილის სპირტის და ამილმეტაკრეზოლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მიკრობული და სოკოვანი უჯრედების კოაგულაციასთან, ასევე უჯრედული მემბრანების ლიპიდებთან უერთიერთქმედებასთან, რაც განსაზღვრავს გამომწვევის წინააღმდეგ ეფექტურობას. პრეპარატი ახდენს ანტისეპტიკურ მოქმედებას, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, ახასიათებს ანტიმიკოზული მოქმედება. ასევე ახასიათებს ადგილობრივი საანესთეზიო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

2,4-დიქლორბენზილის სპირტი მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა თირკმლით. არ არსებობს მონაცემები ამილმეტაკრეზოლის მეტაბოლიზმის შესახებ. ლიდოკაინი სრულად შეიწოვება ლორწოვანი გარსიდან. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით ორ საათს.

მიღების ჩვენება

ყელის ძლიერი ტკივილის სიმპტომური მკურნალობა ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას.

უკუჩვენება

• პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

• ანამნეზში ალერგია ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებზე;

• ანამნეზში მეტჰემოგლობინემია ან მისდამი მიდრეკილება;

• ბრონქული ასთმა ან ბრონქოსპაზმი;

• ბავშვთა ასაკი 12 წლამდე;

• საქაროზას/იზომალტაზას დეფიციტი, ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

სიფრთხილით

ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, შაქრიანი დიაბეტი.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

პრეპარატის ორსულობის და ძუძუთი კვების დროს გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის ან ბავშვის პოტენციურ რისკს.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.

ადგილობრივად, მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: ნელა უნდა გაწუწნონ 1 ტაბლეტი 2 საათში ერთხელ.

არ შეიძლება 24 საათში 8 -ზე მეტი ტაბლეტის მიღება.

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 3 დღე. თუ პრეპარატის გამოყენებისას 3 დღის განმავლობაში ნარჩუნდება სიმპტომები, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოქმედება

ქვემოთჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები აღნიშნა პრეპარატის რეკომენდებული დოზების ხანმოკლე გამოყენებისას. ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობის და ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია სხვა გვერდითი რეაქციების გამოვლენა. გვერდითი რეაქციების სიხშირის შეფასება წარმოებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 - < 1/10), ნაკლებად ხშირი ( ≥ 1/1000 - < 1/100), იშვიათი (≥ 1/10 000 - < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10 000), სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასებისთვის მონაცემები არასაკმარისია)

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

სიხშირე უცნობია: მეტჰემოგლობინემია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

სიხშირე უცნობია: მომატებული მგრძნობელობის რეაქცია (მათ შორის ანგინევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ბრონქოსპაზმი, ჰიპოტენზია შოკით).

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

სიხშირე უცნობია: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისკომფორტი პირის ღრუში (წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, პირის ღრუს შეშუპება), ყელის გაღიზიანება.

ზემოაღნიშნული ან სხვა გვერდითი რეაქციებისას, რომლებიც ინსტრუქციაში მითითებული არ არის, პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტონ და უნდა მიმართონ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

ნაკლებსავარაუდოა, შესაძლო დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის გადამამუშავებელი ტრაქტის ზედა ნაწილის ლორწოვანი გარსის ჭარბი ანესთეზია.

უნდა გაითვალისწინონ, რომ ლიდოაკინის მაღალი დოზებით ინტოქსიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტონია, ასისტოლია, ბრადიკარდია, აპნოე (სუნთქვის გაჩერება), კრუნჩხვები, კომა, გულის გაჩერება, სუნთქვის გაჩერება და ლეტალური გამოსავალი.

მკურნალობა: სიმპტომური, ექიმის კონტროლით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ლოკალურად გამოყენებული ლიდოკაინის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს პრეპარატის ერითრომიცინთან, იტრაკონაზოლთან, ციმეტიდინთან, ფლუვოქსამინთან, ბეტა-ადრენობლოკერებთან, სხვა ანტიარითმიულ საშუალებებთან, მაგალითად მექსილეტინთან ერთად გამოყენებისას.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მაქსიმალურად მოკლე კურსით და მინიმალური ეფექტური დოზით, რაც აუცილებელია სიმპტომების მოხსნისთვის.

ენის მგრძნობელობის შესაძლო დაკარგვისას რეკომენდებულია სიფრთხილე ცხელი საკვების ან წყლის მიღებისას. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ რომ ყოველი ტაბლეტი შეიცავს დაახლოებით 2,6გ შაქარს (0,22 XE).

სიმპტომების შენარჩუნების ან სხეულის ტემპერატურის მომატების ან თავის ტკივილის დროს უნდა მიმართონ ექიმს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, ასევე სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობაზე, რაც ყურადღების კონცენტრაციის მომატებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს მოითხოვს.

გამოშვების ფორმა

საწუწნი ტაბლეტები. 2, 4, 6, 8, 10 ან 12 ტაბლეტი ბლისტერში (პვქ/პვდქ/ალუმინი). 1, 2, 3, 4 ან 5 ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

იურიდიული პირი, რომლის სახელზეც გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა და მწარმოებელი

რეკიტ ბენკიზერ ჰელსქეარ ინტერნეიშენლ ლიმიტედ, (Reckitt Benckiser Healthcare International Limited)

ტეინ როუდი, ნოტინგემი, NG90 2DB, დიდი ბრიტანეთი

წარმომადგენლობა რუსეთში/მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია

შპს «რეკიტ ბენკიზერ ჰელსქეარ» (Reckitt Benckiser Healthcare LLC)

რუსეთი, 115114 ქ. მოსკოვი, შლუზოვაიას სანაპირო, სახ. 4

ტელ: 8-800-200-82-20 (მხოლოდ რუსეთისთვის, ზარი უფასოა)

[email protected]