ვაგინაქსი #7ვაგ.ტ+სათითური
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ვაგინაქსი
შემადგენლობა:
1 სუპოზიტორია შეიცავს:
მეტრონიდაზოლი ................................... 750 მგ
მიკონაზოლის ნიტრატი ........................ 200 მგ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი .............100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მაკროგოლი, ვიტეპსოლი S 55.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვაგინაქსის ვაგინალური სანთლები შეიცავენ მიკონაზოლის ნიტრატს - ანტიფუნგალური, მეტრონიდაზოლს - ანტიბაქტერიული და ანტიტრიქომონადული მოქმედებისთვის და ლიდოკაინს - ადგილობრივი ანესთეზიისთვის. მიკონაზოლის ნიტრატი იმიდაზოლის ჯგუფის სინთეზური პრეპარატია, რომელსაც აქვს ანტიფუნგალური მოქმედების ფართო სპექტრი, ეფექტურია პათოგენური გამომწვევების მიმართ - Candida albicans, გრამ (+) ბაქტერიები.
მოქმედების ეფექტურობა განპირობებულია გამომწვევის ციტოპლაზმურ მემბრანაში ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებით.
მეტრონიდაზოლი 5-ნიტროიმიდაზოლის ჯგუფის ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზოული მოქმედების პრეპარატია. იგი ეფექტურია ანაერობული ბაქტერიების მიმართ Gardnerella vaginalis, Trichomonas vaginalis და ანაერობული სტრეპტოკოკების მიმართ.
ლიდოკაინი ადგილობრივი საანესთეზიო პრეპარატია, რომელიც ხსნის ტკივილის შეგრძნებას.
ჩვენებები:
გამოიყენება C. Albicans-ით გამოწვეული ვაგინალური კანდიდოზის, Gardnerella vaginalis-ით და ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ბაქტერიული ვაგინოზის, Trichomonas vaginalis-ით გამოწვეული ტრიქომონადული ვაგინიტის და აგრეთვე შერეული ინფექციების დროს.
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა ვაგინაქსის აქტიური ნითიერების ან მასში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- ორსულობის პირველი ტრიმესტრი;
- პორფირია;
- ეპილეფსია;
- ღვიძლის მძიმე დაავადება.
ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება მკურნალობის დასრულებიდან მომდევნო 3 დღის განმავლობაში და ვაგინაქსით მკურნალობის დროს.
ვაგინაქსით მკურნალობის დროს ან მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში, არ შეიძლება ალკოჰოლიზმის სამკურნალო პრეპარატების და აქტიური ნივთიერების სახით დისულფირამის შემცველი პრეპარატების გამოყენება.
განსაკუთრებული მითითებები:
– ვაგინაქსმა შეიძლება დააზიანოს ქალის პრეზერვატივი. ამიტომ, კონტრაცეპტული საშუალებების ჩადგმისას არ უნდა მოხდეს დიაფრაგმასთან კონტაქტი.
– ზოგიერთ შემთხვევებში, პარტნიორმაც უნდა მიიღოს შესაფერისი პერორალური პრეპარატები. ექიმის მიერ აღნიშნული დარღვევის დადგენის შემთხვევაში, პარტნიორებმა უნდა დაიცვან ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა.
– ექიმის მიერ რეკომენდებულ დოზებზე უფრო მაღალი დოზების და ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს სისუსტე ხელებსა და ფეხებში, ტკივილი, გაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება (პერიფერული ნეიროპათიის სიმპტომები) და ეპილეფსიური კრუნჩხვების მსგავსი კრუნჩხვები. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
– ლიდოკაინმა განსაკუთრებით კანის ზედაპირზე გამოყენებისას და განსაკუთრებით სახვევებთან ახლოს, შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევები, სუნთქვის გაძნელება, კომა და სიკვდილიც კი. ვაგინაქსი გამოიყენება სანთელების სახით, და “სათანადო გამოყენებისა და დოზირების ინსტრუქციების/გამოყენების სიხშირის” მიხედვით გამოყენებისას მსგავსი მოვლენების განვითარება არ ხდება.
– ვაგინაქსის გამოყენებისას, მძიმე გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
– ვაგინაქსით მკურნალობის დროს არ შეიძლება ტამპონების გამოყენება.
– ვაგინაქსით მკურნალობის დროს არ შეიძლება სხვა ვაგინალური საშუალებების (ტამპონები, შხაპი და სპერმიციდული საშუალებები) გამოყენება.
ვაგინაქსის გამოყენება არ შეიძლება სქესობრივად მოუმწიფებელ გოგონებში.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ორსულობის დროს, ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შეიძლება თუ არა ვაგინაქსის გამოყენება.
მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
ძუძუთი კვება:
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
მეტრონიდაზოლი, რომელიც არის ვაგინაქსის ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება, გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მკურნალობის დროს, კვების გაგრძელება შეიძლება მკურნალობის დასრულებიდან 24-48 საათის შემდეგ.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:
რეკომენდებული დოზებით და ხანგრძლივობით მკურნალობისას, ვაგინაქსის ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ აღინიშნება. თუმცა, ვაგინაქსის გამოყენების დროს, თუ განვითარდა თავბრუ, სისუსტე, ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოყენება:
იმ შემთხვევაში თუ მოიხმართ ალკოჰოლს ან სამკურნალო საშუალებებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც ქვემოთ არის მითითებული, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
–– სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თრგუნავენ სისხლის შედედებას (მაგ. აცენოკუმაროლი, ანისინდიონი, დიკუმაროლი, ფენინდიონი, ფენპროცუმონი და აქტიური ნივთიერების სახისთ ვარფარინის შემცველი საშუალებები);
–– ციმეტიდინისა და ცისაპრიდის შემცელი პრეპარატები;
–– ალერგიული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (მაგ. აქტიური ნივთიერების სახით ასთემიზოლისა და ტერფენადინის შემცველი პრეპარატები);
–– იმუნური სისტემის დამთრგუნველი და აქტიური ნივთიერების სახით. ციკლოსპორინის შემცველი პრეპარატები;
–– დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები და აქტიური ნივთიერების სახით გლიმეპრიდის შემცველი პრეპარატები;
–– შარდის შეუკავლობის, შარდის გაჟონვისა და ხშირი შარდვის დროს გამოყენებული პრეპარატები (ოქსიბუტინინისა და ტოლტეროდინის შემცველი პრეპარატები);
–– ფსიქიატრიული დარღვევების დროს გამოყენებული და აქტიური ნივთიერების სახით პიმოზიდის შემცველი პრეპარატები;
–– ალკოჰოლზე დამოკიდებულის სამკურნალო პრეპარატები და აქტიური ნივთიერების სახით დისულფირამის შემცველი პრეპარატები;
–– კიბოს სამკურნალო პრეპარატები (მაგ.: ფტორურაცილისა და ტრიმეტრექსატის შემცველი პრეპარატები);
–– ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. აქტიური ნივთიერების სახით კარბამაზეპინის, ფოსფენიტოინის, ფენიტოინის, ფენობარბიტალის შემცველი პრეპარატები);
–– აფექტური დარღვევების მკურნალობისას გამოყენებული, აქტიური ნივთიერების სახით ლითიუმის შემცველი პრეპარატები;
–– ანესთეზიური საშუალებების მსგავსი პრეპარატები, განსაკუთრებით კიბოს მქონე პაციენტებში ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად, და აქტიური ნივთიერების სახით ოქსიკოდონისა და ფენტანილის შემცველი პრეპარატები;
–– ასთმის სამკურნალო, თეოფილინის შემცველი პრეპარატები;
–– გულის არითმიების სამკურნალო და ამიოდარონის, პროკაინამიდის შემცველი პრეპარატები;
–– მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) და გულის დაავადების სამკურნალო, აქტიური ნივთიერების სახით პროპრანოლოლის შემცველი პრეპარატები;
–– გულის რითმის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები (ანტიარითმიული პრეპარატები);
–– სედაციური და ბარბიტურატების ჯგუფში შემავალი პრეპარატები.
დოზირების რეჟიმი:
1 ვაგინალური სუპოზიტორია დღეში ერთხელ ძილის წინ 7 დღის განმავლობაში. დაავადების რეციდივის შემთხვევაში, ერთი სანთელი საღამოს (სასურველია ძილის წინ) 14 დღის განმავლობაში.
ვინაიდან მენსტრუალური პერიოდის დროს ვაგინაქსის ეფექტი შეიძლება შემცირდეს ან გართულდეს გამოყენება, ის არ არის რეკომენდებული ამ პერიოდის დროს.
ვაგინაქსი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავაგინალური გამოყენებისათვის.
პაციენტი უნდა იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ოდნავ მოხაროს ფეხები, შეძლებისდაგვარად ღრმად შეიყვანოს საშოში სანთელი. სანთლის ჩადგმის შემდეგ, სასურველია ადგომა ნახევარი საათის შემდეგ.
სხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ვაგინაქსი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
რაიმე განსაკუთრებული მითითება არ არსებობს.
განსაკუთრებული პოპულაცია:
თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
რაიმე განსაკუთრებული მითითება არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი დიალიზზეა, ვაგინაქსით მკურნალობამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
ღვიძლის უკმარისობის დროს, ვაგინაქსი გამოიყენება სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში, ვაგინაქსის დოზა კორექტირდება ექიმის მიერ.
ვაგინაქსის ჭარბი დოზირება:
იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ ვაგინაქსის ჭარბი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს:
გულისრევა, ღებინება, უმადობა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ქავილის შეგრძნება პირის ღრუში, მეტალის გემო პირში, არასტაბილური სიარული (ატაქსია), თავის ტკივილი, თავბრუ, ეპილეფსიური კრუნჩხვები, ლეიკოპენია, მუქი შარდი, წვის შეგრძნება პირის ღრუსა და ხორხში, ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში, პარესთეზიები, გულის რითმის დარღვევები, სუნთქვის გაძნელება, კომა და სიკვდილიც კი. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ვაგინაქსის შემთხვევით გადაყლაპვა დიდი რაოდენობით, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან საავადმყოფოს.
ვაგინაქსის დოზის გამოტოვება:
ნუ გამოიყენებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
გვერდითი ეფექტები:
იშვიათ შემთხვევაში ვლინდება მგრძნობელობის მომატების სიმპტომები - წვა, ქავილი, საშოს გაღიზიანება, თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, იშვიათად კანის გამონაყარი.
სისტემური გვერდითი მოვლენები მეტრონიდაზოლის ინტრავაგინალური გამოყენებისას უმნიშვნელოა, რადგან ამ შემთხვევაში მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია ძალიან დაბალია სისტემურ გამოყენებასთან შედარებით (2-12%).
მიკონაზოლის ნიტრატმა, ისევე როგორც სხვა ანტიფუნგალურმა იმიდაზოლის წარმოებულმა ვაგინალურმა სანთლებმა მათი გამოყენებისას, 2-6% შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიონ ვაგინალური ირიტაცია (წვა, ქავილი). სერიოზული ირიტაციის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. Mმეტრონიდაზოლის სისტემური გამოყენებისთვის დამახასიათებელია გვერდითი ეფექტები :ჰიპერსენსიბილიზაცია, ლეიკოპენია, ატაქსია, ფსიქიური მდგომარეობის შეცვლა, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უმადობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გემოვნების გაუკუღმართება, ყაბზობა, პირის სიმშრალე და ლითონის გემო პირში, დაღლილობის შეგრძნება იშვიათად გვხვდება.
ხანგრძლივი მოხმარებისას იშვიათად პერიფერიული ნეიროპათია და კრუნჩხვა. თუმცა მეტრონიდაზოლის მცირე დოზის გამო აღნიშნული გვერდითი მოვლენები იშვიათია.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში. ნუ გაყინავთ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტით.