ვურდონი 100მგ #10 სუპოზ
გააზიარე:
ვურდონი 100მგ 10 სანთელი
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკ ნატრიუმი.
დანამატები:
E.F.C ტაბლეტები 25 მგ / ტაბ . და E.F.C ტაბ . 50 მგ / ტაბ: სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ეუდრაგიტი L, ლაქტოზა, პოლივიდონი.
S.R.F.C. ტაბლ. 100 მგ / ტაბ: გარსი: რკინის წითელი ოქსიდი E 172, ოპარდი Y -1-700: ოპარდი Y -1-700- ს კომპონენტები: ჰიპერომელოზა (მეტოცელ E 5 პრემიუმი ), ტიტანის დიოქსიდი E 171, მაკროგოლ 400.
ბირთვი: საქაროზა, კეტოსტეარილის სპირტი, პოლივიდონი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური ( აეროსილი ), გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
სანთელი 50 მგ / სანთელი და სანთელი 100 მგ / სანთელი: მირიტოლი, Suppocire.
საინექციო ხსნარი 75 მგ /3 მლ ამპ: მაკროგოლი 400, ეთანოლი , ბენზილის სპირტი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, პროპილენ გლიკოლი ( PG 1.2), საინექციო წყალი.
წამლის ფორმა:
ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტი, ნელა გამოთავისუფლებადი გარსით დაფარული სანთლები, საინექციო ხსნარი.
მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია:
E.F.C ტაბლეტები 25 მგ / ტაბ: ვურდონის თითოეული 25 მგ ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს.
E.F.C ტაბლეტები 50 მგ / ტაბ: ვურდონის თითოეული 50 მგ ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს.
S.R.F.C. ტაბლ. 100 მგ / ტაბ: ვურდონის თითოეული 100 მგ ნელა გამოთავისუფლებადი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს.
სანთელი 50 მგ / სანთელი: ვურდონის თითოეული 50 მგ სანთელი შეიცავს 50 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს.
სანთელი 100 მგ / სანთელი: ვურდონის თითოეული 100 მგ სანთელი შეიცავს 100 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს.
საინექციო ხსნარი 75 მგ /3 მლ ამპ: ვურდონის თითოეული 75 მგ/3 მლ ამპულა შეიცავს 75 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს.
შეფუთვა:
E.F.C ტაბლეტები 25 მგ/ტაბ: მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 30 ვურდონის 25 მგ ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტის ბლისტერებს.
E.F.C ტაბლეტები 50 მგ/ტაბ: მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 20 ან 100 ვურდონის 50 მგ აპკით დაფარული ტაბლეტის ბლისტერებს.
S.R.F.C. ტაბლ. 100 მგ/ტაბ: მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 10 ან 1000 ვურდონის 100 მგ ნელა გამოთავისუფლებადი აპკით დაფარული ტაბლეტის ბლისტერებს.
სანთელი 50 მგ/სანთელი: მუყაოს კოლოფი, რომელშიც არის ვურდონის 50 მგ 10 სანთელი პლასტმასის კონტეინერებში.
სანთელი 100 მგ/სანთელი: მუყაოს კოლოფი, რომელშიც არის 10 ან 1000 ვურდონის 100 მგ სანთელი პლასტმასის კონტეინერებში.
საინექციო ხსნარი 75 მგ/3 მლ ამპ: მუყაოს კოლოფი, რომელშიც არის 5, 6, ან 50 ამპულა (თითოეული 3 მლ) პლასტმასის კონტეინერებში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული , ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
რა უნდა იცოდეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის შესახებ
ზოგადი ინფორმაცია:
დიკლოფენაკი მოგიხსნით ანთების სიმპტომებს, როგორიცაა შეშუპება და ტკივილი, მგარამ ის არ მოქმედებს ანთების გამომწვევ მიზეზზე.
ჩვენებები:
ქრონიკული ანთებითი ართროპათიები (რევმატოიდული ართრიტი , მაანკილოზებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი და სხვა );
პერიფერიული სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული ართრიტები;
კრისტალების ნარჩენებით გამოწვეული ართრიტები (მონონატრიუმის ურატი, კალიუმის დიფოსფატი, კალციუმის ფოსფატი, კალციუმის ოქსალატი);
ჩონჩხ-კუნთოვანი მწვავე დარღვევები (პერიართრიტი, ტენდინიტი, ტრავმული დაზიანებები);
პირველადი დისმენორეა;
შაკიკის შეტევები;
თირკმლის კოლიკა;
უკუჩვენებები:
არ მიიღოთ ვურდონი თუ:
გაქვთ კუჭის აქტიური წყლული, ან წყლული ანამნეზში, ან კუჭ - ნაწლავის სხვა ორგანული დაავადებები, ან ჰემორაგიის რეციდივები;
ოდესმე თუ გქონიათ ალერგიული რეაქციები (მაგ. გამონაყაარი, ან მუწუკები) მედიკამენტებზე, რომლებიც შეიცავენ დიკლოფენაკს, ასპირინს, იბუპროფენს, ან რეაქციები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა საშუალებების მიმართ;
ოდესმე თუ გქონიათ ალერგიული რეაქციები რომელიმე დანამატი ნივთიერების მიმართ;
თუ გაქვთ სისხლიანი, ან შავი ფერის განავალი;
გაწუხებთ ღვიძლის პორფირია;
დიკლოფენაკი არ გამოიყენოთ 14 წლამდე ბავშვებში.
უნდა გააფრთხილოთ ექიმი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების შესახებ, რადგან დიკლოფენაკი თქვენთვის შესაძლოა უკუნაჩვენები იყოს.
მედიკამენტის გამოყენებისას გასათვალისწინებელი კონკრეტული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:
ზოგადი:
ვურდონის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს თუ:
წარსულში გქონიათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ან თუ გქონდათ დისკომფორტი, ან წვა კუჭის არეში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების მიღების შემდეგ.
გაწუხებდათ: ბრონქული ასთმა, გულის, ღვიძლის, ან თირკმლის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ჰემორაგია, ან სისხლის სხვა დაავადებები;
გქონდათ გულის დაავადება, ან ინსულტი ანამნეზში, ან თუ გრძნობთ, რომ ხართ რომელიმე აღნიშნული მდგომარეობის რისკის ქვეშ (მაგ, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, ან თუ მწეველი ბრძანდებით).
დიკლოფენაკის გამოყენება, განსაკუთრებით მაღალი დოზით, ან ხანგრძლივად, შესაძლოა დაკავშირებული იყოს არტერიის თრომბოლიზური მოვლენის მცირედ გაზრდილ რისკთან (მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). ამ მიზეზების გამო არასოდეს გადააჭარბოთ დანიშნულ დოზას, ან თერაპიის ხანგრძლივობას.
ხანდაზმულები:
დიკლოფენაკის მოქმედება უფრო ძლიერად არის გამოხატული ხანდაზმულებში ახალგაზრდებთან შედარებით. ამიტომაც ხანდაზმულებმა უნდა მიიღონ შედარებით დაბალი ეფექტური დოზა მდგომარეობიდან გამომდინარე და დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს, თუ აღენიშნებათ რაიმე გვერდითი ეფექტები.
ორსულობა:
აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად , ან აპირებთ დაორსულებას. დიკლოფენაკის მოხმარება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში.
ლაქტაცია:
აცნობეთ ექიმს , თუ ხართ მეძუძური დედა. დიკლოფენაკის გამოყენება უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს.
ბავშვები:
უკუნაჩვენებია დიკლოფენაკის გამოყენება 14 წლამდე ბავშვებში.
გავლენა მართვისა და დანადგარებთან მუშაობაზე:
პაციენტებს, რომლებსაც ანთების საწინააღმდეეგო არასტერიოდული მედიკამენტების მიღების დროს აღენიშნებათ თავბრუსხვევა, დაღლილობა, ან მხედველობის დარღვევა, უნდა მოერიდონ მანქანის მართვას, ან დანადგარებთან მუშაობას. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ამ სიმპტომების არსებობის შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რაიმე სხვა მედიკამენტს დიკლოფენაკის გარდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მედიკამენტები არ არის დანიშნული ექიმის მიერ, რადგან შესაძლებელია, აუცილებელი გახდეს დოზის შეცვლა, ან მათი მიღების შეწყვეტა. დიკლოფენაკმა, შესაძლოა გავლენა იქონიოს შემდეგი მედიკამენტების, ან სუბსტანციების მოქმედებაზე:
ლითიუმი, დიგოქსინი, მეთოტრექსატი და ციკლოსპორინი;
ანტიდიაბეტური მედიკამენტები, გარდა ინსულინისა;
დიურეზულები;
ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი;
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა საშუალებები, როგორიცაა ასპირინი ან იბუპროფენი;
ქინოლონი ანტიმიკრობული;
კორტიკოსტეროიდები;
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები.
დოზირება:
აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ვურდონი რეგულარულად და ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ეს დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგების მიღებაში და შეამცირებს გვერდითი მოვლენების რისკს. მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე დღიანი, კვირიანი ან მეტი ხანგრძლივობის მკურნალობის ჩატარება. თუ რაიმე ეჭვი გაგაჩნიათ მკურნალობასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს.
მოზრდილები:
დოზა უნდა იქნას შერჩეული ინდივიდუალურად მდგომარეობის და პაციენტის რეაგირების შესაბამისად. ჩვეულებრივ, დიკლოფენაკის დღიური საწყისი დოზა არის 75მგ-დან 150 მგ-მდე დოზის დაყოფით. შემანარჩუნებელი დოზა არის 50-100მგ სადღეღამისო დოზის დაყოფით და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი და პაციენტის რეაქცია. მწვავე ეპიზოდის მართვისათვის, რაც საჭიროებს ხანმოკლე მკურნალობას, უკეთესი დაინიშნოს ის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ აბსორბციას.
შაკიკის შეტევების მართვისათვის, რეკომენდებული დოზა არის დიკლოფენაკის 100მგ სანთლები, რომელიც ინიშნება რექტალურად შეტევის პირველი ნიშნებისთანავე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი 50მგ მიღება დღის განმავლობაში. საერთო დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 150 მგ. შაკიკის მწვავე ეპიზოდისათვის, დიკლოფენაკი ინიშნება კუნთებში ინექციის სახით საწყისი დოზით 75 მგ. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება იმავე დღეს დაინიშნოს 50მგ დიკლოფენაკის სანთელი. საერთო დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 150მგ. თირკმლის კოლიკის მართვისათვის რეკომენდებულია დიკლოფენაკის კუნთებში გაკეთება და რეკომენდებული დოზაა 150 მგ. დიკლოფენაკის ინტრამუსკულური გამოყენება არ უნდა აჭარბებდეს 2 დღეს. ხანდაზმულთა, გულით დაავადებულთა და თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზებით და უნდა გაგრძელდეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით .
ბავშვები
დიკლოფენაკის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში .
მიღების მეთოდი:
სანთლების გამოყენებამდე უნდა მოხდეს ნაწლავის გათავისუფლება. დაიბანეთ ხელები. მოაშორეთ სანთელს შეფუთვა, დაასველეთ ცივი წყლით. დაწექით გვერდზე და გაიკეთეთ სანთელი სწორ ნაწლავში მაქსიმალურად ღრმად. თუ სანთელი დარბილებულია, გაყინეთ მაცივარში რამდენიმე წუთით, ან შეუშვირეთ ცივ წყალს შეფუთვის მოხსნამდე. არ გაყოთ სანთელი, რადგან არასწორმა შენახვამ შესაძლოა გამოწივიოს მოქმედი ნივთიერების არასწორი მიღება.
ნაწლავში ხსნადი და ნელა გამოთავისუფლებადი აპკით დაფარული ტაბლეტები უნდა მიიღოთ მთლიანად, გატეხვის გარეშე ჭიქა წყალთან, ან სხვა სითხესთან ერთად. უკეთესია ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტის მიღება ჭამამდე, ან ცარიელ კუჭზე. ნელა გამოთავისუფლებადი აპკით დაფარული ტაბლეტების მიღება უმჯობესია ჭამის დროს.
რა უნდა მოიმოქმედოთ დოზის გამოტოვების შემთხვევაში:
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე. თუ მოახლოვებულია მეორე დოზის მიღების დრო, მაშინ აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივად.
დოზის გადაჭარბების მართვა:
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.
გვერდითი ეფექტები:
სხვა პრეპარატების მსგავად, ვურდონმაც შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები. ეს შეიძლება იყოს წვის შეგრძნება, დისკომფორტი კუჭში, საერთო სისუსტე, ღებინება, დიარეა, ნაწლავების კოლიკა მეტეორიზმი , მადის დაკარგვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და გამონაყარი კანზე.
დიკლოფენაკის მიღებასთან ზოგჯერ შესაძლოა დაკავშირებული იყოს არტერიის თრომბოლიზი (მაგ, მიოკარდიუმის ინფარქტი, ან ინსულტი).
იშვიათი გვერდითი მოვლენები, გამოვლენილი პაციენტთა 1%-ში, არის: ჰემატემესი, შავი ფერის განავალი, წყლულოვანი დაავადება, ჰემორაგიული დიარეა, ყაბზობა, თვლემა, ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, ორიენტაციის დარღვევა, მხედველობის დარღვევა (მაგ. ბუნდოვანი ხედვა, ან მხედველობის გაორება), სმენის დაქვეითება, შუილი ყურებში, უძილობა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, დეპრესია, პანიკური შეტევები, ჭინჭრის ციება, კანის რეაქციები, თმის ცვენა, ფოტომგრძნობელობა, კანიდან სისხლდენა, ღვიძლის ფუნქციის გაუარესება, რაც იწვევს სახის, ფეხების შეშუპებამდე, მწვავე ოლიგურია, ჰემატურია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, რომელსაც მივყავართ სახის და თვალების სიყვითლემდე, ზოგჯერ ცხელებამდე, ან მუცლის ზედა ნაწილის შესიებამდე და ტკივილამდე შეხების დროს; მწვავე ჰემატოლოგიური დარღვევების სიმპტომები, როგორიცაა ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა, ალერგიული რეაქციები – სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა, ან სინკოპე, მაღალი წნევა. ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომებიც, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა.
ვურდონის მიღება შეწყვიტეთ შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:
დისკომფორტი მუცლის არეში, წვის შეგრძნება კუჭის არეში, ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
სისხლიანი ღებინება, შავი განავალი, ან ჰემატურია;
კანის პრობლემები, როგორიცაა გამონაყარი, ან ქავილი;
სუნთქვის გაძნელება;
კანის ან თვალების სიყვითლე;
გამუდმებული ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა;
სახის, ფეხების შეშუპება;
თავის ძლიერი ტკივილი;
ტკივილი გულმკერდის არეში და ხველა.
ამ გვერდითი მოვლენების სერიოზულობის შემთხვევაში ან თუ შეამჩნევთ რაიმე სხვა გვერდით მოვლენას, რაც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დიკლოფენაკს იყენებთ ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, რეგულარული შემოწმებისათვის მიაკითხეთ ექიმს, რომ რაიმე გვერდითი მოვლენა არ დარჩეს შეუმჩნეველი.
ვარგისობის ვადა:
25 მგ ტაბლეტი #100 – 3 წელი, ინახება ოთახის ტემპერატურაზე;
ამპულა – 5 წელი, ინახება ოთახის ტემპერატურაზე;
სანთელი – 3 წელი, ინახება ოთახის ტემპერატურაზე;
არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია შეფუთვის გარე და შიდა ზედაპირზე.
ინფორმაცია მედიკამენტის რაციონალურად გამოყენების შესახებ
· ეს მედიკამენტი დაგინიშნათ ექიმმა მხოლოდ კონკრეტული პრობლემისათვის. არ უნდა გადასცეთ ეს პრეპარატი სხვა ადამიანს და არ უნდა გამოიყენოთ სხვა შემთხვევისათვის ექიმთან შეთანხმების გარეშე.
· თუ მკურნალობის დროს გამოიკვეთა რაიმე პრობლემა, უნდა აცნობოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
· თუ გაქვთ რაიმე კითხვა წამალთან დაკავშირებით, რომელსაც იყენებთ, ან გესაჭიროებათ მეტი ინფორმაცია თქვენს სამედიცინო პრობლემასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
· უსაფრთხოების და ეფექტურობის მიზნით, უნდა დაიცვათ დანიშნულება და მედიკამენტთან დაკავშირებული ინფორმაცია.
· თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის დაკვირვებით გაეცანით ინფორმაციას დანიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით.
· არ შეინახოთ პრეპარატი აბაზანის უჯრაში, სიცხემ და სინესტემ შესაძლოა იმოქმედოს მასზე და საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას.
· არ შეინახოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ გესაჭიროებათ, ან რომლებსაც ვადა აქვს გასული.
· შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.