ომეპრაზოლი ზემო 20მგ #10კაფს
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
ნაწლავში ხსნადი ომეპრაზოლის კაფსულები BP
ზემო 20
შემადგენლობა:
თითო მყარი კაფსულა შეიცავს:
ომეპრაზოლი B.P. 20მგ
(ნაწლავში ხსნადი გრანულების სახით)
კაფსულის გარსისასთვის გამოიყენება დამტკიცებული საღებავები.
ჩვენებები:
ომეპრაზოლი-აჯიო ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
• თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
• კუჭის წყლული
• ზოლინგერ ელისონის სინდრომი
• რეფლუქსური ეზოფაგიტი
თუ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გამოწვეულია Hელიცობაცტერ პყლორი-თ ომეპრაზოლის და შესაბამისი ანტიბიოტიკების კომბინაცია შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს.
დოზები და გამოყენების წესი:
თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულის და რეფლუქსური ეზოფაგიტის სამკურნალოდ რეკომენდირებული დღიური დოზა არის 20მგ.
ისეთი დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც სუსტად რეაგირებენ ჰისტამინური H2 რეცეპტორის ანტაგონისტურ მკურნალობაზე შესაძლოა საჭირო გახდეს 40მგ დღიური დოზის დანიშვნა.
რეფლუქსური ეზოფაგიტის რეციდივის პრევენციას ეფექტურად ახდენს დღიური 20 ან 40მგ დოზა, ხოლო თორმეგოჯა ნაწლავის წყლულის შემთხვევაში კი 10მგ დოზა.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მქონე პაციენტებში საწყის ეტაპზე რეკომენდირებულია დღეში 60მგ ომეპრაზოლი, რაც შესაძლოა ინდივიდუალურად დაკორექტირდეს, რათა შენარჩუნდეს კუჭის წვენის სათანადოდ გამოყოფა.
დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში ან თირკმლის ან ღვიძლია უკმარისობის დროს.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
კუჭის მჟავიანობის შემცირება ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით ზრდის ჩვეულებრივ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული ბაქტერიების რაოდენობას. მჟავიანობის შემამცირებელი პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა ოდნავ გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების განვითარების რისკი, როგორიც არის სალმონელა და კამპილობაქტერია.
ბავშვებში, რომლთაც მძიმე მდგომარეობა აქვთ და სჭირდებათ ომეპრაზოლის ხანგრძლივად მიღება და B12 ზღვარზეა რეკომენდირებულია შრატში B12-ის დონის გაკონტროლება ხანგრძლივი მკურნალობისას.
პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ომეპრაზოლმა შესაძლოა გაახანგრძლივოს ისეთი პრეპარატების გამოყოფა, რომლებიც მეტაბოლიზდებიან დაჟანგვის გზით ღვიძლში, მაგ: ვარფარინი, დიაზეპამი და ფენიტოინი.
პაციენტები, რომლებიც ომეპრაზოლთან ერთად ღებულობენ ვარფარინს ან ფენიტოინს ყურადღებით უნდა გაკონტროლდნენ, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ვარფარინის ან ფენიტოინის დოზების შემცირება.
თუმცა პაციენტებში, რომლებიც ერთობლივად ღებულობდნენ ომეპრაზოლის 20მგ დღიურ დოზებს და ფენიტოინს ზედავლენა არ დაფიქსირებულა სისხლში ფენიტოინის კონცენტრაციაზე. ასევე ხანგრძლივი მკურნალობისას ომეპრაზოლის 20მგ დღიური დოზების მიღებისას არ შეცვლილა კოაგულაციის დრო.
არსებობს ისეთ პრეპარატებთან ურთიერთქმედების ალბათობა, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომა P450 ფერმენტული სისტემით, თუმცა ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა პროპრანოლოლის, მეტოპროლოლის, თეოფილინის, ლიდოკაინის, ქინიდინის და ამოქსიცილინის მიღებისას.
ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა საკვებთან ან ანტაციდური პრეპარატების თანმხლები გამოყენებისას.
შესაძლოა გაიზარდოს როგორც ომეპრაზოლის, ასევე კლარითრომიცინის პლაზმური კონცენტრაცები მათი ერთობლივად მიღებისას.
ომეპრაზოლის და დიგოქსინის ერთობლივად მიღებისას ჯანმრთელ მოხალისეებში დაფიქსირდა დიგოქსინის ბიოშეღწევადობის დაახლოებით 10%-ით ზრდა, რაც განპირობებული იყო კუჭში პH-ის ზრდით.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.
გვერდითი ეფექტები:
ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი და მეტეორიზმი, გამონაყარი და/ან ქავილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ძილიანობა, უძილობა, ვერტიგო, ღვიძლის ფერმენტების მომატება და დისკომფორტი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ომეპრაზოლი წარმოადგენს პროტონული ტუმპოს სპეციფიკურ ინჰიბიტორს, რომელიც მოქმედებას ავლენს პარიეტალურ უჯერდში და შესაბამისად ამცირებს კუჭის მჟავის გამოყოფას. კუჭის წვენის გამოყოფის რევერსიული კონტროლი მიიღწევა ომეპრაზოლის ერთჯერადი დღიური დოზებით. ომეპრაზოლი სუსტი ფუძეა, რომელიც კონცენტრირდება პარიეტალური უჯრედის უჯრედშიდა არხებში. აღნიშნულ უჯრედებში მჟავური გარემოს გამო ომეპრაზოლი გარდაიქმება აქტიურ ფორმად და იგი მოქმედებს H+, K+ ატფაზა ფერმენტის- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის სახით. კუჭის წვენის წარმოქმნის ბოლო ეტაპი დოზაზე დამოკიდებულია, რაც უზრუველყოფს მჟავის როგორც ბაზალური, ასევე სტიმულირებული სეკრეციის ეფექტურად დარგუნვას სეკრეციის გამაძლიერებელი საშუალებისგან დამოუკიდებლად.
ომეპრაზოლის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღებისას კუჭის მჟავის სეკრეცია ითრგუნება და მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 4 დღიანი მკურნალობისას. თორმეგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე პაციენტებში კუჭის მჟავიანობის დაახლოებით 80%-ით შემცირება ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში და მჟავის მაქსიმალური გამოყოფა საშუალოდ მცირდება პენტაგასტრინის სტიმულაციის შემდეგ დაახლოებით 70%-ით ომეპრაზოლით მკურნალობის დაწყებიდან 24 საათში.
ფარმაკოკინეტიკა
ვინაიდან ომეპრაზოლი მჟავას მიმართ ლაბილურია პერორალური ფორმა შედგება ნაწლავში ხსნადი გრანულებისაგან. ომეპრაზოლი ჩვეულებრივ სრულად შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან 3-6 საათში.
ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ ომეპრაზოლის სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 35%-ს, რაც შეიძლება გაიზარდოს დაახლოებით 60%-მდე დღეში ერთჯერ განმეორებითი დოზების მიღებისას.
საკვები არ ახდენს გავლენას ბიოშეღწევადობაზე. ომეპრაზოლი დაახლოებით 95%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ნახევარგამოყოფის საბოლოო ფაზა დაახლოებით 40 წუთია.
მკურნალობის პერიოდში ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება. მჟავის სეკრეციის დათრგუნვა უკავშირდება მრუდის ქვეშ არსებული სივრცის შეფარდებას “კონცენტრაცია-დრო” (AUჩ) და არა მიმდინარე პლაზმურ კონცენტრაციას მოცემულ დროისათვის.
ომეპრაზოლი სრულად მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში. პლაზმაში ვლინდება მეტაბოლიტები სულფონი, სულფიდი და ჰიდროქსი ომეპრაზოლი. ეს მეტაბოლიტები არ არიან აქტიურნი და მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენენ მჟავის გამოყოფაზე.
მეტაბოლიტების დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდში და ფეკალიებში. შარდში ვლინდება ორი ძირითადი მეტაბოლიტი ჰიდროქსი-ომეპრაზოლი და შესაბამისი კარბონის მჟავა.
პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია მნიშვნელოვნად არ იცვლება ომეპრაზოლის სისტემური ბიოშეღწევადობა.
მრუდის ქვეშ არსებული სივრცის შეფარდება “კონცენტრაცია-დრო” იზრდება პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ღვიძლის ფუნქცია, ომეპრაზოლის გამოხატული აკუმულაცია არ დაფიქსირებულა.
შეფუთვა:
ალუ-ალუ ფირფიტა 10 კაფსულით, 10 ფირფიტა მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 300ჩ ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.
მოარიდეთ ბავშვებს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
აჯიო ფარმაცეუტიკალს ლტდ
A/38, ნანდჯიოტ ინდუსტრიალ ისთეით, კურლა-ანდჰერი როუდ, სეიფდ ფულ, მუმბაი-400 072, ინდოეთი
საწარმო: თ- 81, 82, M.I.D.ჩ. ბჰოსარი, პუნე-411026, მაჰარაშტრას შტატი, ინდოეთი











