ლორკოფი 100მლ სიროფი

ლორკოფი 100მლ სიროფი

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბრონქოლიზური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 81683
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ლორკოფი LORKOF

შემადგენლობა: 10მლ სიროფი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებებს: სალბუტამოლის სულფატს 2.0მგ სალბუტამოლის ექვივალენტურს, ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდს 4.0 მგ, გვაიფენეზინს 100 მგ, მენთოლს 1მგ;

დამხმარე ნივთიერებებს: შაქარს, ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, გლიცერინს, ალისფერ 4R (E124), ანანასის ესენციას, ლიმონმჟავას მონოჰიდრატს, პროპილენგლიკოლს, გასუფთავებულ წყალს.

გამოყენების ჩვენებები: ბრონქიტთან, ბრონქულ ასთმასთან, ფილტვების ემფიზემასთან და სხვა ბრონქოპულმონალურ დაავადებებთან დაკავშირებული ხველების შემსუბუქება, რომელთაც თან ახლავს ბრონქოსპაზმი, ბრონქიალური ხის ობსტრუქცია და ამოხველების გაძნელება.

გამოყენების წესი და დოზირება: მოზრდილებში ინიშნება ლორკოფის 1-2 ჩაის კოვზი (5-10მლ) 3 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 5-10 დღე.

გვერდითი მოვლენები: ხანგრძლივი მიღებისას: გულისრევა, ღებინება, დისპეფსიური მოვლენები, დიარეა, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავება. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი: საბავშვო და 18 წლამდე მოზარდობის ასაკი; ხველების საწინააღმდეგო, ბეტა-ადრენორეცეპტორების არასელექციური ბლოკატორების, მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ შეიძლება სალბუტამოლის კომბინირება გულის გლიკოზიდებთან, რადგანაც იზრდება ინტოქსიკაციის საშიშროება. სალბუტამოლის ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთიერთქმედების დროს, უკანასკნელების მოქმედება სუსტდება. ბრომჰექსინის კომბინირება შეიძლება ანტიბიოტიკებთან და ბრონქოდილატატორებთან. ბეტა-ადრენობლოკატორები ამცირებენ სალბუტამოლის მოქმედებას. თეოფილინი სალბუტამოლთან ურთიერთქმედებისას ახდენს უკანასკნელის ბრონქოლიზური მოქმედების პეტენცირებას და ზრდის ჰიპოკალიემიის რისკს. სიმპათმიმეტიკები ზრდიან სალბუტამოლის ეფექტს.

განსაკუთრებილი მითითებები: ფრთხილად უნდა იქნას დანიშნული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისას (ანამნეზში), გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის დროს. დიურეტიკები და გლუკოკორტიკოსტეროიდები აძლიერებენ სალბუტამოლის ჰიპოკალიემიურ ეფექტს. კოდეინის შემცველ პრეპარატებთან და სხვა ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროულად დანიშვნა აძნელებს გათხევადებული ნახველის ამოღებას, პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ბრომჰექსინი ხელს უწყობს ფილტვის ქსოვილში ანტიბიოტიკების შეღწევას. გვაიფეზინი ახდენს შარდის ვარდისფერად შეფერვას. არ არის რეკომენდირებული პრეპარატთან ერთდროულად ტუტე სასმელის მიღება. სამკურნალო საშუალებების ზეგავლენის თავისებურებანი სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიშ მექანიზმების მართვის უნარზე იმის გათვალისწინებით, რომ მგრძნობიარე ავადმყოფებში ლოკფორის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ტაქიკარდია, ხელების ტრემორი, კუნთების კრუნჩხვები, პრეპარატის მიღების დროს სჯობს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვისგან, ისეთი სამუშაოების შესრულებისგან თავის შეკავება, რომელიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება: სიმპტომები: ტაქიკარდია, თავის ტკივილი, პერიფერიული ვაზოდილატაცია.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ღებინების გამოწვევა, აქტივირებული ნახშირის მიღება. თერაპია-სიმპტომური.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: 100მლ პრეპარატი ყავისფერ შუშის ფლაკონებში, დახუფული ალუმინის თავსახურით.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას! შენახვის ვადა: 3წელი. ვარგისიანობის ვადა ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ 2 თვეა. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი: საკარ ჰელტლკეიერ პვტ. ლტდ., ინდოეთი.

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)