კლოსუნი 1% 100გ ფხვ

კლოსუნი 1% 100გ ფხვ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მონოკომპონენტური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კლოტრიმაზოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 81779
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კლოსუნი

კლოტრიმაზოლის ფხვნილი

1% წ/

CLOSUN

 

 

სავაჭრო დასახელება

კლოსუნი

გენერიკული დასახელება

კლოტრიმაზოლი

შემადგენლობა

კლოტრიმაზოლი                       1% წ/წ

სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი,   

ლავანდის არომატი.

ფარმაცევტული ფორმა

ფხვნილი ადგილობრივი გამოყენებისთვის

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენება

კლოსუნი გამოიყენება გარეგანად, დამხმარე საშუალების სახით კლოტრიმაზოლის ფხვნილის, კრემის, ხსნარის ან დერმატოლოგიური სპრეის გამოყენებისას და როგორც პროფილაქტიკური საშუალება რეინფექციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ინფექციების დროს, რომლებიც მოიცავს კანის  ნაოჭებს და სადაც ოფლიანობა პრობლემატურია.

დოზირება და მიღების მეთოდი

კლოტრიმაზოლი ორჯერ ან სამჯერ უნდა მოაფრქვიონ დაზიანებულ ადგილზე კლოტრიმაზოლის ფხვნილის, კრემის, ხსნარის ან დერმატოლოგიური სპრეის გამოყენების შემდეგ. ფხვნილი აგრეთვე შეიძლება მოაფრქვიონ ტანსაცმლის შიგნითა მხარეს და ფეხსაცმელში, რომელსაც კონტაქტი აქვს ინფიცირებულ მიდამოსთან.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა.

არ გამოიყენოთ ფხვნილი ფრჩხილის ან სკალპის ინფექციების სამკურნალოდ.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

არ არის დადგენილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

უცნობია

ორსულობა და ლაქტაცია

დასნებოვნებული ორსულებისგან მრავალი შემთხვევებისგან მიღებული მონაცემები არ ავლენს კლოტრიმაზოლის გვერდით ეფექტებს ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე. ამ დროისათვის არ არსებობს მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური მონაცემები.

კლოტრიმაზოლის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ექიმის ან (მეანის) მეთვალყურეობის ქვეშ. 

არასასურველი ეფექტები

იშვიათად, პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ადგილობრივი, მსუბუქი წვის შეგრძნება ან გაღიზიანება ფხვნილის გამოყენებისთანავე.

ძალიან იშვიათად, პაციენტი გაღიზიანებას შეიძლება ვერ შეეგუოს და შეწყვიტოს მკურნალობა.

სხვა არასასურველი ეფექტები:

მთლიანად ორგანიზმი: ალერგიული რეაქცია, ტკივილი.

კანი და დანამატები: ქავილი, გამონაყარი.

ჭარბი დოზირება

შემთხვევით ორალურად შიგნით მიღების დროს რუტინული ზომები, როგორიც არის კუჭის ამორეცხვა უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ თუ ვლინდება დოზის გადაჭარბების კლინიკური სიმპტომები (მაგ., თავბრუსხვევა, გულისრევა და ღებინება). ეს ზომები უნდა მიიღონ მხოლოდ მაშინ თუ შესაძლებელია სასუნთქი გზების ადექვატური დაცვა.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოდინამიური მახასიათებლები

ათქ კოდი: D01A C01

კლოტრიმაზოლი არის იმიდაზოლის წარმოებული, ანტიმიკოზული აქტივობის ფართო სპექტრით. აგრეთვე მოქმედებს Trichomonas, staphylococci, streptococci და Bacteroides წინააღმდეგ. არ მოქმედებს ლაქტობაცილებზე.

მოქმედების მექანიზმი

სოკოების წინააღმდეგ კლოტრიმაზოლი მოქმედებს ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებით. ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირება იწვევს ციტოპლაზმური მემბრანის სტრუქტურულ და ფუნქციურ დაზიანებას.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

კანზე გამოყენების შემდეგ ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კლოტრიმაზოლი პრაქტიკულად არ შეიწოვება ინტაქტური ან ანთებადი კანიდან სისხლის მიმოქცევაში. შედეგად, შრატში კლოტრიმაზოლის კონცენტრაცია აღმოჩენად ზღვარზე - 0.001 μგ/მლ-ზე დაბალი იყო, რაც მიუთითებს, რომ კლოტრიმაზოლის ადგილობრივად გამოყენება არ იწვევს სისტემურ ან გვერდით ეფექტებს.

შენახვის ვადა

36 თვე.

შენავის პირობები

ინახება  25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

Biodeal Pharmaceuticals Pvt. Ltd.

Village-Saini Majra, Nalagarh-Ropar Road,

Nalagahr, Distt.-Solan,

H.P.-174101,

India