დენზიმი #30ტ

დენზიმი #30ტ

28.34 ლარი 22.68 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: სკოტიჩ ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნახშირი გააქტივიბული+პაპაინი+დისტაზა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 81871
გააზიარე:

დენზიმი

Denzim

საკვები დანამატი

შემადგენლობა                                                                                                                                

სოკოვანი დიასტაზა 100მგ

პაპაინი 60 მგ                                                                                                                                                

სიმეტიკონი 50 მგ

გააქტივებული ნახშირი 250მგ

სხვა ინგრედიენტები: ნატრიუმის პროპილ პარაბენი, ნატრიუმის ბენზოატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის CMC, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, PVPK, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, HPMC, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი შავი ფერი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული ფერმენტული საშუალება.          

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

დენზიმი კომპლექსური მედიკამენტია, რომელიც შეიცავს ფერმენტებს (სოკოვან დიასტაზას და პაპაინს), ასევე გააქტივებულ ნახშირს, სიმეტიკონს. იგი აადვილებს ნივთიერებათა

მეტაბოლიზმს.

სოკოვანი დიასტაზა - წარმოადგენს ფერმენტს, რომელიც მიიღება სოკო Aspergillus oryzae-ს კულტურისაგან. იგი შედგება ორი ტიპის α- და β-ამილაზასგან, რომლებიც იწვევენ ნახშირწყლების (სახამებლის, გლიკოგენისა და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტების) დაშლას და საჭმლის მონელების გააქტიურებას (1:800). ფერმენტ პანკრეატინისგან განსხვავებით, მას ახასიათებს აქტივობა, როგორც მჟავა, ასევე ტუტოვან გარემოში (მოქმედებს pH-ის ფართო დიაპაზონის პირობებში).                                                                                                    

პაპაინი - არის ფერმენტი, რომელსაც აქვს პროტეოლიზური აქტივობა. მიიღება პაპაიასგან (Carica Papaya). ის პაპაინის და ქიმოპაპაინის ნაზავია და აქვს უნარი, დაშალოს ალბუმინები, პეპტიდური ბმები. იგი აქტიურია როგორც კუჭის მჟავა, ისე ნაწლავების ტუტე არეში, პაპაინი შესაძლებელია მოიხმარონ ჰიპოაციდურ და ჰიპერაციდურ მდგომარეობაში.        

სიმეტკონ აქვს გაზების ლიკვიდაციის უნარი, ახდენს აირების წარმოქმნის შეფერხებას და ამცირებს გაზის ბუშტუკების ზედაპირს. იგი ორგანიზმში ფიზიოლოგიურად არსებობს და არ ახდენს ზეგავლენას ალიმენტალური აგენტების აბსორციაზე. არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.                                      გააქტივებული ნახშირი ძლიერი სორბენტია და ხასიათდება ანტიტოქსიური ეფექტით. ძლიერი აბსორბციის უნარის მეშვეობით ორგანიზმს ათვისუფლებს ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისაგან.

მთლიანობაში დენზიმი არის ფერმენტული საშუალება, რომელსაც აქვს პროტეოლიზური (ალბუმინებისა და პეპტიდური ბმების დაშლის), ამილოლიზური აქტივობის ფართო სპექტრი (შლის ნახშირწყლისა და სახამებლის კომპლექსს) და მაღალი ლიპოლიზური (შლის ცხიმებს, ახდენს მაღალმოლეკულური ცხიმოვანი მჟავების, გლიცერინის, ეთერების ჰიდროლიზს) აქტივობა; იგი ძლიერი ადსორბენტია და ხასიათდება აირების ლიკვიდაციის მაღალი უნარით.

ჩვენებები  

გამოიყენება, როგორც მონოთრაპიის, ისე კომპლექსური თერაპიის სახით შემდეგი მდგომარეობებისას:

- დისპეფსიური აშლილობები;                                                                                

- საჭმლის მომნელებელი პროცესების დარღვევა გამოწვეული:           

- პაციენტის ხანგრძლივი იმობილიზაციით,                               

- საღეჭი ფუნქციის მოშლით, 
 - ცხიმიანი და ზედმეტი საკვები პროდუქტების მიღებით, რომელსაც ახასიათებს: კუჭის ავსების შეგრძნება, მეტეორიზმი, აეროფაგია;                                

- ჩანაცვლებითი თერაპია კუჭქვეშა ჯირკვლის გარე სეკრეციული უკმარისობის დროს;

- შეკრულობის მოსახსნელად იმ პაციენტებში, რომლებისთვისაც საჭიროა დეფეკაციის დროს ზედმეტი დაძაბულობის შემცირება: მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ, პოსტოპერაციულ პერიოდში, ბუასილის, ანალური სფინქტერის ნახეთქების დროს, ხანდაზმულ პირებში, ასევე წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში;

- მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოებზე დიაგნოსტიკური გამოკვლევების მოსამზადებლად;  

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მოშლილობანი, რაც ვლინდება მუცლის ტკივლით, აირების წარმოქმნის მომატებით, ბოყინით.

გამოყენების ინსტრუქცია  

ინიშნება 1 ტაბლეტი 1-2ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.                                                             

მკურნალობის ხანგრძლივობას და დოზირების რეჟიმს ინდივიდუალურად ადგენს ექიმი პაციენტის მდგომარეობის და ასაკის შესაბამისად.

უკუჩვენებები

მწვავე პანკრიატიტი, მწვავე გასტროინტესტინალური ტრაქტის დაავადებები, პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, 7 წლამდე ასაკის ბავშვები.  

გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქცია.

ფეხმძიმობა და ლაქტაცია  

ინიშნება სიფრთხილით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.    

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

საჭიროა პაციენტმა წამლების მიღებათა შორის დაიცვას შუალედი არნაკლებ 2 საათისა, რაც განპირობებულია გააქტივებული ნახშირის შემცველობასთან.        

ეციალური მითითება: პრეპარატის გამოყენებისას ფეკალური მასები შესაძლოა გახდეს მუქი ფერის, რაც განპირობებულია დენზიმში შემავალი აქტიური ნახშირით.  

გამოშვების ფორმა  

კოლოფი, შეფუთვაში 3 ბლისტერი, თითოეულ ბლისტერზე 10 ტაბლეტი.

შენახვის პიროები 

პრეპარატი ინახება 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ და ბავშებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

შენახვის ვადა: 2 წელი.