მისცელა 3 ოლი 250მლ ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
მისცელა 3 ოლი 250მლ ფლ
ზეთოვანი საფაღარათო საპოხი პრეპარატი
შემადგენლობა: ვაზელინის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ნუშის ზეთი თანაბარი წილით.
მითითებები:
• შემთხვევითი შეკრულობის დროს;
• მათთვის, ვისაც არ შესწევს ძალა ფეკალური მასის გამოსადევნად;
• მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ, რათა თავიდან იქნას აცილებული განსაკუთრებით განავლის მძიმე ფორმირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეფეკაციის სირთულეები, რასაც თან ახლავს გადაჭარბებული პათოლოგიური დარღვევები მუცლის ღრუში.
როგორ მოქმედებს:
3 ზეთის ნარევი ფარავს ფეკალურ მასას და ქმნის ლიპიდურ გარსს ნაწლავის კედლების გასწვრივ, ანელებს წყლის ფიზიოლოგიურ შთანთქმას. ნაწლავის მიერ წყლის შეუწოვლობა ხელს უწყობს განავალის დარბილებას.
უფრო მეტიც, 3 ზეთის ნარევი მისცელა პოხავს განავალს, ხელს უწყობს ნაწლავებს შიგნით მის გატარებას ლორწოს გაუღიზიანებლად.
გამოყენება:
3 ზეთის ნარევი მისცელა რეკომენდირებულია, როცა საჭიროებს რბილი ფეკალური მასისა და მის სწრაფად გადაადგილებას ნაწლავური მარყუჟების გასწვრივ ან დივერტიკების არსებობისას.
განსაკუთრებით შესაფერისია იმ ადამიანებისათვის, ვისთვისაც დეფეკაციის დროს რეკომენდებული არ არის გადაჭარბებული ძალისხმევა (მაგალითად თიაქარის, ჰიპერტენზიის, ანუსის ან სწორი ნაწლავის სისხლძარღვოვანი დარღვევების, ჰემოროიდების არსებობის, მუცლის ღრუს, ნაწლავების ან სწორი ნაწლავის ბოლო ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში).
როდის არ უნდა იქნეს გამოყენებული:
არ გამოიყენოთ 3 ზეთის ნარევი სელლა იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ:
-ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) რომელიმე კომპონენტის მიმართ;
-ღებინება, გულისრევა, მუცლის მწვავე ან ან უცნობი წარმოშობის ტკივილი;
-ობსტრუქცია ან ნაწლავის სტენოზი;
-კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები, როგორიცაა აპენდიციტი, წყლულოვანი კოლიტი, უცნობი წარმოშობის რექტალური სისხლდენა;
-მწვავე ჰემორაგიული კრიზი ტკივილითა და სისხლდენით;
-დეჰიდრატაციის მწვავე მდგომარეობა;
-ადამიანები ყლაპვის სირთულით ან პათოლოგიების გამოვლენით (მაგალითად ჰითაური თიაქარი) ან მდგომარეობით (მაგალითად საწოლს მიჯაჭვული დასუსტებული სუბიექტები), რომლებიც იმყოფებიან რეგურგიტაციის რისკის ქვეშ;
-კოლოსტომია/ილეოსტომია;
-სხვა საფაღარათო ან განავალის დამარბილებელი საშუალებების ერთდროული გამოყენება;
როგორ მიიღება:
6-დან 11 წლამდე: დღეში 2-3 ჩაის კოვზი, ერთ მიღებაზე.
12 წლიდან: დღეში 2-3 სუფრის კოვზი, ერთ მიღებაზე.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი.
მიიღეთ პრეპარატი ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, სასურველია საღამოს და მინიმუმ ერთი საათით ადრე დაძინებამდე.
გაფრთხილება:
საფაღარათო ეფექტის მქონე პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას რაც შეიძლება ნაკლები სიხშირით და არაუმეტეს შვიდი დღისა. სითხით მდიდარი დიეტა ხელს უწყობს პროდუქტის ეფექტურობას.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები. თხევადი პარაფინმა შეიძლება ხელი შეუშალოს ცხიმოვანი ხსნადი ნივთიერებების შეწოვას, განსაკუთრებით პროდუქტის ხანგრძლივი გამოყენებისას.
შენახვა:
კარგად დახურულ ფლაკონში, გრილ ადგილზე, სინათლის სხივისგან და სიცხისგან მოშორებით
შეფუთვა: 250 მლ. ფლაკონი