როზამეტი კრემი 1% 25გ ტუბ
გააზიარე:
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო დასახელება: როზამეტი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მეტრონიდაზოლი
წამლის ფორმა: კრემი
შემადგენლობა:
1 გრამი კრემი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: მეტრონიდაზოლი - 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, თხევადი პარაფინი, Lanette SX ცეტოსტეარილის სპირტი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, გასუფთავებული წყალი, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.
აღწერილობა:
თეთრი, უსუნო, ერთგვაროვანი კრემი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ქიმიოთერაპიული საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ათქ კოდი: D06BX01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
მეტრონიდაზოლს გააჩნია ანტიპარაზიტული და ანტიმიკრობული მოქმედება და აქტიურია მრავალი პათოგენური მიკროორგანიზმის მიმართ. მეტრონიდაზოლს აქვს აკნეს საწინააღმდეგო მოქმედება და განსაკუთრებით ეფექტურია როზაცეას პაპულო-პუსტულოზური ანთებითი ელემენტების შემთხვევაში. მოქმედების მექანიზმი სავარაუდოდ მოიცავს ასევე ანთების საწინააღმდეგო ეფექტს.
პრეპარატი აქტიურია:
გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები: Helicobacter pylori;
ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides fragilis, Bifidobacterium, Bilophila, Clostridium, Clostridium difficile, Eubacterium, Fusobacterium, Peptostreptococcus, Prevotella, Porphyromonas, Veillonella;
უმარტივესები: Entamoeba histolytica, Giardia intestinalis, Trichomonas vaginalis.
ფარმაკოკინეტიკა:
როზამეტის 1 გ კრემის სახეზე გამოყენების შემდეგ სისხლში მეტრონიდაზოლის მაქსიმალური კონცენტრაცია საშუალოდ შეადგენს 32.9 ნგ/მლ-ს (დიაპაზონი 14.8–54.4 ნგ/მლ). ეს რაოდენობა არ აღემატება მეტრონიდაზოლის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციის 0.5%-ს 250 მგ ტაბლეტის პერორალურად მიღების შემდეგ. კრემის კანზე გამოყენების შემდეგ პლაზმაში პიკური კონცენტრაცია აღინიშნება 6–24 საათში. ადგილობრივი გამოყენებისას კონცენტრაცია დამუშავების ადგილზე გაცილებით მაღალია, ვიდრე პლაზმაში.
გამოყენების ჩვენებები:
როზაცეასა და აკნეს მკურნალობა. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა: მონაცემები შეზღუდულია. გამოიყენება მხოლოდ ექიმის მითითებით.
ლაქტაცია: მეტრონიდაზოლი გადადის დედის რძეში. კრემის გამოყენებისას დონე დაბალია, თუმცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა.
მიღების წესი და დოზები:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
კრემი თხელ ფენად დაიტანება წინასწარ გასუფთავებულ კანზე და ნაზად შეიზილება დღეში 1–2-ჯერ (დილით და საღამოს).
მოარიდეთ თვალებს, ტუჩებს და ცხვირის ლორწოვან გარსს.
კანის გასუფთავებიდან კრემის წასმამდე რეკომენდებულია 15–20 წუთის ინტერვალი.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა: 3–4 თვე. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გააგრძელოს კიდევ 3–4 თვე.
ხანდაზმულებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გვერდითი მოვლენები:
კანის მხრივ:
ხშირი: სიმშრალე, ერითემა, ქავილი, წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, გაღიზიანება, როზაცეას გაძლიერება.
უცნობი სიხშირე: კონტაქტური დერმატიტი, კანის აქერცვლა, სახის შეშუპება.
ნერვული სისტემა:
ნაკლებად ხშირი: ჰიპესთეზია, პარესტეზია, დისგევზია (ლითონის გემო პირში).
კუჭ-ნაწლავი:
ნაკლებად ხშირი: გულისრევა.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ნებისმიერი არასასურველი მოვლენის შესახებ.
ჭარბი დოზა:
არ არის დაფიქსირებული.
ურთიერთქმედება:
ადგილობრივი გამოყენებისას არ არის აღწერილი. პერორალური ფორმა სიფრთხილით გამოიყენება ანტიკოაგულანტებთან.
განსაკუთრებული მითითებები:
კანის გაღიზიანების შემთხვევაში შეამცირეთ გამოყენება ან შეწყვიტეთ მკურნალობა.
მოარიდეთ თვალებს და ლორწოვან გარსებს.
კონტაქტის შემთხვევაში ჩამოიბანეთ წყლით.
შესაძლებელია არაკომედოგენური კოსმეტიკის გამოყენება.
მოერიდეთ მზის სხივებს და სოლარიუმს.
არ გამოიყენოთ ჭარბად და ხანგრძლივად.
სიფრთხილით გამოიყენება სისხლის დაავადებების მქონე პაციენტებში.
ზეგავლენა მართვაზე:
არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა:
25 გ კრემი ტუბში.
ვარგისიანობა:
2 წელი.
შენახვა:
არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის რეჟიმი:
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
სს იადრან-გალენსკი ლაბორატორია, ხორვატია.










