კეტოსტერილი #100ტ

კეტოსტერილი #100ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ამინომჟავები
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 8157
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

გამოყენების ინსტრუქცია - წაიკითხეთ ყურადღებით!

Fresenius Kabi Deutschland GmbH

D-61346 Bad Homburg v.d.H.

 

კეტოსტერილი® ტაბლეტები

შემოგარსული ტაბლეტები

 

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

(DL)-3- მეთილ-2-ოქსო-ოქსოვალერიანის მჟავა   .............


67 მგ

(DL-იზოლეიცინის α - კეტოანალოგი), კალციუმის მარილი
4-მეთილ-2-ოქსოვალერიანის მჟავა) ..................


101 მგ

(ლეიცინისα - კეტოანალოგი), კალციუმის მარილი

 

2-ოქსო-3-ფენილ პროპიონატის მჟავა ..................

(ფენილალანინის ალფა - კეტოანალოგი), კალციუმის მარილი


68 მგ

3-მეთილ-2-ოქსობუტირატი მჟავა .........................

(ვალინის ალფა - კეტოანალოგი), კალციუმის მარილი


86 მგ

(DL)-2-ჰიდროქსი-4-მეთილთიობუტირატის მჟავა) .............

(DL-მეთიონინის ალფა - ჰიდროქსიანალოგი), კალციუმის მარილი


59 მგ

L - ლიზინის მონოაცეტატი ..............................................

(= ლიზინი 75 მგ)

105 მგ

L - თრეონინი .............................................................

53 მგ

L - ტრიპტოფანი ..........................................................

23 მგ

L - ჰისტიდინი ............................................................

38 მგ

L - თიროზინი .............................................................

 

ტაბლეტში აზოტის საერთო შემცველობა

ტაბლეტში კალციუმის შემცველობა

30 მგ

36 მგ

1,25 მმოლ = 0,05 გ

 

გამოყენების სფეროები:

ისეთი დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია  შეცვლილი ცილოვანი მეტაბოლიზმის შედეგად თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს და დღეში 40გ (მოზრდილებისთვის) ან ნაკლები ცილის მიღების შემთხვევაში. ჩვეულებრივ ეს ეხება პაციენტებს, რომელთა გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (GFR) 25 მლ/წთ-ზე ნაკლებია.

უკუჩვენებები:

ჰიპერკალცემია, ამინომჟავების ცვლის დარღვევა. მემკვიდრეობითი ფენილკეტონურიის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოება  რომ პრეპარატი შეიცავს ფენილალანინს.

შენიშვნა:

ორსულებსა და ბავშვებში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, გამოცდილება არ არსებობს.

გვერდითი ეფექტები:

ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალციემია.

შენიშვნა: რეგულარულად უნდა შემოწმდეს შრატში კალციუმის დონე. საჭიროა საკვების საკმარისი კალორიულობის უზრუნველყოფა!

ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან:

კალციუმის შემცველი პრეპარატების (მაგ: აცეტოლიტი) ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კალციუმის დონის პათოლოგიური მომატება ან მისი გააქტიურება. კეტოსტერილის® ტაბლეტების გავლენით ურემიული სიმპტომების შემცირების გამო, იმავდროულად დანიშნული ალუმინის ჰიდროქსიდის დოზა შესაბამისად უნდა შემცირდეს. ყურადღება მიაქციეთ შრატში ფოსტატის შემცირებას. ნაწლავებში აბსორბციის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, კეტოსტერილის® ტაბლეტებთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული ისეთი პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ კალციუმთან რთულად ხსნადი ნაერთების წარმოქმნა (მაგ. ტეტრაციკლინები, ქინოლონები, როგორიცაა ციპროფლოქსაცინი და ნორფლოქსაცინი, რკინის, ფტორისა და ესტრამუსტინის შემცველი პრეპარატები). კეტოსტერილის® ტაბლეტებსა და ხსენებული კატეგორიებიდან მსგავსი პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 2 საათი. თუ კეტოსტერილის® ტაბლეტების მიღების შემდეგ სისხლის შრატში კონცენტრაცია იმატებს, მდგრადობა გარკვეული პრეპარატების მიმართ, რომლებიც აუმჯობესებს გულის კუნთის სიძლიერეს (საგულე კარდიოაქტიური გლიკოზიდები) გაიზრდება და გულის რითმის დარღვევის რისკი მოიმატებს.

დოზირება და გამოყენება:

პერორალური მოხმარებისთვის.

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, მიიღეთ 4-8 ტაბლეტი დღეში სამჯერ ჭამის დროს. გადაყლაპეთ მთლიანი. ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის (70 კგ/სხეულის მასა).

მიღების ხანგრძლივობა:

კეტოსტერილის® ტაბლეტები ინიშნება მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის დონე 25 მლ/წთ-ზე დაბალი იქნება. ამავდროულად, საკვები უნდა შეიცავდეს 40 გ ცილას ან ნაკლებს (მოზრდილები).

სიფრთხილის ზომები: შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას!

                                  არ გამოიყენოთ კეტოსტერილის® ტაბლეტები ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

გამოშვებისფორმა:

შეფუთვაში 100 ან 300 შემოგარსული ტაბლეტი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე თავდაპირველ შეფუთვაში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

Fresenius Kabi

Fresenius Kabi Deutschand GmbH,

D-61346 Bad Homburg v.d.H., გერმანია

 

მწარმოებელი:

ლაბესფალი, Laboratorios Almiro S.A.

დო ლაგედოს სამრეწველო ზონა

3465-157 სანტიაგო დე ბესტეიროს

პორტუგალია