ნეფროლიტექსი 250მგ#60კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ნეფროლიტექსი
გამოშვების ფორმა
კაფსულები 250 მგ
შემადგენლობა (1 ტაბლეტი/კაფსულა)
აქტიური ნივთიერებები:
თირკმლის ჩაი 10 მგ
ასისთავას ბალახი 16 მგ
ცისკარას ფესვი 16 მგ
როზმარინის ფოთლები 16 მგ
დამატებითი ინგრედიენტები: მალტოდექსტრინი
შემადგენლობა და თვისებები:
თირკმლის ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით სხვადასხვა გლიკოზიდებს (ორთოსიფონინი), ორგანულ მჟავებს (ლიმონმჟავა, ღვინის მჟავა), საპონინებს, ფლავონოიდებს, ალკალოიდებს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ცხიმოვან მჟავებს, ბეტა სიტოსტერინს, მიკროელემენტებს (მანგანუმი, სელენი, თუთია, რკინა), მაკროელემენტებს (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი).
ასისთავას ბალახი შეიცავს ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, ფისებს, ასევე ვიტამინებს (С,РР), მიკროელემენტებს (რკინა, თუთია, კალა).
ცისკარას ფესვი შეიცავს ეთერზეთებს, სხვადასხვა მჟავებს, ცინეოლი, კარვაკროლი, ალფა-ტერპინეოლი, ფუროკუმარინი, სახამებელი, შაქარი, მინერალური და მთრიმლავი ნივთიერებები, ვიტამინები С,Р და მიკროელემენტები.
როზმარინის ეთერზეთი შეიცავს ცინეოლს, ქაფური, ლიმონენე, ბორნეოლი, პინენი, მთრიმლავი ნივთიერებებს, ფისებს, რკინას, ფოსფორს, მაგნიუმს, ნატრიუმს, კალიუმს და თუთიას.
ზემოაღნიშნული მცენარეული კომპლექსის ბიოლოგიური აქტიურობა განაპირობებს დადებით ზემოქმედებას პირველ რიგში შარდგამომყოფი სისტემის ფუნქციონირებაზე – აუმჯობესებს გლომერულოფილტრაციას, ახდენს გლუვკუნთოვანი ორგანოების ტონუსის შემცირებას და ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკო) გამრავლებას.
შარდის გატუტოების შედეგად და გარკვეული მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებით, ხელს უშლის შარდგამომყოფ გზებში კრისტალების გამოლექვას და კენჭების წარმოქმნას, აძლიერებს შარდმჟავა მარილების გამოყოფას. ამასთანავე აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, კუჭის წვენის გამომუშავებას, აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელებას.
გამოყენების ჩვენებები:
ნეფროლიტექსი აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების და ზედმეტი მარილების გამოყოფას, ხელს უშლის საშარდე გზებში ქვიშის და ქვების წარმოქმნას (გამოიყენება ასევე კენჭების მოშორების შემდეგ). პრეპარატი გამოიყენება შარდის ბუშტისა (ცისტიტი) და თირკმელების (პიელონეფრიტი) ქრონიკული ანთებითი დაავადებების კომპლექსური მკურნალობის დროს, თირკმელების ქრონიკული არაინფექციური დაავადებების (გლომერულონეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი) დროს.
ნეფროლიტექსი, როგორც ანტიოქსიდანტური და მეტაბოლიზმის აქტივატორი ფიტოშენაერთების შემცველი პრეპარატი, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, აუმჯობესებს იმუნიტეტს და იცავს შარდგამომყოფი გზების ლორწოვანს ინფექციური, ალერგიული აგენტების და ანთების ფაქტორების ზემოქმედებისგან.
ზომიერი დიურეზული ეფექტი განაპირობებს ზედმეტი სითხის გამოყოფას რითიც აუმჯობესებს გულის მუშაობას.
ნეფროლიტექსი ასევე დადებითად მოქმედებს ნაღვლგამომყოფ გზებზე, საჭმლის მონელებაზე და ორგანიზმის ზოგად ფიზიკურ მდგომარეობაზე.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილები და 7 წელზე მეტი ასაკის ბავშვები – 1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში ჭამამდე. მიღების ხანგრძლივობა 15-20 დღე, აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მოხმარება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის გაგრძელება.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები: ბილოგიურად აქტიური დანამატი! გამოყენების წინ რეკომენდირებულია სპეციალისტის კონსულტაცია.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიიღება სპეციალისტის რეკომენდაციით.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°С.
ვარგისიანობისვადა: 2 წელი.
მწარმოებელი:« NATUREX », , “ციტკო ქემიკალს” ინგლისი-ს შეკვეთით.









