გააზიარე:
ნიტოლიკის ტილების საწინააღმდეგო სპრეი 50მლ
NITOLIC® მოსაშორებელი სავარცხლით– სამედიცინო საშუალება თავის დატილიანების (Pediculushumanus capitis) სამკურნალოდ.
- 100%-იანი ეფექტურობა თავის ტილებისა და წილების წინააღმდეგ მათი განვითარების ყველა სტადიაზე
- აადვილებს ტილებისა და წილების თმიდან მოცილებას.
NITOLIC®-მა დაამტკიცა, რომ ამ საშუალების ერთხელ გამოყენება უზრუნველყოფს 100%-იან ეფექტურობას თავის ტილების აქტიური განვითარების ნებისმიერ სტადიაზე, წილების ჩათვლით, განმეორებითი მკურნალობის საჭიროების გარეშე.
NITOLIC® -ს ახასითებს სწრაფად და თანაბრად გავრცელება თავის კანსა და თმაზე, რომელიც O-ეფექტის® ტექნოლოგიით არის უზრუნველყოფილი.
გამოყენების ინსტრუქცია და მნიშვნელოვანი მინიშნებები:
ტილების მთლიანად მოშორებისა და ხელახალი დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად მკურნალობა ერთდროულად უნდა ჩაუტარდეს ოჯახის ყველა წევრს, რომლებსაც დატილიანება აღენიშნებათ.
1. წაისვით NITOLIC® მთლიანად, მშრალ თმაზე, თავის კანისა და თმის მთელ მოცულობაზე, თმის ძირებიდან ბოლოებამდე. პირველ რიგში, წაისვით ყურების და კისრის უკან.
2. წასმის შემდეგ, თავზე დაიფარეთ შხაპის ჩაჩი, 1 საათის განმავლობაში. (გაფრთხილება! იხელმძღვანელეთ მითითებებით და დაიცავით ექსპოზიციის დრო).
3. 1 საათის შემდეგ მოიხსენით შხაპის ჩაჩი და თმა შამპუნით ჩამოიბანეთ.
4. ტილები და წილები თმიდან NITOLIC®-ის სავარცხლით მოიშორეთ.
დავარცხნის მითითებები:
გრძელი თმა ნაწილებად გაყავით და დაამაგრეთ თითოეული ნაწილი. თმის დიდი ნაწილიდან ასწიეთ პატარა ნაწილი, ისე რომ თავის კანი გამოჩნდეს. დაიწყეთ თმის ნაწილის გულდასმით დავარცხნა. NITOLIC®-ის სავარცხელი მჭიდროდ ჩამოუსვით თმის ძირებიდან ბოლოებამდე. თმის ნაწილი კვლავ მიამაგრეთ დავარცხნის დასრულების შემდეგ.
გამოყენებამდე, ყოველთვის წაიკითხეთ ინსტრუქცია. ეფექტური მკურნალობისთვის, იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოცემული მითითებებით:
გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ და იხელმძღვანელეთ ინსტრუქციაში გათვალისწინებული მითითებებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას ან ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
ეცადეთ, რომ NITOLIC® არ მოგხვდეთ თვალში, პირის ღრუში, ცხვირში ან ყელში. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, 10-15 წუთის განმავლობაში ამოირეცხეთ დიდი რაოდენობით წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
NITOLIC® შექმნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. არ წაისვათ ჭრილობაზე, წყლულზე ან გაღიზიანებულ კანზე.
NITOLIC®-ის გამოყენებამდე, მცირე რაოდენობით Nitolic® წაისვით ხელის გულზე არასასურველი რეაქციების შესამოწმებლად.
ბავშვების მკურნალობა ხორციელდება მხოლოდ უფროსის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
ეს სამედიცინო საშუალება შეიძლება რეაქციაში შევიდეს თმის მოვლის ან შეღებვის გარკვეულ საშუალებებთან.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ NITOLIC®, თუ ალერგიული ხართ მის რომელიმე კომპონენტზე.
NITOLIC® არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს შემდეგ გვერდით მოვლენებს: კანის გაღიზიანებას, სიწითლესა და/ან შეშუპებას. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ NITOLIC®-ის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
NITOLIC® შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას, 5°C-40°C ტემპერატურაზე. ცარიელი შეფუთვა გადააგდეთ.
არ გამოიყენოთ 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
მწარმოებელი
ICB Pharma Tomasz Świętosławski, Paweł Świętosławski Spółka Jawna