რეტისოლი 0.1% 20გ კრემი

რეტისოლი 0.1% 20გ კრემი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტრეტინოინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 81640
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

რეტისოლი / RETISOL


გარეგანი გამოყენების საშუალება
• წამლის სუბსტანცია: რეტინოლის მჟავა (ტრეტინოინი) 0.1%
• ექსციპიენტები: ბუთილჰიდროქსიტოლუენი (BHT), ვაზელინი, პოლისორბატი 60, ცეტილის სპირტი, გამოხდილი წყალი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, პროპილენგლიკოლი, სპან 60, სტეარილის სპირტი.
მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ ინსტრუქცია, შეიძლება მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.
• დამატებითი კითხვების შემთხვვაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. პრეპარატი სხვას არ მისცეთ.
• თუ მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს.
• დაიცავით გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული ინფორმაცია; არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.


ამ ინსტრუქციიდან თქვენ შეიტყობთ შემდეგ ინფორმაციას:
1. რა არის რეტისოლი და რისთვის გამოიყენება?
2. რა უნდა იცოდეთ რეტისოლის გამოყენებამდე?
3. როგორ გამოიყენება რეტისოლი?
4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
5. როგორ ინახება რეტისოლი?


1. რა არის რეტისოლი და რისთვის გამოიყენება?
რეტისოლი შეიცავს რეტინოლის მჟავას (ტრეტინოინი) აქტიური ნივთიერების სახით.
რეტისოლის აქტიური ნივთიერება რეტინოლის მჟავა (ტრეტინოინი), კანზე წასმისას, ასტიმულირებს ეპიდერმისის უჯრედების რეგენერაციას, რომელიც კანის ზედაპირულ ფენას წარმოადგენს, აგრეთვე ხელს უშლის ჭარბი რაოდენობით კერატინის ფორმირებასა და ასტიმულირებს კანის თვითაღდგენით მექანიზმებს.
ამ მახასიათებლების წყალობით, რეტისოლი, რომელიც არის გელის ფუძეზე დამზადებული საშუალება, ადვილად შეიწოვება კანით და არეგულირებს სისხლის მიმოქცევას კანში, აძლიერებს კანის ქსოვილს ბარიერულ ფუნქციას უზრუნველყოფს რა ფორების შევიწოროვებას. დამატებით, რეტისოლი ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და ხელს უწყობს ეპიდერმისის სისქის შემცირებას.
აღნიშნული თვისებების გამო რეტისოლი გამოიყენება acne vulgaris--ის (ფერიჭამიები) სამკურნალოდ, რომელიც სხვადასხვა ტიპის კანის დაზიანებებით ვლინდება.
• რეტისოლის გამოშვების ფორმაა 20 გრამიანი ტუბი.
• რეტისოლი არის ღია ყვითელი, ჰომოგენური კრემი.
2. რა უნდა იცოდეთ რეტისოლის გამოყენებამდე?
არ გამოიყენოთ რეტისოლი შემდეგი მდგომარეობების დროს:
• თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია ამ ინსტრუქციის დასაწყისში.
სიფრთხილით გამოიყენეთ რეტისოლი შემდეგი მდგომარეობების დროს:
შემდეგი მდგომარეობების დროს რეტისოლის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი:
• რეტისოლის გამოყენების შემდეგ კანის გაწითლება, ან აქერცვლა. (მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე რეტისოლის გამოყენების ჯერადობა უნდა შემცირდეს, ან შეწყდეს).
• მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება (რეტისოლის გამოყენების დროს მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ნამზეურით გამოწვეული კანის დამწვრობა არ უნდა გამოიყენონ რეტისოლის კრემი სრულ გამოჯანმრთელებამდე. თუ რეტისოლით მკურნალობის დროს ულტრაიისფერი გამოსხივების თავიდან არიდება შეუძლებებლია, რეკომენდებულია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება).
• ეგზემის დროს (რეტისოლის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება ეგზემატოზურ უბნებში, ამიტომ ასეთ პაციენტებში რეტისოლი სიფრთხილით გამოიყენება).
თუ აღნიშნული მდგომარეობები გამოვლინდა, ან გამოვლენილა წარსულში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
რეტისოლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
რეტისოლის ურთიერთქმედება საკვებთან ან სასმელთან აღწერილი არ არის.
ორსულობა:
პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის C კატეგორია. რეტისოლის გამოყენება ორსულობის დროს, ჩვეულებრივ, არ არის რეკომენდებული.
თუ მკურნალობის პერიოდში დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ რჩევისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.
რეტისოლის გამოყენება ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა:
არ ახდენს ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეტისოლის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
რადგან რეტისოლი შეიცავს ცეტილისა და სტეარილის სპირტებს, აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ადგილობრივად კანის ლოკალური რეაქციები (კონტაქტური დერმატიტი). რეტისოლმა პროპილენგლიკოლის შე,ცველობის გამო შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. რადგან რეტისოლი შეიცავს მეთილჰიდროქსიბენზოატს და პროპილჰიდროქსიბენზოატს, აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რექციები (სავარაუდოდ დაგვიანებული). რეტისოლმა ბუთილჰიდროქსიტოლუენის შემცველობის გამო შესაძლოა გამოიწვიოს ადგილობრივად კანის რეაქციები (კონტაქტური დერმატიტი), ასევე თვალისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება:
რეტისოლის სამკურნალო საპნებთან და კანის გამწმენდებთან კომბინაციაში გამოიყენება იწვევს კანის ძლიერ გამოშრობას.
რეტისოლი სიფრთხილით გამოიყენება გოგირდის, სალიცილის მჟავას, ან რეზორცინის შემცველ პროდუქტებთან ერთად.
თუ თქვენ იყენებთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს, ან ისინი გამოყენებული გაქვთ უახლოეს წარსულში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ გამოიყენება რეტისოლი?
რეკომენდაციები პრეპარატის ადეკვატური გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ: რეტისოლი კრემის წასმა რეკომენდებულია დღეში ერთხელ, ძილის წინ.
თავდაპირველად კრემის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრანზიტორული გაღიზიანება და სითბოს შეგრძნება. ასეთ დროს შესაძლებელია როგორც თერაპიის დროებითი შეწყვეტა ან გამოყენების სიხშირის შემცირება (რეტისოლის დღეგამოშვებით წასმა პირველი 1-2 კვირის განმავლობაში), ასევე კონკრეტული დოზის შემცირება იმ ნიშნულამდე, რასაც პაციენტი აიტანს (წამლის უფრო თხელი ფენის წასმა).
მკურნალობის ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია გამწვავდეს კანის ანთებითი დაზიანებები, რაც ამ უბნებზე პრეპარატის სამკურნალო ზემოქმედებითაა განპირობებული და ამიტომ არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
თერაპიული ეფექტი დგება მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ, თუმცა სრული თერაპიული შედეგის მისაღწევად 6 თვეზე მეტი მკურნალობაა საჭირო.
აკნეს ინტენსივობის შემცირებისთანავე შესაძლებელია პრეპარატის გამოყენების სიხშირის შემცირებაც.
მიღების გზა და მეთოდი:
რეტისოლის მცირე რაოდენობა თითის წვერით დაიტანეთ აკნეთი დაზიანებულ უბანზე და ასევე იმ უბნებზე, სადაც აკნე ხშირად გიჩნდებათ.
პაციენტებს, რომლებიც რეტისოლს იყენებენ, შეუძლიათ კოსმეტიკის გამოყენება, მაგრამ მნიშვნელოვანია პრეპარატის გამოყენების წინ კანი საგანგებოდ გასუფთავება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში: არ არსებობს მონაცემები რეტისოლის 12 წლამდე ბავშვებში გამოყენების შესახებ. 12 წლის ზემოთ და მოზარდებში გამოიყენება ზრდასრულთათვის მოწოდებული დოზირება.
გამოყენება ხანდზმულებში: 65 და მეტი წლის პაციენტებში გამოიყენება ზრდასრულთათვის მოწოდებული დოზა.
სპეციალური პოპულაციები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თუ თქვენ რეტისოლის გამოყენების შემდეგ დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ მისი ეფექტი ძალიან ძლიერი, ან ძალიან სუსტია აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ რეტისოლი თქვენთვის დასაშვებ დოზაზე მეტი:
რეტისოლის თქვენთვის დანიშნულ დოზაზე მეტი გამოყენება არ ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას და არ ზრდის თერაპიულ ეფექტს; პირიქით, აღნიშნულმა შესაძლოა გაზარდოს გვერდითი ეფექტები სიძლიერე და ინტენსივობა.
თუ გამოიყენებთ რეტისოლის დასაშვებ დოზაზე მეტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ რეტისოლის გამოყენება:
არ გააორმაგოთ წამლის დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
ეფექტები, რომლებიც ჩნდება რეტისოლის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ:
მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს ნეგატიური ეფექტების გაჩენას.
4. რა არის რეტისოლის შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, რეტისოლმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად:
ძალიან ხშირი: გამოვლინდა 10-დან ერთზე მეტ პაციენტში
ხშირი : გამოვლინდა 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში
არახშირი: გამოვლინდა 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში
იშვიათი: გამოვლინდა 1000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში
ძალიან იშვიათი: გამოვლინდა 10 000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტებია:
• ქავილი
• გამონაყარი
• კანის გაღიზიანება
• ჩხვლეტის/დასუსხვის შეგრძნება
ხშირი გვერდითი ეფექტებია:
• კანის გაუფერულება
• კანის გაღიზიანება
• ფოტომგრძნობელობა
არახშირი
• კანის სიმშრალე
• ჰიპერემია
• აქერცვლა
იშვიათი
• ქავილი, სიწითლე, ალერგიული ბუშტუკოვანი გამონაყარი
ძალიან იშვიათი
• ნაწიბურების ფორმირება
• ჰიპერმგრძნობელობისთვის დამახასიათებელი რეაქციები, მათ შორის სუნთქვის გაძნელება, სახის, ენისა და ტუჩების შეშუპება.
თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება რეტისოლი?
შეინახეთ რეტისოლი ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. შეინახეთ ოთახის, 25°C-ზე ნაკლებ, ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 5 წელი.
არ გამოიყენეთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ თუ პროდუქტი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით
მწარმოებელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mahallesi, Tunç Caddesi No: 3; Esenyurt / İstanbul / Turkey
რეგისტრაციის მფლობელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mah. Eski Büyükdere Cad. No: 4; 34467; Maslak-Sarıyer / İstanbul / Turkey